საქართველოს ჰიდროელექტროსადგურები

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 10

სულაბერიძე ანანო

ჯგუფი:108266

ჰიდროელექტროსადგურებ
ი საქართველოში

ელექტრული წრედები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროგრამა:ბიოსამედიცინო ინჟინერია
პრეზენტაციაში განხილული თემები:

ჰიდროელექტროსადგურის რაობა/მისი მუშაობის პრინციპი

ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში

ენგურჰესი/ზაჰესი/ლაჯანურის/შაორის ჰიდროელექტროსადგური
ჰიდროელექტროსადგურის რაობა/მისი მუშაობის პრინციპი
ჰიდროელექტროსადგური(ჰესი) არის ელექტროსადგური, რომელიც იყენებს წყლის ნაკადის
ენერგიას, როგორც ენერგიის წყაროს. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა სულ უფრო
მნიშვნელოვანს ხდის საკუთარი რესურსებით ელექტოენერგიის წარმოქმნას.ელექტროენერგიის
იმპორტზე მოთხოვნილების შემცირება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის
განვითარებას.
ჰიდროელექტროსადგური შედგება ჰიდროტექნიკური
ნაგებობებისგან(კაშხალი,ჰიდროელექტროსადგური ,
საკანალიზაციო, ჰიდროგრაფიული, წყალსაკრები
ნაგებობა, გვირაბი,არხი,ჯებირი და სხვ.), რომელიც
უზრუნველყოფს წყლის ნაკადის აუცილებელ
კონცენტრაციას და ქმნის თავმოყრილ დაწნევას .
გარდა ამისა,შედგება ენერგეტიკული
მოწყობილობებისგან, რომელიც დაწნევის ქვეშ მოძრავ
წყლის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად .

ძირითად,ენერგეტიკულ მოწყობილობებს ათავსებენ ჰეს -ის შენობაში : სამანქანო დარბაზში –


ჰიდროაგრეგატებს, დამხმარე აღჭურვილობებს, ავტომატური მართვის და კონტროლის დანადგარებს ;
ცენტრალური მართვის საგუშაგოზე – ოპერატორ-დისპეტჩერის ან ავტოოპერატორის პულტს . როგორც
წესი, ამამაღლებელ ტრანსფორმატორებს ათავსებენ ჰიდროელექტროსადგურის შენობის გრძივ
კედელთან ჰაერზე,ღია სივრცეში, ხოლო მაღალი ძაბვის გამანაწილებელ მოწყობილობებს –
სპეციალურ ღია მოედანზე.
ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში
საქართველოში ჰიდრორესურსებს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი უკავია .
საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 ათასი მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათასი
კილომეტრია. აქედან, 300-მდე მდინარის ენერგეტიკული პოტენციალი 15 ათას მგვტ -მდეა შეფასებული .
საქართველოს მდინარეებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სეზონურობა . მათი გადანაწილება
შესაძლებელია მარეგულირებელ-წყალსაცავიანი ელექტროსადგურების მშენებლობის გზით .

მიუხედავად არსებული ჰიდროენერგეტიკული


პოტენციალისა, დღეისათვის, განსაკუთრებით კი ზამთარში ,
წყალმცირობის პერიოდში გვიხდება ელექტროენერგიის
იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან. აღნიშნულიდან
გამომდინარე, არსებული ჰიდროელექტროსადგურების
აღდგენა და ახლის მშენებლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი
ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად .

ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია . მისი


მიღწევისთვის აუცილებელია საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება .
ენგურის ჰიდროელექტროსადგური(ენგურჰესი) — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში.
მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1987 წლებში. ენგურჰესი
ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი , რომლის დადგმული
სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ
სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის
კულტურის ძეგლის სტატუსი.
მდინარე ენგური ტიპური მთის
მდინარეა დიდი ვარდნით.მისი
კალაპოტი ადგილ-ადგილ
მოფენილია კლდის დიდი
ლოდებით,რაც წარმოქმნის
წყალვარდნილებსა და მორევებს.

საქართველოს მდიდარი ჰიდროელექტრორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად დიდმა


პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო .მის მიერ მოწვეულმა პეტერბურგელმა
ინჟინრებმა ფიოდორ როპმა და ბორის ბახმეტევმა მისი რჩევით ჰიდროელექტროსადგურის
ასაშენებლად ენგური აირჩიეს. მშენებლობის სიძვირემ,მოწვეულ ინვესტორთა ყოყმანმა ამ საკითხისთის
თანხის დაბანდების მცდელობა უშედეგოდ დაასრულა. ნიკო ნიკოლაძემ ენგურის ჰიდრორესურსების
გამოყენებისათვის ბრძოლას 20 წელი შეალია, მაგრამ მისი იდეის ხორცშესხმა იმ დროისთვის
შეუძლებელი აღმოჩნდა.
ჰესის აშენების უშედეგო მცდელობების შემდეგ,საბოლოოდ 1930 წელს აიგო გრძივი
პროფილი სოფელ ლახამულიდან ჯვარამდე, რამაც გამოკვეთა ენერგეტიკული სიმძლავრის
მომცემი უბნები.1960 წელს „ჰიდროპროექტმა“ დაამუშავა მდინარე ენგურის ენერგეტიკული
მიზნებისათვის გამოყენების სქემა.ენგურჰესის კასკადის მშენებლობა სწორედ ამ სქემის
მიხედვით დაიწყო. საბოლოოდ ენგურჰესის მთლიანი პროექტი შეიქმნა 1965-70-იან წლებში,
მშენებლობა კი 1961 წელს დაიწყო. ენგურჰესი ექსპლუატაციაში ჩაეშვა1978 წელს ,ამ
დროიდან 2008 წლამდე კი გამოიმუშავა 81.5 მილიარდი კვტ. სთ ენერგია.ჰესის მუშაობა ხდება
დამრტყმელი ვარდნით

ენგურჰესის მშენებლობა ქართული ტექნიკური


აზროვნების ისტორიაში ყველაზე თამამი ჩანაფიქრის
განხორციელება იყო. ეს იდეა ითვალისწინებდა
უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობის
ურთულესი კომპლექსის აგებას, რასაც ბევრი
სპეციალისტი ეჭვით უყურებდა..
ზაჰესი(ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური) - პირველი მძლავრი
ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, აგებულია მდინარე მტკვარზე ,თბილისის მიმდებარედ ,
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,მტკვრისა და არაგვის შესართავის მახლობლად . თბილისის
გაზრდილი კომუნალური და სამრეწველო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მსხვილი
ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ რევოლუციამდე იყო მსჯელობის
საგანი.მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების რთული შინაპოლიტიკური და ეკონომიკური
მდგომარეობისა დაიწყო მუშაობა დიდი ჰესის მშენებლობისათვის .
სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ჰიდრომშენმა ჩაატარა
ინსტრუმენტული საძიებო სამუშაოები, დაამუშავა საველე მასალა და
დაიწყო დამუშავება ინჟინერ მელიქ-ფაშაევის მიერ წამოყენებული
ესკიზური პროექტისა, რომელიც ითვალისწინებდა არაგვის ბოლო
მონაკვეთისა და მდინარე მტკვრის გამოყენებას.

1922 წლის 23 მაისს თბილისის საბჭომ გადაწყვიტა ზემო ავჭალასთან


ჰიდროელექტროსადგურის აშენება და სსრკ-ს შრომისა და თავდაცვის
საბჭოს (შთს) მიმართა თხოვნით
დახმარებისათვის.ტფილისის საბჭოს პრეზიდიუმმა 1922 წლის 20
ივნისს დაამტკიცა ზაჰესის მშენებლობის სქემა და ჩამოაყალიბა
ზაჰესკომი.მშენებლობის დროს სსრკ-ის მთავრობა სისტემატიურად
ეხმარებოდა მშენებლობას ფინანსურად..
ჰესის პირველი რიგი 1927 წლის 9 აპრილს გადაეცა საექსპლუატაციოდ. სრული სიმძლავრით
ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა — დაემატა კიდევ ოთხი ტურბინა. ზაჰესის დადგმული სიმძლავრეა
36,8 ათ. კვტ. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 20,3 მლნ. კვტ. სთ-ს
შეადგენს. ჰიდროკვანძში შედის სათავის ბეტონის კაშხალი ,წყალმიმღები , სადერივაციო
არხი,სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა. კაშხალი ქმნის სადღეღამისო რეგულირების წყალსაცავს

სადგურმა უდიდესი როლი შეასრულა დიდი


სამამულო ომის პერიოდში მრეწველობისა და
ტრანსპორტის ელექტროენერგიით მომარაგების
საქმეში. 1952 წელს ზაჰესი მთლიანად
ავტომატიზებული და ტელემექანიზებული გახდა,
ამით მისი სიმძლავრე საპროექტოსთან შედარებით
კიდევ 15%-ით გაიზარდა.
2007 წლის 20 ივლისს ზაჰესი ეკონომიკური
განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე
41 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. იგი დღემდე
აქტიურად განაგრძობს მუშაობას
ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური- საქართველოს ერთ-ერთი დიდი
ჰიდროელექტროსადგური, პირველი უნიკალური მაღალთაღოვანი კაშხალით (კაშხალის
სიმაღლე 69 მ). აშენებულია ცაგერის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის აუზში .
მშენებლობა დაიწყო 1953 წელს და დამთავრდა 1960 წელს. სადგურის სიმძლავრეა
112,5 ათასი კვტ, წლიურად გამოიმუშავებს 505 მლნ. კვტ·სთ ელექტროენერგიას.
ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალის მშენებლობის წარმატებით
დამთავრებამ დასაბამი მისცა ყოფილ სსრკ-ში პროგრესული ტიპის კაშხალების
მშენებლობას.
შაორის ჰიდროელექტროსადგური — წლიური
მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური ტყიბულის
მუნიციპალიტეტში, ქალაქ ტყიბულის ტერიტორიაზე. შაორ -
ტყიბულის ჰესების კასკადის პირველი საფეხური .[1]
სადგურზე გამოიყენება მდინარე შაორის წყალი .
წყალსაცავს ქმნის შაორის ტაფობში, სოფელ ხორგას
მიდამოებში აგებული კაშხალი. ძალური კვანძი
განთავსებულია ქალაქ ტყიბულში. სადგური
ექსპლუატაციაში გადაეცა 1955 წელს. მისი დადგმული
სიმძლავრეა 39.2 მგვტ, ხოლო საპროექტო საშუალო
წლიური გამომუშავება 139 გიგავატი. დერივაციული ტიპის
მაღალდაწნევიანი ჰესი, რომელიც რეგულირდება
წყალსაცავის მეშვეობით. 2007 წლიდან ეკუთვნის ჩეხურ
კომპანია — Energo-Pro-ს
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like