Professional Documents
Culture Documents
უღელტეხილები
უღელტეხილები
საქართველოში როგორც მთიან ქვეყანაში არსებობს მრავალი მთის უღელტეხილი. ყველაზე მაღალი და მიუვალი უღელტეხილები კავკასიონზე მდებარეობს. საქართველოს 4000 მ-ზე უფრო
მაღალი უღელტეხილებია: მაილის, ჭალაათის, ლაჰილის.
აფხაზეთის კავკასიონზე მნიშვნელოვანია - კლუხორისა და მარუხის უღელტეხილები;
ცენტრალურ კავკასიონზე - ნაკრის, ბეჩოს, მამისონის, ზეკარის, როკის უღელტეხილები;
აღმოსავლეთ კავკასიონზე - უყერიჩოს, ქერიღოს, ყადორის უღელტეხილები. ამ უღელტეხილების გავლით შესაძლებელია დაკავშირება საქართველო-რუსეთის სახელმწიფოებისა.
ქვეყნის შიდა (კავკასიონის განშტოებების) უღელტეხილებიდან აღსანიშნავია- რიკოთის, გოდერძის, ჯვრისა და გუდამაყრის უღელტეხილები.
ცენტრალური კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში ჯვრისა და გუდამაყრის უღელტეხილები ყურადღებას იპყრობენ თავიანთი დაბალი ჰიფსომეტრიული მდებარეობით და მორფოლოგიური
თავისებურებებით, რაც მათ გენეზისთანაა დაკავშირებული. ამ უღელტეხილების სიმაღლე ერთიმეორეს უახლოვდება (ჯვრის უღელტეხეილი მდებარეობს ზღვის დონიდან 2379 მ, ხოლო
გუდამაყრის - 2347 მ); ისინი უდაბლეს უღელტეხილებს წარმოადგენენ არა მარტო კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ამ მონაკვეთზე, რომელიც მთიულეთის ქედის სახელწოდებითა
ცნობილი, არამედ მთელ ცენტრალურ კავკასიონზე.
ჯვრის უღ.
აბანოს უღ.
ნაქერალას უღ.
გომბორის უღ.
საქართველოს გეომორფოლოგიური ერთეულები: მთათაშორისი ბარი მოიცავს : კოლხეთის
1 . კავკასიონის მთიანეთი დაბლობს,იმერეთის მაღლობს, შიდა ქართლის ბარს, ქვემო
2 . მცირე კავკასიონი ქართლის ბარს, ალაზნის ვაკეს , ივრის ზეგანს,შირაქისა და
3 . მთათაშორისი ბარი ელდარის დაბლობებს, საგურამო-იალნოსა და ცივ-გომბორის
4 . სამხრეთი მთიანეთი ქედებს.