Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 15

„ქალი ათასი ჭირის

ამტანი ქალი გრძნობის


და ტრფობის სამყარო“

ლაშა ძინძიბაძე
ქალი, ღმერთის უდიდესი გამოგონებაა, უფლის საჩუქარია
კაცობრიოსთვის, სიცოცხლის წყაროა, უსაზღვრო ენერგიის მატარებელია
და მაინც, როგორც არ უნდა ავღწერო ის, მის დასადარს, მის ტოლს და
შესაფერის სიტყვას ვერასდროს ვიპოვი, რადგან ასეთი სიტყვა არ
არსებობს. „მოკვდავთა ენას არ ძალუძს, უკვდავთა გრძნობის გამოთქმა“.
არ შექმნილა ენა რომელსაც ზუსტად შეუძლია გადმოსცეს ქალი და მისი
დანიშნულება, ეს სიტყვა ურიცხვი მნიშვნელობითაა გამდიდრებული,
იკითხავთ როგორ შეიძლება სიტყვას ვუწოდოთ მდიდარი, მაგრამ
მანდილოსანი სწორედ ასეთი სიტყვაა.
იყო ქალი ნიშნავს გტკიოდეს და არ გაამხილო, გრძნობდე და არ ისაუბრო, გეშინოდეს და არ
აღიარო, გიყვარდეს მაგრამ ვერ გამოხატო, ხელს რომ აგაფარებენ მაინც ისაუბრო, ყურს რომ
მოგაჭრიან მაინც გაიგონო, აკეთო ის რაც სხვამ გადაწყვიტა შენთვის, დადგე იმ გზაზე რომელზეც
არც კი ფიქრობდი, მსხვერპლზე წახვიდე და სანაცვლოდ არაფერი მიიღო. უნდა იყო იდეალური,
მაგრამ არასდროს უნდა თქვა რომ იდეალური ხარ, უნდა შეინარჩუნო სილამაზე, მაგრამ არავის არ
უნდა უთხრა რომ ლამაზი ხარ, უნდა იყო მარტო, მაგრამ არ უნდა იწუწუნო რომ მარტოსული ხარ,
უნდა იყო საუკეთესო და არ იამაყო საკუთარი თავით. დამღლელია არა? დამღლელია ჩვენთვის,
მამაკაცებისთვის, თუმცა რეალობაა, მწარე და დამთრგუნველი ყოველდღიურობაა სხვა
ყველასთვის. ჩარჩოებია, წესები და კანონებია რომლებსაც ყველა ქალი უნდა მიყვეს, როგორც ეს
ადრე ვიღაც სასოწარკვეთილმა დააწესა რადგან ზედმეტად ეშინოდა „მარცხის“, მარცხის სუსტ
სქესთან, როგორც ადრე მათ მიმართავდნენ.
საზოგადოებას ყოველთვის ეშინოდა იმ განვითარების რისთვისაც ქალს შეეძლო მიეღწია, ამიტომ
მათთვის უფრო მარტივი იყო მათი დაკნინება და გაჩუმება, როცა შეგიძლია ისაუბრო, გინდა რომ
ისაუბრო, მაგრამ ამას ვერ აკეთებ. რატომ? ღმერთს ხომ ქალის შექმნისას არ უთქვამს რომ მათ
ნაკლები უფლებით უნდა ესარგებლათ, შემოქმედმა შენც იგივე თავისუფლება მოგანიჭა რაც ყველა
სხვას, რა უფლებით არღვევ მის მიერ დაწესებულ კანონზომიერებას? მათი გაჩუმებით,
სიმართლისგან გაქცევით რეალობას არ ცვლი, უბრალოდ დროებით იტყუებ თავს, მაგრამ როდესაც
უკან მოხედვას გადაწყვეტ, განსხვავებულ სიმართლეს ვერ დაინახავ. როგორი წმინდაა ადამიანი და
ამასთანავე როგორი ცოდვილი, იმას რომ ანადგურებს ვინც სიცოცხლე აჩუქა, ვინც შანსი მიცა
ეგრძნო რას ნიშნავს რომ იყო ცოცხალი, რომ სუნთქავდე და გრძნობდე.
უდიდესი სისუსტე ადამიანებმა მაშინ გამოიჩინეს, როცა ქალზე პირველად აღმართეს ხელი, უფლის
ყველაზე დიადმა გამოგონებამ, ადამიანმა ზუსტად იმ მომენტში დაუშვა შეცდომა, უარი თქვა
ყველაფერ კარგზე და ხელი მიჰყო ბოროტებას. საუკუნეებია ქალებს უწევთ მუდმივი ზეწოლა
აიტანონ, ეს იქნება ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა, ჩაგვრა და დამცირება. ერთადერთი
რამ რაც მოძალადე საზოგადოებამ შექმნა ეს შიშია, ქალების გონებაში ჩანერგილი, რომ ის
შეიძლება ცემოს საკუთარმა მეუღლემ, მამამ, ძმამ...
ვინ იცის რამდენ ქალბატონს უცხოვრია და ცხოვრობს ასეთ ტერორში, რამდენი მათგანი ყოფილა
იძულებული უარი ეთქვა მის ოცნებებზე, რამდენ მათგანს დაუსრულებია ღმერთისგან ბოძებული
უძვირფასესი საჩუქარი, სიცოცხლე. თავიდან ყველაფერი სხვანაირად იყო, ვერავინ აღუდგებოდა
წინ ძალადობას თითქოს ეს მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ბედისწერა რომლის შეცვლა
არ ხდებოდა, მაგრამ საუკუნეების შემდეგ ქალმა გაიაზრა და საზოგადოებას აჩვენა მისი ჭეშმარიტი
ძალა, ძალა რომელიც ყოველთვის მათში ცოცხლობდა და გამოღვიძებას ელოდა.
ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები ცდილობენ ებრძოლონ ყოველივე
ამას, ისინი გმობენ ძალადობას, იძიებენ ასეთ შემთხვევებს და საჭირო
შემთხვევაში ეხმარებიან დაზარალებულს. სამწუხაროდ ეს ჯერ კიდევ არაა
საკმარისი რომ სრულად აღმოიფხვრას პრობლემა, მაგალითისთვის,
საქართველოში ყოველ მესამე ქალს გამოუცდია ძალადობის ერთი ფორმა
მაინც. 2023 წელს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის 5 934 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, მათ­
გან 4 977 მსხვერ­პლი ქა­ლია.
მიუხედავად თითოეული დაბრკოლებისა, ისტორიას კარგად
ახსოვს ქალბატონები რომლებმაც დაამსხვრიეს მითები და
სტერეოტიპები, ქალები, რომელთაც მსოფლიოში ბევრი
ადამიანის შეხედულებები, ღირებულებები, დამოკიდებულებები
და მთლიანად ცხოვრება შეცვალეს, ისინი კაცობრიობას
მუდმივად ემახსოვრება, ბევრი ჩვენგანი შესაძლოა მათი
ფრაზებით საუბრობდეს, მათი იდეებით ცხოვრობდეს და სულაც
არ იცოდეს, ვინ შექმნა და დაამკვიდრა ისინი.
ჟანა დ’არკი
ორლეანელი ქალწული,
რომელიც კაცის ფორმაში
გამოწყობილი
ხელმძღვანელობდა
არმიას და იბრძოდა
ასწლოვან ომში
საფრანგეთის
თავისუფლებისთვის.
1431 წელს იგი კოცონზე
დაწვეს.
კოკო შანელი
მოწინავე ფრანგი მოდის
დიზაინერი, რომელმაც
გადატრიალება
მოახდინა მოდაში, მან
აჩვენა საზოგადოებას
რომ ქალებსაც ისე
შეეძლოთ შარვლებისა
და სხვადასხვა სამოსის
მორგება როგორც
კაცებს, დაარსა ბრენდი
„შანელი“
დედა ტერეზა
ალბანელი მონაზონი და
ქველმოქმედი, რომლის
სულგრძელობამაც
ათასობით დაავადებული
ადამიანის სიცოცხლე
გადაარჩინა. 40 წლის
განმავლობაში თავი
მიუძღვნა კალკუტის
ღარიბთა, დავრდომილთა
და ობოლთა მოვლას
ინდოეთში.
მარი კიური
მარი სკლოდოვსკა-
კიურის შრომები
რადიოაქტიურ
ნივთიერებათა
შესწავლის შესახებ
საფუძვლად დაედო
ფიზიკისა და ქიმიის
ახალ დარგებს. 1898
წლის ივლისში მან
აღმოაჩინეს ახალი
ქიმიური ელემენტი
პოლონიუმი, ხოლო
ამავე წლის დეკემბერში
— რადიუმი.
ჰარიეტ ბიჩერ
სტოუ
ამერიკელი მწერალი
რომელიც იბრძოდა
მონობის წინააღმდეგ,
მანვე დაწერა რომანი
„ბიძია თომას ქოხი“
რომელიც დღემდე
დიდი პოპულარობით
სარგებლობს.
ასეთი ქალბატონების მთელი რიგი ჩამონათვალი შეიძლება მოიძებნოს, ისინი იყვნენ
მანდილოსნები რომლებიც გასცდნენ თითოეულ საზღვარს რაც საზოგადოებას ქალებისთვის
ჰქონდა დაწესებული, იყვნენ ბუნებით და მენტალიტეტით ძლიერნი. მაგრამ ქალის ბუნებაში მაინც
ზის ის სინაზე და ჰარმონია რაც მათ კიდევ უფრო მეტად იდეალურად აქცევს და რისი შეგრძნებაც
სიამოვნებას გვგღვრის, როცა რაღაც უყვართ, მას უვლიან, ქალი არ არის გასართობი საგანი
რომლითაც ითამაშებ და მიატოვებ. იგი ენით აღუწერელი სილამაზის მატარებელია, მზესავით
კაშკაშა. ქალი გცვლის, ყველაფერს გასწავლის გასწავლის როგორ გახდე უკეთესი, გვერდით
გიდგას როდესაც ყველაზე მეტად გიმძიმს და ასევე გვერდით გიდგას როდესაც სიხარულის
ცრემლებით ხარ სავსე.
ამ უძლიერესმა პიროვნებებმა ბევრს გაუძლეს, ხოლო ბევრი ჯერ კიდევ ცხვირ წინ აქვთ,
თითოეული ჩვენგანის ვალია ვიყოთ სინათლე მათ ცხოვრებაში, ავუხდინოთ ოცნებები, მივანიჭოთ
ბედნიერება და ყოველთვის მხარში დავუდგეთ, ჭირსა თუ ლხინში, ნურასდროს დავუწესებთ
კანონებს, ნურასდროს მოვაქცევთ ჩარჩოებში, პირიქით დავეხმაროთ რათა გაშალონ ფრთები და
გაფრინდნენ, ნახონ ყველაფერი რაც მათ გულს სურს, ისინიც ხომ პირველად გადიან ცხოვრებას,
ისინიც ხომ ერთხელ მოევლინენ სამყაროს, მიზნად დაისახე მათი დაცვა და სიყვარული და დღის
ბოლოს ემოციას რასაც ეს ყოველივე მოგიტანს ამ ქვეყნად ვერაფერი შეედრება.
გმადლობთ
ყურადღებისთვის

You might also like