ბუასილი

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 13

ბუასილი

ლევან ასლანიშვილი
ბუასილი (ჰემოროი)

• სწორი ნაწლავის ქვედა


ნაწილის ვენების
კვანძოვანი გაგანიერება.
თან ახლავს სისხლდენა,
ზოგჯერ თრომბოზი,
ანთება, ქავილი და რიგი
სხვა პროცესები
კლასიფიკაცია

• წარმოშობის მხრივ ბუასილი ორის სახისაა: თანდაყოლილი და შეძენილი.


• შეძენილი ბუასილი შეიძლება იყოს: პირველადი - წარმოქმნილი როგორც
დამოუკიდებელი დაავადება. მეორადი - წარმოადგენს სხვა დაავადების ან
დაავადებების გართულების შედეგს ან მათი არსებობის სიმპტომს.
• ლოკალიზების მიხედვით ბუასილი არის: გარე და შიდა.
• მიმდინარეობის მხრივ ბუასილი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული
პათოგენეზი

• დაავადებას საფუძვლად უდევს სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევის


რეგულაციის დარღვევა, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას.. ვენების ხანგრძლივი გადავსება
იწვევს მათი კედლებისა და საფარი გარსების გაფართოებასა და გათხელებას, მიღებული
ტრავმების შედეგად კი მცირე ეროზიებისა და ნახეთქების წარმოქმნა.
• პათოლოგიური ჰემოროის მქონე ადამიანების 40%-ს არ აღენიშნება მნიშვნელოვანი
სიმპტომები. გარე და შიდა ჰემოროის გამოვლენა სხვადასხვაგვარია. ზოგიერთ ადამიანს კი
შეიძლება ჰქონდეს ამ ორის კომბინაცია. სისხლდენა საკმარისია ანემიის გამოწვევისთვის,
რაც იშვიათია; უფრო იშვიათად ვხვდებით სასიცოცხლოდ საშიშ სისხლდენას.
მწვავე ბუასილი

• ძლიერი ტკივილი უკანა ტანის არეში.


• პერიანალური მიდამოს შეშუპება და კვანძის ნეკროზი.
• უმეტესად შიგნითა კვანძის დაზიანება გარეთა კვანძი კი მეორადად
ერთვება პროცესში,
ქრონიკული ბუასილი

• ქრონიკულ ბუასილს ახასიათებს წინარე


პერიოდი, რომლის ძირითადი ჩივილებია:
• უსიამოვნო შეგრძნება უკანა ტანის არეში;
• მსუბუქი ქავილი;
• დეფაკაციის შეფერხება.
• სისხლდენა დეფეკაციის დროს.
• ეს პერიოდი შესაძლოა რამდენიმე თვიდან
რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს
ქრონიკული ბუასილის სტადიები

• I სტადიისთვის დამახასიათებელია ანალური არხიდან


სისხლდენა დეფეკაციის დროს კვანძების
გამოვარდნის გარეშე.
• II სტადიას ახასიათებს ჭინთვების დროს
ჰემოროიდული კვანძების გამოსვლა, რომლებიც
დეფეკაციის დამთავრებისთანავე სპონტანურად
ბრუნდება უკან.
• III სტადიაზე ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა
ხდება მხოლოდ დეფეკაციის დროს, მაგრამ ისინი
სპონტანურად უკან არ ბრუნდება, საჭიროა
დახმარება.
• IV სტადიას ახასიათებს პერმანენტული პროლაფსი,
რომელიც არ სწორდება. ის განაპირობებს თრომბოზს
და ტკივილს, ხშირად - ძლიერ სისხლდენასაც კი.
შიდა ჰემოროი

• შიდა ჰემოროი ჩვეულებრივ


უმტკივნეულოა, მას ახლავს ღია წითელი
შეფერილობის სისხლდენა დეფეკაციის
პროცესში ან მას შემდეგ. ის ხდება
მტკივნეული იმ შემთხვევაში, თუ
თრომბოზირებული ან ნეკროზირებულია.
გარეთა ჰემოროი

• რომ არა თრომბოზი, გარე


ჰემოროის შეუძლია
უსიამოვნების გამოწვევა.
თრომბოზირებული კი
შედარებით მტკივნეულია.
ტკივილი გადის ორ-სამ დღეში,
თუმცა შეშუპება შესაძლოა
გაქრეს რამდენიმე კვირაში. თუ
ჰემოროი დიდია და იწვევს
ჰიგიენურ პრობლემებს,
შესაძლოა მან გამოიწვიოს
გარშემო კანის დაზიანებაც.
დიაგნოსტიკა

• ანამნეზის შეგროვება, პაციენტის გამოკითხვა და


მისი ვიზუალური დათვალიერება.
• ანუსის ხვრელის დათვალიერება - ექიმი ადგენს
არის თუ არა ჰემოროიდული კვანძების ანთება.
• სწორი ნაწლავის პალპაციით შემოწმება.
• კოლონოსკოპია – ადგენენ სწორნაწლავის
ლორწოვანი გარსის მდგომარეობას.
• სიგმოიდოსკოპია – ამ მეთოდით ექიმი ამოწმებს
სიგმოიდური ნაწლავის და სწორნაწლავის
ლორწოვანი გარსის მდგომარეობას;
• ანოსკოპია – ამ მეთოდით მოწმდება შიდა
ჰემროიდული კვანძების მდგომარეობა, დაავადების
არსებობა, მისი მდებარეობა და გადიდების ზომა.
მკურნალობა

• უნდა შეცვალოს კვების რეჟიმი. მან აუცილებლად


კვების რაციონში უნდა ჩართოს ხილი და ბოსტნეული
• მძიმე ფორმის შემთხვევაში პაციენტს უნიშნავენ ზოგად
და ადგილობრივ გამაყუჩებლებს და ანთების
საწინააღმდეგო პრეპარატებსა და მაზებს. დაავადების
ადრეული სტადიის დროს შეიძლება გამწმენდი ოყნების
გამოყენებაც.
• უკანა ტანის არეში ტკივილებისა და ქავილის
არსებობის შემთხვევაში რეკომენდირებულია
რექტალური სანთლების გამოყენება
• ქრონიკული ბუასილის მკურნალობისას
რეკომენდირებულია სანთლების გამოყენება
თრომბინით. სისხლდენის განვითარების შემთხვევაში
შეიძლება დაინიშნოს ადგილობრივი ჰემოსტატიკური
საშუალებები
• ქირურგიული მკურნალობა (კვანძის
ლიგირება;ჰემოროიდექტომია;ნაკერებოს დადება)
ბუასილის ოპერაციის ზოგადი რისკები

• სისხლდენა ან სისხლის კოლტების წარმოქმნა,


რომელიც შეიძლება მოხდეს ოპერაციიდან 1
კვირის განმავლობაში
• ინფექცია, რომელიც გამოიწვევს ჩირქის (
abscess ჩირქგროვის) დაგროვებას -ამ რისკის
შესამცირებლად, ოპერაციის შემდეგ შეიძლება
დაინიშნოს ანტიბიოტიკების ხანმოკლე კურსი.
• შარდის შეკავება.
• ფეკალური მასების შეუკავებლობა (უნებლიე ჩ
ასვრა)
• ანალური ფისტულა (anal fistula) (პატარა არხი,
რომელიც ვითარდება ანალურ არხსა და
ანუსის ახლოს მდებარე კანს შორის)
• სტენოზი (ანალური არხის დავიწროება)

You might also like