ბრტყელტერფიანობა

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 19

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ფაკულტეტი: მედიცინა
პედაგოგი: გელა ბაჯელიძე
სტუდენტები: ვერიკო რევია
ნუცა ხვიჩია
კურსი: 5 ჯგუფი: 4
 ბრტყელტერფიანობა

 Flat Foot

Pes Planus
 ბრტყელტერფიანობის განვითარების თეორია

ტერფი შეიძლება დავყოთ ორ - მედიალურ და


ლატერალურ სვეტებად. ლატერალური სვეტი
მეტად სტაბილურია და შედარებით სტატიკურ
მდგომარეობაშია, ხოლო მედიალურს შეუძლია
მოახდინოს ადაპტაცია წონის ზემოქმედებასთან,
მოქმედებს როგორც ამორტიზატორი.
მუხედავად იმისა, რომ ბრტყელტერფიანობის
განვითარების მექნიზმში არსებობს აზრთა
სხვადასხვაობა, უმეტესობა თანხმდება, რომ მისი
მთავარი მიზეზი სწორედ მედიალური სვეტის
სახსროვანი და მყესოვანი ელემენტების
სტაბილიზატორული ფუნქციის დაქვეითებაა,
რომლის შედეგიც არის როგორც კლინიკურად,
ასევე რადიოლოგიურად ნანახი ძვლოვანი
დეფორმაციები.
 ეპიდემიოლოგია

დამტკიცებულია, რომ მოსახლეობის


20-37%-ს აღენიშნება
ბრტყელტერფიანობა, რომელიმე
ხარისხით.
• ქალებსა და კაცებში დააავადების
გავრცელება არის 1:1თან.
• განსაკუთრებით ხშირად გვხვდება
ბავშვებში მოზრდილებთან
შედარებით, თუმცა მათ 10 წლის
ასაკისთვის უვითარდებათ
ნორმალური თაღი.
• ბრტყელტერფიანთა 82% ში
ვითარდება სტატიკური
ბრტყელტერფიანობა.
 ბრტყელტერფიანობის ეტიოლოგიური ფაქტორები
ბრტყელტერფიანობა სახელდობრ შეიძლება დავყოთ თანდაყოლილ და შეძენილ
ტიპებად. მისი გამომწვევი მიზეზებია:

• ტერფის შემადგენელი ელემენტების (ძვლების, სახსრების, იოგების...) თანდაყოლილი


ან შეძენილი დეფორმაციები.
• დიაბეტი; ჭარბწონიანობა.
• საკუთრივ ტერფის ან კოჭის ტრავმული დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს
წვივის უკანა კუნთის მყესის დისფუნქცია ან მისი დაზიანება (posterior tibial tendon)
• განვითარების მანკები - დაუნის სინდრომი, მარფანის სინდრომი, ელერს დანლოსი.
• თაღის სისუსტე, რომელიც განპირობებულია ტერფზე გადაჭარბებული ძალის
ზემოქმედებით, გადატვირთვით.
• ართრიტი; სპინა ბიფიდა; ართროგრიპოზი; კუნთების დისტროფია
• შეიძლება იყოს ორსულობის შედეგი
• იატროგენული ფაქტორები (წვივის უკანა მყესის ტრანპლანტაცია...)
ბრტყელტერფიანობის მოქნილი,
ელასტიური ტიპი (Flexible FlatFoot)
ამ ფორმის დროს ტერფის მოსვენების
მდგომარეობაში, მისი თაღი კარგად
არის გამოხატული, ხოლო
ზედაპირთან კონტაქტის დროს ის
ქრება. მას სხვანაირად პედიატრიულ
ბრტყელტერფიანობასაც უწოდებენ,
რადგან ის უმეტესად გვხვდება
პატარა ბავშვებში. მოქნილი ტიპის
ბრტყელტერფიანობა უმტესად
გვხვდება ორივე ტერფზე
ერთდროულად. ბრტყელტერფიანობის რიგიდული,
სტატიკური ფორმა (Rigid FlatFoot)
ტერფის თაღი საერთოდ არ არის
გამოხატული არცერთ მდგომარეობაში.
მას უწოდებენ ჭეშმარიტ
ბრტყელტერფიანობას (Talipes
Planovalgus). ის ბევრად ნაკლებად
გვხვდება ბავშვებში მოზრდილებთან
შედარებით. მოზრდილებში უმეტესად
გამოწვეულია წვივის უკანა კუნთის
მყესის დისფუნქციით. მისი შესუსტებით
რაც ხელს უშლის თაღის ფორმირებას.
 სტატიკური ბრტყელტერფიანობა

შეიძლება განვითარდეს სიმსუქნის,


ორსულობის, ასევე პროფესიული
გადატვირთვის (სპორტი) ნიადაგზე. წონის
მკვეთრი ზრდის შედეგად, ხდება ტერფის
იოგოვანი აპარატის გადაძაბვა, დაჭიმვა, რაც
იწვევს სახსრებში ქვეამოვარდნილობას და
ვითარდება ბრტყელტერფიანობა. ეს პროცესი
გადის 5 სტადიას: 1.პროდრომული;
2.პერიოდული; 3.ბრტყელი ტერფის;
4.ვალგუსური ბრტყელტერფიანობის;
5.კონტრაქტურული ბრტყელტერფიანობის.
 განივი ბრტყელტერფიანობა

განივი ბრტყელტერფიანობის ჩამოყალიბების


მიზეზი იგივეა, რაც სიგრძივისა, მაგრამ
არაიშვიათად, ის შეიძლება განვითარდეს
არარაციონალური - ვიწრო ფეხსაცმლის
ტარებისას.
განივი ბრტყელტერფიანობა შეიძლება იყოს სამი
ხარისხის: I ხარისხსის - სუსტად გამოხატული; II
ხარისხის - ზომიერად; III ხრისხის - მძიმედ
გამოხატული.
• I ხარისხსის დროს I თითის გადახრის კუთხე
20-29° ია.
• II ხარისხის დროს - 30-39°.
• III ხარისხის დროს - 40° და მეტი.
ხშირად ამ პათოლოგიის განვითარების მიზეზი
შეიძლება იყოს წვრილცხვირიანი ფეხსაცმელი,
რომლის მუდმივი ზეწოლა იწვევს კანის
გაღიზიანებას ანთებითი პროცესის
განვითარებით. პირველი მეტატარზალური
ძვლის თავზე კი ვითარდება ეგზოსტოზი
რომელიც იწვევს დიდ ტკივილს
 სიმპტომები

• ფეხის ტკივილი
• ფეხი იღლება მარტივად
• ტკივილი ქუსლისა და ტერფის თაღის
მიდამოში
• ტერფის შიგნითა ზედაპირზე შეშუპება
(იშვიათად)
• დგომის გაძნელება
• ტკივილი მუხლის, ბარძაყისა და ზურგის
მიდამოში
• უჭირთ ქუსლის აწევა ჰაერში
 დიაგნოსტიკა

• ანამნეზი
• ტერფისა და ქვედა კიდურების
კლინიკური კვლევის მეთოდები
• რენტგენოგრაფია, იშვიათ
შემთხვევებში გამოიყენება CT და MRI
• პლანტოგრაფია
 პლანტოგრაფია

პლანტოგრაფიით მარტივია ამ პათოლოგიის ხარისხის დადგენა. ავადმყოფს ტერფზე უსვამენ


მეთილენის ან იოდის ხსნარს და მთელი დატვირთვით აყენებენ თეთრ ქაღალდზე. ტერფის
ანაბეჭდის სიგანით შეიძლება ვიმსჯელოთ დაავადების ხარისხზე.
თუ ინდექსი 0-1მდეა ტერფი ნორმალურია,
თუ 1-2მდეა - ბრტყელტერფიანობის 1 ხარისხი,
>2 - ჩამოყალიბებული ბრტყელტერფიანობა.
 რენტგენოგრაფია

როგორც კლინიკურად ასევე რენტგენოლოგიურად ბრტყელტერფიანობა არის კომპლექსური


ანომალია, რომელშიც ჩართულია ტერფი, თავისი რბილქსოვილოვანი ელემენტებით.
განარჩევენ 3 ძირითად კომპონენტს:

1. სიგრძივი თაღის დაშვება (Collapse of the longitudinal arch)

2. უკანა ტერფის დეფორმაცია (Hindfoot valgus)

3. წინა ტერფის განზიდვა (Forefoot abduction)

თითოეული კომპონენტის შეფასება რენტგენოლოგიურად შესაძლებელია როგორც


ლატერალური ისე ანტეროპოსტერიული (AP view) ხედით.
 მკურნალობა

პირველი და მეორე ხარისხის ბრტყელტერფიანობის მკურნალობა კონსერვატიულია. ავადმყოფს


ენიშნება აბაზანები, სპეციალური ვარჯიშები და მასაჟი. აუცილებელია მაგარი ფეხსაცმლისა და
სუფინატორის ტარება. თუ ჩამოყალიბდება მესამე ხარისხის ბრტყელტერფიანობა საჭირო ხდება
ქირურგიული მკურნალობა.

მესამე ხარისხსის განივი ბრტყელტყერფიანობის კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა


შეუძლებელია, მას იყენებენ მხოლოდ ტკივილის მოხსნისთვის და პროგრესირების
პროფილაქტიკისთვის. რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას - ამჟამად არსებული მრავალი
მეთოდიდან ყველაზე გამართლებულია ისეთი ოპერაციები, რომელთა მეშვეობითაც
შესაძლებელია დეფორმაციის ყველა კომპონენტის ლიკვიდაცია. ყველაზე გამართლებულია
პირველი თითის ძვლის ფუძის ოსტეოტომია კოჩევის, ანიშენკოს მეთოდით, ან ამ ძვლის
სოლისებური რეზექციით.
• რეკონსტრუქციული ქირურგიული ოპერაცია ბრტყელტერფიანობის დროს
მოწოდებული ჰარბორვიუს სამედიცინო ცენტრის მიერ - Seattle, Washington,
United States.

მოწოდებულია რეკონსტრუქციის ორი ტიპი:


1. მედიალური სვეტის სტაბილიზაცია
2. ლატერალური სვეტის დაგრძელება
მეთოდების უპირატესობაა იმ მნიშვნელოვანი
და საჭირო სახსრების (კოჭწვივის, კოჭქუსლის,
კოჭნავისებური) შენარჩუნება, რომლებიც
მონაწილეობას იღებენ თაღის ადაპტაციურ
ცვლილებებში.
• მედიალური სვეტის სტაბილიზაცია

ტარდება უპირატესად წინა და შუა


ტერფის ანომალიების დროს.
ტექნიკა მოიცავს პირველი
მეტატარზალურ-სოლისებური ან
ნავისებრ-სოლისებური ძვლის
ართროდეზს.

სურათი 1. - კოჭის ძვლის ლატერალური სუბლუქსაცია


სურათი 2. - ოპერაციის შემდგომ გასწორებული კოჭ-ნავისებური
კუთხე
• ლატერალური სვეტის დაგრძელება

გამოიყენება მაშინ, როდესაც მხოლოდ


მედიალური სვეტის სტაბილიზაცია არ იქნება
საკმარისი სასურველი შედეგის მისაღებად,
ხშირად კეთდება დამატებით მედიალურ
სტაბილიზაციასთან ერთად. ეს ოპერაცია
მოიცავს ქუსლ-კუბისებრი სახსრის შევსებას
გრაფტით (ძვლის ხელოვნური შემავსებელი).
ორივე ოპერაციის დროს ხშირად გამოიყენება
აქილევსის მყესის დაგრძელება, flexor digitorum
- ის ტრანსპლანტაცია.

სურათი 1. კოჭნავისებური კუთხის ანომალია


სურათი 2. მედიალური სტაბილიზაციის და ლატერალური
დაგრძელების შემდეგ გადაღებული სურათი
 გამოყენებული ლიტერატურა

• http://uwmsk.org/footalignment/doku.php?id=pes_planus#:~:text=An%20angle%20that%20is
%20greater,cavus(10%2C%2011).
• https://www.medlife.com/blog/flat-feet-pes-planus-causes-symptoms-treatment/
• https://www.medicinenet.com/flatfoot_pes_planus/article.htm
• https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK430802/
• https://www.physio-pedia.com/Pes_Planus#:~:text=Etiology%2FCauses,-The%20etiology%20o
f&text=These%20factors%20are%3A,factors%20related%20to%20pes%20planus.
• ტრავმატოლოგია და ორთოპედია (ჯ.გოგუაძე; მ.ღუდუშაური; შ.სახვაძე)

You might also like