ბოშები

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ბოშები

ბოშების
ბოშები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში
ისტორია არიან. ისინი საუკუნეების
განმავლობაში ქვეყნებს შორის გადაადგილდებოდნენ. ბოშები
წარმოშობით ინდოელები არიან. არსებობს არაერთი
დამადასტურებელი არგუმენტი, როგორც გენეტიკურად, ასევე
ლინგვისტურადაც იმის შესახებ, რომ ბოშები წარმოშობით ჩრდილოეთ
ინდოეთიდან არიან. კვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოშები 1500 წლის
წინ ჩრდილოეთ ინდოეთიდან წავიდნენ სხვადასხვა ქვეყანაში.
ევროპაში დღეს მცხოვრები ბოშები კი ბალკანეთის ქვეყნების გავლით
დაახლოებით 900 წლის წინ გადასახლდნენ. მსოფლიოს მასშტაბით
სულ 12 მილიონი ბოშა ცხოვრობს. ბოშების დიდი ნაწილი ევროპის
მიმართულებით წავიდა. კერძოდ, რუმინეთსა და ბულგარეთში. ბოშები
საუკუნეების მანძილზე სასტიკი დევნის მსხვერპლი იყვნენ. ევროპაში
ჩასვლის შემდეგ, ბოშებს ბევრ რეგიონში მონებად იყენებდნენ. შუა
საუკუნეებში ინგლისში, შვეიცარიასა და დანიაში, ბოშებს კლავდნენ.
გერმანიაში, იტალიასა და პორტულაგიაში კი ყველა ბოშას ქვეყნიდან
აძევებდნენ. ბოშების ყველაზე სასტიკი დევნა მეორე მსოფლიო ომის
დროს მოხდა, მაშინ როდესაც ბოშები ფაშისტურ გერმანიაში
არაადამიანური მოპყრობის პირველი სამიზნეები გახდნენ.
დაახლოებით 2 მილიონი ბოშა დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკებში იმ
ბოშების ქორწილი
ტრადიციულად ბოშები ადრეულ ასაკში, დაახლოებით 12 წლის ასაკში ქორწინდებიან. ეს გასაოცარი
ასაკია ეხლა ქორწილის პირველ დღეზე ვისაუბროთ. პირველი ქორწინების ღამეს ბოშებში , მრავალი
ერისგან განსხვავებით თავისებური წესები აქვს, ეს ყველაფერი ხდება საქორწილო დღესასწაულების
დროს და მოითხოვს სპეციალურ დადასტურებას ოჯახის წევრებისგან. ნუ გაოცდებით, გეპატიჟებით
გაეცნოთ ბოშათა საქორწინო პირველ ღამის ყველაზე არა ტრივიალურ წეს-ჩვეულებებს და თვისებებს. და
თუ ევროპელი ახალგაზრდებისთვის 19 წლის ასაკში ქორწილი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან,
სავარაუდოდ, ადრეული ქორწინებისას წარმოიქმნება გარკვეული პრობლემები, ამასობაში ბოშების
კლანის პატარძალი ამ ასაკში უკვე ითვლება მოხუც და უსარგებლო ქალწულად ბოშების ქორწინება
დაშვებული და მიზანშეწონილია 15-18 წლის ასაკში. ბოშათა ოჯახის უხუცესთა სიტყვა კანონია. ამიტომ,
სასიძოს ან პატარძლის კანდიდატის არჩევას ახორციელებენ მშობლები, ძირითადად მამა.
დაქორწინების დროს პატარძლის თანხმობა ფორმალურად ითვლება, რადგან ის ვერ ბედავს
ნათესავების ნების საწინააღმდეგოდ წასვლას. ბოშათა ქორწილი არ ითვალისწინებს რეესტრის ოფისში
მოგზაურობას, რადგან ოჯახებში განქორწინება არ არის გათვალისწინებული. მართლმადიდებელი
ბოშები უპირობოდ ქორწინდებიან ეკლესიაში. საქორწილო დღესასწაული, ჩვეულებრივ, სამ დღეს
გრძელდება და მას დაახლოებით 300 სტუმარი ჰყავს. აბსოლუტურად ყველა ხარჯს ატარებს საქმროს
ოჯახი, ამიტომ, როდესაც ოჯახში ბიჭი დაიბადება, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს ფულის შეგროვება
ქორწილისთვის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტრადიციულად, ინდოეთში ქორწილს პატარძლის მხარე
იხდის. ქალი და მამაკაცი ყოველთვის ცალკე მაგიდებზე სხდებიან, ეს ბოშათა კანონია. ტრადიციის
თანახმად, ქორწილის მეორე დღეს ახალდაქორწინებულები გვერდიგვერდ ერთ სუფრაზე არიან.
ბოშების საცხოვრებელი გარემო
და საქმიანობა
როგორც იცით, ბოშები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ბანაკი, როგორც წესი, 10-იდან 25 კარავს
ითვლიდა. ნებისმიერ ოჯახს შეეძლო ბანაკს გამოყოფოდა. ბოშები, როგორც წესი, თავს გარკვეულ ე.წ.
“როდოს”, ორ-სამთაობიან დიდ ოჯახს მიაკუთვნებენ, რომელიც დიდი წინაპრის სახელს ატარებს.
ჩვეულებრივ უპირატესობას მამის შტოს ანიჭებენ, თუმცა შესაძლებელია თავი დედის გვარსაც მიაკუთვნო. არ
არის აუცილებელი ერთ “როდოში” გაერთიანებული ადამიანები ერთ ადგილას, ერთად ცხოვრობდნენ.
ოჯახის წყობა პატრიარქალური იყო. კაცები ხელშეუხებელი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ოჯახის უფროს
წევრებს ხაზგასმულ პატივს სცემდნენ. გათხოვილი ახალგაზრდა ქალი “უწმინდურად” ითვლებოდა და
სხვებთან ურთიერთობისას მრავალი აკრძალვა უნდა შეესრულებინა. ახალგაზრდა გოგონები შედარებითი
თავისუფლებით სარგებლობდნენ. მათ ქალიშვილობის სიწმინდის დაცვა ევალებოდათ . მოხუც ქალებს
განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. შრომა კოლექტიური იყო, დოვლათი თანაბრად ნაწილდებოდა, მათ
შორის მათზეც, ვისაც შრომა არ შეეძლო. ბოშების ნაციონალური ტრადიციული სადღესასწაულო საკვებია:
ფქვილში მომზადებული კომბოსტოს, ბრინჯისა და ხორცის შეჭამადი “შახ ტულიარდო”, სქელი სუპი ხორცით,
წიწაკითა და პომიდვრით “პაპრიკაში”, ხაჭოთი, ქიშმიშითა და შაქრით მომზადებული რულეტა “სავიაკო”.
ბოშებში დაქორწინების საფუძველს გარიგება წარმოადგენდა. ბავშვები ხანდახან ჩვილობის ასაკშიც
ინიშნებოდნენ. არსებობდა ქალიშვილების გაცვლის ტრადიციაც. როდესაც ქალს ათხოვებდნენ, საქმროს და
ცოლად საცოლის ძმას მიჰყვებოდა. არსებობდა პატარძლის “ყიდვის” ტრადიციაც. გავრცელებული იყო
მოტაცებით ქორწინებაც. დღეს საქართველოში ბოშები ცხოვრობენ ნაქირავებ ან ნაყიდ საკუთარ სახლებში ,
საბჭოთა სტილის საერთო კორპუსებში, დროებით თავშესაფრებსა და კარვებში. საქართველოში ბოშები
უმთავრესად წვრილმანი ვაჭრობითა და მკითხაობით ირჩენენ თავს. ბოშათა უდიდესი ნაწილი
საქართველოში უმუშევარია. გათხოვილი ქალის სამოსის აუცილებელი ატრიბუტია თავსაფარი – ხშირად
მონეტებჩაკერებული “მეჟედია”. ბოშა ქალებს ძალიან უყვართ სამკაულები, განსაკუთრებით,
ოქროსი.კაცების სამოსია ფართო შარვალი, ჩექმები, პიჯაკი ვერცხლის ღილებით და ღია ფერის აბრეშუმის
ბოშური კულტურა და ტრადიციები

მომთაბარული ცხოვრება, ცეკვა, თამაში და ულევი გართობა, ალბათ, ეს თვისებებია, რაც ბოშების
ხსენებაზე გახსენდებათ. ბოშების ენას, კულტურასა და წარმოშობას ათასწლიანი ისტორია აქვს და მათი
ჯგუფები საქართველოში პირველად ორი საუკუნის წინ გამოჩნდნენ.

ბოშური ტრადიციები საქართველოში მივიწყების პირასაა. ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის


ცენტრის დამფუძნებელის გიორგი სორდიას თქმით, მათ მხარი დაუჭირეს ბოშათა ანსამბლის
ჩამოყალიბებას, რამაც საზოგადოებაში დიდი როლი შეიტანა ცნობადობის ამაღლებაში.

რელიგია და რწმენა-წარმოდგენები

მორწმუნე ბოშები ევროპის ქვეყნებში ძირითადად კათოლიკეები არიან, რუსეთის ტერიტორიაზე –


მართლმადიდებლები, ბალკანეთის ქვეყნებში – სუნიტი მუსლიმები. მათში გავრცელებულია აგრეთვე
ტრადიცული რწმენა-წარმოდგენებიც.

საქართველოში მცხოვრებ ბოშათა ნაწილი თავს მუსლიმად ან მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს,


თუმცა საქართველოში სხვა რელიგიური იდენტობის ბოშათა ჯგუფებიც არიან, მათ შორის ევანგელისტური
აღმსარებლობის ქრისტიანები.
ჩემი აზრი

ჩემი აზრით ბოშებს მთელ მსოფლიოში იცნობენ სტერეოტიპებით და ბოშების რეალური სახე
ცოტამ თუ იცის. ბოშები არიან თითქმის მთელ მსოფლიოში ჩვენ კი ბოშებთან ურთიერთობას
ვერიდებით რადგან ბოშებს სტერეოტიპებით ვიცნობთ და ეს სტერეოტიპები კი მათზე
არაფერს გვეუბნება კარგს. მე კი ნოდარ დუმბაძის მოთხრობით ბოშებს სხვა მხრიდან
შევხედე.ისინი არიან საზოგადოებიდან გარიყული რაც მათზე მოქმედებს, ასევე ქვეყნები არ
ზრუნავენ და თავს არ იწუხებენ ბოშებზე. ბოშების უმრავლესობას საცხოვრებელიც არ
გააჩნია და ქუჩაში ცხოვრობენ. არც ფული აქვთ საკვებისთვის და მიტომ ქურდობენ. მე
ვფიქრობ რომ ბოშების უმრავლესობა გულკეთილია,ამის მიუხედავად ბოშები საშინელი
მოპყრობის მსხვერპლები არიან. ჩემი აზრით ბოშები ვერ გამოასწორებენ თავიანთ
ცხოვრებას თუ ჩვენ არ დავეხმარებით.
ბევრი მეც არაფერი ვიცი ბოშებზე რადგან ახლოდან არ ვიცნობ მათ . ხოლო სტერეოტიპებით
და იარლიებით ბოშბის შეფასება არ მინდა.

You might also like