ყურადღების თეორიები 2

You might also like

Download as ppt, pdf, or txt
Download as ppt, pdf, or txt
You are on page 1of 25

ყურადღების

თეორიები
ყურადღების თეორიები

ყურადღების თეორიათა დაყოფა შეიძლება


როგორც მათი წარმოშობის პერიოდის
შესაბამისად, ასევე იმ მიდგომების
თვალსაზრისით, რომლებსაც ეს თეორიები
იყენებენ ყურადღების მიმართ.

განასხვავებენ კლასიკურ და კოგნიტურ თეორიებს.


ყურადღების კლასიკური
თეორიები

ტრადიციული ფსიქოლოგიისთვის ყურადღება


არის ამა თუ იმ შინაარსის ცნობიერების ცენტრში
შეჩერება, მისი დროებითი გაბატონება
ცნობიერების ველში.

თეორიათა შორის განსხვავებას განსაზღვრავს ის ,


თუ რა ფაქტორებით და მექანიზმებით ხსნიან ისინი
ამ მოვლენას.
ფუნქციონალიზმი

ფ. გალტონი, უ. ჯემსი, რ. ვუდვოტრსი ყურადღებას


განიხილავენ როგორც ორგანიზმის აქტიურ
ფუნქციას, რომელსაც ახასიათებს არჩევითობა.

ორგანიზმის მიერ გამოცდილების შეძენას


ყურადღება უზრუნველყოფს, რომელიც შეიძლება
იყოს როგორც პასიური და რეფლექტორული, ასევე
ნებისმიერი.
სტრუქტურალიზმი

ყურადღებას განიხილავს როგორც ცნობიერების


მდგომარეობას, რომელიც გულისხმობს
შთაბეჭდილების სიცხადეს და კონცენტრაციას.
ასოციაციონიზმი

ყურადღება დაჰყავს წარმოდგენათა ასოციაციაზე


და განიხილავს, როგორც ასოციაციის შედეგს.

ამა თუ იმ შინაარსების ცნობიერებაში


„გაბატონება“, ასოციაციონისტების აზრით, ხდება
ასოციაციის კანონების შესაბამისად და ამ
კანონების საფუძველზე.
ბიჰევიორიზმი

ყურადღებას განიხილავს როგორც საორიენტაციო


რეფლექსს, რომლის მოქმედება სტიმულ-რეაქციის
ფორმულის შესაბამისია.
ვ. ვუნდტის თეორია

ყურადღება არის ცნობიერების ერთ-ერთი მახასიათებელი ,


ანუ თვისება. ვუნდტმა შემოიტანა ისეთი მეტაფორა,
როგორიცაა მხედველობის ველი.

ნათლად აღქმული ობიექტი იმყოფება მხედველობის ველის


ფიქსაციის ცენტრში, ანუ ფოკუსში, ხოლო ნაკლებ
გამოკვეთილად აღქმული - მხედველობის ველის
პერიფერიაზე.

ვუნდტმა დაადგინა, რომ ყურადღების მოცულობა 4-6


შთაბეჭდილების ტოლია. ვუნდტის მიხედვით, ადამიანის მიერ
ამა თუ იმ შინაარსის გაცნობიერების უნარი არ არის მუდმივი
და დამოკიდებულია აღქმული მასალის თავისებურებაზე .
ვ. ვუნდტის თეორია

ყურადღების და ცნობიერების შინაარსის აღსაწერად მან


გამოიყენა შემდეგი ტერმინები:

პერცეფცია - რაიმე შინაარსის შესვლა ცნობიერებაში.

აპერცეფცია - შინაარსის შესვლა ცნობეირების ფოკუსში.

აპერცეფცია არის ის, რაც ერთმანეთთან აკავშირებს


ცნობიერების ელემენტებს. აპერცეფციის ფუნქცია არის
ცნობიერების ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირება.
ე. ტიტჩენერის თეორია

ტიტჩენერის ყურადღების თეორიაში ყურადღება


შედარებულია ტალღას, ტალღის ქოჩორზე ყოველ
მოცემულ მომენტში, მხოლოდ ერთი შთაბეჭდილება
აღწევს.

მან აღწერა აგრეთვე ყურადღების აკომოდაცია ანუ


შეგუება, რაც გულისხმობს ისეთი შინაარსების
აპერცეფცირების უპირატესობას, რომლებიც უკეთ
შეეთანხმებიან ადრე აპერცეფცირებულ შინაარსებს.
მან განასხვავა უნებლიე ანუ პირველადი და
ნებისმიერი ყურადღება.
ე. ტიტჩენერის თეორია

პირველადი ანუ უნებლიე ყურადღებისას ახალი ,


მოულოდნელი, ან პირიქით, ჩვენ აზრთა
მსვლელობასთან უკვე მჭიდროდ დაკავშირებული
შინაარსები “იერიშით” იღებენ ჩვენს ცნობიერებას .

მეორადი ანუ ნებისმიერი ყურადღების შეჩერება კი


მხოლოდ გარკვეული ძალისხმევით არის
შესაძლებელი.
ე. ტიტჩენერის თეორია

პირველადი ნებისმიერი ყურადღება - როდესაც


ობიექტი, რომლის მიმართ ვცდილობთ მეორადი ანუ
ნებისმიერეი ყურადღების შეჩერებას, ჩვენთვის
საინტერესო ხდება - წარმოიშობა პირველადი
ყურადღება, რომელიც ამ ობიექტს ყოველგვარი
ძალისხმევის გარეშე შეაჩერებს ტალღის პიკზე ისე,
რომ ადამიანი პირველადი ყურადღების სხვა
მოვლენებს ანუ სტიმულებს აღარ აქცევს
ყურადღებას.

მაგ. უინტერესო საქმემ შეიძლება ისე გაგვიტაცოს,


ტ. რიბოს მოტორულ-
ემოციონალური თეორია

ტ. რიბოს თეორია ხაზს უსვამს ემოციების და


ყურადღების კავშირს. თეორიის თანახმად,
ყურადღების ნებისმიერ და უნებლიე ხასიათს
განსაზღვრავს ემოციურ მდგომარეობათა
ინტენსივობა და ხანგრძლივობა.

ემოციური მდგომარეობა და მისი ინტენსივობა


ასოცირდება ყურადღების ობიექტთან. ღრმა და
მყარი უნებლიე ყურადღების შემთხვევაში საქმე
გვაქვს ძლიერ ვნებებთან, რომლებიც მუდმივად
განახმდებიან და მუდმივად ისწრაფვიან
ტ. რიბოს მოტორულ-
ემოციონალური თეორია

ტ. რიბოს მიიჩნევს, რომ ყურადღება არის


გონებრივი მონოიდეიზმი, ანუ ცნობიერებაში ერთი
იდეის გაბატონება.

ტ. რიბოს თეორიას ხშირად განიხილავენ, როგორც


ფიზიოლოგიურ თეორიას, რადგან იგი თვლიდა,
რომ ყურადღება არის ფსიქოფიზიოლოგიურის
შერწყმა, რომლისთვისაც აუცილებელია
მოძრაობითი და სუბიექტური ელემენტები.
ტ. რიბოს მოტორულ-
ემოციონალური თეორია

ყურადღება არის ფსიქოლოგიური უძრაობა,


რომელიც ეწინააღმდეგება სასიცოცხლო
პროცესთა ნორმალურ დინებას.
ყურადღება როგორც ფიზიოლოგიური
მდგომარეობა, მოიცავს ნებისმიერი და უნებლიე
რეაქციების მთელ კომპლექსს, როგორიცაა
გულსისხლძარღვთა, სასუნთქი და მოძრაობითი
რეაქციები.

მაგ. “გონების მოკრება”, “გაახილე თვალები”,


“თავის მტვრევა”, “თვალების გაფართოება” და ა.შ.
ტ. რიბოს მოტორულ-
ემოციონალური თეორია

ნებისმიერი ყურადღებისას ადამიანი მართავს


საკუთარ მოძრაობებს.
ყურადღების მოძრაობითი ეფექტი ნიშნავს, რომ
ზოგიერთი შეგრძნებები, აზრები და მოგონებები
იძენენ განსაკუთრებულ ინტენსივობას და
სიცხადეს იმის შედეგად, რომ მოძრაობითი
აქტივობა სწორედ მათზე წარიმართება.
ნ. ლანგეს კომპლექსური თეორია

ნ. ლანგე ყურადღებას განიხილავს


კომპლექსურად, სხვა ფსიქიკურ პროცესებთან
(აღქმა, მეხსიერება, ემოციები) ერთიანობასა და
კავშირში.
ყურადღება არის ორგანიზმის მიზანმიმართული
რეაქცია, რომელიც მომენტალურად აუმჯობესებს
აღქმის პირობებს.

განასხვავებს რეფლექსურ, ინსტინქტურ,


ნებელობით ყურადღების სახეებს.
ნ. ლანგეს კომპლექსური თეორია

 რეფლექსური ყურადღება ავტომატურია და მასში


ემოციები არ მონაწილეობენ (მაგ. სიბნელეში
თვალების გაფართოება).

 ინსტინქტური ყურადღება - გაშუალებულია ორგანიზმის


ემოციური მდგომარეობით (გაკვირვების რეაქცია).

 ნებელობითი ყურადღება დაკავშირებულია


მეხსიერებაში წარმოდგენათა ინტენსივობის
გაძლიერებასთან, რადგან ყურადღების ეს სახე
გულისხმობს იმის წინასწარ გაცნობიერებას, რაც
მომავალში უნდა აღვიქვათ.
პ. გალპერინის გონებრივი
კონტროლის თეორია

ყურადღება გონებრივი კონტროლის ფუნქციაა.

ძირითადი დებულებები:

 ყურადღება არის საორიენტაციო აქტივობის ერთ-


ერთი მომენტი. იგი არის ფსიქიკური მოქმედება.
იგი მიმართულია ხატის შინაარსზე, აზრზე ან
დროის მოცემულ მომენტში ადამიანის ფსიქიკაში
არსებულ რომელიმე სხვა ფენომენზე.
პ. გალპერინის გონებრივი
კონტროლის თეორია

 ყურადღების ფუნქცია არის ამ შინაარსების


კონტროლი. ადამიანის ყოველ მოქმედებაში არის
საორიენტაციო, აღმასრულებელი და საკონტროლო
ნაწილი, სწორედ ეს უკანასკნელია ყურადღება.

 სხვა მოქმედებებისგან განსხვავებით, ყურადღებას


არ გააჩნია გარკვეული შედეგი ან პროდუქტი.

 ყურადღება როგორც დამოუკიდებელი აქტი,


გამოიყოფა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოქმედება
ხდება გონებრივი და შეკვეცილი, შემცირებული.
პ. გალპერინის გონებრივი
კონტროლის თეორია

 ყურადღების მეშვეობით კონტროლი


ხორციელდება ზომისა და ნიმუშის კრიტერიუმებზე
დაყრდნობით, რაც იძლევა მოქმედების შედეგების
და მათი დაზუსტების საშუალებას.

 ნებისმიერი ყურადღება არის კონტროლის ფორმა,


რომელიც ხორციელდება წინასწარ შედგენილი
გეგმის და ნიმუშის მიხედვით.
პ. გალპერინის გონებრივი
კონტროლის თეორია

 ნებისმიერი ყურადღების ახალი ხერხის


ჩამოსაყალიბებლად, ძირითად მოქმედებასთან
ერთად, ადამიანს უნდა მიეცეს დავალება
შეამოწმოს მოქმედების მიმდინარეობა და
შედეგები, შეიმუშაოს შესაბამისი გეგმა და
მოახდინოს მისი რეალიზაცია.

 ყურადღების ყველა აქტი, ნებისმიერი და უნებლიე,


რომელიც კონტროლის ფუნქციას ასრულებს, არის
ახალი გონებრივი მოქმედებების ფორმირების
შედეგი.
დ. უზნაძის განწყობის თეორია

ყურადღების ცნება გაგებულია, როგორც შინაარსის


ობიექტივაცია, ანუ დაკვირვების ობიექტად გადაქცევა.
ცოცახლი ორგანიზმის ქცევა უნდა განვიხილოთ ორ პლანში:
იმპულსური ქცევები, რომლებიც მიმდინარეობენ განწყობის
საფუძველზე და არ საჭიროებენ ყურადღებას, რადგან
იმპულსური ქცევები დამოკიდებულია იმპულსებზე და იმ
გარემოზე, რომელშიც იმპულსური ქცევები ხორციელდება.

იმპულსების და გარემოს თანხვედრა წარმოშობს


ქცევისათვის მზაობას, ანუ განწყობას, რომელშიც უკვე
ასახულია ის შინაარსები, რომლებიც ამ სიტუაციაში უნდა
შევიდნენ ცნობიერების ველში და საკმარისი სინათლით
იქნენ განცდილი, ანუ აღქმული, რათა ქცევა
დ. უზნაძის განწყობის თეორია

ადამიანური აქტივობის ფორმების შემთხვევაში , ხშირად


ქცევის განხორციელება იმპულსურ დონეზე ვეღარ
მიმდინარეობს, გარკვეული წინააღმდეგობების გამო
იმპულსური ქცევები წყდებიან და მათ გასაგრძელებლად
საჭირო ხდება სიტუაციის ნათლად გახნობიერება , საგნების
გადაქცევა დაკვირვების ობიექტად, ანუ ობიექტივაცია .

ყურადღება არის ობიექტივაცია, რომელსაც მოსდევს


სიტუაციის გააზრება, აწონ-დაწონვა, შექმნილი პრობლემის
გადაჭრა და მხოლოდ ამის შემდეგ - შეწყვეტილი ქცევის
განხორციელება.

ობიექტივაცია მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი


გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like