განსაზღვრებები მენსტრუაციული ციკლი არის რთული ციკლური ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც შესაძლებელს ხდის განაყოფიერებასა და ორსულობას. იგი იწყება მენარქეთი (პირველი მენსტრუაცია) საშუალოდ 9-16 წლის ასაკში (ძირითადად 12-13 წელს) და წყდება მენოპაუზით 45-55 წლის ასაკში (საშუალოდ 49-52 წელს). ნორმალური მენსტრუაციული ციკლი გრძელდება 21-35 დღის მანძლზე (საშუალოდ 28 დღე) და მისი ათვლა იწყება მენსტრუაციის პირველი დღიდან და გრძელდება შემდეგი მენსტრუაციის პირველ დღემდე. მენსტრუაცია გრძელდება საშუალოდ 3-7 დღე. საშუალო სისხლდანაკარგია 35-50 მლ. საკვერცხის ციკლი 1) ფოლიკულური ფაზა, რომელის ხანგრძლივობა ვარიაბელურია და საშუალოდ 14 დღეს შეადგენს (ციკლის 1-14 დღე).
2) ლუთეინური ფაზა, რომელის ხანგრძლივობა შედარებით სტაბილურია და
საშუალოდ 14 დღეს გრძელდება ციკლის (14-28 დღე).
ფოლიკულური და ლუთეინური ფაზების გამყოფია ოვულაცია.
ოვულაცია ესაა პროცესი, რომლის დროსაც ხდება გრააფის ფოლიკულის გასკდომა,
საიდანაც მუცლის ღრუში გამოიყოფა ოოციტი. საშვილოსნოს ციკლი
1) მენსტრუაცია, რომელიც ციკლის პირველი დღიდან იწყება და გრძელდება
საშუალოდ 3-7 დღე. 2) პროლიფერაციული ფაზა, რომელიც საშუალოდ 10 დღე გრძელდება. 3) სეკრეციული ფაზა, რომელიც 10-14 დღე გრძელდება. მენსტრუაციული ციკლი მკაცრად რეგულირებული პროცესია, როდესაც ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის და გონადების ჰორმონების კოორდინირებული მოქმედებები უზრუნველყოფს მომწიფებული ოოციტის პროდუქციას. ეს ჰორმონები კონტროლდება დადებითი და უარყოფითი უკუკავშირებით. ფოლიკულურ ფაზაში ჰიპოთალამუსი გამოჰყოფს გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონს (GnRH) პულსურად, რომელიც ასტიმულირებს ადენოჰიპოფიზს, რომ წარმოქმნას ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) და მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH). LH ასტიმულირებს თეკა უჯრედებს და ხელს უწყობს პროგესტერონისა და ანდროსტენდიონის პროდუქციას. FSH კი ასტიმულირებს გრანულოზურ უჯრედებს და ხელს უწყობს ფოლიკულების მომწიფებას. ფოლიკულების ზრდის პროცესში გრანულოზურ უჯრედებში წარმოიქმნება ესტრადიოლი და ინჰიბინ B, რომლებიც ადენოჰიპოფიზზე უარყოფითი უკუკავშირით FSH-ის გამოყოფას თრგუნავენ. საშვილოსნოში თავდაპირველად მიმდინარეობს მენსტრუაცია, შემდეგ კი ესტროგენის გავლენით ენდომეტრიუმის პროლიფერაციული ცვლილებები ოვულაციამდე საშუალოდ 7 დღით ადრე ხდება 1 ფოლიკულის გამორჩევა, რომელსაც დომინანტი ფოლიკული (გრააფის ფოლიკული) ეწოდება. ესტროგენების მაღალ მაჩვენებელს ასევე მოჰყვება LH-ის პიკი (დადებითი უკუკავშირი), რომელიც დაახლოებით 36 საათში განაპირობებს ოვულაციას. • ოვულაცია ესაა პროცესი, რომლის დროსაც ხდება გრააფის ფოლიკულის გასკდომა, საიდანაც მუცლის ღრუში გამოიყოფა ოოციტი. • ოვულაციის შემდეგ საკვერცხეში იწყება ლუთეინური ფაზა, რომელიც საშუალოდ 14 დღე გრძელდება და სრულდება შემდეგ მენსტრუაციამდე. • გამსკდარი ფოლიკულის ადგილზე LH ინდუცირებული ტრანსფორმაციით წარმოიმნება ყვითელი სხეული, რომელიც ახდენს პროგესტერონის პროდუქციას (ესტროგენებისაც, თუმცა ნაკლები რაოდენობით). • ოვულაციის შემდეგ საშვილოსნოში იწყება სეკრეციული ფაზა. იგი საშალოდ 10-14 დღე გრძელდება და ამ დროს პროგესტერონის გავლენით ენდომეტრიუმის ფუნქციური შრე ემზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის. • პროგესტერონის დონის მომატებისას უარყოფითი უკუკავშირით ითრგუნება LH-ის პროდუქცია, ესტროგენების მომატებით კი ითრგუნება FSH. • LH-ის ერთერთი ფუნქცია ყვითელი სხეულის შენარჩუნებაა, ამიტომ თუ ორსულობა არ მოხდება, დაქვეითებული LH-ის გამო ყვითელი სხეული რეგრესს განიცდის. • მკვეთრად მცირდება პროგესტერონისა და ესტროგენების რაოდენობა, რაც განაპირობებს მენსტრუაციას და ახალი ციკლის დაწყებას. • პროგესტერონის შემცირება განაპირობებს ენდომეტრიუმის ფუნქციური შრის სპირალური არტერიების ვაზოსპაზმს, რაც იწვევს იშემიას და ფუნქციური შრის დეგენერაციასა და ჩამოშლას (მენსტრუაციას). მადლობა ყურადღებისთვის