Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 7

მოქვის სახარება

(მოქვის ოთხთავი)
მოქვის სახარება, ასევე მოქვის ოთხთავი — შუა საუკუნეების
ქართული ხელნაწერი სახარება. გადაწერილია 1300 წელს,
აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ტაძარში. მოქვის
სახარება ცნობილია თავისი მდიდრული ტრადიციული ქართული
ორნამენტებითა და მინიატიურებით. ტექსტი შესრულებულია
ნუსხურით.
მოქვის სახარება გადაწერილია დანიელ მოქველი
ეპისკოპოსის დაკვეთით. ამაზე მიუთითებს ხელნაწერის ბოლოს
დართული ფურცელი, რომელზედაც გამოსახულია
ღვთისმშობელი ყრმით და თავად დანიელ ეპისკოპოსი.
ღვთისმშობელი მდგომარეა, ქვემოთ კი, მის წინაშე
მუხლმოდრეკილი დანიელია. დანიელ ეპისკოპოსის
გამოსახულების თავზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც
ქარაგმის გახსნით ამგვარად იკითხება: „დანიელ მოქველი
მთავარეპისკოპოსი“. დანიელ ეპისკოპოსმა მოქვის სახარება
ღვთისმშობლის სახელზე აგებულ მოქვის ტაძარს შესწირა.
მოქვის სახარება XIX საუკუნის 80-იან წლებში გელათის
მონასტრის წიგნთსაცავში ინახებოდა. 1921 წელს იგი
საქართველოს სხვა ეროვნულ საგანძურთან ერთად ექვთიმე
თაყაიშვილის თაოსნობით გადასარჩენად საფრანგეთში გაიტანეს.
საქართველოში იგი მხოლოდ 1945 წელს დააბრუნეს. ამჟამად
მოქვის სახარება თბილისში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
გარდა მინიატიურების სიმრავლისა, მოქვის
სახარების მოხატულობა გამორჩეულია თავისი
საშემსრულებლო ტექნიკითაც. ქართულ წიგნებში
მინიატიურების ფონის შესავსებად გამოიყენებოდა
ფურცლოვანი ოქრო რომელიც ფურცელზე ნივრის
ან სპეციალური წებოვანი შენაერთების საშუალებით
მაგრდებოდა. სხვა ქართულ ხელნაწერებში
ოქროთი იფარებოდა ის ადგილები, რომლებიც
მინიატიურის გამოსახულების გარშემოწერილი
კონტურების მიღმა, მოქვის სახარებაში კი
მოხატულობები უშუალოდ ოქროს ზემოდანაა
შესრულებული — თავდაპირველად მინიატურის
მთელი არე დაიფარა ფურცლოვანი ოქროთი,
ხოლო შემდეგ ზედ საღებავები დაიდო შესაბამის
ადგილებში. ამგვარმა მოხატულობამ არ
გაამართლა და მინიატიურების მნიშვნელოვანი
დაზიანების ერთ-ერთ მიზეზად ხშირად სწორედ
მოქვის გამორჩეული მოატულობის ტექნიკა
სახელდება — საღებავმა დროთა განმავლობაში
შეიწოვა მის ქვეშ არსებული ოქრო და გამოაშრო,
რის შედეგადაც საღებავი ოქროსთან ერთად
თანდათანობით სცილდება ეტრატს და მინიატურულ
მხატვრობას აზიანებს.
შინაარსობრივად მოქვის სახარების მინიატიურები ერთ
მთლიან საილუსტრაციო ციკლს ქმნიან, რომელიც იწყება
მათეს სახარების დასაწყისში წარმოდგენილი ქრისტეს
გენეალოგიით და იოანეს სახარების ბოლოს მთავრდება
სულიწმიდის მოფენითა და ღვთისმშობლის მიძინებით.
აღსანიშნავია, რომ ქრისტეს გენეალოგიური ხის
გამოსახულება ქართულ მინიატიურებში იშვიათია. ქრისტეს
ცხოვრების ამსახველი მინიატიურები ქრონოლოგიური
თანმიმდევრობითაა დალაგებული. ძირითადად
დასურათებულია მათეს სახარება (სულ 97 მინიატიურა),
ხოლო დანარჩენ თავებში ივსება საილუსტრაციო ციკლის
შემადგენლობა. იშვიათია ერთი და იმავე სიუჟეტის
მინიატიურის განმეორება. განსხვავებით მოქვის
სახარებისაგან, სხვა ქართულ ოთხთავებში თითოეული თავი
საკუთარ დამოუკიდებელ საილუსტრაციო ციკლს შეიცავს.
მოქვის სახარება გელათისა და ჯრუჭის მეორე
ოთხთავებისაგან განსხვავებით, იძლევა ძირითადად,
შინაარსის საკვანძო სიტუაციებს, მაშინ როდესაც ეს ორი
დაწვრილებით მოგვითხრობს სახარების ამბებს.
მოქვის სახარება სხვა ქართულ ხელნაწერ სახარებებთან შედარებით ყველაზე მეტადაა დაზიანებული.
დაზიანება ძირითადად ეხება ფურცლოვან ოქროზე შესრულებულ უნიკალურ მინიატიურებს. ხელნაწერის
დაზიანების მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება, მათ შორის სახარებას თავდაპირველი შენახვის
არასწორი პირობები, თუმცა მინიატიურების სავალალო მდგომარეობის ძირითად მიზეზად მაინც მათი
შესრულების განსხვავებული ტექნიკაა მიჩნეული. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ ელენე
მაჭავარიანის თქმით, მხატვრობის დაზიანებები გამოწვეულია იმით, რომ მინიატიურების ფონად
გამოყენებულია ოქრო. დროთა განმავლობაში საღებავებსა და ეტრატს შორის არსებული შემაკავშირებელი
ნივთიერება ამოშრა და საღებავებმა შეიშრო ოქრო, რის გამოც მინიატურების ნახატობა იშლება.
მოქვის სახარებას რამდენიმეჯერ ჩაუტარდა რესტავრაცია, თუმცა, ელენე მაჭავარიანის განცხადებით,
ყველა მათგანი წარუმატებლად დასრულდა. თავდაპირველად, მინიატიურების გადასარჩენად კვერცხის
ცილით დაფარეს კამარები, მაგრამ ამან პირიქით, უარყოფითი შედეგი აჩვენა. შემდეგში საქართველოში
სპეციალურად მოქვის სახარებასათვის მოიწვიეს გერმანელი რესტავრატორი, რომელმაც სცადა
შემაკავშირებელი ნივითერების ამოქაჩვა, რათა მისი საშუალებით საღებავების ფენა ეტრატთან
შეწებებულიყო, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ბუბა კუდავას განცხადებით,
მოქვის სახარებას ამჟამინდელი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და მასზე
მკვლევართა მუშაობაც კი საშიშია. მინიატიურებს მუდმივად ცვივა
მიკეონაწილაკები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ბუბა კუდავას
თქმით, საქართველოში არ არსებობს არც რესტავრაციისათვის საჭირო მასალა და
არც აპარატურა.
აღსანიშნავია, რომ იუნესკოს საქმეთა ეროვნულმა კომისიამ 2010-2011 წლებში
მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში 37 საპროექტო განაცხადიდან შეარჩია
ათი, რომელთაგან ერთ-ერთი პროექტი მოქვის სახარებას დიაგნოსტიკას,
დიგიტალიზებას და გამოცემას ითვალისწინებს.
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like