კოვიდ19

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 11

პროფესიული

საგანმანათლენლო პროგრამა
საექთნო საქმე
მოდული; კომუნიკაცია
საექთნო საქმეში
მოდულის განმახორციებელი :
მარინე ცაგურია

პრეზენტატორი:პროფესი
ული სტუდენტი ლიზი
ჯგერენაია
პრეზენტაცია თემაზე:კოვიდ--19

საპრეტენზიო
საკითხები

1.კორონავირუსული დაავადება 2019


2.ეპიდემიოლოგია
3.სიმპტომები და მიმდინარეობა
4.COVID-19-ის მკურნალობა და მართვა
COVID-19 (ინგლ. COronaVIrus Disease 2019 —
„კორონავირუსული დაავადება 2019“) — ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს
მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2).[1] 2019 წლის
ბოლოდან მოყოლებული, ვირუსი გლობალურად გავრცელდა და გამოიწვია
კორონავირუსის პანდემია 2019-2020.[ზოგად სიმპტომებს შორის არის ტემპერატურის
მომატება, ხველება და სუნთქვის უკმარისობა. შედარებით ნაკლებად წარმოჩენილი
სიმპტომებია კუნთების ტკივილი, ნახველი და ყელის ტკივილი. შემთხვევათა უმეტესობა
მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება
პნევმონია და პოლიორგანული უკმარისობა.[ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის
მაჩვენებელი 1-დან 5 პროცენტამდეა, მაგრამ მერყეობს ასაკისა და სხვა თანმხლები
დაავადებების გათვალისწინებით.
კორონავირუსები დიდი ხანია რაც არსებობენ. ეს
არის ვირუსების ვრცელი ოჯახი, რომელშიც
შედის 7 განსხვავებული ტიპი. ისინი იწვევენ
სხვადასხვა სიმძიმის დაავადებებს - მსუბუქი
ხველიდან დაწყებული, მძიმე სასუნთქი გზების
დაავადებებით დამთავრებული.
ამ ოჯახის წევრია ახალი კორონა ვირუსი, იგივე
SARS-CoV-2, რომელმაც გამოიწვია კოვიდი.
მეცნიერების აზრით, ეს ვირუსი დიდი ხანია
არსებობს ცხოველებში. ზუსტად მათგან
გავრცელდა კორონა ვირუსი ადამიანებში და
დაიწყო კორონავირუსის პანდემია.

COVID - 19 ანუ კოვიდი


ეპიდემიოლოგია
პირველად ეპიდემიის გავრცელება შეინიშნა 2019 წლის
დეკემბრის შუა რიცხვებში,
ქალაქ უხანში,
რომელიც ჩინეთის სამხრეთით,
ხუბეის პროვინციაში მდებარეობს. შემდგომში ვირუსი
გავრცელდა ჩინეთის სხვა პროვინციებსა და მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჰონგ-კონგში, ტაილანდში,
იაპონიაში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში,
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში.[22][23][24]
ინფიცირებულები ასევე დაფიქსირდნენ სინგაპურსა და
ნეპალში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უცნობი ტიპის ვირუსის
შემთხვევის შესახებ პირველი შეტყობინება ჩინეთიდან 2019
წლის 31 დეკემბერს მიიღო. 2020 წლის 7 იანვარს ახალი ტიპის
ვირუსის არსებობა დადასტურდა, ვირუსი კი მიაკუთვნეს
კორონავირუსებრთა ოჯახს.
სიმპტომები და მიმდინარეობა
2019-nCoV კორონავირუსის საწყისი სიპტომები მიმსგავსებულია პნევმონიის
და მწვავე რესპირატორულ სინდრომებთან. სიმპტომები მოიცავს

ციებ-ცხელება
მოთენთილობა
სუნთქვის გაძნელება (უკმარისობა)
მაღალი ტემპერატურა (38°C მაღალი)
მშრალი ხველება
ტკივილი გულ-მკერდის არეში
თავის ტკივილი
მიალგია
გონების დაკარგვა (ფილტვის ქსოვილების პროგრესიული დაშლის შედეგად)
პნევმონია
თირკმლის უკმარისობა
გარდაცვალება (ზოგიერთ შემთხვევაში)
საავადმყოფოში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის
სასიცოცხლო მაჩვენებლები დაწესებულებებში შეყვანისას იყო სტაბილური,
მათ აღენიშნებოდათ ლეიკოპენია (სისხლში ლეიკოციტების დაბალი
შემცველობა) და ლიმფოპენია (სისხლში ლიმფოციტების დაბალი შემცველობა.
ამ პაციენტთა უმრავლესობას ასევე ჰქონდათ ჰიპერტონია, დიაბეტი ან გულ-
სისხლძარღვთა დაავადებებ
ერთი ადამიანიდან მეორეზე ინფექცია გადადის
რესპირატორული წვეთებით, რომლებიც ძირითადად
ხველებისა და დაცემინების დროს წარმოიქმნება.[
სიმპტომები ინფიცირებიდან 2-14 დღეში ვლინდება,
საშუალოდ კი 5 დღეში.
დიაგნოზირების სტანდარტული მეთოდია ყელ-ცხვირის
ნაცხის ან ნახველის ნიმუშის პოლიმერაზის ჯაჭვის
რევერსულ-ტრანსკრიფციული რეაქცია (rRT-PCR). ასევე
შესაძლებელია სისხლის შრატის იმუნოანალიზის
გამოყენება. ინფექციის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია
სიმპტომების კომბინაციით, რისკ-ფაქტორებითა და
კომპიუტერული ტომოგრაფიისას პნევმონიის
მახასიათებლების დაფიქსირებით.[
როგორ ავირიდო ინფიცირების რისკი?
COVID-19-ის მკურნალობა და მართვა

მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ით პაციენტების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ


არის.

პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სიმტომური მკურნალობა, მათ შორის ცხელებით


პაციენტებში - ანტიპირეტული საშუალებების მიცემა.

პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ დაავადების გართულების სიმპტომების


შესახებ. ამ სიმპტომების გამოჩენისთანავე პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა
მიმართონ კლინიკას.

მოქმედების ზოგადი სქემა ჰიპოქსიური, არაინტუბირებული პაციენტებისთვის:

ყოველდღიური გასინჯვა (შემოწმება)

ყურადღება მიაქციეთ:

ფიზიკური გასინჯვა ნაკლებად ინფორმატიულია ცნობიერებაზე მყოფ პაციენტებში,


რომლებსაც ზუსტად შეუძლიათ სიმპტომების გადმოცემა.
არ გამოიყენოთ სტეტოსკოპი! (ეს არის ინფექციის გავრცელების დამატებითი
წყარო).
მადლობა ყურადღებისთვის!!!გისურვებთ ჯანმრთელობას!!!

You might also like