Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 10

„როგორ ჩავიხედოთ ნივთიერების

შიგნით?“

ნივთიერების შედგენილობა

ავტორი: ნინო გახარია


რა არის ნივთიერება?

• ნივთიერება არის ის, რისგანაც შედგება ჩვენს გარშემო


არსებული ნებისმიერი სხეული
• ყველაფერი, რასაც აქვს მასა და რაც სივრცეში გარკვეულ
მოცულობას იკავებს, ნივთიერებას წარმოადგენს.
ნივთიერების შედგენილობა

• ნივთიერება შედგება მოლეკულებისაგან, რომელიც არის პაწაწინა,


უმცირესი, თვალით უხილავი ნაწილაკები
• მოლეკულებს შორის არის შუალედები და ისინი განუწყვეტლივ
მოძრაობენ
• მოლეკულები ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზე არიან
განლაგებულები - ზოგი შედარებით ახლო მანძილზეა ერთმანეთთან
განლაგებული, ზოგი კი შორს.
ნივთიერების აგრეგატული
მდგომარეობა
• ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა არის ის განსხვავებული ფორმები, რომლებშიც
ნებისმიერი ტიპის ნივთიერებას შეუძლია არსებობა.
• დედამიწაზე გავრცელებული ნივთიერებების უმეტესობა გვხვდება 3 აგრეგატულ
მდგომარეობაში - მყარი, თხევადი და აირადი
• წყალი იმ მცირე ნივთიერებათაგან ერთ-ერთია, რომლებიც დედამიწაზე, ჩვეულებისამებრ,
ერთზე მეტ მდგომარეობაში გვხვდება. მრავალი სხვა ნივთიერება ხშირად მხოლოდ მყარ,
თხევად ან აირად მდგომარეობაში გვხვდება
• სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში ნივთიერების მოლეკულათა ურთიერთგანლაგება და
მოძრაობა განსხვავებულია.
აგრეგატული მდგომარეობები და
მოლეკულათა განლაგება
• მყარ მდგომარეობაში ნივთიერების შემადგენელი მოლეკულები ერთმანეთთან ძალიან
ახლოს არიან განლაგებული და მოლეკულებს შორის მიზიდულობა ძალიან დიდია, ამიტომ
მყარ მდგომარეობაში ნივთიერებას გააჩნია საკუთარი ფორმა და მოცულობა.

• სითხეში მოლეკულები არც ისე მჭიდროდ არიან განლაგებული, როგორც მყარ


მდგომარეობაში. მოლეკულებს შორის არის შუალედები. მიზიდულობა მათ შორის მცირეა,
ამიტომ თხევად მდგომარეობაში ნივთიერებას განსაზღვრული ფორმა არა აქვს, ის იღებს იმ
ჭურჭლის ფორმას, რომელშიც მოვათავსებთ.

• აირში მოლეკულები ქაოსურად და განუწყვეტლივ მოძრაობენ. მათ შორის მანძილი ძალიან


დიდია, მოლეკულებს შორის მიზიდულობა არ არსებობს, ამიტომ აირს მოცულობა და ფორმა
არ გააჩნია. აირიც ღებულობს იმ ფორმას რაშიც არის მოთავსებული.

მყარი სითხე აირი


წყალი. წყლის სხვადასხვა აგრეგატული
მდგომარეობა
• წყალი არის ერთადერთი ნივთიერება, რომელიც დედამიწაზე ერთდროულად სამივე
აგრეგატულ მდგომარეობაში შეიძლება შეგვხვდეს: მყარ, თხევად და აირად
მდგომარეობაში.
• მყარ მდგომარეობაში — ყინულის სახით, აირად მდგომარეობაში —ორთქლის სახით.
თხევადი წყლის უდიდესი ნაწილი კი გვხვდება ზღვების, ოკეანეების, ტბების, მდინარეების,
ნაკადულების, მიწისქვეშა წყლებისა და სხვათა სახით.
წყლის მოლეკულების განლაგება მყარ
(მარჯვენა) და თხევად (მარცხენა)
მდგომარეობაში
წყლის აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებები
• ყინულის ლღობის პროცესის დროს ის თბება, მისი მოლეკულები იღებენ
ენერგიას და იწყებენ ინტენსიურ მოძრაობას, ამის ხარჯზე ყინული ფართოვდება.
გარკვეულ ტემპერატურაზე მისი მოლეკულები იღებენ ისეთ ენერგიას, რომ
შორდებიან ერთმანეთს და ყინული თხევად მდგომარეობაში გადადის.
• დუღილის დროს წყალი ცხელდება და მისი მოლეკულები უფრო სწრაფ
მოძრაობას იწყებენ, სითხე ფართოვდება. გარკვეულ ტემპერატურაზე წყლის
მოლეკულების ენერგია აჭარბებს მათ შორის არსებულ მიზიდულობის ძალებს,
რის გამოც მოლეკულები წყდებიან სითხეს და აირად მდგომარეობაში გადადის
— წარმოიქმნება ორთქლი.
• აირის გაცივებისას მისი მოლეკულების მოძრაობის სიჩქარე მცირდება, ისინი
ერთმანეთს უახლოვდებიან და სითხე წარმოიქმნება. ამ პროცესს კონდენსაცია
ეწოდება. მაგალითად, ფანჯრის მინებზე წყლის წვეთები წარმოიქმნება წყლის
ორთქლის კონდენსაციის გამო.
მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like