Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 7

იდი, ეგო, სუპერეგო

ირემაშვილი დავითი
ირემაშვილი დავითი

ზიგმუნდ ფროიდის აზრით, ადამიანი რთული


და კომპლექსური არსებაა, რომელიც მოიცავს ერთზე მეტ
კომპონენტს, და თავის ფსიქოანალიტიკურ თეორიაში აცხადებს,
რომ პიროვნება შედგება 3 ელემენტისაგან, რომლებიც ცნობილია,
როგორც იდი, ეგო და სუპერეგო.
ეს ელემენტები მუშაობენ ერთად ადამიანის კომპლექსური
ქცევის შესაქმნდელად.
თითოეულ კომპონენტს შეაქვს თავისი უნიკალური წვლილი
და სამივე ურთიერთქმედებს ისე, რომ ახდენს ძლიერ
ზეგავლენას ინდივიდზე.
პიროვნების თითოეული ელემენტი ჩნდება ცხოვრების
სხვადასხვა ეტაპზე.
ირემაშვილი დავითი
იდი
ფროიდის აზრით იდი არის ადამიანის ფსიქიკური ენერგიის წყარო და ის ერთადერთი კომპონენტია
რომელიც ადამიანს დაბადებიდანვე თანსდევს.
პიროვნების ეს ასპექტი სრულიად არაცნობიერია და მოიცავს ინსტიქტურ ქცევებს.
იდი უზრუნველყოფს ჩვილის მოთხვონილებების დაკმაყოფილებას.
თუ ის მშიერია, იგი იტირებს იქამდე სანამ არ დაუკმაყოფილებენ
მოთხოვნილებას.
იდი სრულიად მართავს ბავშვს და მათთან
რაციონალური მსჯელობა შეუძლებელია სანამ ეს მოთხოვნილებები
არ იქნება დაკმაყოფილებული.
რადგან იდის მოთხოვნილებები ზოგჯერ არარეალისტურია
სიტუაციიდან გამომდინარე და ჩვენი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილება ყოველთვის შეუძლებელია,
მაგ: ჩვენ ვერ წავართმევთ სხვას ხელიდან იმას რაც გვინდა.
წარმოიშობიან ისეთი სტრუქტურები როგორებიც არიან:
ეგო და სუპერეგო. რომლებიც მიმართულნი არიან
ირემაშვილი დავითი
ეგო
მოგვიანებით ეგო ყალიბდება იმისათვის რათა მოხდეს იდის იმპულსების გამოხატვა ისეთი ფორმით,
რომელიც იქნება მისაღები რეალური სამყაროსათვის და სოციუმისათვის.
ფროიდმა ეგო და იდი შეადარა ცხენსა და მეჯინიბეს,
სადაც ცხენი არის იდი, რომელიც უზრუნველყოფს
ძალითა და მოძრაობით ხოლო მეჯინიბე ეგო ცდილობს
მისთვის სწორი მიმართულებების მიცემას,
და ბრძანებების გაცემას.
სამწუხაროდ დღესდღეისობით სიტყვა ,,ეგო”
გამოიყენება არაფორმალურად, ვინმეს საკუთარ თავზე
გაბერილი წარმოდგენის აღსანიშნავად, ისევე როგორც
ნარცისიზმი თუნდაც ჯანსაღი საზღვრის დანახებისას
და დეპრესია, რომელიც იხმარება უბრალო მოწყენისას.
წარმოიდგინეთ თქვენ ხართ გაჭედილი სამსახურში თათბირზე და ძალიან მოგშივდათ. იდი
გეუბნებათ რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიქცეთ და მოძებნოთ საკვები, ეგო კიდე გეუბნებათ რომ
დაჯდეთ და მოითმინოთ სანამ დამთავრდება სხდომა. მაგრამ ამ დროს იდინ ენერგია შეიძლება იყოს
იმდენად დიდი რომ მთელი თათბირის განმავლობაში იფიქროთ მხოლოდ საკვებზე.
ირემაშვილი დავითი
სუპერეგო
სუპერეგო
სუპერეგო იწყებს ჩამოყალიბებას დაახლოებით 5 წლის ასაკისაკენ. ის მოიცავს გაშინაგანებულ მორალურ სტანდარტებს.
რომლებიც მიღებული გვაქვს მშობლებისა და სოციუმისაგან.
მას გააჩნია ორი ნაწილი:
1. სინდისი (შინაგანი ხმა), შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ , რასაც მშობლები და საზოგადოება თვლიან ცუდად, და რომ
საპირისპირო ქცევებმა შეიძლება მიგვიყვანონ ცუდ შედეგებამდე , სასჯელამდე და დანაშაულის გრძნობასა და სინანულამდე.
სუპერეგო ამ დროს სჯის ეგოს იმ საქციელისათვის
რაც მას არ მოეწონა და როგორც მიხვდით ერთ-ერთი რამ
რაც ჩვენს ემოციური ინტელექტის კურსში შედის,
პიროვნება მიჰყავს დანაშაულის შეგრძნებამდე.
რაც პლუჩიკის ემოციათა ჩამონათვლის ერთ-ერთი
კომპონენტია. და რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს
ორგანიზმზე.
2. ეგო-იდეალი, მოიცავს ქცევის წესებსა და სტანდარტებს,
რომლისკენაც ეგო მიისწრაფვის.
სუპერეგო ცდილობს ჩვენი ქცევების სრულყოფას და
იდეალიზირებას. ის ცდილობს იდისაგან წამოსული მიუღებელი
სურვილებისა და სწრაფვის დათრგუნვასა და ცდილობს აიძულოს ეგო
იმოქმედოს იდეალისტურ სტანდარტებზე და არარეალისტურ პრინციპებზე.
ირემაშვილი დავითი
დისბალანსი

იმ დროს როდესაც ამ სამ ნაწილს შორის დისბალანსია,


მივდივართ ადაპტაციის პრობლემებამდე.
მაგალითად ინდივიდი დომინანტი იდით,
შეიძლება იყოს იმპილსური, არაკონტროლირებადი
ან სრულიადაც კრიმინალი. ასეთი ინდივიდი მოქმედებს
მხოლოდ იმპულსების დასაკმაყოფილებლად და
არ ადარდებს მისი ქცევა იქნება მისაღები და ლეგალური თუ არა.
მეორეს მხრივ ინდივიდი დომინანტი სუპერეგოთი
შეიძლება იყოს ზე მორალისტი და განმსჯელი.
მათ შეიძლება არ მიიღონ ხალხი ,
თუ მოახდინეს თავიანთი მორალით მათი იდენტიფიცირება
როგორც ცუდ ან ამორალურად.
ირემაშვილი დავითი
კავშირი ემოციურ ინტელექტთან

თუ ჩვენ კარგად დავაკვირდებით, ვნახვთ რომ ფროიდის სტრუქტურა კარგად ასახავს იმას, თუ
საიდან შეიძლება მოდიოდეს გარკვეული ემოციები. ვინაიდან ამ სტრუქტურებს გააჩნიათ
თავიანთი ენერგიები, და ემოცია რა არის თუ არა ადამიანის აზრები და დამუხტული ენერგიით.
რომელიც დროდადრო საწიროებს გამოთავისუფლებას.

იდი : ბრაზი, რისხვა, წყენა.


ეგო : ბედნიერება, განცვიფრება, ცნობისმოყვარეობა, შიში.
სუპერეგო : ზიზღი, დანაშაულის შეგრძნება, სირცხვილი.
ირემაშვილი დავითი

დავალება
ინსტრუქცია : დავალება არის დასახატი, და ქვემოთ არჩეული პერსონაჟები შესაძლებელია იყოს
როგორც არსებული, ასევე მითოლოგიურიც და ისეთიც როგორიც თქვენს ფანტაზიებში გაქვთ
წარმოდგენილი.
1. აირჩიეთ ცხოველი. აღწერეთ მისი გარეგნობა. როგორ იქცევა ის ბუნებაში და რა თვისებები აქვს.
(თუ იცით რაიმე საინტერესო ფაქტი მათ შესახებ
2. აირჩიეთ მცენარე. აღწერეთ იგი. რა სარგებელი მოაქვს მას?
3. აირჩიეთ ფრინველი. აღწერეთ იგი. როგორ იქცევა ბუნებასი და რა ტვისებები გააჩნია. (თუ იცით
რაიმე საინტერესო ფაქტი მათ შესახებ)
4. აღწერეთ ადგილი სადაც ისინი იქნებოდნენ კომფორტულად და თუ არ არიან კომფორტში რას
შეცვლიდით?
5. რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები აქვთ
6. ვინ არის მათი პატრონი და რა სურთ მისთვის
7. რას გააკეთებინებთ მათ ერთად?
დავალების მიზანია იდი ეგო და სუპერეგოს ჰარმონიზაცია რათა მათ უკეთ შეძლონ
თანაცხოვრება და არ იყოს დისბალანსი რომელიც მიგვიყვანს ემოციური წონასწორობის

You might also like