Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 9

მენსტრუაციული ციკლი

ექიმი რეზიდენტი: გიორგი წკრიალაშვილი


განსაზღვრებები
მენსტრუაციული ციკლი არის რთული ციკლური ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც
შესაძლებელს ხდის განაყოფიერებასა და ორსულობას.
იგი იწყება მენარქეთი (პირველი მენსტრუაცია) საშუალოდ 9-16 წლის ასაკში
(ძირითადად 12-13 წელს) და წყდება მენოპაუზით 45-55 წლის ასაკში (საშუალოდ 49-52
წელს).
ნორმალური მენსტრუაციული ციკლი გრძელდება 21-35 დღის მანძლზე (საშუალოდ 28
დღე) და მისი ათვლა იწყება მენსტრუაციის პირველი დღიდან და გრძელდება შემდეგი
მენსტრუაციის პირველ დღემდე.
მენსტრუაცია გრძელდება საშუალოდ 3-7 დღე.
საშუალო სისხლდანაკარგია 35-50 მლ.
საკვერცხის ციკლი
1) ფოლიკულური ფაზა, რომელის ხანგრძლივობა ვარიაბელურია და საშუალოდ 14
დღეს შეადგენს (ციკლის 1-14 დღე).

2) ლუთეინური ფაზა, რომელის ხანგრძლივობა შედარებით სტაბილურია და


საშუალოდ 14 დღეს გრძელდება ციკლის (14-28 დღე).

ფოლიკულური და ლუთეინური ფაზების გამყოფია ოვულაცია.

ოვულაცია ესაა პროცესი, რომლის დროსაც ხდება გრააფის ფოლიკულის გასკდომა,


საიდანაც მუცლის ღრუში გამოიყოფა ოოციტი.
საშვილოსნოს ციკლი

1) მენსტრუაცია, რომელიც ციკლის პირველი დღიდან იწყება და გრძელდება


საშუალოდ 3-7 დღე.
2) პროლიფერაციული ფაზა, რომელიც საშუალოდ 10 დღე გრძელდება.
3) სეკრეციული ფაზა, რომელიც 10-14 დღე გრძელდება.
მენსტრუაციული ციკლი მკაცრად რეგულირებული პროცესია, როდესაც ჰიპოთალამუსის,
ჰიპოფიზის და გონადების ჰორმონების კოორდინირებული მოქმედებები უზრუნველყოფს
მომწიფებული ოოციტის პროდუქციას. ეს ჰორმონები კონტროლდება დადებითი და
უარყოფითი უკუკავშირებით.
 ფოლიკულურ ფაზაში ჰიპოთალამუსი გამოჰყოფს
გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონს (GnRH)
პულსურად, რომელიც ასტიმულირებს
ადენოჰიპოფიზს, რომ წარმოქმნას
ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) და
მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH).
 LH ასტიმულირებს თეკა უჯრედებს და ხელს უწყობს
პროგესტერონისა და ანდროსტენდიონის პროდუქციას.
 FSH კი ასტიმულირებს გრანულოზურ უჯრედებს და
ხელს უწყობს ფოლიკულების მომწიფებას.
 ფოლიკულების ზრდის პროცესში გრანულოზურ
უჯრედებში წარმოიქმნება ესტრადიოლი და ინჰიბინ B,
რომლებიც ადენოჰიპოფიზზე უარყოფითი
უკუკავშირით FSH-ის გამოყოფას თრგუნავენ.
 საშვილოსნოში თავდაპირველად მიმდინარეობს
მენსტრუაცია, შემდეგ კი ესტროგენის გავლენით
ენდომეტრიუმის პროლიფერაციული ცვლილებები
 ოვულაციამდე საშუალოდ 7 დღით ადრე ხდება 1
ფოლიკულის გამორჩევა, რომელსაც დომინანტი
ფოლიკული (გრააფის ფოლიკული) ეწოდება.
 ესტროგენების მაღალ მაჩვენებელს ასევე მოჰყვება
LH-ის პიკი (დადებითი უკუკავშირი), რომელიც
დაახლოებით 36 საათში განაპირობებს ოვულაციას.
• ოვულაცია ესაა პროცესი, რომლის დროსაც ხდება გრააფის
ფოლიკულის გასკდომა, საიდანაც მუცლის ღრუში გამოიყოფა
ოოციტი.
• ოვულაციის შემდეგ საკვერცხეში იწყება ლუთეინური ფაზა,
რომელიც საშუალოდ 14 დღე გრძელდება და სრულდება შემდეგ
მენსტრუაციამდე.
• გამსკდარი ფოლიკულის ადგილზე LH ინდუცირებული
ტრანსფორმაციით წარმოიმნება ყვითელი სხეული, რომელიც
ახდენს პროგესტერონის პროდუქციას (ესტროგენებისაც, თუმცა
ნაკლები რაოდენობით).
• ოვულაციის შემდეგ საშვილოსნოში იწყება სეკრეციული ფაზა. იგი
საშალოდ 10-14 დღე გრძელდება და ამ დროს პროგესტერონის
გავლენით ენდომეტრიუმის ფუნქციური შრე ემზადება
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის.
• პროგესტერონის დონის მომატებისას უარყოფითი უკუკავშირით
ითრგუნება LH-ის პროდუქცია, ესტროგენების მომატებით კი
ითრგუნება FSH.
• LH-ის ერთერთი ფუნქცია ყვითელი სხეულის შენარჩუნებაა,
ამიტომ თუ ორსულობა არ მოხდება, დაქვეითებული LH-ის გამო
ყვითელი სხეული რეგრესს განიცდის.
• მკვეთრად მცირდება პროგესტერონისა და ესტროგენების
რაოდენობა, რაც განაპირობებს მენსტრუაციას და ახალი ციკლის
დაწყებას.
• პროგესტერონის შემცირება განაპირობებს ენდომეტრიუმის
ფუნქციური შრის სპირალური არტერიების ვაზოსპაზმს, რაც
იწვევს იშემიას და ფუნქციური შრის დეგენერაციასა და ჩამოშლას
(მენსტრუაციას).
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like