Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 38

საკორპორაციო სამართალი

ლექცია №2
პირველი ლექციის მოკლე ექსკურსი

საკორპორაციო სამართალი - პირთა კერძო სამართლებრივი გაერთიანების სამართალი ,


რომელიც გარიგების საფუძველზე გარკვეული საერთო მიზნის მისაღწევად არის შექმნილი .
საკორპორაციო სამართალი კერძოს სამართლის ნაწილია .

კერძო სამართალი არეგულირებს პირთა თანასწორობასა და მათი ნების გამოვლენის


თავისუფლებაზე დამყარებულ ურთიერთობებს.

პირებს აქვთ შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ სურთ თუ არა


სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობა. პირთა ნების თავისუფლება მოიცავს
შესაძლებლობას თავად განსაზღვროს საქმიანობის მიზანი და აღნიშნულის შესაბამისად ,
ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას ან არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის გზით
განახორციელოს სოციალურ–საზოგადოებრივი ან იდეალისტური , საქველმოქმედო თუ
სხვაგვარი ქმედება.
ფიზიკური პირისა და იურიდიული პირის ცნება. იურიდიული
პირი და მისი სახეები

 ფიზიკური პირი - სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების მქონე სამართლის სუბიექტი,


რომელსაც გააჩნია უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა.

 იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე ,
ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და
საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია
სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

სამეწარმეო
 კერძო სამართლის იურიდიული პირი
არასამეწარმეო

 საჯარო სამართლის იურიდიული პირი


იურიდიული პირის სამართლებრივი ბუნება

Universitas - თანამედროვე იურიდიული პირის წინამორბედი


პირთა გაერთიანების შესახებ (Universitas ) მოძღვრება შუა საუკუნეებში Ius Commune-
ს ეპოქაში მოხდა. ის კანონიკური და რომის სამართლის კვლევებთანაა
დაკავშირებული.
Universitas მოძღვრების საფუძველია პირთა გაერთიანება. ის გამოცალკევებულია
მისი წევრებისგან და შეიძლება მისი განხილვა ცალკე პირად, თუმცა არა
პიროვნება-ადამიანად, არამედ ფიქციურ პირად. შესაბამისად, ის
დამოუკიდებელია წევრთა შეცვლისგან, აქვს საკუთარი ქონება, მოქმედებს
საკუთარი ორგანოების მეშვეობით და შეუძლია ჰქონდეს საკუთარი წესდება.
Universitas ოთხ სახეს განასხვავებს Ius Commune: Provincia, civitas, castellum velvicus, collegia

Universitas ჰქონდა საკუთარი წესდება (statuta). ის ურთიერთობაში გამოდიოდა საკუთარი


წევრების მეშვეობით. გადაწყვეტილებები მიიღებოდა ხმათა უბრალო უმრავლესობით, ხოლო
როცა საკითხი მიწის გასხვისებას შეეხებოდა - ერთხმად, ამავდროულად აუცილებელი იყო
მოსამართლის თანხმობა.

Universitas ჰქონდა საკუთარი ქონება, რომელიც დამოუკიდებელი იყოს წევრების ქონებისგან და


ეს ქონება მათ საერთო საკუთრებაში არ იმყოფებოდა. Universitas ჰქონდა ამ ქონების გასხვისების
ან სხვაგვარად განკარგვის უფლება.

ჰგავს ამჟამინდელ იურიდიულ პირს?

რით განსხვავდებოდა? Universitas წესები ვრცელდებოდა ქალაქებზე, თემებზე,


კოლეგიებზე, უნივერსიტეტებზე, საჯარო დაწესებულებებზე და ა.შ. ანუ ნახევრად საჯარო
ორგანიზაციებზე და არა წმინდა გაგებით კერძო გაერთიანებებზე, რადგან გაერთიანების
თავისუფლებას სამართალი სჯიდა.
ტერმინი - „იურიდიული პირი“ ეკუთვნის გუსტავ ჰუგოს, რომელიც მან პირველად 1798 წელს
გამოიყენა: „პირი ეწოდება ყველაფერს რაც თვითონ თავისთავად სამართლებრივი
ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს. პირი შეიძლება იყოს ან ფიზიკური-ერთი კონკრეტული
ადამიანი, ანდა იურიდიული (მორალური) - რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სამართლებრივი
გაგებით მიიჩნევა ერთ კონკრეტულ ინდივიდად.“

ტერმინის დამკვიდრებას კი გეორგ არნოლდ ჰაიზეს მიაწერენ, რომელმაც 1807 წელს გამოცემულ
„საერთო სამოქალაქო სამართლის სისტემის საფუძვლებში“ დეტალურად განიხილა და
სისტემაში მოაქცია იურიდიული პირების ცნება სამოქალაქო სამართლის სუბიექტებთან კავშირში .

1819 წელს ამ ცნებაში ასევე გააერთიანა ფონდებიც. ჰაიზეს აზრით, იურიდიული პირი არის
ყველაფერი, გარდა კონკრეტული ადამიანებისა, რაც სახელმწიფოში უფლებათა დამოუკიდებელ
სუბიექტად არის აღიარებული.
ჰაიზეს აზრით სამართალმა შესაძლებელია იურიდიული პირი სამართლის სუბიექტად აღიაროს
ანუ მოხდეს მისი პერსონიფიცირება - პერსონიფიკაციის თეორია.

იურიდიული პირის ცნების წარმოშობას წინ უსწრებდა „მორალური პირის“ იგივე “Persona Moralis”
არსებობა, რომელიც შემუშავდა პუნდორფის მიერ. მორალური პირის ცნება წაროადგენს
სამართლის სუბიექტის ცნებას და მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც.
თანამედროვე იურიდიული პირის ცნება შექმნა და განავითარა მე-19 საუკუნის პანდექტურმა
სამართალმა.

პანდექტური სამართლის ადამიანის ზოგადი უფლებაუნარიანობის ცნება გავრცელდა


ორგანიზაციებზეც და ისინი ჩაითვალა უფლებაუნარიანად. მათ შეუძლიათ შეიძინონ
უფლებები და იკისრონ ვალდებულებები, ჰქონდეთ საკუთარი ქონება. ეს ქონება
გამოცალკევებულია წევრთა ქონებისგან. ეს ქონება არის პასუხისმგებლობის მასა,
შესაბამისად შესაძლებელია ამ ქონებით შემოიფარგლოს პასუხისმგებლობა. ადამიანისგან
განსხვავებით იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა შემოიფარგლება მხოლოდ ქონებრივ
უფლებაუნარიანობით.
თეორიები იურიდიული პირების შესახებ

1. ფიქციის თეორია - ფუძემდებელი სავინი. იურიდიული პიროვნულობა ნიშნავს


უფლებაუნარიანობას კერძო სამართლის ფარგლებში.

უფლებაუნარიანობა სახელმწიფოს მიერ ფიქციის საშუალებით (სამართლის ნორმით ან


სახელმწიფოს სპეც. აქტით) ვრცელდება იურიდიულ პირზეც და მისი უფლებაუნარიანობა
შემოიფარგლება მხოლოდ ქონებრივი სფეროთი.

სჭირდება წარმომადგენელი სამართლებრივ ურთიერთობებში.

სავინის მიხედვით, სოციალური წარმონაქმნები რეალურად არსებობენ (ისინი არ არის


ფიქცია), მხოლოდ მათთვის პირად (პიროვნებად) ყოფნის სტატუსის მინიჭებაა ფიქცია.
2. რეალური კავშირის თეორია - იგივე სოციალური ორგანიზმების თეორია წარმოიშვა მე-19 სს
მეორე ნახევარში და უკავშირდება გირკეს.

ფიქციის თეორიისგან განსხვავებით, გირკეს თეორია ამტკიცებს, რომ ადამიანური გაერთიანებები


(კავშირები) რეალურად არსებობენ. ამ კავშირებს თეორიის ავტორები მიიჩნევენ ორგანიზმებად.

კავშირები თვითონ ახორციელებენ თავის საქმიანობას და არა წარმომადგენლის მეშვეობით ,


როგორც ეს იურიდიული პირის შესახებ რომანულ მოძღვრებას ესმოდა.

კავშირს სჭირდება სპეციალური და ინდივიდების სამართლისგან განსხვავებული წესრიგი. ამ


წესრიგის აღსანიშნავად გირკე იყენებს სოციალური სამართლის ცნებას.

კავშირის დაფუძნება არ არის ხელშეკრულება, არამედ „ერთობლივი აქტი“. მისი ორგანოების


საქმიანობა კი არ არის წარმომადგენლობა.
3. მიზნობრივი ქონების თეორია - გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს არა პირთა გაერთიანებას,
არამედ ქონებას. მნიშვნელოვანია ქონება, რომელიც განსაზღვრული მიზნისთვის არის
გათვალისწინებული. ამისთვის სრულიად არ არის აუცილებელი პირის არსებობა. შეიძლება
არსებობდეს უფლებები სუბიექტის გარეშე.

თეორია შეიმუშავა პანდექტური სამართლის მეცნიერთა უმცირესობამ. ამ თეორიის ყველაზე


თვალსაჩინო წარმომადგენელია ბრინცი.

4. საბჭოთა სამოქალაქო სამართლის თეორიები იურიდიული პირების შესახებ - ისინი საჯარო


სამართლის იურიდიული პირების, ე.ი. სახელმწიფო იურიდიული პირების შესახებ თეორიებია.
საბჭოთა სამართალი სხვაგვარ გაერთიანებებს, კერძოდ, პირთა კერძო ინიციატივის საფუძველზე
გაერთიანებებს არ იცნობდა. ფორმალურად დამოუკიდებელი სუბიექტები (კოლმეურნეობები,
კავშირები...) უმკაცრესი სახელმწიფო მეთველყურეობის ქვეშ იყო. ამდენად შეუძლებელია მათ კერძო
სამართლის იურიდიული პირები ეწოდოს.
იურიდიული პირი, როგორც ნორმატიულ-
სამართლებრივი კონსტრუქცია

ჭანტურია: „იურიდიული პირის ცნება არის აბსტრაქტული ცნება სხვდასხვა მოქმედი ერთეულების
გამოსახატავად, რომელთაც მართლწესრიგი იურიდიული პირის სტატუსს ანიჭებს“.

კნიპერი: „ადამიანების, როგორც ფიზიკური პირების, სამართალსუბიექტობა და იურიდიული


პირების სამართალსუბიექტობა არის ნორმატიული, პოზიტიურ-სამართლებრივი კონსტრუქცია.“

შესაბამისად, იურიდიული პირი არის პოზიტიურ-სამართლებრივი აბსტრაქტული ცნება, რომელიც


შესაძლებლობას იძლევა სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღონ ადამიანთა
გაერთიანებები ან მათ მიერ განსაზღვრული მიზნისთვის ქონების გაერთიანების შედეგად
წარმოშობილმა ორგანიზაციულმა წარმონაქმნებმა.

იურიდიულ პირად აღიარებული ორგანიზებული წარმონაქმნები თავისი ხასიათით განსხვავდებიან


ერთმანეთისგან და ლოგიკურ სისტემას არ შეადგენენ. ერთ შემთხვევაში პირთა გაერთიანებები
(კორპორაციები) მიიჩნევა იურიდიულ პირად, მეორე შემთხვევაში კი ქონება (ფონდი).
იურიდიული პირის ნიშნები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილი:

იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე,
ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და
საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია
სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

1. ორგანიზებული წარმონაქმნი --- numerous clausus პრინციპი --- სტრუქტურა-მართვის


ორგანოები
2. განსაზღვრული მიზნის მიღწევა
3. საქმიანობის არაერთჯერადად განხორციელების, ხანგრძლივობის განზრახვა
4. დამოუკიდებელი, წევრთა ქონებისგან განცალკევებული ქონება.
5. იურიდიული პირის საკუთარი სახელი
6. რეგისტრაცია, როგორც იურიდიული პირის წარმოშობის წინაპირობა.
იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა

ზოგადი უფლებაუნარიანობა - გერმანია, ავსტრია, შვეიცარია იურიდიული პირის


უფლებაუნარიანობას ფორმალურად აიგივებს ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობასთან.

ზოგადი უფლებაუნარიანობის ცნების თანახმად, იურიდიული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი


სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და არაა აუცილებელი, რომ ეს
ურთიერთობები წესდებით იყოს განსაზღვრული. იურიდიული პირი შეიძლება იყოს როგორც
ნივთების, ასევე უფლებების და მოთხოვნების მფლობელი, ხელშეკრულების მხარე, მემკვიდრე,
სხვა კომერციული იურიდიული პირის პარტნიორი და ა.შ.

სპეციალური უფლებაუნარიანობა - ინგლისურ-ამერიკული სამართლის ქვეყნები იურიდიული


პირის უფლებაუნარიანობის ფარგლებს ზღუდავენ მხოლოდ წესდებით ან სხვა დამფუძნებელი
დოკუმენტებით განსაზღვრული მიზნებით.
სსიპ-სპეციალური უფლებაუნარიანობა

სსიპ-ს უფლებაუნარიანობის ხასიათს მათ მიერ განხორციელებული ამოცანების ბუნება


განსაზღვრავს, ხოლო უფლებაუნარიანობის მოცულობა დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ
გამოცემულ სპეციალურ აქტზე, რომელიც ამტკიცებს ამ სუბიექტის საქმიანობის მიზნებს.

კერძო სამართალი აღიარებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს სამოქალაქო სამართლის


სუბიექტებად. უფლებაუნარიანობის მოცულობას კი სახელმწიფოს მიერ გამოცემული
ადმინისტრაციული აქტი ან სხვა დამფუძნებელი დოკუმენტები განსაზღვრავს.
იურიდიული პირის ქმედუნარიანობა

იურიდიულ პირს ფიზიკური პირისგან განსხვავებით, თვითონ არ შეუძლია მოქმედებების


განხორციელება. ამისთვის მას სჭირდება წარმომადგენელი. ისტორიულად ამის აუცილებლობამ
წარმოშვა ფრანგულ სამართალში ე.წ. წარმომადგენლის თეორია. მას კი საფუძვლად
მინდობილობის ცნობილი მოძღვრება დაედო - mandataires.

მოგვიანებით წარმოიშვა ე.წ. ორგანული თეორია - იურიდიული პირების ქმედუნარიანობა


ხორციელდება მისი ორგანოების მეშვეობით.
იურიდიული პირის წარმოშობა

იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა ერთდროულად აღმოცენდება,


იურიდიული პირის, როგორც სამართლის სუბიექტის წარმოშობის მომენტიდან.

აღნიშნული სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა გარემოებებთან არის დაკავშირებული.

საქართველოში რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს მინიჭებული - იურიდიული


პირი წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრაციის შედეგად.
ისტორიულად, სამრეწველო რევოლუციის შედეგად წარმოშობილ საწარმოებს მუდმივად
ესაჭიროებოდათ კაპიტალი-ფული.

კაპიტალის შეტანა საწარმოებში სხვადასხვა გზით ხდებოდა:


• საკუთარი კაპიტალი;
• კერძო ბანკების ან კერძო პირთა მიერ მიცემული კრედიტებით;
• დიდი საბანკო კრედიტებით, რომელიც, როგორც წესი, იპოთეკითაა უზრუნველყოფილი;
• კაპიტალის ბაზრის მეშვეობით.

კაპიტალის ბაზარში მონაწილეობის ფორმები:


• სესხი, გამოხატული ობლიგაციებში
• წევრობის უფლებების (აქციების) გაყიდვა

ფასიანი ქაღალდის შემძენი თავისი ფულის სანაცვლოდ იღებს უფლებებს. ფასიანი ქაღალდები
ბრუნვაუნარიანი უნდა იყოს.

საწარმოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. ამასთან, პირს


უნდა შეეძლოს წევრობის უფლების შეძენა ისე, რომ მას არ დაეკისროს პასუხისმგებლობა
საწარმოს ვალებისთვის.
კაპიტალის არსებობის უზრუნველყოფა

შპს, სს და კოოპერატივი საზოგადოების ვალდებულებებისთვის პირადად არ აგებენ პასუხს . კრედიტორების წინაშე თავად
საზოგადოება აგებს პასუხს თავისი ქონებით.

აღნიშნული პრინციპის არსებობა განაპირობებს ორგანიზაციის კრედიტორების დაცვის და საზოგადოების ქონების შენარჩუნების
საჭიროებას.

1. საწესდებო კაპიტალის შეტანის უზრუნველყოფა

• ორგანიზაციის საქმიანობის დაწყების წინ უნდა ჰქონდეს კაპიტალის ნაწილი მაინც შეტანილი .
• ფულადი შენატანი
• არაფულადი შენატანი

2. კაპიტალის არსებობის უზრუნველყოფა

• შეტანილი კაპიტალის უკან გატანის აკრძალვა


• ხელმძღვანელების მიერ კრების მოწვევის ვალდებულება კაპიტალისთის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ; გაკოტრების საქმის
აღძვრის ვალდებულება...

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმოშობა

მე-19 სს-ს ბოლოს გერმანულმა კანონმდებლობამ შექმნა შპს. მიზანი იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის პატარა საწარმოებზე
გავრცელება, რომელთაც არ სურდათ დაფინანსების მიღება კაპიტალის ბაზრის მეშვეობით .
მეწარმე სუბიექტთა ტიპოლოგიური ბუნება

1. ამხანაგური (პერსონალური) ტიპის საზოგადოება - სპს და კს

ისტორიულად სპს სავაჭრო გაერთიანების პირველი იურიდიული ფორმაა, რომელიც მასში მონაწილე
ფიზიკური პირის უნარებისა და კაპიტალის გამოყენებაზე იყო დაფუძნებული და მისი რენტაბელობაც
და წარმატებაც სწორედ მონაწილე პირების პერსონალურ ღვაწლზე იყო დამოკიდებულია.

სპს-სთვის დამახასიათებელია პერსონალური პარტნიორული სტრუქტურა - პირთა მცირე რაოდენობა,


ახლო პიროვნული კავშირი, საქმიანობის ერთობლივი გაძღოლა, პირადი პერსონალური
პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე საზოგადოების ვალდებულებებისთვის.

კაპიტალის მოზიდვა აუცილებელი არ არის, თუმცა საჭიროება არსებობს.

კს ამხანაგური ტიპის საზოგადოებაა, მიუხედავად მისი ჰიბრიდული ბუნებისა. სუბსიდიურად


გამოიყენება სპს-ს მუხლები. პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორი- კომპლემენტარი
შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი - კომანდიტი
2. კაპიტალური ტიპის საზოგადოება- შპს; სს

შპს- ყველაზე გავრცელებული ფორმა საქართველოში. შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმაც კი.
პარტნიორი სარგებლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის პრივილეგიით- მის მიერ საზოგადოების
წინაშე ნაკისრი ვალდებულების-შენატანის განხორციელების შემთხვევაში, მისი ინდივიდუალური
პირადი პასუხისმგებლობა მთელი მისი ქონებით გამოირიცხება.

მართალია შპს-ს არ ეკისრება სავალდებულო მინიმალური კანონისმიერი განთავსებული (საწესდებო)


კაპიტალის არსებობა, თუმცა პარტნიორთა შეთანხმება წილებსა და კაპიტალში მათი მონაწილეობის
დათქმის შესახებ აუცილებლად უნდა იყოს სახეზე.

სს, კლასიკური გაგებით დიდი ბიზნესის კორპორაციულ ფორმად მიიჩნევა და კაპიტალის


შემაკავშირებელი ფუნქციის მატარებელი სუბიექტია.
პარტნიორი სარგებლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის პრივილეგიით.
სს-ში სავალდებულოა მინიმალური განთავსებული კაპიტალი.
სს-ში შეიძლება იყოს კორპორაციული მართვის სხვადასხვა სისტემა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის 26-ე მუხლი:

პარტნიორის პასუხისმგებლობა

1 . კომანდიტური საზოგადოების კომანდიტი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების,


სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების
ვალდებულებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს არ აგებს.

2. გამონაკლის შემთხვევაში კომანდიტური საზოგადოების კომანდიტი, შეზღუდული


პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის პარტნიორი
სამეწარმეო საზოგადოების კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, თუ ის
პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმას ბოროტად იყენებს და
სამეწარმეო საზოგადოებას არ შეუძლია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

კანონის წინა რედაქცია:

მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი: კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული


პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები
საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ
პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 იურიდიული პირი სამართალსუბიექტურობა - https://www.youtube.com/watch?v=MWpgkTLLX_I


https://www.youtube.com/watch?v=QR09yHhcWLY
გამჭოლი პასუხისმგებლობის დოქტრინა - კორპორაციული „საფარველის/მოსასხამის“ გაჭოლვა

Piercing the Corporate Veil an Veil Piercing Doctrine

amerikeli mkvlevarebi: gamWoli pasuismgeblobis dawesebis moTxovniT sasamarTloSi ganxilul saqmeTa absoluturi
umravlesoba mSobel-Svilobil kompaniaTa urTierTobas ukavSirdeba.

kanoni SezRuduli pasuxismgeblobis dasacavad myar prezumfcias adgens. Sesabamisad, korporaciuli safarvelis gaWolvis
principis gamoyenebis kriteriumic mkacria.

sasamarTloebi moiTxven mxarisagan, romelic cdilobs gadalaxos SezRuduli pasuxismgebloba, daamtkicos, rom saxezea:
1. mniSvnelovani `mmarTvelobiTi Zalaufleba da kontroli~ im organizaciul-samarTlebriv pirze, romlis safarvelis gaWolvac
unda moxdes;
2. korporaciuli formis borotad gamoyeneba TaRliTobis an sxva msgavsi samarTaldarRvevis kuTxiT, rac mis (korporaciuli
formis) ugulebelyofas amarTlebs
3. raime saxis ziani, romelic korporaciuli formis TaRliTurma gamoyenebam miayena mxares (kreditors).

korporaciuli safarvelis gaWolvis principis moqmedeba mimarTulia kapitaluri tipis sazogadoebebisaken.


შეზღუდული პასუხისმგებლობა, როგორც უმნიშვნელოვანესი კორპორაციული ელემენტი

SezRuduli pasuxismgebloba icavs korporaciis aqcioners piradi pasuxismgeblobisagan korporaciis


valdebulebebisaTvis.

aqcioneris garda pasuxusmgebel subieqtebad moiazrebian direqtorebi da xelmZRvaneli pirebi, iSviaT SemTxvevebSi
kreditorebi.

korporacia, rogorc damoukidebeli samarTalsubieqti gancalkevebulia sakuTari aqcionerebisa da maTi qonebisagan.

korporacia konceptualurad calke mdgomi iuridiuli piria da im pirTa qoneba, romelTac Senatani (investicia)
ganaxorcieles mxolod sazogadoebis sakuTrebad iTvleba im moculobiT, rac maT Seitanes realurad an daTqves, rom
Seitandnen.

qarTuli sakorporacio samarTali: SezRuduli pasismgeblobiT aRWurvili partniorebi `sazogadoebis valdebulebebisaTvis


kreditorebis winaSe pasuxs ar ageben~, xolo Tuki sazogadoebis `pasuxisgebloba dadga SeTanxmebuli Senatanis srulad
Setanamde~, maSin `Seutaneli SesataniTac“.
SezRuduli pasuxismgeblobis ekonomikuri safuZveli - მრავალრიცხოვან ინვესტორთა მოზიდვის შესაძლებლობა

• SezRuduli pasuxismgebloba SesaZleblobas aZlavs aqcionerebs Seamciron riski investirebuli portfolios flobiT.

• SezRuduli pasuxismgebloba aseve icavs aqcioners im danaxarjebisagan, romliTac cdilobs sakuTari Tavi araswori
(ukanono), sarisko korporaciuli qcevisagan daicvas. - SeuzRudavi pasuxismgebloba wesi rom yofiliyo, aqcionerebs
korporaciul gadawyvetilebaTa miRebaSi Cabma mouwevdaT, rac, rogorc wesi, maTi pirovnuli pasuxismgeblobis
sakiTxis daayenebas Seuwyobda xels. SezRuduli pasuxismgeblobis pirobebSi ki aqcionerebs aRar dasWirdebaT
korporaciis mmarTvelobiT saqmianobaSi uSualo Cabma.

• SezRuduli pasuxismgebloba spobs aseve aqcionerebisaTvis erTmaneTis zedamxedvelobis saWiroebas.

• SezRuduli pasuxismgebloba korporaciis qonebis gamWvirvalobas uwyobs xels.

sasamarTloebma ganavrces Sesabamisi doqtrina, rasac `korporaciuli safarvelis gaWolva~ ewodeba da mas yovelTvis iyeneben maSin,
rodesac miiCneven, rom saWiroa dawesdes aqcioneris pasuximgebloba (miuxedavad SezRudul pasuximgeblobasTan dakavSirebuli
sakorporacio samarTlis dapirebisa).
შეზღუდული პასუხისმგებლობის მხარდამჭერი დოქტრინები

• `meore pirovnulobis~ doqtrina - Alter Ego Doctrine

romelic interisisa da sakuTrebis erTobliobis, moralurad danaSaulebrivi qmdebis, aseve mizez-Sedegobrivi kavSiris
arsebobas moiTxovs, imisaTvis, rom masze dayrdnobiT korporaciuli safarvelis gaWolva ganxorcieldes.

კორპორაცია, როგორც მისი აქციონერებისგან განცალკევებული სამართალსუბიექტი

Tuki korporaciis `gancalkevadoba~ Sewydeba, aRniSnuli kriteriumis safuZvelze keTdeba daskvna, rom korporacia
aqcionerTa meore pirovnulobaa.

ფაქტორები: qvekapitalizacia, korporaciul formalobaTa daucveloba da CanawerTa ararseboba, dividendTa


gadauxdeloba, aseve, korporaciis qonebis didi raodenobiT ukan gamotana.

გადაწყვეტილება, რომელმაც საფუძველი დაუდო ალტერ ეგო დოქტრინას, მიღებულ იქნა 1921 წელს კალიფორნიის
უზენაესი სასამართლოს მიერ Minifie v. Rowley საქმეზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა:

კომპანიის დამოუკიდებელი, აქციონერისაგან განცალკევებული პასუხისმგებლობის არსებობა საკანონმდებლო


პრივილეგიას წარმოადგენს, შესაბამისად იგი გამოყენებული უნდა იქნეს ლეგიტიმური ბიზნეს მიზნებისათვის და
არავის უნდა ჰქონდეს საშუალება შეზღუდული პასუხისმგებლობა ბოროტად გამოიყენოს.
ყველაზე გავრცელებული წინაპირობები, რომელრბიც იწვევს შეზღუდული პასუხისმგებლობის
უგულვებელყოფას:

პირველი, თუკი არსებობს კომპანიისა და აქციონერთა საერთო ინტერესები და არსებითად საერთო


საკუთრება, იმგვარად, რომ აქციონერისა და კომპანიის სეპარატული იდენტობა ფაქტიურად წაშლილია
და აღარ არსებობს(Alter Ago Doctrine).

მეორე, თუკი გარემოებათა გათვალისწინებით შეზღუდული პასუხისმგებლობის გამოყენება შეიძლება


განხილულ იქნეს როგორც თაღლითობის სანქცირება ან უსამართლობის წახალისება. (Fletcher v. Atex, Inc., 68
F. 3d1451 (1995)
• instrumentaluri doqtrina

sam faqtors aerTianebs:

1. korporacia aqcioneris xelSi mxolod instrumentia;

2. aqcionerma gamoamJRavna kontroli korporaciaze imgvarad, rom ziani miadga mosarCeles (kreditors)
an Seiqmna TaRliTobis msxverpli;

3. korporaciuli piris ugulebelyofaze uaris Tqma kreditoris usamarTlo danakargs gamoiwvevs.


კორპორაციული საფარველის გაჭოლვის პრინციპის გამოყენების წინაპირობებ

1 . მმართველობითი ძალაუფლება და კონტროლი

dominanturi mdgomareoba - dominantad iTvleba `partniori an erTad moqmed partniorTa jgufi, romelsac aqvs praqtikuli
SesaZlebloba, gadamwyveti gavlena moaxdinos partniorTa krebis kenWisyris Sedegebze. (მუხლი 176.2)
ეს აქციონერი/აქციონერთა ჯგუფი ვალდებულია, სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის გარდა, აანაზღაუროს აგრეთვე
აქციონერისთვის მიყენებული ზიანი.

პირი, რომელიც განზრახ იყენებდა თავის ძალაუფლებას სააქციო საზოგადოების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ზემოქმედებას
ახდენდა სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანოს წევრზე, რათა ამ წევრს სააქციო საზოგადოების საწინააღმდეგო ისეთი
ქმედება ჩაედინა, რომელმაც ზიანი გამოიწვია, ვალდებულია სააქციო საზოგადოებას აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.
აღნიშნული პირი ვალდებულია, სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის გარდა, აანაზღაუროს აგრეთვე აქციონერისთვის
მიყენებული ზიანი.

სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანოს წევრი, რომელმაც არ შეასრულა მოვალეობა, პასუხს აგებს სოლიდარულად,
ზიანის მიმყენებელ პირთან ერთად. სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს მიერ ამ ქმედების მოწონება სააქციო
საზოგადოების მმართველი ორგანოს წევრს არ ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. ხელმძღვანელი პირი
ვალდებული არ არის აანაზღაუროს ზიანი, თუ მისი ქმედება კანონის შესაბამისად მიღებულ საერთო კრების გადაწყვეტილებას
ეფუძნებოდა.

სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის სოლიდარულად აგებს პასუხს ის პირიც, რომელმაც ზიანის გამომწვევი
ქმედების შედეგად სარგებელი მიიღო და განზრახ მოახდინა ზემოქმედება ზიანის მიმყენებელ პირზე.
მშობელ-შვილობილ კომპანიათა ურთიერთობის დროს დომინანტური მდგომარეობა უფრო მეტს
ნიშნავს, ვიდრე ჩვეულებრივი ზედამხედველობა, რაც სტანდარტულად მშობელი-შვილობილის
ურთიერთობას ახლავს თან.

იმისთვის, რომ მოხდეს კორპორაციული საფარველის გაჭოლვა, მოსარჩელეებმა უნდა დაადასტურონ,


რომ მშობელმა კომპანიამ განახორციელა ექსკლუზიური დომინაცია და კონტროლი იმ გაგებით, რომ
შვილობილს აღარ აქვს იურიდიული ან დამოუკიდებელი მნიშვნელობა.

ხელმძღვანელ პირთა გადაფარვა, გაერთიანებული დოკუმენტაციის წარმოება, ერთი და


იგივე იურიდიული მისამართი-ხშირია მშობელ კომპანიათა შემთხვევაში, თუმცა საკმარისი
საფუძველი არ არის კორპორაციული საფარველის გასაჭოლად.
შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება

კომპანიათაშორის ტრანზაქციები - არასაკმარისია მეორე პიროვნულობის დასადგენად

ქონებათა გაერთიანება - ქონების აღრევა (გაერთიანება) შეიძლება წარმოადგენდეს შეუსაბამო მეორე


პიროვნულობის ურთიერთობის რისკს

ქვეკაპიტალიზაცია - არაადეკვატური კაპიტალიზაცია (საზოგადოების საქმიანობის შეუსაბამო ოდენობის


კაპიტალი) და კაპიტალდაუბანდებლობა (საერთოდ არ არის საზოგადოებაში კაპიტალი შეტანილი)

მიზანმიმართული გაკოტრება

კორპორაციულ ფორმალობათა დაუცველობა (განცალკევებული კორპორაციული წიგნის არარსებობა,


დაოუკიდბელი აუდიტორის არყოლა, დამოუკიდებელი მმართველი ორგანოს არარსებობა და ა .შ .)

თაღლითობა - მოსარჩელეებმა, გარდა დომინანტური მდგომარეობის და კონტროლის ფაქტის


დამტკიცებისა, უნდა დაასაბუთონ, რომ ადგილი ჰქონდა შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის
ბოროტად ისეთ გამოყენებას, რაც თაღლითობის ან უსამართლობის წინაპირობა გახდა.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი - იმისთვის, რომ თაღლითური ანდ არამართლზომიერი ქმედების, ან/და


დომინანტური მდგომარეობისა და კონტროლის ფაქტი კორპორაციული საფარველის გაჭოლვის
საფუძველი გახდეს, საჭიროა მას შედეგად მოჰყვეს მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება.
გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების წინაპირობები

• სხვადასხვა სუბიექტის/კომპანიის როგორც პირადი ინტერესის, ასევე საკუთრების ისეთი


გაერთიანება, რომ შეუძლებელია მათი გამიჯვნა.

აღნიშნული შეიძლება დადგინდეს შემდეგი საკითხების ანალიზის შედეგად:

• მათი ბუღალტრული ანგარიშგება არასწორია

• კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო კორპორაციული ფორმალობები არ არის დაუცველი,

• მათი აქტივები აღრეულია ისე, რომ გამიჯვნა/გამოცალკავება შეუძლებელია.

• ერთი კომპანია მეორეს ქონებას იყენებს როგორც საკუთარს

• კომპანიის დეკაპიტალიზაცია (არაადექვატური კაპიტალიზაცია) (შვილობილის აქტივების გატანა,


რაც იწვევს მის უუნარობას პასუხი აგოს წარმოშობილ ვალდებულებებზე. )
საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის №ას-1307-1245-2014 გადაწყვეტილება

მოსარჩელე- სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინაღმდეგეები - შპს ლ-2009; ლ.ბ ; მ.ჭ.

დავის საგანი- ზიანის ანაზღაურება

დავის არსი:
საქმე ეხებოდა თურქულ საწარმოს - შპს „ლ. 2009“-ს, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების
შემოტანას ახორციელებდა თურქეთიდან. საწარმოს ჰყავდა ორი პარტნიორი, რომელთაგან ერთ-
ერთი, ასევე, ითავსებდა დირექტორის ფუნქციებს (ლ.ბ-ე) და ხელმძღვანელობდა საწარმოს. მეორე
პარტნიორი (მ.ჭ-ე) კი იყო შემოტანილი საქონლის რეალიზატორი, ასევე აწარმოებდა
მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან და თავადვე ითავსებდა ნავაჭრი თანხების კონტროლს.

კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს დაერიცხა 786 657 ლარი და
ხელმძღვანელ პირთა მიმართ დაიწყო გამოძიება დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის
არიდების ფაქტზე, რასაც, შემდგომ, მოჰყვა სასამართლოს გადაწყვეტილება და ისინი, სისხლის
სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დამნაშავედ იქნენ ცნობილი.
სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა, ხოლო უზენაესმა
სასამართლომ საქმე განსახილველად არ მიიღო.
საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიმართ არსებობდა პრეტენზია , რომ კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ
აღრიცხვას კანონის შესაბამისად და აღრიცხვა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს . საქონლის
რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და რეალიზებული საქონელი არ შეესაბამებოდა სალარო
აპარატში ამოჭრილ მონაცემებს. კომპანიის მიერ მითითებული საქონლის სარეალიზაციო ფასები აბსოლუტურად
შეუსაბამო იყო ბაზარზე არსებულ ფასებთან და ასევე , კომპანიას არ ჰქონდა ასახული საქონელი სრულად .
შესაბამისად აღნიშნულისა, ადგილი ჰქონდა შემოსავლის შემცირების ფაქტს . უზენაესმა სასამართლომ ,
შემდგომში, ეს ქმედებები შეაფასა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფორმის ბოროტად
გამოყენება.

გარდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა, ვინაიდან, საწარმომ, მისთვის განსაზღვრულ ვადაში , არ


გადაიხადა დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი აღძრა
მოთხოვნით, რომ გადახდისუუნარო საწარმოს დავალიანება , რომელიც შეადგენდა საწარმოს ძირითად ვალს - 786
657 ლარსა და სარჩელის აღძვრამდე, ძირითად თანხაზე დარიცხულ საურავს - 1 436 713 ლარის ოდენობით,
სოლიდარულად დაკისრებოდათ საწარმოს ხელმძღვანელ პირებს სრულად , პირდაპირ და უშუალოდ , რაც
დაკმაყოფილდა მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში. სსიპ შემოსავლების სამსახურმა , სააპელაციო
სასამართლოში, მოითხოვა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და საურავის დაკისრება , თუმცა ამ ნაწილში
წარმოება შეწყდა, დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი .

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკითხი საურავის დაკისრების შესახებ არ იყო მისი კომპეტენცია , ვინაიდან
საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადასახადების ოდენობის განსაზღვრის , სანქციების დაწესების და მათი
ამოღების უფლებამოსილება გააჩნიათ საგადასახადო ორგანოებს, მითუმეტეს , რომ ეს თანხა საწარმოს უკვე
ჰქონდა დაკისრებული კანონიერი და შესასრულებლად სავალდებულო ადმინისტრაციული აქტით , რომლის
აღსრულების უფლებაც, თავადვე ჰქონდა აპელანტს. თუმცა , აღსანიშნავია , რომ რეალურად , მისი აღსრულება
შეუძლებელი იყო გადახდისუუნარო საწარმოს მიმართ.
ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ აპელანტიცა და სასამართლოც ხელმძღვანელ პირთა ვალდებულების
საფუძვლად განიხილავდა სსკ-ს 992-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, პირი, რომელიც სხვა პირს
მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს , ვალდებულია
აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. შესაბამისად სასამართლო მიყენებულ ზიანად მიიჩნევდა ძირითად თანხას , რომლის
გადახდასაც თავი აარიდეს მოპასუხეებმა და რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს ზიანი . ამიტომაც ,
სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარიცხული საურავი არ განიხილა აღნიშნული მუხლის ქვეშ და
მიუთითა, რომ საურავი, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა11 და მე-20 მუხლის 1-ლი
ნაწილიდან12 გამომდინარე, ეკისრებოდა გადასახადის გადამხდელს, ესე იგი თავად საწარმოს , რომელიც
წარმოადგენდა შეზღუდულად პასუხისმგებელ პირს.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოში და მიუთითა , რომ


საურავი იყო ზიანის თანხის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი და რომ სააპელაციო სასამართლოს არ
უმსჯელია მის სამართლებრივ ბუნებაზე. მხარე მიუთითებდა საგადასახადო კოდექსის 272-ე 13 მუხლით დადგენილ
საურავზე, რომელიც გამოითვლებოდა ძირ თანხაზე 0,06%-ის დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და
ამგვარად, ერთის მხრივ, მოიაზრებდა იმ კომპენსაციას, რომელიც ადგებოდა ბიუჯეტს თანხის გადაუხდელობით ,
ხოლო მეორე მხრივ, ამავე კოდექსის 270-ე 14 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, საურავს განმარტავდა ,
როგორც პასუხისმგებლობის ზომას ჩადენილი სამართალდარღვევისთვის.

მეორე მხარე, ამაზე პასუხად, ისევ შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივ ფორმაზე უთითებდა და
საგადასახადო საურავის ადრესატად მიიჩნევდა იურიდიულ პირს - საწარმოს.
უზენაესი სასამართლოს პოზიცია:

უზენაესმა სასამართლომ კასატორის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად არა სამოქალაქო


კოდექსის 992-ე მუხლი, არამედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი
და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი დაასახელა და თქვა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა,
სწორედ, ამ კანონით უნდა მოწესრიგებულიყო და ემსჯელა, ეკისრებოდათ თუ არა საწარმოს
ხელმძღვანელ პირებს პასუხისმგებლობა საწარმოს ვალებისთვის პირადად და უშუალოდ და იყო თუ
არა კასატორი მოთხოვნაზე (ძირითად ვალსა და საურავზე) უფლებამოსილი.

იმსჯელა პარტნიორის პასუხისმგებლობის საკითხზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3


მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, რომელიც უშვებს გამონაკლისს შეზღუდული პასუხისმგებლობის
პრინციპიდან, აღნიშნული სამართლებრივი ფორმის ბოროტად გამოყენებისას და აღნიშნა, რომ
„საგადასახადო ვალდებულების კონტექსტში, გამჭოლი პასუხისმგებლობა გამოიყენება, როცა
კომპანიის პარტნიორების საქმიანობა მიმართულია გადასახადებისაგან თავის არიდების სქემების
შექმნისკენ და კომპანია გამოიყენება, როგორც „ინსტრუმენტი“ გადასახადებისაგან თავის
არიდებისათვის.“

ნორმა უნდა განიმარტოს ფართოდ და კორპორაციული საფარველის ბოროტად გამოყენებამ უნდა


მოიცვას არამხოლოდ კორპორაციის გამოყენება პარტნიორის მიზნის მისაღწევ „ინსტრუმენტად“,
არამედ „შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის ელემენტის ბოროტად
გამოყენებაც, რაც გულისხმობს ამ პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ
გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგების სხვაზე გადაკისრებას
კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით.“
შედეგად, სასაართლომ დაასკვნა, რომ „შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფორმის
ბოროტად გამოყენება სახეზეა, როცა პარტნიორი უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს
ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა
საზოგადოება გამოიყენება არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს
დანიშნულებით.“

მნიშვნელოვანია სასამართლოსგანმარტება, რომ კომპანიის პარტნიორების მიმართ სისხლის


სამართლის განაჩენის არსებობა, საკმარისი არ არის მოპასუხეთათვის სადავო ვალდებულების
უპირობო დაკისრებისათვის და რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენდა მისთვის ერთ-ერთ
მტკიცებულებას, რომელიც უნდა გამოკვლეულიყო, ვინაიდან, საქმე განიხილებოდა არა სსკ-ს 992-ე
მუხლის21, არამედ სპეციალური ნორმით - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის
მე-6 პუნქტით22 და შესაბამისად, არ გამოიყენებოდა სსსკ-ს 30917-ე მუხლის 1-ლი23 და 30920-ე მუხლის
მე-2 ნაწილები24 , რომელთა მიხედვითაც, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო განაჩენში
აღნიშნული ფაქტები მიიჩნევა დადასტურებულად. შესაბამისად, სისხლის სამართლის განაჩენი,
სამოქალაქო სამართალწარმოებისას, როგორც მტკიცებულება, საჭიროებს სასამართლოს მიერ
შეფასებას. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს გარემოებები, პირის
ქმედებები და დადგინდეს, ქმნის თუ არა კორპორაციული საფარველის ბოროტად გამოყენების
კვალიფიკაციისათვის საფუძველს და შესაბამისად, წინაპირობებს კოპორაციული საფარველის
გარღვევისათვის.
• პასუხისმგებლობის მოცულობა

უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტნიორსა და დირექტორს უნდა დაკისრებოდათ ძირითად


საგადასახადო ვალდებულებასთან ერთად საურავის გადახდის ვალდებულებაც .

• კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის პასუხისმგებლობის ფორმა. სოლიდარული


პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობის ფორმასთან დაკავშირებით , სასამართლომ დაადგინა , რომ კომპანიის პარტნიორებისა და


დირქტორის პასუხისმგებლობა კრედიტორთა წინაშე კომპანიის ვალდებულებებისათვის სუბსიდიურია , ხოლო
ერთმანეთის მიმართ შესაძლოა იყოს სოლიდარული, ვინაიდან ეს გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ “
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტებით.

საწარმოს ხელმძღვანელი პირები, სასამართლომ, სოლიდარულ მოვალეებად სცნო ერთმანეთთან მიმართებაში ,


კანონისმიერი საფუძვლით და დააკისრა მათ საგადასახადო საურავის გადახდა სოლიდარულად , თუმცა
სუბსიდიურად, საწარმოსთან მიმართებაში. ასეთი ურთიერთობა გავრცელდებოდა ძირითად ვალდებულებაზეც , თუ
კი ხელმძღვანელი პირები, გაასაჩივრებდნენ ქვედა ინსტანციით მათთვის დაკისრებულ სოლიდარულ
პასუხისმგებლობას საწარმოსთან მიმართებაში .

ეს ნიშნავს იმას, რომ კრედიტორი პირველად, უფლებამოსილია მოთხოვნა წაუყენოს საწარმოს , ხოლო მისი
გადახდისუუნარობის შემთხვევაში, ხელმძღვანელ პირებს სოლიდარულად .
მსგავსი გადაწყვეტილება: საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის №ას-1158-1104-2014
გადაწყვეტილება

აშშ-ს სამართალი - https://www.youtube.com/watch?v=1lejw9IwVrE

You might also like