Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 19

9 აპრილის ტრაგედია

სანდრო გორგაძე
პრეზენტაციაში თქვენ გაიგებთ:

• თუ რა მიზეზით დაიწყო მასიური


აქციები

• რას წარმოადგენდა ილია ჭავჭავაძის


საზოგადოება

• შეიტყობთ 9 აპრილის გმირების


შესახებ

• 9 აპრილის შესახებ კომისიის დასკვნას

• რა მოჰყვა 9 აპრილს
ლიხნის კრება
1989 წლის 18 მარტს ე.წ. ლიხნის შეკრებაზე,
კრემლის წაქეზებით აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოყოფა მოითხოვეს

მიმართვაში მთავარი ზავნილი იყო, აღდგენილიყო


აფხაზეთის სსრ სტატუსი, როგორსაც ის წარმოადგენდა
„1921 წელს ვ. ლენინის ეპოქაში“ და დაებრუნებინათ
მისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული
„სუვერენიტეტი“.მიმართვას თან სდევდა იდეა, რომ
ქართველები მუდამ ჩაგრავდნენ აფხაზ ხალხს.
მიმართვაში მრავალადაა ისტორიულ-ფაქტობრივი
დამახინჯებები.
ილია ჭავჭავაძის საზოგადოება
1987 წლის 31 ოქტომბერს თბილისში შეიქმნა
პირველი არაფორმალური პოლიტიკური
ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“,
რომლის ერთ-ერთი ჭევრად მიიღეს ზურაბ
ჭავჭავაძე.

აფხაზეთში „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ ატარებდა არა


ანტიაფხაზურ არამედ ანტიიმპერიალისტურ მიტინგებს.
მიტინგების დედაარსი ქართველთა შევიწროებისათვის ხელის
შეშლა იყო. 1988 წლის 3 დეკემბერს ზურაბ ჭავჭავაძემ აფხაზურ
ენაზე მიმართავდა:
- „არ არსებობს ისეთი აფხაზური
პრობლემა, რომელიც
ეწინააღმდეგებოდეს
ქართულენოვან პრობლემას და
პირიქით. ჩვენ დიდი სიამოვნებით
მივიღებთ ილიას საზოგადოებაში
ჩვენს აფხაზ ძმებს და
ამოვუდგებით მხარში აფხაზური
პრობლემის მოგვარებაში...“

ზურაბ ჭავჭავაძე
1989 წლის 2 აპრილს სოხუმში „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ“
ჩაატარა გრანდიოზული აქცია, რომელშიც ქარტველების გარდა ასევე
აფხაზებიც მონაწილეობდნენ.

ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან


ასაცილებლად წინააღმდეგობის ცენტრის თბილისში გადატანა
გადაწყვიტეს. 4 აპრილიდან თბილისში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო.

ზურაბ ჭავჭავაძე სტატიას, რომელშიც მაჰმადიანი მესხების


ჩამოსახლების საკითხს მიუძღვნა, ასე იწყებს: „ილია ჭავჭავაძის ბედი
დაჰყვა მისი სახელობის საზოგადოებას. ჩვენც დიდი ილიას მსგავსად
გაუთავებლად გვლანძღავენ...“
მოვლენები 3 აპრილიდან - 9 აპრილამდე

თბილისში აქცია დაიწყო „ილია ჭავჭავაძის


საზოგადოებამ“ თავიდან არა ანტირუსული
ლოზუნგებით, არამედ მოთხოვნებით აფხაზეთის
საქართველოდან გამოყოფის წინააღმდეგ.

5-6 აპრილიდან ინიციატივა ხელში აიღო ეროვნულ


განმათავისუფლებელი მოძრაობის
ორგანიზატორებმა, „აფხაზური საკითხი“ საერთოდ
მოიხსნა და მთელი ყურადღება გადაიტანეს
„კრემლზე“. აგრეთვე საქართველოს სრულ
დამოუკიდებლობაზე.
4 აპრილის დაწყებულ
შიმშილობის
საპროტესტო აქციას და
მშვიდობიან მიტინგებს
საქართველოს
ეროვნულ-
განმათევისუფლებელი
მოძრაობა
ხელმძღვანელობდა
რუსთაველის გამზირზე, მთავრობის
სასახლის წინ ხალხის რაოდენობა
დღითი-დღე იზრდებოდა
დაახლოებით 6-7აპრილს, საბჭოთა
კავშირის უმაღლესმა
ხელისუფლებამ მიიღო
გადაწყვეტილება,
აღეკვეთათ აქცია და სიტუაცია
საქართველოში კონტროლის
ქვეშ მოექციათ.
8 აპრილს, გამთენიისას,
მთავრობის სასახლესთან სულ
ორასიოდე კაცი
შემორჩა.ისინიც თანდათან
იშლებოდნენ. ამიტომ გია
ჭანტურიამ განაცხადა: “გთხოვთ
შეინაღჩუნოთ სიმშვიდე.
მივიღეთ ცნობა - მოდიან.“
ხალხი შეჩოჩქოლდა და ერთ
გუნდათ შეიკრა. მაგრამ იმ
ღამეს მიტინგი არ დაურბევიათ
მიუხედავათ იმისა, რომ აქ უკვე
გასაგები გახდა, რომ ეს დარბევა
გარდაუვალი იყო 8 აპრილის
საღამოს 8-9 საათისთის
რუსთაველის გამზირი ისევ
შეივსო ხალხით. ხალხი არ
შეუშინდა საბჭოთა ჯარებს,
რომელთაც მარტო ბრძანება
ჰქონდათ დარჩენილი რო
მიეღოთ მშვიდობიანი
მომიტინგეების დასაშლელად.
1989 წლის 9 აპრილის
დილის 4 საათზე
თბილისში რუსთაველის
გამზირზე, მთავრობის სასახლის
წინ შეკრებილი მრავალათასიანი
მშვიდობიანი აქცია ტანკებით,
საბრძოლო ნიჩბებითა და
მომწამვლელი გაზით
გასაკუთრებული სისასტიკით
დაარბიეს.
9 აპრილის მოვლენების გამოსაძიებლად შექმნილი
კომისიის დასკვნა:

- „სამხედრო ნაწილები ალყაში აქცევდნენ მომიტინგეებს და


უმოწყალოდ სცემდნენ ხელკეტებით, ადამიანთა დასასახიჩრებლად
სპეციალურად მომარჯვებული სასანგრე ხელბარებით; გამოყენებული
იყო აკრძალული მომწამვლელი ნივთიერებანი და ცეცხლსასროლო
იარაღიც. ჯარისკაცები მისდევდნენ გაქცეულებს, უვარდებოდნენ
შენობებში თავშეფარებულ მოქალაქეებს, ურტყამდნენ წაქცეულებს, არ
ინდობდნენ ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს, ამსხვრევდნენ ვიტრინებს,
განზრახ აზიანებდნენ სახელმწიპო და პირად ქონებას;“
 „სამხედრო პირების მიერ დაშავებულთა და დახიჩრებულთა შორის არიან
მოშიმშილეები, მედიცინის თეთრხალათიანი მუშაკები, რომლებიც ადგილზე
დახმარებას უწევდნენ დაზარალებულთ, და საქართველოს მილიციის უიარაღო
მუშაკები, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.“

 „სამხედრო პირები ხელს უშლიდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების


ბრიგადებს, თეთრხალათიან მედიცინის მუშაკებს დახმარება აღმოეჩინათ
დაშავებულთათვის;ამსხვრევდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებს. ყოველივე
ამის შედეგად დაშავებულტა შორის არიან მედიცინის მუშაკებიც. ეს მოქმედება
საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში
დარღვევაა“

 მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას შედეგად მოჰყვა 21 ადამიანის დაღუპვა,


რომელთა შორის 17 ქალია (მათ შორის არის ორი არასრულწლოვანი და ერთი
ორსული). 427 ადამიანი კი დაშავდა. სამხედრო პირთაგან არავინ დაღუპულა ან/და
დაშავებულა
ვინ მეთაურობდა საბჭოთა ჯარს?
9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევა განახორციელეს საბჭოთა არმიის
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შინაგანი ჯარის სამხედროებმა. 9 აპრილს ნიჩბები
გამოიყენეს მხოლოდ მედესანტეებმა ანუ 345-ე საჰაერო საპარაშუტო პოლკის
ჯარისკაცებმა ეს პოლკი მთელ საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ელიტარულ
ქვედანაყოფად 1989 წლის 15 თებერვლამდე ინრძოდნენ ავღანეთში ზუსტად ამ
სადესანტო პოლკის ჯარისკაცებმა 9 აპრილს უმოწყალოდ დაჩეხეს ქალები და
გოგონები ამ 345-ე პოლკმა 1993 წლის სექტემბერში აიღო სოხუმი. დღეს ეს პოლკი
გუდაუთაში არის დისლოცირებული.

ამ ჯარს ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის ოლქის კომენდანტი, გენერალი იგორ


როდიონოვი და სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე კონსტანტინ კოჩეტოვი
9 აპრილს დაღუპულთა სია:
• აზა ადამია, 22 წლის; • ვენერა მეტრეველი, 45 წლის —
• ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის • მამუკა ნოზაძე, 21 წლის
• ნანა სამარგულიანი, 41 წლის;
• ეკა ბაჟანიშვილი, 15 წლის
• გია ქარსელაძე, 25 წლის — 10 აპრილს,
• ნატო გიორგაძე, 23 წლის; • შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის;
• თამუნა დოლიძე, 28 წლის; • მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის;
• თინა ენუქიძე, 70 წლის; • ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის;
• თამარ ჭოველიძე, 16 წლის;
• ნინო თოიძე, 22 წლის;
• ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის;
• ზაირა კიკვიძე, 61 წლის; • მზია ჯინჭარაძე, 43 წლის.
• მანანა ლოლაძე, 34 წლის
• თამარ მამულაშვილი, 50 წლის;
• მანანა მელქაძე, 26 წლის
დამოუკიდებლობის გამოცხადება
„სიმბოლურია საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის
გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან
ამ დღეს გადაწყდა საქართველოს
ბედი! 9 აპრილს წამებულთა
სულები დაგვცქერიან ჩვენ და
ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ
აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა
ნება ქართველი ერისა! გაუმარჯოს
დამოუკიდებელ საქართველოს!
გვფარავდეს ღმერთი!“ საქართველოს პირველი პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
საქართველოს 1991 წლის 9 აპრილის
დამოუკიდებლობის აქტი
1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული,
დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს
უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის
რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს
მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და
საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას
საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის
26 მაისის აქტის საფუძველზე.

You might also like