Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 9

რა არის ესე

თამარ ვეფხვაძე
ესე
• აბზაცთა გარკვეული ჯგუფია, რომელშიც ჩამოყალიბებულია ერთი ძირითადი იდეა.
აბზაცისაგან განსხვავებით, ესეს უფრო ფორმალური (ზუსტი) სტრუქტურა აქვს. მასში
თითოეულ აბზაცს სხვადასხვა ფუნქცია აკისრია:
• შესავალი - ჩვეულებრვი, ეს ერთი (ორი ან მეტი) აბზაცია, რომელიც განსახილველ
თემასა და ესეს ძირითად იდეას - საკვანძო დებულებას გადმოგვცემს.
• განმავითარებული აბზაცი - აყალიბებს ცენტრალური იდეის და თემის სხვადასხვა
ასპექტს. ის შეიძლება განიხილავდეს მიზეზებს, შედეგებს, მაგალითებს, პროცესებს,
კლასიფიკაციას ანდა შედარებებს. ის, აგრეთვე, შეიძლება აღწერდეს ა მოგვითხრობდეს
რამეს.
• დასკვნა - მოიცავს აზრებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ესეში. ესაა დასვკნითი,
საბოლოო სიტყვა.
საკვანძო დებულება

• ესეს, ისევე როგორც აბზაცს, ერთი მთავარი წამყვანი აზრი აქვს. საკვანძო
დებულება - ეს არის წინადადება, რომელიც მოიცავს ესეს ძირითად იდეას.
აბზაცის მთავარი წინადადების მსგავსად, საკვანძო დებულება მოიცავს
გამონათქვამს, რომელშიც გადმოცემულია დამოკიდებულება, მოსაზრება ან
იდეა თემის შესახებ, მაგრამ, მთავარი წინადადებისგან განსხვავებით,
საკვანძო დებულება უფრო ფართოა და მასში მთელი ესესათვის არის
გადმოცემული წამყვანი აზრი.
საკვანძო დებულება

1. საკვანძო დებულება გადმოცემული უნდა იყოს სრული წინადადების


სახით, უნდა გამოხატავდეს დასრულებულ აზრს და არ უნდა იყოს დასმული
კითხვის სახით; ანუ საკვანძო დებულება უნდა იყოს დასრულებული აზრი,
რომელიც, როგორც წესი, გადმოცემულია რთული წინადადებით.
• მცდარი საკვანძო დებულება:
სიბნელის შიში. (მე მეშინია სიბნელის ან ჩემი სიბნელის შიში)
• სწორი საკვანძო დებულება:
• სიბნელის შიში ჩემს ცხოვრებას აუტანელს ხდის.
საკვანძო დებულება

2. საკვანძო დებულებაში გადმოცემულია აზრი, დამოკიდებულება ან იდეა და არა უბრალოდ


თემა, რომელიც ესეში იქნება ჩამოყალიბებული და განვითარებული. საკვანძო დებულება აცნობს
აზრს, დამოკიდებულებას რაიმე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, არა იმ სახით რომ „მე
ვაპირებ განვიხილო“, რადგან საკვანძო დებულებაში ხდება რომელიმე საკითხთან
დაკავშირებით თქვენი პოზიციის განცხადება და არა იმაზე მინიშნება, თუ როგორ იქნება
წარმოდგენილი და გაშლილი ის თქვენს ნაშრომში.

• მცდარი საკვანძო დებულება:


• განვიხილავთ რადიაციის გავლენას.
• სწორი საკვანძო დებულება:
• ხშირად რადიაციის შედეგები სრულიად პროგნოზირებადია.
საკვანძო დებულება
3. საკვანძო დებულება უნდა გამოხატავდეს აზრს, შეხედულებას და არა ფაქტს, რომლის
ჭეშმარიტებაშიც ძნელად თუ შეიძლება ეჭვი შეეპაროს ვინმეს.საკვანძო დებულება,
რომელსაც შეიძლება ვინმე არდაეთანხმოს, უნდა აიხსნას და დასაბუთდეს.
მცდარი საკვანძო დებულება:
• ძროხა გვაძლევს რძეს.
სწორი საკვანძო დებულება:
• რძე, რომელსაც ძროხა გვაძლევს, ყოველთვის არ შეესაბამება ადამიანის
• მოთხოვნებს.
მცდარი:
• კოლეჯში ჩაბარებას ბევრი ნაკლი და ბევრი დადებითი მხარე აქვს(არ არის საკამათო თემა)
სწორი:
• კოლეჯში ჩაბარება აშკარად სჯობს არჩაბარებას
საკვანძო დებულება
4. .საკვანძო დებულება უნდა გამოხატავდეს მხოლოდ ერთ
იდეას ერთ თემასთან დაკავშირებით,წინააღმდეგ
შემთხვევაში,ნაშრომი დაკარგავს ერთიანობას.
მცდარი:
• თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება შეიძლება გასართობი რამ იყოს
და მე აღმოვაჩინე,რომ დიდი ქალაქის გარეუბანი უფრო კარგი საცხოვრებელი
ადგილია, ვიდრე-კოლეჯი.
სწორი:
• თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება გასართობი რამაა
შესავალი

• საკვანძო დებულება მთელი ესეს მთავარი დებულებაა.ის


შესავალ აბზაცშია მოცემული.დებულება უნდა აიხსნას და
განიმარტოს განვითარებულ აბზაცში.
• 1.შესავალი აბზაცი წარადგენს თემას. ესაა პირველი, რასაც მკითხველი
ეცნობა.აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ აბზაცმი უნდა მიაწოდოს
მკითხველს ინფორმაცია განსახილველი თემის შესახებ.
• 2.შესავალი აბზაცი უნდა მიუთითებდეს ზოგადად როგორ იქნება თემა
გაშლილი.კარგი შესავალი აბზაცი უნდა მიუთითებდეს, აგრეთვე,რა
ძირითად საკითხებზე იქნება საუბარი საკვანძო დებულებაში.
გმადლობთ
ყურადღებისთვის!

You might also like