Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 8

ელექტროლიზი,

ელექტროლიტები და
ელექტრული დენი სხვადასხვა
გარემოში
ნივთიერების შემადგენელი
ნაწილები
ყოველი ნივთიერება შედგება მოლეკულებისგან
რომლებიც თავად ატომებისგან არიან წარმოქმნილნი.
ატომებს ქმნის ნაწილაკების ერთობლიობა,
როგორებიცაა ელექტრონი (უარყოფითად დამუხტული
ნაწილაკი); პროტონი (დადებითად დამუხტული
ნაწილაკი); ნეიტრონი (ნეიტრალურად დამუხტული
ნაწილაკი). ეს სამი ნაწილაკი ქმნის ელემენტებს,
რომლებისგანაც ჩვენ და სამყარო ჩვენს გარშემო არის
აგებული. როდესაც ატომი კარგავს ელექტრონს ანუ
გასცემს მას მაშინ ის დადებითად დამუხტული ხდება,
მათ კათიონები ეწოდებათ, ხოლო როდესაც ატომი
მიიერთებს ელექტრონს ის უარყოფითად იმუხტება და
მას ანიონს ვუწოდებთ. ეს სახელწოდებები
ელექტროლიზიდან მოდის რომელსაც შემდეგ
სლაიდებში განვიხილავთ
რა არის ელექტრული
დენი?
 ელექტრული დენი მეტალებში- ელექტრული ველის გავლენით
ელექტრონების მოწესრიგებული მოძრაობაა. ცდები უჩვენებენ, რომ მეტალის
გამტარში დენის გავლისას ნივთიერების გადატანა არ ხდება, ე.ი. მეტალის
იონები ელექტრული მუხტის გადატანაში მონაწილეობას არ ღებულობენ.
 ელექტრული დენი ელექტროლიტებში- ელექტროლიტებს უწოდებენ გამტარ
გარემოს, რომელშიც ელექრული დენის გავლას თან ახლავს ნივთიერების
გადატანა. ელექტროლიტებში თავისუფალი მუხტის მატარებლებს დადებითად
და უარყოფითად დამუხტული იონები წარმოადგენენ. ელექტროლიტებს
განეკუთვნებიან გამდნარ მდგომარეობაში მყოფი მარავალი მეტალის
შენაერთი, და ასევე ზოგიერთი მყარი ნივთიერება. მაგრამ ელექტროლიტების
ძირითად წარმომადგენლებს, რომლებსაც ფართოდ იყენებენ ტექნიკაში,
არაორგანული მაჟავეების, მარილებისა და ფუძე წყალხსნარები
წარმოადგენენ.
ფარადეის კანონი
საკვანძო ექსპერიმენტი, რომელმაც მაიკლ ფარადეი მიიყვანა ფარადეის კანონამდე, იყო
საკმაოდ მარტივი. მისი გამეორება უპრობლემდ შეიძლება ყველაზე ცუდ ლაბორატორიაშიც კი.
ფარადეი იყენებდა მუყაოს მილს, რომელზე დახვეული იზოლირებული სადენიც ქმნიდა კოჭას.
კოჭაზე მიერთებული იყო ვოლტმეტრი, რომელიც მაგნიტის მოძრაობისას აფიქსირებდა ემძ-ს.
დაკვირვებები იყო შემდეგნაირი:
 მაგნიტი არის უძრავ მდგომარეობაში კოჭაში ან მის სიახლოვეს: არ ფიქსირდება არანაირი
ძაბვა.
 მაგნიტი მოძრაობს კოჭას მიმართულებით: ფიქსირდება გარკვეული ძაბვა, რომელიც
მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს მაგნიტის კოჭას დასაწყისთან მიღწევისას.
 მაგნიტი აგრძელებს მოძრაობას კოჭას ცენტრისკენ: ძაბვა კლებულობს და ცენტრში
მიღწევისას მომენტალურად იცვლის ნიშანს.
 მაგნიტი მიდის მეორე ბოლოსკენ, აღწევს კოჭას ბოლოს და გადის გარეთ: ძაბვა საპირისპირო
მიმართულებით იზრდება, სანამ მაგნიტი კოჭას მეორე ბოლოს მიაღწევს, შემდეგ კი ისევ
იკლებს.
ეს დაკვირვებები შესაბამისობაშია ფარადეის კანონთან. მიუხედავად იმისა, რომ
უძრავი მაგნიტი შეიძლება, ძალიან დიდ მაგნიტურ ველს ქმნიდეს, ის ვერ გამოიწვევს
დენის წარმოქმნას, რადგან კოჭაში გამავალი ნაკადი არ იქნება ცვლადი. როდესაც
მაგნიტი უახლოვდება კოჭას, ნაკადი სწრაფად იზრდება, სანამ მაგნიტი არ მიაღწევს
კოჭას ცენტრს. როგორც კი მაგნიტი გაცდება კოჭას ცენტრს, ნაკადი იწყებს
ელექტროლიზი
 ელექტროლიზი არის ქიმიური პროცესი, რომელიც იყენებს ზოგიერთი მასალის
ან ნივთიერების ელექტრული გამტარობის თვისებას არა სპონტანური
დაჟანგვის შემცირების რეაქციის წარმოსაქმნელად.
 ელექტროლიზის კონცეფცია მომდინარეობს ელექტროლიტებისგან,
რომლებიც განისაზღვრება, როგორც იონური გამტარები დადებით ან
უარყოფით მუხტებზე, რომლებსაც აქვთ ელექტროენერგიის გადატანის უნარი,
ანუ წარმოქმნიან ელექტროგამტარობას მასალებსა და ნივთიერებებში.
 ელექტროგამტარობა გვხვდება ლითონებში, როგორიცაა სპილენძი და
ვერცხლი და ასევე სითხეებში, როგორიცაა წყალი.
ელექტროლიზის
მნიშვნელობა
ელექტროლიზის გამოყენება პრაქტიკაში ძალიან მრავალმხრივია. მაგ:
მეტალების გასუფთავება, გალვანოპლასტიკა, გალვანოსტეგია და კიდევ
მრავალი სხვა. ელექტროლიზის საშუალებით ჩვენთვის ნაცნობ არაერთ ნივთს
ამზადებენ. ელექტროლიზის მექანიზმი არც ისე მარტივი, მაგრამ
მნიშვნელოვანია.

ელექტროლიზი ქიმიურ მრეწველობაში გამოიყენება ღირებული ქიმიური


პროდუქტების მისაღებად, როგორიცაა წყალბადი და ჟანგბადი წყლისგან.
ელექტროლიზით მიღებულ წყალბადს იყენებენ ენერგეტიკულ მრეწველობაში
თერმული გენერატორების გასაგრილებლად და ატომური ელექტროსადგურები .
ელექტროლიტებში დენის
გავლის პროცესი
 ელექტროლიტში ელექტრული დენი ორივე ნიშნის იონების
ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობას
წარმოადგენს. დადებითი იონები მოძრაობენ უარყოფითი
ელექტროდისკენ (კათოდისკენ), უარყოითი იონები კი
დადებითი ელექტროდისკენ (ანოდისკენ). იონები მჟავების,
მარილებისა და ტუტეების წყალხსნარებში ნაწილი ნეიტრალური
მოლეკულების გახლეჩვის შედეგად წარმოიქმნება. ამ
მოვლენას ელექტრულ დისოციაციას უწოდებენ. მაგალითად,
სპილენძის ქლორიდი, CuCl2 წყალხსნარში დისოცირდება
სპილენძისა და ქლორის იონებად:
 CuCl2⇌Cu2++2Cl−
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like