Professional Documents
Culture Documents
ბერძნული მითოლოგია
ბერძნული მითოლოგია
ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე
სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე
მკვლევრები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების
შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.
ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით
ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და
სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები
თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული
ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის
გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“
მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის
პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. V საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური
ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე
დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება ძველ დროში ბერძნებს სწამდათ, რომ სამყაროს ძლევამოსილი უკვდავი ღმერთები
მართავდნენ. ხოლო ამბებს ღმერთებზე და გმირებზე მითები ეწოდება. ძველი ბერძნები მითურ სცენებს ლარნაკებზე, თასებსა და სხვა
ნივთებზე ხატავდნენ. ასე რომ, მითები ასეთი გზითაც შემოგვრჩა. 2000 წლის წინ საბერძნეთი ქანდაკებებითა და მითური ფრიზებით იყო
დამშვენებული მრავალი ტაძარი იყო აღმართული. მაგრამ დღეს მათგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
ღმერთები
თორმეტმა ოლიმპიელმა მას შემდეგ მოიპოვა უპირატესობა, რაც ზევსმა თავის და-ძმასთან ერთად, ტიტანები
ბრძოლაში დაამარცხა; ზევსი, ჰერა, პოსეიდონი, დემეტრა, ჰადესი და ჰესტია და-ძმა იყვნენ. დოდეკათეონის
დანარჩენი წევრები ზევსის შვილებად ითვლებიან, რომელთაც სხვადასხვა დედა ჰყავდათ. ამ მხრივ,
გამონაკლისია ათენა, რომელიც სხვადასხვა ვერსიის თანახმად, მხოლოდ ზევსისგან იშვა და აფროდიტე,
რომელიც კრონოსის მოჭრილი ფალოსისგან იშვა, რომელიც ტიტანებთან შერკინების დროს, ზევსმა ზღვაში
გადააგდო. ამას გარდა, ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ჰეფესტოსი ჰერას შვილია - ჰერამ შური იძია ზევსზე,
რადგან მან თავისით დაბადა ათენა.
მესამე თაობა - კრონიდები
ჰერა (ძვ. ბერძნ. Ἥρα) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსისა და რეას უფროსი ასული,
ზევსის და და ცოლი; უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, არესის,
ჰეფესტოსის, ჰებეს და ელითიას დედა. ჰომეროსთან ეჭვიანი, ჭირვეული, ბუზღუნა და
მზაკვარია. დაუნდობლად სდევნის ზევსის რჩეულებს და შვილებს, განსაკუთრებით მტრობს
ჰერაკლეს, რისთვისაც იგი ზევსმა დასაჯა კიდეც: შებოჭა ოქროს ჯაჭვებით და ფეხზე მძიმე
გრდემლი დაჰკიდა. ჰერას საშველად მისული ღმერთები განრისხებულმა ზევსმა მიწაზე
დაანარცხა. ჰერას თაყვანს სცემდნენ მიკენში, კორინთში, სპარტაში, განსაკუთრებით არგოსში,
სადაც მისი მთავარი ტაძარი იდგა. ამ ტაძარში იყო აღმართული პოლიკლიტესეული ჰერას
განთქმული, გიგანტური, ოქროსა და სპილოს ძვლის ქანდაკება: ტახტზე იჯდა გვირგვინოსანი
ჰერა, ცალ ხელში ბროწეული ეჭირა, მეორეში - გუგულის გამოსახულებიანი კვერთხი. ჰერას
ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ფარშევანგი, ყვავი და
გუგული - გაზაფხულის მაცნე (ზევსისა და ჰერას ქორწინების დრო). რომაულ მითოლოგიაში
ჰერას შეესატყვისება იუნონა.
ათენა
ათენა (ბერძნ. Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη), საბერძნეთის ერთ–ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი
ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა,
ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი
ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც ჰეფესტო, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ
შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა მეცნიერების დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა არეოპაგი. ათენა არის ატიკის
და ქალაქ ათენის უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა
გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად
წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან
დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის
შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.
მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება ზევსის თავიდან. ჰესიოდე გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს
უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტიდა,
მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.
ზოგი მითის მიხედვით ათენა ოკეანოსის ქალიშვილია. ჰომეროსის მიხედვით იგი ზევსის სატრფოა. ათენა მონაწილეობდა "გიგანტომახიაში". შემდეგში ათენას პალანტას
კულტი შეერწყა, რამაც ალბათ განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალადა. ტროას ომში ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომ პარისმა ოქროს
ვაშლი აფროდიტეს არგუნა. ათენა მფარველობს არგონავტებს, იგი გამოსახული იყო "არგოს" კიჩოზე.
პერსევსი ათენას დახმარებით იმარჯვებს გორგონა–მედუზაზე და მის თავს საჩუქრად აძლევს ღმრთქალს. ათენამ გორგონას თავით თავისი ფარი შეამკო. ათენა არის
ჰერაკლეს მარადიული მფარველი. იგი ითვლება აგრეთვე მუსიკის მფარველად. ათენა ცნობილია, როგორც სიქალწულის და სათნოების განსახიერება. ათენას კულტი
გავრცელებული იყო საბერძნეთის ბევრ ქალაქში, მაგრამ მთავარი ტაძარი განლაგებული იყო ათენში (პართენონი). პართენონში იდგა ფიდიასის მიერ შექმნილი
ქანდაკება. ხელოვნებაში ათენა გამოისახებოდა მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად გრძელი ტანსაცმლით, ხმლით, ფარით და შუბით. ათენას ფერხთით მუდამ
ზის მისი წმინდა ფრინველი – ბუ. ხშირად ათენა გველთან ერთად გამოისახებოდა (გველი სიბრძნის სიმბოლოა). რომში ათენა გააიგივეს ხელოვნების მფარველ
ქალღმერთ მინერვასთან.
აპოლონი
აპოლონი (ბერძნ. Απόλλων), სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთ ლეტოს და ზევსის ვაჟი. ლინოსის და
ასკლეპიოსის მამა, არტემიდეს ძმა. მისი მეორე სახელია ფებოსი (ბერძნ. Φοίβος).
მითოლოგია
ზევსის საქციელით განრისხებული ჰერა ლეტოს დევნიდა და არ აძლევდა მშობიარების საშუალებას. რადგან ჰერას მრისხანება უსაზღვრო იყო, ზევსმა
ბრძანა და ხმელთაშუა ზღვაში კუნძული დელოსი ამოიზარდა, მან ლეტო იქ გადაიყვანა, სადაც ქალღმერთმა აპოლონი და არტემიდე შვა. აპოლონთან
დაკავშირებულია მრავალი მითი:
აპოლონმა მოკლა ურჩხული პითონი, მისი მკვლელობის ადგილზე კი ტაძარი აღმართა. ამის შემდეგ აპოლონს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი პითოსი
ეწოდა.
აპოლონმა მონაწილეობა მიიღო გიგანტომაქიაში.
აპოლონმა არტემიდესთან ერთად მოკლა ტიტანი ტიტიოსი, რომელმაც თავის დროზე მათ დედას – ლეტოს შეურაცხყოფა მიაყენა.
აპოლონმა და არტემიდემ გაანადგურეს აგრეთვე ნიობეს შვილები, ასევე მათი დედის წყენინების გამო.
აპოლონმა ტროას ომში ბერძნებს შავი ჭირი მოუვლინა, რადგანაც სარდალმა აგამემნონმა აწყენინა მის ქურუმს (ქრიზეს).
აპოლონმა ჰერმესისაგან მიიღო ლირა და ამგვარად გახდა მუსიკისა და მუზების მფარველი ღვთაება და მიიღო ზედმეტი სახელი „მუზაგეტოსი“ (ბერძნ.
Μουσηγέτης).
აპოლონმა ტყავი გააძრო მის მეტოქეობის მსურველს მუსიკაში – მარსიასს და გამოქვაბულში ჩამოკიდა.
ტროას მეფის ქალიშვილი კასანდრა აპოლონმა წინასწარმეტყველების ნიჭით დააჯილდოვა, იმ პირობით, რომ შეიყვარებდა მას, მაგრამ კასანდრამ
მოატყუა ღმერთი და გაჯავრებულმა აპოლონმა დასაჯა იმით, რომ მისი წინასწარმეტყველების აღარავის სჯეროდა.
აპოლონს შეუყვარდა ფერია დაფნე, რომელმაც ღმერთის სიყვარული არ გაიზიარა და მისგან განრიდების მიზნით ხედ გადაიქცა. ამიტომ დაფნა
შემდგომში აპოლონის წმინდა ხედ ითვლებოდა.
ზევსზე შურისძების მიზნით, რადგანაც ამ უკანასკნელმა მოკლა ასკლეპიოსი, აპოლონმა ამოხოცა კიკლოპები. ზევსმა აპოლონი ამისათვის დასაჯა და
აიძულა 7 წლის განმავლობაში ემწყემსა მეფე ადმეტოსის ნახირი.
პოსეიდონთან ერთად აპოლონი მსახურობდა მეფე ლაომედონტთან და ააგო ტროას მიუდგომელი კედლები.
არტემიდა
არესი (Arēs), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ომის მრისხანე ღმერთი, ზევსისა და ჰერას ძე.
უპირისპირდება ათენა ქალღმერთს - სამართლიანი ომის მფარველს. თავდაპირველად
(ჰომეროსის ხანამდე) არესი ქთონური ბუნების (ქვესკნელის) ღვთაება იყო, როგორც
კეთილდღეობის, ისე სიკვდილის მომტანი, შემდგომში კი - მხოლოდ სიკვდილისა და
უბედურებისა. არესი აფროდიტეს მეგობარი და მიჯნურია, რომელთანაც რამდენიმე შვილი
ჰყავდა: ჰარმონია, ეროსი და სხვები. არესის კულტი ძველ საბერძნეთში არ იყო გავრცელებული,
მისი ერთადერთი ტაძარი აგებული იყო თებეში. რომაულ პანთეონში კი ერთ-ერთი მთავარი
ღვთაება - მარსი შეესაბამება. ჰომეროსთან და ანტიკურ სახვით ხელოვნებაში არესი
წარმოდგენილია ფარ-შუბით აღჭურვილ ახალგაზრდა, ძლიერ და პირქუშ მამაკაცად.
დემეტრა
პოსეიდონი (ბერძნ. Ποσειδών), ზღვის ღმერთი, კრონოსის და რეას ვაჟი, ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას და ჰესტიას ძმა. ამფიტრიტეს ქმარი.
პოსეიდონის შვილებად ითვლება ზღვის რამდენიმე ურჩხული და გმირი: ტრიტონი, ამიკოსი, ანტეოსი, სკირიონი, პოლიფემოსი და სხვა. მითების
მიხედვით პოსეიდონი და ამფიტრიტე ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ. მათ ემორჩილებოდა ზღვის ყველა არსება. სამკბილას დარტყმით პოსეიდონი
ხვრეტდა კლდეებს და წარმოშობდა ქარბუქებს. მითების მიხედვით აპოლონთან ერთად პოსეიდონმა ააშენა ტროას კედლები. ძუნწ ლაომედონტზე
გაჯავრებულმა მის სამეფოს ურჩხული მიუგზავნა, რომელიც შემდგომში ჰერაკლემ მოკლა. პოსეიდონი ედავებოდა ათენასატიკის მმართველობაზე. მითის
თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ
ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა,
ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი
ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად
ათენა დაასახელეს. პოსეიდონი გამუდმებით დევნიდა გმირ ოდისევსს თავისი შვილის – პოლიფემოსის დაბრმავების გამო.
პოსეიდონი ითვლებოდა ცხენების მფარველ ღვთაებად, მის საპატივცემოდ იმართებოდა ჯირითები. სიტყვა პოსეიდონი „მიწის მეუღლეს“ ნიშნავს.
პოსეიდონის ეფითეტები ენოსიგეი (მიწის მრყეველი) და გეოხი (მიწის მპყრობელი) გვაფიქრებს, რომ იგი თავდაპირველად იყო მიწის და არა ზღვის
ღვთაება. პოსეიდონი განაგებდა მიწის ნაყოფიერებას და თავიდანვე მიწის ნესტის ღვთაებად ითვლებოდა.
ოლიმპიური რელიგიის ჩამოყალიბების შემდეგ პოსეიდონს მხოლოდ ზღვებისა და საერთოდ წყლის სტიქიის მბრძანებლობა არგუნეს და ამის შემდეგ მან
დაჩრდილა ზღვის სხვა ღვთაებები. მიუხედავად იმისა, რომ ზევსი პოსეიდონზე ძლევამოსილი ღთაებაა, პოსეიდონი მას ხშირ შემთხვევაში მაინც არ
ემორჩილება. ერთხელ ჰერასა და ათენასთან ერთად იგი აჯანყდა კიდეც ზევსის წინააღმდეგ.
პოსეიდონის კულტი ძირითადად გავრცელებული იყო მცირე აზიის იონურ მოსახლეობაში და კუნძულებზე. იქ იგი იონელთა ტომის საკუთარ
ღმერთადაც ითვლებოდა. მატერიკულ საბერძნეთში პოსეიდონის ტაძრებს ძირითადად კონცხებზე აგებდნენ. ცხენის გარდა პოსეიდონის წმინდა
ცხოველებად ითვლებოდნენ დელფინი და ხარი. ხეებიდან მას ნაძვი მიუძღვნეს. რომში პოსეიდონის კულტი ნეპტუნის კულტს შეერწყა.
ჰერმესი
ჰერმესი (ბერძნ. Ἑρμῆς), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზევსისა და მაიას (ატლანტი (მითოლოგია)ს ასული) ძე (ჰესიოდე). ჭკვიანი,
გამჭრიახი, მოხერხებული ჰერმესი ღმერთების ნების მაცნეა. ზევსის შიკრიკი და მისივე ნების აღმსრულებელი, ყველა საქმის
კეთილად დამაგვირგვინებელი და ბედნიერებისა და კეთილდღობის მომნიჭებელი (ჰომეროსი). იგი მიცვალებულთა სულებს
აცილებს ჰადესში, შეუძლია სიზმრებისა და ძილის მოგვრა, ამიტომაც იყო, რომ მას ძილის წინ ზედაშეს სწირავდნენ. ჰერმესს
მიაწერენ ქნარის (დაბადებისთანავე არტახებიდან გამომძვრალა და აპოლონის ნახირიდან 50 ძროხა მოუპარავს. განრისხებულ
აპოლონს ჰერმესი ზევსისათვის მიგვარია ქურდობაში გამოსატეხად, მაგრამ როცა მოუსმენია მისი დაკვრა ქნარზე, რომელიც პატარა
ჰერმესს კუს ბაკნისაგან გაუკეთებია, მაშინ ამ ქნარში გაუცვლია თავისი ძროხები. აპოლონსავე უბოძებია მისთვის ოქროს კვერთხი —
ბედნიერების და სიმდიდრის სიმბოლო), ანბანის, რიცხვების გამოგონებას, ღვთისმსახურების დაწესებას და სხვა.
ჰერმესი ტანვარჯიშის (ena gonis), ჭკვიანი და მოხერხებული სიტყვის (lógios) ღვთაებად მიაჩნდათ, რომელიც მიზნის მისაღწევად არ
ერიდებოდა ხრიკებს, მზაკვრობას, ტყუილსაც კი. მას მოგზაურთა მფარველად, ნახირისა და საძოვრების ღმერთად რაცხდნენ.
ჰერმესის სამშობლო არკადია იყო, მაგრამ თაყვანს სცემდნენ საბერძნეთში, მისი გამოსახულებები იდგა გზებზე და ქუჩებში,
საზოგადოებრივ მოედნებზე (ეს იყო ძირითადად ბოძები, რომლებზედაც ჰერმესის თვის იდგა, ე. წ. ჰერმები — Hermai) ჰერმესს
მსხვერპლად სწირავდნენ თაფლს, ლეღვის ჩირს, ღვეზელს, ღორს, კრავს, ცხვარს და სამსხვერპლო ცხოველის ენას. ხელოვნებაში
გამოსახავდნენ წარმოსადეგი ჭაბუკის სახით, რომელსაც მშვიდი ნაკვთბი, გამჭრიახი და კეთილი გამომეტყველება, ტერფებზე
ფრთები ჰქონდა, მას ზოგჯერ ხელში ოქროს კვერთხი ეჭირა, ფართოფარფლებიანი, ბრტყელი სამგზავრო ქუდი ეხურა.
ჰერმესს რომაელებთან შეესატყვისებოდა მერკური (Mercurius), რომელიც უმთავრესად ვაჭრობისა და მოგების მფარველი
ღვთაება იყო.
ჰესტია
ჰეფესტოსი II ჰეფესტო (ბერძნ. Ἥφαιστος, ლათ. Hephaestus), ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში,
ზევსისა და ჰერას ძე, ზოგი ვერსიით (ჰესიოდე) უმამოდ შობილა ჰერასგან. ერთი ვერსიით ჰეფესტოსი დაბადებულა კოჭლი და
ულამაზო, რისთვისაც ჰერას ოლიმპიდან გადმოუგდია, მაგრამ ქალღმერთ თეტიდას აუტაცებია და 9 წლამდე აღუზრდია.
შურისძიების მიზნით ჰეფესტოსს ჰერასთვის გაუგზავნია თავისი გამოჭედილი ოქროს ტახტი, რომელზეც დაბრძანებული ჰერა ვეღარ
ადგებოდა, მაგრამ დიონისეს შეურიგებია დედასთან.
მეორე ვერსიით, ოლიმპზე დაბრუნების შემდეგ ჰეფესტოსს განრისხებული ზევსისაგან დაუცავს ჰერა, რის გამოც ზევს ჰეფესტოსი
ციდან გადმოუგდია, იგი კ. ლემნოსზე დავარდბილა და სამუდამოდ დაკოჭლებულა. ამ ვულკანურ კუნძულზე ჰეფესტოსმა სამჭედლო
გამართა და თავისივე შექმნილი ორი ოქრის მონა ქალის (შეეძლოთ მოძრაობა და ლაპარაკი) დახმარებით ულამაზეს ნივთებს
ჭედავდა. ჰომეროსთან მისი სამჭედლო ოლიმპზეა, თავისთვის და ღმერთებისათვის აგებს სპილენძის სასახლეებს. ღმერთებისა და
გმირებისათვის ჭედავს იშვიათი სილამაზის და გამძლეობის იარაღს. აქილევსისა და დიომედესათვის აბჯარი გამოუჭედია,
ზევსისათვის - კვერთხი.
ჰეფესტოსს მონაწილეობა მიუღია პრომეთეს მიჯაჭვაში (ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“). გვიანდელი ტრადიციით, ჰეფესტოსის
სამჭედლო ეტნის მთაზეა და ციკლოპები ეხმარებიან ჭედვაში. „ილიადაში“ ჰეფესტოსის ცოლად ქარიტა იხსენიება, „ოდოსეაში“ -
აფროდიტე, ხოლო ჰესიოდესთან - აგლაია. ჰეფესტოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები - ჰეფესტეია ან ქალკეია - ძირითადად
ათენსა და კ. ლესბოსზე იმართებოდა. რომაულ მითოლოგიაში ჰეფესტოსის შეესატყვისებოდა ვულკანუსი. ჰეფესტოსს
გამოსახავდნენ ძლიერი, წვეროსანი, ოდნავ კოჭლი მამაკაცის სახით. (დ. ველასკესის (პრადო, 1630), პიეტრო და კორტონას
(ბარმერინის სასახლე, რომი, 1633) და სხვათა ნამუშევრები).
მუზები
არაქნემ, გაამაყებულმა ქალღმერთი ათენა გამოიწვია შეჯიბრში. ათენამ საფენზე ამოქარგა აკროპოლისი და გამოსახა თავისი
დავა პოსეიდონთან ატიკაზე ბატონობისთვის. ამ დავას ესწრება ოლიმპოს თორმეტი ღმერთი, მათ შორის მსაჯულად ზის ზევსი.
პოსეიდონი გამოსახულია მაღლა აღმართული სამთითით, რომელიც კლდისათვის დაუკრავს და უნაყოფო კლდის ნაპრალიდან
მლაშე წყალი ამოვარდნილა. ათენას ხელში ფარი უჭირავს და ეგიდა წამოუსხამს. მას შუბი დაუკრავს მიწისთვის და იმ ადგილას
ზეთისხილის ხე ამოსულა.ღმერთებმა გამარჯვება ათენას მიულოცეს, მისი საჩუქარი უფრო სასარგებლოდ ჩათვალეს ატიკისათვის.
ნაპირებზე ამოქარგულ სურათებზე ათენამ გამოხატა, რა მკაცრად სჯიან ღმერთები მოკვდავთ ურჩობისა და ამპარტავნობისთვის,
საფენის გარშემო ათენამ ზეთისხილის ფოთლების გვირგვინი მოქარგა.
არაქნემ კი თავის ნახელავზე ღმერთების ცხოვრება წარმოსახა. მან უჩვენა, რა სუსტები არიან ისინი, როცა ადამიანური ვნებები
შეიპყრობთ. საფენის გარშემო კი სუროთი დაწნული ყვავილების გვირგვინი ამოქარგა. მისი ნამუშევარი არაფრით
ჩამოუვარდებოდა ათენას ნამუშევარს, თუმცა ღმერთების მიმართ უპატივცემულობა იგრძნობოდა. ათენა განრისხდა, არაქნეს
ნახელავი დახია და მაქო თავში ჩაარტყა. არაქნემ ვერ აიტანა სირცხვილი, დაგრიხა ბაწარი, გაუკეთა მარყუჟი და თავი
ჩამოიხრჩო. ათენამ არაქნე მარყუჟიდან გამოხსნა და უთხრა, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებდა, თუმცა მარად დაკიდული იქნებოდა
და ასე უნდა ექსოვა მუდამ მას და მის შთამომავლობას.
ათენამ არაქნეს ჯადოსნური ბალახის წვენი აპკურა. მისი სხეული შეიკუმშა, თმა დაუცვივდა და ობობად იქცა.
დასასრული
ელენე სოფრომაძე. 7ა კლასი