Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 27

აკადემიური წერა

თემა 1:
აკადემიური ნაშრომის გასამართად აუცილებელ MS Word-ის პარამეტრები.
განცხადება, საქმიანი მიმოწერა, ელექტრონული წერილი,
სამოტივაციო წერილი

ლექტორი -თამარ გითოლენდია


tamar.gitolendia@btu.edu.ge
ტელ.: 558449355
სალექციო კურსის მიზნების გაცნობა

• სალექციო კურსი
• მუშაობის პრინციპები
• შეფასების სისტემა
• ძირითდი და დამხმარე ლიტერატურა
• აკადემიური ნაშრომის გასამართად აუცილებელ MS
Word-ის პარამეტრები
ედგარ დეილის „გამოცდილების კონუსი“

თვალიდან და ყურიდან მიღებული ინფორმაცია უნდა განამტკიცოს ხელებმა!!!


წერის პროცესის შეფასება და წერისთვის მოსამზადებელი ეტაპები.
კითხვები მსჯელობისათვის

1. სანამ წერას დავიწყებთ, საჭიროა თუ არა დავფიქრდეთ მიზანზე, რა მიზანი შეიძლება


ჰქონდეს საქმიანი მიმოწერას?

2. აქვს თუ არა მნიშვნელობა სათქმელის ლაკონურად და მკაფიოდ გადმოცემას და რატომ ?

3. რაში გვეხმარება აუდიტორიის ცოდნა?

4. თქვენი აზრით, რას ნიშნავს იდეების გააზრებული ორგანიზება?

5. რა განსხვავებაა ვარაუდებით საუბარსა და ფაქტებით საუბარს შორის, რომელია მათ შორის


მნიშვნელოვანი ეფექტური კომუნიკაციისთვის და რატომ?
წერის პროცესის შეფასება და წერისთვის მოსამზადებელი ეტაპები.
კითხვები მსჯელობისათვის

6. რა მნიშვნელობა აქვს გამართულად წერას?

7. რა მნიშვნელობა აქვს წერის დროს მარტივი ფორმატირების გამოყენებას (ფონტი, ზომა,


ბულეტები, აბზაცი...)

8. მიმოწერა შეიძლება განხორცილედეს სხვადასხვა არხით, სხვადასხვა პლატფორმაზე,


მაგალითად წერილი, ელ.წერილი, სოციალური ქსელები, სატელეფონო შეტყობინება... როგორ
ფიქრობთ, რა განსხვავებაა სხვადასხვა პლატფორმაზე განხორციელებულ მიმოწერებს შორის?

9. როცა წერილს კითხულობთ, გრძნობთ თუ არა ტონს, რა სახის ტონი შეგიმჩნევიათ ტექსტში,
რა მნიშვნელობა აქვს ტონს?

10. რა თვისებები ახასიათებსთ ადამიანებს, რომლებიც ეფექტურად ამყარებენ კომუნიკაციას?


საქმიანი მიმოწერა
1. ნათლად თქვით თქვენი მიზანი
სანამ წერას დაიწყებთ, გაიაზრეთ რა მიზნის მიღწევა გსურთ.
დარწმუნდით, რომ თქვენს ბიზნეს კომუნიკაციას აქვს ერთი, მკაფიო
მიზანი და არა „მრავალწერტილი“...

2. ლაკონური, მკაფიო ენის გამოყენება


მკითხველმა სწრაფად უნდა დაათვალიეროს ელ.წერილი ან
დოკუმენტი და მოძებნოს მათთვის საჭირო ინფორმაცია.

3. აუდიტორიის ცოდნა
შეაგროვეთ ინფორმაცია აუდიტორიას და მათ ინტერესების შესახებ.
შეარჩიეთ ლექსიკა და ტონი იმის გათვალისწინებით, თუ ვისთან
ურთიერთობთ.
წერა დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციით.
ახსენით, რატომ წერთ და გამოხატეთ თქვენი გზავნილი
4. თქვენი იდეების გააზრებული ორგანიზება მკაფიოდ და პირდაპირ. ეს დაეხმარება ყველას, ვინც
თქვენს შეტყობინებას კითხულობს, დაუყოვნებლივ გაიგოს
მიზანი.
საქმიანი მიმოწერა
წინადადების სტრუქტურა, რომელშიც სუბიექტი ასრულებს
მოქმედებას - უფრო ძლიერი, ლაკონური და გასაგებია.
5. აქტიური პირი. აქტიური პირი წინადადების თავში უნდა იყოს გამოყვანილი.

იმის ნაცვლად, რომ თქვათ:


"თქვენს წინადადებას განიხილავს ჩვენი გუნდი",
ჯობია დაწეროთ/გამოთქვათ ასე:
"ჩვენი გუნდი განიხილავს თქვენს წინადადებას
მოიპოვეთ ნდობა ფაქტებისა და არგუმენტების
გამოყენებით.
არგუმენტი- ეს არის ფაქტობრივი მონაცემი, სტატისტიკია,
6. მოსაზრებების ნაცვლად ფაქტების გადმოცემაკვლევის შედეგები ...
არგუმენტი შეიძლება იყოს ლოგიკური, ემოციური და
ავტორიტეტზე აპელირებული.
სუფთა წერა პროფესიონალურ და საიმედო შთაბეჭდილებას
ტოვებს.
7. გამართულად წერა
სანამ გაგზავნით, ყურადღებით წაიკითხეთ ყველა დოკუმენტი.
შეამოწმეთ გრამატიკულად, გაასწორეთ ორთოგრაფიული და
პუნქტუაციურ შეცდომები.
საქმიანი მიმოწერა
დაწერეთ თავდაჯერებული, თავაზიანი ტონით, თქვენივე
პროფესიონალიზმისა და სანდოობის საჩვენებლად.
ნიმუში:
8. სანდოობა
„სასწრაფოდ მომაწოდეთ დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ“
„გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი კომპანიის
შესახებ“

გამოიყენეთ ისეთი შრიფტები და ზომები, რომ თქვენი ნაწერი


9. მარტივი ფორმატირების გამოყენება ადვილად იკითხებოდეს. დაამატეთ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა
ქვესათაურები, თეთრი სივრცე და პუნქტები - სწორი ფორმატირება
დოკუმენტის აღქმას ადვილებს.

ტექსტის ვრცელი ნაწილები შეცვალეთ დიაგრამებით ან გრაფიკით


(თუ ეს შესაძლებელია)
ბიზნეს კომუნიკაციებს აქვს მრავალი ფორმა, რაც
შეიძლება შეიცავდეს წერილობით ანგარიშებს,
10. სხვადასხვა ტიპის წერის ადაპტაციის შენარჩუნებაპირდაპირ შეტყობინებებს ან სოციალურ ქსელში
შეტყობინებებს.

ისწავლეთ თქვენი ტონისა და ფორმატის ადაპტირება


თითოეული პლატფორმისთვის.
საქმიანი მიმოწერა

მცდარბეჭდილმძებნი - მორფოლოგიური ანალიზატორი


ტექსტური რედაქტორი
https://spellchecker.ge/

სავარჯიშო 1: დავალება: იპოვეთ შეცდომები და წერილი შეადგინეთ


სწორად
გამარჯობათ, მადლობას მოგიხდით დაპატიჟებისთვის, მაგრამ ეხლა არ
მცალია. სხვა და სხვა ღონისძიებაზე ვარ წასასვლელი და დრო არ მრჩება.
რამოდენიმეგან ერთდროულად ვერ მოვხვდები. არ მისაყვედუროთ,
ბოდიშით. პასუხისმგებლობით ავღნიშნავ, რომ შემდეგზე აუცილებლად
შემოგიერთდებით.
გაუთვალისწინებელი საქმეები ყოველ ჩვენთაგანს შეიძლება გამოუჩნდეს.
სამსახურეობრივ მოვალეობებს ვერ გაურბივარ.
შემდეგ შეკრებაზე აუცილებლათ შემოგიერთდებით.
ბიზნეს წერა//საქმიანი წერილი

ნებისმიერი წერილობითი კომუნიკაცია, რომელიც გამოიყენება პროფესიულ


გარემოში, მათ შორის ელ.ფოსტა, მემორანდუმები და ანგარიშები.

ეს არის პირდაპირი, მკაფიო და შექმნილია სწრაფად წასაკითხად.

დროსა და
რა უნდა მეთქვა? (მიზანი) პრაქტიკასთან ერთად,
თქვენც შეგიძლიათ
ვინ არის ჩემი აუდიტორია??
გახდეთ ეფექტური
„ბიზნეს მწერალი“.
ელექტრონული წერილი
კითხვები მსჯელობისათვის

1. როგორ გესმით ელექტრონული მიმოწერის ეტიკეტი?


2. მისაღებია თუ არა ერთი და იმავე წერილის გაგზავნა ერთდროულად რამდენიმე
ადრესატისთვის?
3. ერთი და იმავე წერილის გაგზავნა ერთდროულად რამდენიმე ადრესატისთვის რა
შემთხვევაშია მისაღები და რა შემთხვევაში არა?
4. რამდენად მოსალოდნელია პასუხი წერილზე, რომელსაც ბევრი ადრესატი ჰყავს
ერთდროულად?
5. რას უწყობს ხელს ელექტრონული მიმოწერის ეტიკეტის დაცვა?
6. ელექტრონული წერილის ეტიკეტი განსხვავდება თუ არა როცა წერილს უცნობს
ვუგზავნით და როცა ნაცნობს ვუგზავნით?
7. როგორი არ უნდა იყოს საქმიანი ელექტრონული წერილი
ელექტრონული წერილი
E-mail

• ელექტრონული ფოსტის მისამართი.


• ელექტრონული გზავნილის შექმნის პროცედურა: მიმღები, თემა/subject
• ელექტრონული წერილის ნეტიკეტი
მისალმება
ძირითადი ნაწილი (გაითვალისწინეთ: მოცულობა 1-3 აბზაცი, შინაარსი-
ძირითადი საკითხი დასაწყისში, ტონი-თავაზიანი)
დამშვიდობება
ხელმოწერა, ავტორის საინფორმაციო ბლოკი
 მიმართვა
 კომპლიმენტი
 თავაზიანობა
 ორთოგრაფია
 ტექსტის ვიზუალი
https://www.youtube.com/watch?v=4vQmeU32z-w
მეილი CC BCC

მიბმული ფაილი

პასუხის გაცემის დრო - 24 სთ.

სამუშაო დღის განმარტება

ზრდილობიანი, კორექტული მეილის შექმნას სჭირდება 10-30 წთ.


საქმიანი ქაღალდები

• განცხადება (1. საინფორმაციო განცხადება; 2. პიროვნების


განცხადება.)
• საქმიანი მიმოწერა
• ელექტრონული წერილი
• სამოტივაციო წერილი
განცხადება

საინფორმაციო განცხადება
საზოგადოებას აუწყებს რაიმე ინფორმაციას: საიუბილეო საღამოს,
შეხვედრის, პრეზენტაციის და სხვა ამგვარი ღონისძიებების შესახებ.

საინფორმაციო განცხადება უნდა იყოს მოკლე, ლაკონური და


ინფორმაციული. მასში ყველა ინფორმაცია სრულად უნდა იყოს
წარმოდგენილი: სად, როდის, რომელ საათზე, რა შინაარსისა და
ფორმატის შეხვედრა შედგება.

ფურცლის მარჯვენა კუთხეში მიეწერება განმცხადებლის ვინაობა.

ნიმუში
საინფორმაციო განცხადების ნიმუში

განცხადება

9 მარტს, საღამოს 7 საათზე, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგება


სტუდენტების მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

დასწრება თავისუფალია.

სტუდენტური კავშირი
ჩვენ თავად ვქმნით ტექსტს

შეადგინეთ საინფორმაციო განცხადებები ქვემოთ მოცემულ თემებზე:

1. ტესტირება
2. ექსკურსიის მოწყობა
3. სტუდენტური კონფერენციის მოწყობა
4. საახალწლო კარნავალის გამართვა
პიროვნების განცხადება

პიროვნების განცხადება არის სპეციალური ფორმით შედგენილი ტექსტი, რომლითაც


პიროვნება ითხოვს რაღაცას დაწესებულებისაგან.

პიროვნების განცხადება შეიძლება იყოს ნებართვის აღების, გათავისუფლების, ვადის


შეცვლის, გაცდენილი საათების საპატიოდ ჩათვლის შესახებ, ასევე იგი შეიძლება შეიცავდეს
თხოვნას, საჩივარს, შეტყობინებას.

განცხადება იწერება ერთი საერთო ფორმის მიხედვით:


1. ფურცლის მარჯვენა მხარეს იწერება, თუ ვის მიემართება განცხადება.
2. მომდევნო ხაზზე იწერება, თუ ვისგანაა განცხადება.
3. ერთი ხაზის გამოტოვებით გამოკვეთილად იწერება სიტყვა „განცხადება“
4. ხაზის გამოტოვებით აბზაცით წერება ძირითადი ტექსტი, რომელიც უნდა შეიცავდეს
განცხადების დაწერის მიზეზს, დასაბუთებას და განმცხადებლის სურვილს. განცხადების
ახნისითი ნაწილი შეიძლება ერთ აბზაცზე მეტი იყოს, ამ შემტხვევაში განმცხადებლის
სურვილი დაიწერება ახალი აბზაცით და დაიწყება სიტყვით „გთხოვთ“.
5. ბოლოს, ფურცლის მარცხენა მხარეს იწერება თარიღი, მარჯვენა მხარეს -
განმცხადებლის ხელმოწერა.
ჩვენ თავად ვქმნით ტექსტს

დეკანის სახეზე შეადგინეთ განცხადება ქვემოთ მოცემულ თემებზე:

1. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის ნებართვა.


2. აკადემიური წლის აღება საზღვარგარეთ გამგზავრების გამო.
3. ნიშნების ფურცლის გაცემის თხოვნა.
სამოტივაციო წერილი

1. რაზე კეთდება განაცხადი? (და საიდან გაიგეთ ამ ვაკანსიის, კონკურსის...


შესახებ?)
2. რატომ მიგაჩნიათ, რომ ამ კონკრეტული ვაკანსიისათვის სათანადო
კვალიფიკაცია გაქვთ? უნარ-ჩვენები.
3. რატომ დაინტერესდით?

P.S. თუ სამოტივაციო წერილი იწერება დაფინანსების მოსაპოვებლად, საჭიროა პრობლემის


აღწერაც.
სტილი:
• პუბლიცისტური
• პუბლიცისტურისა და ოფიციალურ-
საქმიანს ნაზავი
• შესაძლებელია მხატვრული ესეს
პრინციპითაც შექმნათ
სამოტივაციო წერილი

1. ტექსტის ავტორი არ ყვება. ის ფაქტების კონსტანტაციას


აკეთებს და მკითხველს დასკვნის საშუალებას აძლევს.

2. თვალთახედვაში გყავდეთ მკითხველი.

3. ტექსტი შედგება სტრუქტურული ნაწილებისგან.


სამოტივაციო წერილი

1. შესავალი - გავეცანი თქვენს განცხადებას...


2. თეორიული გამოცდილება - 2021 წელს დავასრულე ბაკალავრიატი....
3. პრაქტიკული გამოცდილება - 2019-2021 წლებში საშუალება მომეცა
მემუშავა....
4. უნარები - მიგვიანებით დავსაქმდი ორგანიზაციაში... წლების განმავლობაში
მიწევდა ... (ფუნქციები), რამაც ჯგუფური მუშაობის, სტრესთან გამკლავების
და გადაწყვეტილების მიღების უნარი გამომიმუშავა....
5. რატომ მინდა - თქვენს კომპანიაში მუშაობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა და
ამავდროულად კარგი შესაძლებლობა იქნებოდა...

მოხარული ვიქნები, თუ...

საუკეთესო სურვილებით,
სახელი და გვარი
MS Word-ის პარამეტრები

• როგორ გავხსნათ Word-ის ფაილი?


• Word-ის სამუშაო სივრცე.
• ფონტების განყოფილება (შრიფტის არჩევა, შრიფტის ზომის
არჩევა და შეცვლა...)
• პარაგრაფის განყოფილება.
• Insert განყოფილება.
• სქოლიო.
• გვერდების დანომრვა.
• სარჩევის გაკეთება.
• დამხმარე ღილაკები.
დავალებები
წასაკითხად:
1. ძოძუაშვილი ა. ვორდს გაიდი.
2. ქ. გოჩიტაშვილი, გ. შაბაშვილი, ნ. შარაშენიძე, „აკადემიური წერა“ თბილისი, 2013.
სარჩევში იხილეთ შემდეგი თავები: საქმიანი მიმოწერა, საქმიანი წერილი, ელექტრონული წერილი,
განცხადება, სამოტივაციო წერილი.

საშინაო დავალება #1 (3 ქულა)


ამოირჩიეთ ერთ-ერთი და სტრუქტურის დაცვით დაწერეთ სამოტივაციო წერილი:
ა) რომ აწყობთ თემატურ გამოფენას და გესაჭიროებათ დაფინანსება დარბაზისა და ტექნიკური
საშუალებების დასაქირავბელად.

ბ) რომ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში


(სამსახური/ორგანიზაცია თვითონ მოიფიქრეთ).
მოცულობა - 1 -1,5 გვერდი.

MS Word- ის ფაილში უნდა იყოს დაცული ყველა გავლილი პარამეტრი.


დავალებაზე მინიჭებული დრო - 12 მარტი.
დავალება გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: tamar.gitolendia@btu.edu.ge
დავალების შესრულების ფორმატი

ფაილს დაარქვით ჯგუფის ნომერი და გვარი და სახელი.


მაგ.: ჯგ 2_ჯავახიშვილი-საბა

შრიფტი – ”სილფაენი”

ზომა: ძირითადი ტექსტი - 12

სათაური - 14;

სტრიქონებს შორის მანძილი – 1.5;

აბზაცებს შორის ინტერვალი - 6

ტექსტი უნდა პასუხობდეს სამოტივაციო წერილის სტრუქტურას.


მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like