Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 44

ბათუმის შოთა რუსთაველის

სახელმწიფო უნივერსიტეტის
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და
ჯანდაცვის ფაკულტეტი

მედიცინის სპეციალობა

“კანისა და კანქვეშა ქსოვილის მწვავე ქირურგიული


ინფექცია - აბსცესი, ფლეგმონა, ტენდოვაგინიტი,
პანარიციუმი, ფურუნკული, ფურუნკულოზი,
კარბუნკული, ჰიდრადენიტი / ეტიოლოგია
/კლინიკა/ მკურნალობა“

ავტორი - III კურსის სტუდენტი - ლიზი მიქელაძე


ლექტორი - სრული პროფესორი: გივი ცეცხლაძე
პრეზენტაციის თემა:
აბსცეს ფურუნკულ
ი ი
ფლეგმონ
ა ფურუნკულოზი

კარბუნკულ
ტენდოვაგინიტი

პანარიციუმ ჰიდრადენიტ
ი ი
აბსცესი

ქსოვილებში, ან რომელიმე ორგანოში ჩირქის


შემოსაზღვრულ დაგროვებას აბსცესი ანუ
ჩირქგროვა ეწოდება. აბსცესი უნდა
განვასხვავოთ ემპიემისაგან, რომელიც
წარმოადგენს უკვე არსებულ, ანატომიურად
დახურულ ღრუში (პლევ- რის ღრუ, ნაღვლის
ბუშტი, ჭია ნაწლავი, სახსარი) ჩირქის
დაგროვებას.
ეტიოლოგია და პათოგენეზი
ეტიოლოგია:
ჩირქროვის ძირითადი გამომწვევი არის სტაფილოკოკი როგორც მონოკულტურა , ან
იგი შესაძლოა ასოცირებული იყოს სხვა ბაქტერიებთან (ნაწლავის ჩხირი , პროტეუსი ,
სტრეპტოკოკი).

პათოგენეზი:
უხშირესად ინფექციის გამომწვევი ორგანიზნში ხვდება გარედან (ეგზოგენურად ),
კანის საფარველის დაზიანების შემთხვევაში მისი შეჭრის მიზეზი შეიძლება გახდეს
სამედიცინო მანიპულაციები (ინექციები,კანქვეშა გადასხმები), ასეპტიკის წესების
დარღვევის შემთხვევაში. ჩირქგროვა შეიძლება განვითარდეს კანის ჩირქოვანი
დაავადებათა დროს (ფურუნკული, კარბუნკული, ლიმფადენიტი, ფლეგმონა ). ის
შეიძლება ჩამოყალიბდეს ჰემატომის (სისხლჩაქცევის) არეში . გარდა ეგზოგენური
გზისა, აბსცესი შეიძლება ჩამოყალიბდეს პათოლოგიური არიდან დაშორებულ
ქსოვილებში და ორგანოებში ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გზით , ასეთ
შემთხვევაში ადგილი აქვს მეტასტაზური აბსცესის არსებობას. ზოგიერთი
ნივთიერების კანქვეშ მოხვედრის შემთხვევაში (მაგ. ნავთი, სკიპიდარი )
ჩამოყალიბდება ე. წ. "ასეპტიური" აბსცესი.
კლინიკა/დიაგნოზი
კლინიკა: მწვავე ანთების სხვა ნიშნებთან ერთად, ფლუქტაცია ჩირქგროვის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი
ნიშანია, ამ დროს ღრუში ჩირქის არსებობისა და მის კედლის ელასტიურობის გამო , აბსცესის ღრუზე თითებით
გამოწეული ტალღისებრი ბიძგები საწინააღმდეგო მიმართულებით შეიგრძნობა ეს სიმპტომი არ ვლინდება თუ
აბსცესის ღრუ პატარაა, ქსოვილებში ღრმად იმყოფება და თუ ჩირქგროვის კედელი საკმაოდ სქელია . ასეთ
შემთხვევაში დიდ დახმარებას გვიწევს წარმონაქმნის საცდელი პუნქცია მსხვილი ნემსით . ზედაპირულად მდებარე
მწვავე ჩირქგროვისათვის დამახასიათებელია პათოლოგიური უბნის შესიება , სიწითლე , მტკივნეულობა , ხოლო
ღრმად მდებარე ჩირქგროვის დროს ეს სიმპტომები არ აღინიშნება. აბსცესის ზოგადი ნიშნებია ტემპერატურის
მომატება სუბფებრილურიდან მაღალ მაჩვენებლამდე (39°C- 40°C), ზოგადი სისუსტე, მადის დაკარგვა, თავის
ტკივილი, უძილობა, პერიფერიულ სისხლში აღინიშნება ლეიკოციტოზი, ნეიტრიფილოზი და ლეკოციტური
ფორმულის მარცხნივ გადახრა, ედსი აჩქარებულია. ჩირქის ხასიათი კერძოდ მისი კონსისტენცია , ფერი , სუნი
დამოკიდებულია გამომწვევის სახეზე. ცუდი, სუნი და მონაცრისფრო ფერი დამახასიათებელია ლპობითი
ინფექციისათვის ნაღებისმაგვარი სქელი, მოყვითალო-მომწვანო ჩირქი სტაფილოკოკური ინფექციისათვის ,
მოლურჯო-მწვანე ფერი და მოტკბო სუნი კი ლურჯი ჩხირებისათვის. აბსცესის მძიმე მიმდინარეობა
დამოკიდებულია როგორც ჩირქგროვის ზონიდან ტოქსიური ნივთიერებების შეწოვაზე , ისე სეფსისის
განვითარებაზე. თუ აბსცესი ჩამოყალიბდა აირწარმომქმნელი ფლორის საფუძელზე , მაშინ აბსცესის ღრუში
შეიძლება დაგროვდეს აირი.
დიაგნოზი: ზედაპირული აბსცესის დიაგნოსტიკა სირთულეს არ წარმოადგენს. კლინიკური მონაცემის
საფუძველზეც შეიძლება დიაგნოზი დადგინდეს. ზოგიერთი ორგანოს არეში , მაგალითად თავის ტვინის არეში ,
ღვიძლში, ფილტვში, პლევრის ღრუში და მუცლის ღრუში არსებული ჩირქგროვების დიაგნოსტიკა , ზოგჯერ
საკმაოდ ძნელია. ამ შემთხვევაში დიდ დახმარებას გვიწვევს ულ- ტრაბგერითი , კომპიუტერულ-ტომოგრაფიული
და მრტ გამოკვლევები. კტ-ს დახმარებით შეიძლება დავადგინოთ ღრუ ორგანოში არსებული სითხის ხასიათიც
(ჩირქია თუ არა) დენსიმეტრიული მონაცემების საფუძველზე. მისი დამოკიდებულება სხვა ქსოვილებთან და
მეზობელ ორგანოებთან. ჩირქგროვის ღრუში აირების არსებობა და სხვა . აბსცესის გამოვლენის შემდეგ , უნდა
დადგინდეს მისი ფლორა ბაქტერილოგიურად და მისი მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისადმი .
აბსცესი - დიფერენციალური დიაგნოსტიკა
• აბსცესის დროს დიფერენციალური
დიაგნოზის გატარება გვიხდება
ჰემატომასთან, ცისტასთან,
ანევრიზმასთან, დაშლილ სიმსივნესთან,
სისხლძარღვოვან სიმსივნესთან.
აუცილებელია აბსცესის დიფერენცირება
ტუბერკულოზურ ხასიათის ცივ, ანუ
ჩამოწვეთილ აბსცესთან (მაგ. ხერხემლის
მალებში), რომელიც ხასიათდება
ტუბერკულოზის ძირითადი კერის
არსებობით, ნელი მიმდინარეობით და
მწვავე ანთებითი ცვლილებების
არარსებობით. ამ დროს
ზემოდასახელებული გამოკვლევები
დიაგნოზის საბოლოო გარკვევაში დიდ
დახმარებას გვიწევს.
ფილტვის ღვიძლის
აბსცესი აბსცესი
მკურნალობა/
პროგნოზი
მკურნალობა: აბსცესის მკურნალობა ოპერაციულია. მედიცინის თანამედროვე ეტაპზე ზოგიერთი
აბსცესის (პლევრის ღრუს, ფილტვის, ღვიძლის, მუცლის ღრუში არსებული ჩირქროვების)
მკურნალობა შესაძლებელია არაოპერაციული, ნაკლებინვაზიური მეთოდების გამოყენებით, რაც
გულისხმობს ექოსკოპიური ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ტექნიკის გამოყენებით აბსცესის
ღრუს სპეციალური ნემსების გამოყენებით პუნქციას, გამორეცხვას და მის დრენირებას სპეციალური
დრენაჟებით. ზედაპირული აბსცესის გახსნა უნდა მოხდეს ნარკოზით, აბსცესის ღრუ უნდა გაიხსნას
სრულყოფილად, ღრუ უნდა ამოირეცხოს, მოცილდეს ნეკროზული, გამლღვალი და დაშლილი
ქსოვილები, ჯიბეების შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი სრულყოფილი დრენირება
კონტრაპერტურის გამოყენებით. საჭიროა აგრეთვე ორგანიზმის დეზინტოქსიკაცია,
ანტიბიოტიკების დამიზნებითი გამოყენება, ფერმენტული პრეპარატების გამოყენება,
ულტრამაღალი სიხშირის დენის გამოყენება და სხვა. ზოგადი მკურნალობა მოიცავს აგრეთვე
ახალი სისხლის, პლაზმის, ალბუმინის გადასხმას და სპეციფიკურ თერაპიას (სტაფილოკოკური
ანატოქსინით იმუნიზაციას, სპეციფიკური Y გლობულინის დანიშვნა). უნდა გვახსოვდეს, რომ ცივი
(ჩამოწვეთილი) ტუბერკოლუზური ხასიათის აბსცესი არ უნდა გაიკვეთოს. ანტიბიოტიკების
ადგილობრივად გამოყენება აბსცესის მკურნალობის დროს უეფექტოა.

პროგნოზი: გარეთა, ზედაპირული აბსცესების დროს პროგნოზი კარგია. ჭრილობის გასუფთავების


შემდეგ შეიძლება დაედოს მეორადი ნაკრები. შემოფარგლურ ღრუებში და ორგანოებში არსებული
აბსცესის მკურნალობა კი სერიოზულია.
ფლუქტუაციის სიმპტომი
თირკმლის
კაფსულა

ცხიმი

თირკმლის
ფასცია

აბსცესი
ფლეგმონა

ფლეგმონა ეწოდება ფაშარი შემაერთებელი


ქსოვილის დიფუზურ ჩირქოვან ანთებას.
აბსცესისგან განსხვავებით, რომელიც
შემოსაზღვრულია ირგვლივმდებარე
ქსოვილებისაგან სპეციალური პიოგენური
გარსით, ფლეგმონას გააჩნია ტენდენცია
ქსოვილოვან სივრცეში გავრცელებისაკენ.
პათოგენეზი
პათოგენეზი: ფლეგმონა შეიძლება
განვითარდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე
იგი შეიძლება წარმოადგენდეს მთელი რიგი
ეტიოლოგია: ფლეგმონას უხშირესად იწვევს ჩირქოვანი დაავადების (კარბუნკული,
სტაფილოკოკი, შედარებით იშვიათად ოსტეომიელიტი, აბ- სცესი, სეფსისი და სხვა)
სტრეპტოკოკი და სხვა ჩირქმბადი გართულებას. ლოკალიზაციის მიხედვით
ბაქტერიები (ნაწლავის ჩხირი, პროტეუსი, ვარჩევთ ზედაპირულ (კანქვეშა ქსოვილის
ფლეგმონა) და ღრმა ფლეგმონას
ლურჯი ჩირქის ჩხირი და სხვა), რომლებიც
(კუნთთაშორის, ფასციისქვეშა, შუასაყრის,
შეიძლება შეიჭრას ქსოვილებში კანის,
რეტროპერიტონეალური სივრცის). ფლეგმონა
ლორწოვანი გარსის დაზიანებული
შეიძლება მოიცავდეს მთელ ორგანოსაც (კუჭი,
ადგილებიდან, ან ჰემატოგენური გზით.
ნაწლავები და ა. შ.).
ფლეგმონის ჩამოყალიბებას, შედარებით ზოგჯერ ლოკალიზაციის მიხედვით ფლეგმონას
იშვიათად, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სპეციალური სახელწოდება აქვს. ასე
სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების (მაგ. მაგალითად, თირკმლის ირგვლივ
სკიპიდარი, ნავთი, ბენზინი და სხვა) კანქვეშ განვითარებულ ფლეგმონას პარანეფრიტი
შეყვანის შემდეგ. ეწოდება, სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული
ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთებას
პარაპროქტიტი; მსხვილი ნაწლავის ირგვლივ
ქსოვილების ანთებას კი პირაკოლიტი.
ფლეგმონა

ღრმა ფლეგმონა ფლეგმონა


ზედაპირული - კუნთთაშორის, შეიძლება
კანქვეშა ქსოვილის ფასციისქვეშა, შუასაყრის, მოიცავდეს მთელ
ფლეგმონა რეტროპერიტონეალური ორგანოსაც კუჭს,
სივრცის.
ნაწლავებს და ა. შ.
ფლეგმონა იწყება ქსოვილში სეროზული ანთების განვითარებით , ზოგჯერ პროცესი
შემოიფარგლება სერიოზული ანთებით. ცალკეულ შემთხვევაში სეროზული ანთება
გარდაიქმნება ჩირქოვან ფორმად (ჩირქოვანი ფლეგმონა). ლპობითი ინფეციის შემთხვევაში
ადგილი აქვს ლპობითი ფლეგმონის განვითარებას. ამ დროს ფლეგმონა ხდება
იქოროზული, ცუდი სუნის. თანდათანობით შეიძლება საკმაო სივრცე მოიცვას , ქსოვილები
დანეკროზდეს და გარდაიქმნას ნეკროზულ ფლეგმონად.

ფლეგმონის პროგრესირების შემთხვევაში ფლეგმონა შეიძლება გავრცელდეს მეზობელ


ქსოვილებზე და ორგანოებზე (ფასცია, კუნთი, ძვალი ).

ზოგჯერ ანთებითი ინფილტრატი, რომელიც შინაგანი ორგანოების მოსაზღვრედ მდებარეობს


(ღვიძლთან, თირკმელთან, ხორხთან, მსხვილ სისხლძარღვებთან ) შეიძლება გავრცელდეს ამ
ორგანოებზე და მოხდეს ინფექციის გენერალიზაცია და განვითარდეს სეფსისი .

ფლეგმონის ე. წ. კეთილთვისებიანი კლინიკური მიმდინარეობისას ჩირქოვან - ნეკროზული


უბანი შემოიფარგლება ჯერ ლეიკოციტური, შემდეგ კი გრანულაციური ბარიერით და ამ არეში
ჩამოყალი- ბდება აბსცესი.
კლინიკა
კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ფლეგმონა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული , რომელიც იჩენს მიდრეკილებას
პროგრესირებისაკენ ან შემოფარგვლისაკენ. უმრავლეს შემთხვევაში ფლეგმონა მწვავედ იწყება , ტემპერატურის
მომატებით 39-40ºC. ზოგადი სისუსტით, შემცივნებით, თავის ტკივილით, ტემპერატურა მუდმივია. მწვავე ფლეგმონის
მიმდინარეობა დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციაზე , ფლორის ვირულენტობაზე , ორგანიზმის იმუნობიოლოგიურ
მდგომარეობაზე და სხვა. ფლეგმონისათვის დამახასიათებელი შესიება, შეშუპება , სიწითლე , მტკივნეუ ლობა და სხეულის
დაავადებული ნაწილის ფუნქციის მოშლა. შესიება ჩვეულებრივ დაავადების დასაწყისში ინფილტრატის ხასიათითაა , კანი
შესიების არეში მოწითალოა. რამდენადაც უფრო დაჭიმულია და მეტია ზეწოლა ანთებით კერაზე , იმდენად მეტადაა
გამოხატული შეშუპება და ტკივილი. ირღვევა ქსოვილთა კვება და სწრაფად ვლინდება ნეკროზი . პროცესის ადრეული
რეგრესის შემთხვევაში, ფლეგმონის მფარავი კანი თანდათანობით ფერმკრთალდება და ნორმალურ შეფერილობას იღებს .
ფლეგმონის დროს, პათოლოგიურ არეში პალპაციით ისინჯება მტკივნეული გამკვრივება მკვეთრი საზღვრების გარეშე ,
რომელიც შეხებით უძრავია და ცხელია. ფლეგმონის აბსცედირების დროს ხდება მისი დარბილება და გამოვლინდება
ფლუქტუაციის ფენომენი. ფლეგმონის შემთხვევაში ყოველგვარი მოძრაობა იწვევს ტკივილის მკვეთრ გაძლიერებას მისი
ლოკალიზაციის არეში. ღრმად მდებარე ფლეგმონის შემთხვევაში კიდურის გარშემოწერილობა იმატებს (ჯანმრთელ
კიდურებთან შედარებით). ზოგჯერ შესამჩნევია ფლეგმონის არეში ქსოვილების გამობერილობა , რომელიც პალპაციით
მკვეთრად მტკივნეულია, ვითარდება ე. წ. ტკივილით გამოწვეული კუნთოვანი კონტრაქტურა. ავადმყოფი ცდილობს
ფლეგმონის გამო კიდურს მისცეს იძულებითი მდებარეობა, რომლის დროს ტკივილი საგრძნობლად მცირდება . სხვა
ანთებითი პროცესისაგან განსხვავებით ღრუ ორგანოების ფლეგმონა გამოირჩევა მწვავე დასაწყისით და მძიმე კლინიკური
მიმდინარეობით (ტემპერატურის მკვეთრი მომატება 40°C-მდე, შემცივნება, გულისრევა და პირღებინება, უმადობა ტკივილი
მუცლის შესაბამის არეში). ფლეგმონის დროს დაავადების კლინიკური მიმდინარეობა იშვიათად არის კეთილთვისებიანი ,
უხშირესად მას აქვს აგრესიული მიმდინარეობა (ე. წ. ავთვისებიანი ფორმა ), როცა პროცესი ჩქარა პროგრესირებს , მოიცავს
კანქვეშა და კუნთთაშორისი ქსოვილების დიდ ფართს, რასაც თან ახლავს ძლიერი ინტოკსიკაცია . თუ ფლეგმონა
ჩამოყალიბდა სახსრის არეში, მაშინ შეიძლება განვითარდეს მეორადი ჩირქოვანი ართრიტები , ტენდოვაგინიტი და სხვა
ჩირქოვანი დაზიანებაბი. სახის არეში არსებული ფლეგმონა შეიძლება გართულდე სახის ვენების პროგრესირებადი
თრომბოფლებიტით და ჩირქოვანი მენინგიტით. ხშირად ფლეგმონა რთულდება ლიმფადენიტით და ლიმფანგიტით .
დიაგნოზი მკურნალობა
ძირითადად დგინდება დაავადების
საწყის ეტაპზე ფლეგმონის მკურნალობა
მიმდინარეობის, ლაბორატორიული და კონსერვატულია (წოლითი რეჟიმი, კიდურის
აგრეთვე, პუნქტატის ან გამონადენის მოსვენებითი მდგომარეობა, ანტიბიოტიკოთ-
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების ერაპია, იონოფოზი ქიმოტრიფსინით და ა. შ.).
საფუძველზე. კანქვეშა ფლეგმონის მიზანშეწონილია ადგილობრივად ფართო
დიაგნოსტიკა არ არის ძნელი, მაგრამ სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენება.
ზოგჯერ გვიხდება მისი დიფერენცირება ადგილობრივი ანთებითი მოვლენების
არაკლოსტრიდიულ ანაერობულ ჩაცხრომა და ზოგადი მდგომარეობის
ინფექციასთან. ღრმა ფლეგმონის დროს გაუმჯობესება, მიუთითებს პროცესის
კი დიფერენცირებაში უდიდეს რეგრესზე. ანთებითი პროცესის მკურნალობის
დახმარებას გვიწევს ანამნეზური (12-24 საათის განმავლობაში) უეფექტობის
მონაცემები, პათოლოგიური უბნის შემთხვევაში საჭიროა ოპერაციული
დათვალიერება, პალპაცია, საცდელი მკურნალობა. ზოგადი გაუტკივარებით
ფუნქცია. აგრეთვე ექოსკოპია, კეთდება ფლეგმონის არეში კანის და
კომპიუტერული ტოპოგრაფია და კანქვეშა ქსოვილების გაკვეთა ერთი ან
ბირთვული მაგნიტური რეზონანსი. რამოდენიმე პარალელური განაკვეთით.
საკმაოდ რთულია ღრუ ორგანოთა (კუჭი, შესაძლებელია კონტრაპენტურების შექმნაც.
ნაწლავები) ფლეგმონის დიაგნოზის ჭრილობას გამორეცხავენ ანტისეპტიკური
დადგენა. ღრუ ორგანოს ფლეგმონა ხსნარებით. ოპერაციის შემდეგ, მკურნალობა
გამოვლინდება უშუალოდ ოპერაციის გრძელდება ჩირქოვანი პროცესის საერთო
დროს. კუჭის ფლეგმონური ანთების პრინციპების შესაბამისად.
პროგნოზი: შემოფარგლილი კანქვეშა
დიაგნოზი შეიძლება დაისვას
ფლეგმონის დროს კარგია. პროგნოზი
გასტროფიბროსკოპიული გამოკვლევისა
ზოგჯერ არაკეთილსაიმედოა: სახის არეში
და ამ დროს აღებული ბიოპტატების
ფლეგმონის ლოკალიზაციის დროს;
კვლევის საფუძველზე.
პროგრესირებადი ფლეგმონისა და/ან მისი
ტენდოვაგინიტი

წარმოადგენს დაავადებას,
რომელიც დაკავშირებულია მყესის
ბუდის ანთებით პროცესთან.
(ლათ. tendo მყესი, vagina ბუდე, itis ანთება)
კუნთების
დაინფიცირებული
დაჭიმვა, სიცივის
ჭრილობები
ზემოქმედება

დაინფიცირება ოსტეომიელიტი
ეტიოლოგი

ჩირქოვანი კანის საფარის
ართრიტი დახეთქვა

რევმატიზმისას
პანარიცეა რეაქტიული
ანთება
ტენდოვაგინიტი -
სიმპტომები

მყესების კანის სიწითლე მყესების


ტკივილი შეშუპება

დასიება
ლიმფური ტემპერატურის
კვანძების მომატება
გადიდება
ციება

ზოგადი მოძრაობის
სისუსტე მოდუნება დროს
ტკივილი
ტენდოვაგინიტი
• ქირურგის, რევმატოლოგის, თერაპევტის
კონსულტაცია;

01
• სისხლის საერთო ანალიზი;
დიაგნოსტიკა •

რენტგენოგრამა;
კომპიუტერული ტომოგრაფია;
• ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

• კიდურების იმობილიზაცია;

02
• ფიზიოთერაპიული პროცედურები;
მკურნალობა •

მედიკმენტოზური მკურნალობა;
ვიტამინოთერაპია;
• ქირურგიული ჩარევა.

• ძლიერი ფიზიკური

03
დატვირთვისგან თავის
პროფილაქტიკა •
დაცვა;
ტრავმების თავიდან
აცილება;
• ჯანსაღი ცხოვრების წესი;
• სპორტი.
პანარიციუმი

პანარიციუმი ხელის (იშვიათად ფეხის) თითების მწვავე


ჩირქოვანი პროცესია, რომელიც ჩირქოვანი ქირურგიის
ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა. იგი ვითარდება
ჩირქმბადი მიკროორგანიზმების (ძირითადად, ოქროსფერი
სტაფილოკოკის) ცხოველმყოფელობის შედეგად,
რომლებიც ქსოვილში ხვდებიან დაზიანებული კანიდან.
პანარიციუმის დროს აღინიშნება შეშუპება, სიწითლე,
ტკივილი თითის არეში, მძიმე ფორმისას კი – შემცივნება და
ტემპერატურის მომატება. ტკივილი შეიძლება იყოს
ძლიერი, მფეთქავი. ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია
კონსერვატიული მკურნალობა, მოგვიანებით სტადიაზე კი,
აუცილებელია ოპერაცია.
პანარიციუმი
პანარიციუმის მიზეზები
პათოლოგიის ძირითადი მიზეზი ოქროსფერი სტაფილოკოკია, რომელიც
ქსოვილებში შეიძლება მოხვდეს დაზიანებული კანიდან. კანის
მიკროტრავმები და დაზიანებები ხშირად შეუმჩნეველი რჩება, ან იმდენად
უმნიშვნელოდ გვეჩვენება, რომ ყურადღებასაც არ ვაქცევთ.
პანარიციუმის განვითარებას ხელს უწყობს სისტემატური გადაცივება, მაღალი
ტენიანობა, ვიბრაცია, მაცერაცია, დაბინძურება ან გამაღიზიანებელი
ნივთიერებების მოქმედება.
შინაგან მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: ენდოკრინული
დაავადებები, ჰიპოვიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და
იმუნიტეტის დაქვეითება.
პანარიციუმი აღენიშნებათ ბავშვებს და ახალგაზრდა, საშუალო ასაკის
პირებს 20-დან 50 წლამდე. ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციაა
მარჯვენა მტევნის I, II და III თითები.
პანარიციუმის კლასიფიკაცია
კანის პანარიციუმი. ძვლის პანარიციუმი –
ყველაზე მსუბუქი ფორმა განმასხვავებელი სახსრის პანარიციუმი
– ჩირქოვანი პროცესი თავისებურებაა ის, რომ ვითარდება
ფორმირდება კანის ჩირქოვან პროცესში ფალანგთაშორის
სისქეში. ერთვება ძვალი. სახსრებში;

ძვალსახსროვანი პანარიციუმი
ფრჩხილის – ჩვეულებრივ, აღმოცენდება
პანარიციუმი სახსროვანი პანარიციუმის
პროგრესირებისას, როდესაც
(პარონოქია) – ანთება
ანთება გადადის სასახსრე
ლოკალიზდება ბოლოებიდან ფალანგების
ფრჩხილის ბუდეში. ძვლებზე.

კანქვეშა პანარიციუმი –
მყესების პანარიციუმი –
ვითარდება კანქვეშა
ლოკალიზდება მყესების
შრეში თითების
მიდამოში.
ზედაპირზე ხელისგულის
მხრიდან.
კანის პანარიციუმი ჩვეულებრივ, აღინიშნება ფრჩხილის ფალანგის მიდამოში. კანი წითლდება, სიწითლის ცენტრში ეპიდერმისის
შემოსაზღვრული უბანი შრევდება. წარმოიქმნება მღვრიე, სისხლიანი ან მორუხო-ყვითელი სითხით სავსე ბუშტუკი. დასაწყისში ტკივილი
მკვეთრი არ არის, შემდეგ თანდათანობით ძლიერდება და ხდება მფეთქავი. გაურთულებელი პანარიციუმისას ზოგადი მდგომარეობა არაა
შეცვლილი, ლიმფანგიტის დროს შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, სისუსტე, შემცივნება.
ფრჩხილის პანარიციუმი – პარონიქია, როგორც წესი, ვითარდება არასწორად გაკეთებული მანიკურის შემდეგ. დასაწყისში აღინიშნება
ლოკალური შეშუპება და შეწითლება, შემდეგ პროცესი ვრცელდება და მოიცავს ფრჩხილის მორგვს. საკმაოდ სწრაფად ფორმირდება
ჩირქგროვა. ანთების მიდამოში აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ძილის დარღვევა, თუმცა, ზოგადი მდგომარეობა არ იცვლება. შეიძლება
ჩირქგროვა თავისთავად გასკდეს, მაგრამ ამგვარი ნაწილობრივი დაცლა პანარიციუმის მწვავე ფორმის ქრონიკულში გადასვლის მიზეზადაც
შეიძლება იქცეს. პროცესის პროგრესირებისას ჩირქი შეიძლება გადავიდეს ფრჩხილის ფუძეზე, გავრცელდეს კანქვეშ, ძვალზე.
ფრჩხილქვეშა პანარიციუმი, ჩვეულებრივ, პარონიქიის გართულებაა, თუმცა, შეიძლება განვითარდეს პირველადად, ფრჩხილის
თავისუფალი კიდის ნახეთქის, ჭრილობის შედეგად ან ფრჩხილქვეშა ჰემატომის დაჩირქებისას.
ფრჩხილქვეშა პანარიციუმისთვის დამახასიათებელია ძლიერი, ინტენსიური ტკივილი, ტემპერატურის მომატება. ფრჩხილის ფალანგი
შეშუპებულია, ფრჩხილის ქვეშ კი ჩირქია.
კანქვეშა პანარიციუმი პანარაციუმის ყველაზე გავრცელებული სახეა. ჩვეულებრივ, ვითარდება მცირე, მაგრამ ღრმა ჭრილობებისას.
დასაწყისში ვლიდნება მცირე სიწითლე და ლოკალური ტკივილი. რამდენიმე საათის განმავლობაში ტკივილი ძლიერდება, ხდება მფეთქავი.
თითი შეშუპებულია. ზოგადი მდგომარეობა შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს ან გაუარესდეს. აღინიშნება შემცივნება და ტემპერატურის
მომატება 38 გრადუსამდე და მეტად. ჩირქოვანი პროცესი, მკურნალობის გარეშე, შესაძლებელია გადავიდეს ღრმა ანატომიურ
წარმონაქმნებზე (ძვლები, სახსრები, მყესები).
ძვლის პანარიციუმი შეიძლება განვითარდეს ღია მოტეხილობის ინფიცირებისას ან კანქვეშა პანარიციუმის შედეგად რბილი
ქსოვილებიდან ძვალზე ინფექციის გავრცელებისას. შესაძლებელია განვითარდეს ფალანგის ნაწილობრივი ან სრული დაშლა. აღინიშნება
ძლიერი ინტენსივობის მფეთქავი ტკივილი. დაზიანებული ფალანგი იზრდება მოცულობაში, რის შედეგადაც თითი იღებს ძეხვის
შესახედაობას. კანი გლუვია, მბრწყინავი, მოწითალო-ციანოზური. თითი ოდნავ მოხრილია, მოძრაობა შეზღუდულია ტკივილის გამო,
შეუძლებელია მაქსიმალურად მტკივნეული უბნის განსაზღვრა, რადგანაც ტკივილს გაფანტული ხასიათი აქვს, აღინიშნება შემცივნება და
ცხელება.
სახსრის პანარიციუმი შეიძლება განვითარდეს უშუალო ინფიცირების ან ჩირქოვანი პროცესის გავრცელების შედეგად. დასაწყისში
აღინიშნება შეშუპება და მოძრაობისას სახსრის არეში ტკივილი. შემდეგ ტკივილი ძლიერდება, მოძრაობა შეუძლებელი ხდება, შეშუპება
იზრდება და განსაკუთრებით გამოხატული ხდება თითის საზურგე ზედაპირზე.
მყესის პანარიციუმი შეიძლება განვითარდეს როგორც ინფექციის შეჭრისას, ისე თითის სხვა უბნებიდან ინფექციის გავრცელების გამო. თითი
თანაბრადაა შეშუპებული, მცირედ მოხრილი, აღინიშნება ინტენსიური ტკივილი, რომელიც მნიშვნელოვნად ძლიერდება პასიური მოძრაობის
მცდელობისას, სიწითლე შესაძლებელია არ იყოს გამოხატული, აღინიშნება ტემპერატურის მნიშვნელოვნად მომატება, სისუსტე, მადის
დაქვეითება. მყესის პანარიციუმი თითის ყველაზე მძიმე და საშიში ჩირქოვანი ანთებაა, რაც იმითაა განპირობებული, რომ ჩირქი სწრაფად
ვრცელდება, გადადის კუნთებზე, ძვლებზე, ხელისგულის რბილ ქსოვილებზე და წინამხარზეც კი. მკურნალობის გარეშე, მყესი სრულად
ფურუნკული

ფურუნკული თმის ფილიკულის და მის ირგვლივ


არსებული შემაერთებელი ქსოვილის ჩირქოვან-
ნეკროზული ანთებაა.
მრავლობითი ფურუნკულების არსებობას
ფურუნკულოზი ეწოდება.
ფურუნკული - ეტიოლოგია/პათოგენეზი/პათ.ანატომია

ძირითად წინაპირობას მიკრო


ტრამვები და კანის დაჭუჭყიანება
ფურუნკულის და ფურუნკულოზის

ია
წარმოადგენს. ფურუნკული
გამომწვევია ოქროსფერი

პა
ოგ
წარმოიქმნება ისეთ ადგილებზე,
სტაფილოკოკი. უფრო იშვიათად

თო
რომ- ლებიც განიცდის მუდმივ

ოლ
კი თეთრი სტაფილოკოკი და სხვა მექანიკურ გაღიზიანებას (კისრის


- ჩირქმბადი მიკრობები.

ენ

უკანა ზედაპირი, იღლიის ფოსო,

ეტ

ეზ
ბარძაყის შიგნითა ზედაპირი).


პათ.ანატომია
პათოლოგიური ანატომია. დასაწყისში კანზე წარმოიქმნება მკვრივი, მტკივნეული, ანთებადი კვანძი,
რომელ- შიც ჩათრეულია თმის ბუდე და ქონის ჯირკვალი. კვანძის ირგვლივ კანი შე- შუპებული და
ჰიპერემულია. რამდენიმე ხანში ანთებადი კვანძის ცენტრში წარ- მოიქმნება პუსტულა, რომელიც
შეიცავს ნეიტროფილურ ლეიკოციტებს, სტა- ფილოკოკებს და ფიბრინს. დაავადების დაწყებიდან მე-5
მე-6 დღის შემდეგ ან- თებითი პროცესი მთავრდება ქსოვილ- თა ნეკროზითა და ჩირქოვანი საცობის
ჩამოყალიბებით. ჩირქოვანი საცობის თმას- თან ერთად მოცილების შემდეგ რჩება კანის დეფექტი,
რომელიც თანდათან იწ- მინდება, იფარება გრანულაციური ქსო- ვილით და 3-4 დღის შემდეგ
საბოლოოდ დანიწიბურდება. დაავადების მთლიანი ციკლი 8-10 დღეს მოიცავს.
ფურუნკულოზი
ფურუნკულის
მკურნალობა
ფურუნკულის და ფურუნკულოზის მკურნალობა კონსერვატულია. ფურუნკული ქირურგიულ მკურნალობას
საჭიროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი ჩირქგროვად გადაიქცევა (ე . წ . აბსცედირებული ფურუნკული ).

ფურუნკულის კონსერვატული მკურნალობა მოიცავს ადგილობრივ და ზოგად ღონისძიებებს . ადგილობრივი


ღონისძიება გულისხმობს: ფურუნკულის ლოკალიზაციის ადგილზე თმების გაპარსვას და შემდეგ თბილი
საპნიანი წყლით ჩამობანვას. კანის 70%-იანი სპირტით ან 1- 2%-იანი სალიცილის სპირტით გაწმენდის შემდეგ
დაზიანებულ ადგილს ამუშავებენ ბრილიანტის მწვანეთი , ან მეთილენის ლურჯით . მალამო გამოიყენება
მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ფურუნკული გახსნილია და ჩირქისაგან დაცლილია. ქსოვილთა ნეკროზის
შემთხვევაში გამოიყენება სუფრის მარილის - 5-10%-იანი ჰიპერტონული ხსნარი. დაავადების დასაწყის
სტადიაში ფართოდ იყენებენ ზოგად მკურნალობას: კვარცს, ულტრამაღალი სიხშირის დენს და ა . შ .
ფურუნკულის ლიმფანგოიტით და ლიმფადენიტით გართულების შემთხვევაში მიზანშეწონილია
ანტიბიოტიკოთერაპია. ფურუნკულის დროს არ შეიძლება სველი ნახვევის ხმარება , რადგან იგი ხელს უწყობს
ინფექციის პროცესის გავრცელებას და მრავლობითი ფურუნკულოზის განვითარებას . კატეგორიულად
აკრძალულია ფურუნკულის (მით უმეტეს მისი სახეზე ლოკალიზაციის დროს) თითებით გამოწურვა . ავადმყოფი
სახის ფურუნკულით, როგორც წესი საჭიროებს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას ქირურგიული ინფექციის
განყოფილებაში. მკურნალობა მოიცავს დიეტასა და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებას .
ფურუნკულოზის დროს (გან-საკუთრებით მორეციდევე ფურუნკულოზის შემთხვევაში ) საჭიროა ავადმყოფის
სპეციალური გამოკვლევა. საჭიროა დროულად იქნეს გამოვლენილი და ნამკურნალები ნივთიერებათა ცვლის
ესა თუ ის დარღვევა (შაქრიანი დიაბეტი, ავიტამინოზი და ა. შ.). სტაფილოკოკური ინფექციისადმი ორგანიზმის
მედეგობის გასაძლიერებლად მიმართავენ იმუნიზაციას სტაფილოკოკის ანატოქსინით .
კარბუნკულ
ნორმა ფურუნკული

კარბუნკული
კარბუნკული არის რამდენიმე თმის ბოლქვისა და
ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვან-
ნეკროზული ანთება, რომელსაც ახასიათებს
ინფილტრატის გაჩენა და კანისა და კანქვეშა
უჯრედების გავრცობილი ნეკროზი. კარბუნკული
ყველაზე ხშირად ჩნდება უსუფთაობის პირობებში,
კანის ტანსაცმელთან ხახუნის ადგილას ჩირქმბადი
მიკრობების - სტაფილოკოკებისა და
სტრეპტოკოკების - შეჭრის შედეგად.
კარბუნკულის გაჩენას ხელს უწყობს ორგანიზმის გამოფიტვა, შაქრიანი დიაბეტი , სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ,
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მოშლა, ავიტამინოზი. კარბუნკული იწყება ისე , როგორც ფურუნკული , მაგრამ
სტაფილოკოკი თმის ბოლქვიდან სწრაფად იჭრება ლიმფურ ძარღვებში და აღწევს კანის ღრმა შრეებსა და კანქვეშა
უჯრედებში. შედეგად ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი განივრცობა და ინფილტრატი მკვეთრად იზრდება . კლინიკურად
კარბუნკული წარმოადგენს რამდენიმე შერწყმულ ფურუნკულს, რომლებსაც აქვთ საერთო , მკვეთრად შეშუპებული
საფუძველი. კარბუნკული ხშირად ჩნდება კისრის უკანა ნაწილზე, ბეჭებზე დაბეჭებს შუა არსებულ არეში , წელზე ,
დუნდულებზე, იშვიათად - კიდურებზე. თავდაპირველად წარმოიქმნება პატარა ანთებადი ინფილტრატი თავზე პუსტულით ,
რომელიც სწრაფად იზრდება. შეხებისას მტკივნეულია, თუმცა ტკივილი შეხების გარეშეც შეიგრძნობა . ინფილტრატის არეში
კანი იღებს მოვარდისფრო ელფერს, დაჭიმული და შეშუპებულია. ნეკროზული კერის ზემოთ ეპიდერმისი რამდენიმე
ადგილას იგლიჯება და ჩნდება რამდენიმე ხვრელი, საიდანაც გამოდის მომწვანო -მორუხო ფერის სქელი ჩირქი .
ხვრელებში ჩანს ნეკროზული ქსოვილი. ზოგი ხვრელი ერთდება და წარმოიქმნება კანის დიდი დეფექტი , საიდანაც
მოედინება ჩირქი და ძვრება ნეკროზული ქსოვილი. ტემპერატურა 40 გრადუსამდე იმატებს. აღინიშნება ძლიერი
ინტოქსიკაცია (გულისრევა, ღებინება, უმადობა, თავის ტკივილი, უძილობა, იშვიათად - ბოდვა და უგონო მდგომარეობა ).
სახეზე ლოკალიზებული და დიდი ზომის კარბუნკულების დროს ზოგადი სიმპტომები კიდევ უფრო მკვეთრია , მაგრამ
როგორც კი დაიწყება ჩირქის დენა და ნეკროზული ქსოვილების მოძრაობა , ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება .
ჩირქის ამოსვლის შემდეგ ჭრილობა ივსება გრანულებით და ხორცდება . გართულებათაგან მოსალოდნელია ლიმფანგიტი ,
ლიმფადენიტი, პროგრესირებადი თრომბოფლებიტი , სეფსისი , ჩირქოვანი მენინგიტი , სეფსისი , მენინგიტი და
თრომბოფლებიტი შედარებით ხშირია სახის კარბუნკულის დროს . გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია
ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ჩირქოვან განყოფილებაში . კარბუნკულის განვითარების საწყის (ანთებადი ინფილტრატის )
ეტაპზე მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას - პათოლოგიურ კერაში შეჰყავთ ანტიბიოტიკი , კეთდება კუნთშიგა ინექცია ,
ინიშნება სულფანილამიდები. რეკომენდებულია სისხლის გადასხმა და ადგილობრივი დასხივება ულტრამაღალი სიხშირის
სხივებით. კარბუნკულს ადებენ მშრალ ასეპტიკურ ნახვევს ან სინტომიცინის ან სტრეპტომიცინის ემულსიის ნახვევს . თუ
ავადმყოფს აქვს შაქრიანი დიაბეტი, აუცილებელია ინსულინოთერაპიის ჩატარება , რათა ინფილტრატისა და ნეკროზის
განვითარების პროცესი შეფერხდეს. ავადმყოფს სჭირდება დასვენება (წოლითი რეჟიმი , იმობილიზაცია ). სახის
კარბუნკულის დროს იკრძალება ლაპარაკი და ინიშნება თხიერი საკვები . საჭიროებისამებრ , დასაშვებია
ტკივილგამაყუჩებელი და საგულე საშუალებების მიღება, აუცილებელია კარგი კვება , რძის ნაწარმისა და მცენარეული
პროდუქტების დიეტა. თუ ერთ-ორდღიანი კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა და ინტოქსიკაციის ნიშნები
კარბუნკული
ჰიდრადენიტი
ჰიდრადენიტი წარმოადგენს ანთებით პროცესს,
რომელიც მიმდინარეობს აპოკრინულ საოფლე
ჯირკვლებში, უმეტესად იღლიაში და იშვიათად-
შორისის არეში დაავადების მთავარი
გამომწვევია სტაფილოკოკური ინფექციები.
უმეტესწილად პრობლემა აზიანებს იღლიის
ჯირკვლებს. ჰიდრადენიტი ხშირად გვხვდება
ჭიპის, ანუსის, დიდი სასქესო ბაგეების არეში და
ა.შ.
ორმხრივი
ჰიდრადენიტის
ერთმხრივ სახეები

კანის მექანიკური ჰორმონალური
დაზიანება (მაგალით
ად სამართებლით
დარღვევები
კანის გაჭრის დროს); ქალებში

ჭარბი ენდოკრინული
ოფლიანობა; დაავადებები;
მიზეზები
მოუხერხებელი ცხიმიანობა
ტანსაცმელი;

პირადი ჰიგიენის
სუსტი იმუნიტეტი; წესების
დაუცველობა.
პათოგენეზი
სტაფილოკოკები შეიჭრებიან ოფლის გამომტან
სადინრებში,ზოგჯერ კი გამომწვევი მიკრობები,ჯირკვალში
უშუალოდ კანიდან ეგზოგენური გზით შეიჭრებიან. ასეთ
შემთხვევაში ანთებითი პროცესი კანქვეშა ცხიმოვანი
ქსოვილიდან იწყება,სადაც სტაფილოკოკები ლიმფური
სადინრებით შეიჭრა. ბავშვებსა და მოხუცებში ჰიდრადენიტი
არ გვხვდება,რადგან საოფლე ჯირკვლები ჩამოყალიბდება
სქესობრივი მომწიფების ასაკში,ხანშიშესულობისას კი
განიცდის ინვოლუციას.
პათოლოგიური ანატომია:
კანის საოფლე ჯირკვლის ირგვლივ წარმოიქმნება ანთებითი
ინფილტრატი,რომელიც შედგება შემაერთებელი ქსოვილის
უჯრედების, ნეიტროფილების და
ლიმფოციტებისგან,რომელთაც ბოლოს ერთვის ქსოვილის
ჩირქოვანი გალღვობა და აბსცესის ჩამოყალიბება.
ჰიდრადენიტი

მკურნალობა:
სიმპტომები:
· ანთების ადგილის
· კანზე მყარი კვანძების გაჩენა,
დამუშავებას სპეციალური
რომლებიც ვიზუალურად ზოგჯერ საწოვარას
მალამოებით და ხსნარებით
საშიშროება: ჰგავს;
(სალიცილის მალამო და
· ქავილი;
ბორის სპირტი); დროული და · ტკივილი, რომელიც ძლიერდება
· დაზიანებული ადგილის აქტუალური მკურნალობა კვანძზე ზემოქმედებისას;
დაცვას სისველისგან;
გართულებების თავიდან · კვანძების მკვეთრი გაზრდა;
· ანტიბიოტიკების კურსის
გავლას; აცილების საშუალებას · კვანძების ადგილებში კანის მოლურჯო-
მოგვცემს, თუმცა ეს არ მოვითალო შეფერილობა;
· კვანძების მოცილებას
· ჩირქოვანი გამონადენი კვანძებიდან;
ოპერაციული გზით. გამორიცხავს დაავადების
· კვანძებში წყლულის გაჩენა;
ნებისმიერ შემთხვევაში, განმეორებით წარმოქმნის · გამოკვეთილი ტკივილი;
საჭიროა დერმატოლოგთან საშიშროებას. ამ · მაღალი ტემპერატურა;
ვიზიტი, რათა მოხდეს
დაავადების მკურნალობის
დაავადების თავისებურება · საერთო სისუსტე;
ისაა, რომ შეუძლია ხშირად · იმუნიტეტის დაქვეითება.
სწორად დანიშვნა.
რეციდივირება, მაშინაც კი, • აბსცესის ჩამოყალიბება
ჰიდრადენიტი გამოირჩევა განვითარების 2
თუ პაციენტი წინა კვირიანი ციკლით. ის შეიძლება
შემთხვევისას სრულიად ვითარდებოდეს უსიმპტომოდ ან
გამოჯანმრთელდა. იმალებოდეს კანის სხვადასხვა
პრობლემების უკან.
ჰიდრადენიტი
გმადლობთ
ყურადღებისათვი
ს!

You might also like