Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 37

ბერძნული მითოლოგია

 ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე
სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე
მკვლევრები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების
შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.
 ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით
ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და
სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები
თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული
ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის
გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“
მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის
პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. V საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური
ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
 ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე
დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება ძველ დროში ბერძნებს სწამდათ, რომ სამყაროს ძლევამოსილი უკვდავი ღმერთები
მართავდნენ. ხოლო ამბებს ღმერთებზე და გმირებზე მითები ეწოდება. ძველი ბერძნები მითურ სცენებს ლარნაკებზე, თასებსა და სხვა
ნივთებზე ხატავდნენ. ასე რომ, მითები ასეთი გზითაც შემოგვრჩა. 2000 წლის წინ საბერძნეთი ქანდაკებებითა და მითური ფრიზებით იყო
დამშვენებული მრავალი ტაძარი იყო აღმართული. მაგრამ დღეს მათგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
ღმერთები

 თორმეტი ოლიმპოელი ასევე ცნობილი სახელით დოდეკათეონი (ბერძ. Δωδεκάθεον <


δωδεκα, დოდეკა, „თორმეტი“ + θεον, თეონი, „ღმერთი“) — ძველ საბერძნეთში ბერძნული
პანთეონის მთავარი ღმერთები, რომლებიც ოლიმპოს მთაზე ბინადრობდნენ: ზევსი, ჰერა,
ჰერმესი, ჰეფესტოსი, აფროდიტე, ათენა, აპოლონი, არტემიდა, დემეტრა და ჰესტია,
პოსეიდონი, არესი.
ჰერაკლე, ჰადესი, დიონისე, პერსეფონე და ჰებე სხვა მნიშვნელოვანი ღმერთები და ქალღმერთებია, ხოლო
ჰერაკლე კი გმირი. პერსეფონემ წელიწადის სამ თვეს მიწისქვეშეთის საუფლოში ატარებდა (რის გამოც ზამთარში
ბუნება იძარცვებოდა), ხოლო დანარჩენ ცხრა თვის ოლიმპოს მთაზე გატარების უფლება ჰქონდა. ამ დროს, ის
დედამის — დემეტრას გვერდით იყო, რომელიც შვილის არყოფნის დროს გლოვობდა და და ოლიმპოელებისგან
განცალკევებით ცხოვრობდა. მართალია, ჰადესი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება იყო ბერძნულ პანთეონში, მაგრამ
ვინაიდან ის მიწისქვეშეთს განაგებდა, ოლიმპოელებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

თორმეტმა ოლიმპიელმა მას შემდეგ მოიპოვა უპირატესობა, რაც ზევსმა თავის და-ძმასთან ერთად, ტიტანები
ბრძოლაში დაამარცხა; ზევსი, ჰერა, პოსეიდონი, დემეტრა, ჰადესი და ჰესტია და-ძმა იყვნენ. დოდეკათეონის
დანარჩენი წევრები ზევსის შვილებად ითვლებიან, რომელთაც სხვადასხვა დედა ჰყავდათ. ამ მხრივ,
გამონაკლისია ათენა, რომელიც სხვადასხვა ვერსიის თანახმად, მხოლოდ ზევსისგან იშვა და აფროდიტე,
რომელიც კრონოსის მოჭრილი ფალოსისგან იშვა, რომელიც ტიტანებთან შერკინების დროს, ზევსმა ზღვაში
გადააგდო. ამას გარდა, ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ჰეფესტოსი ჰერას შვილია - ჰერამ შური იძია ზევსზე,
რადგან მან თავისით დაბადა ათენა.
მესამე თაობა - კრონიდები

ზევსი. ზეცის მბრძანებელი.


ჰერა. ზეცის ქალღმერთი.
პოსეიდონი. წყლის ღმერთი.
ჰადესი. მიწისქვეშეთის მბრძანებელი.
დემეტრა. ნაყოფიერების ქალღმერთი.
 ჰესტია. კერიის ქალღმერთი.
ჰერმესი, ზეციური შიკრიკი; მძარცველების და მატყუარების ღმერთი.
ჰეფესტოსი. მჭედლოების ღმერთი.
არესი, ომის ღმერთი.
აფროდიტე სიყვარულის ქალღმერთი.
ათენა. მებრძოლთა, წარმოების და გონიერების ქალღმერთი.
აპოლონი, წინასწარმეტყველების და მუსიკის ღმერთი. მუზების წინამძღოლი.
არტემიდა, ნადირობის და ბუნების ქალღმერთი.
პერსეფონე. გაზაფხულის და სიკვდილის ქალღმერთი.
დიონისე, ლხინისა და ვაზის ღმერთი.
 ჰებე. ოლიმპოს მერიქიფე; სიყმაწვილის ქალღმერთი.
ოლიმპიელთა ახლობლები

დიონა აფროდიტეს დედა და ზევსის საყვარელი.


ეროსი სიყვარულის განსეულება.
განიმედე ზეცის მერიქიფე.
ჰელიოსი მზის განსხეულება.
სელენე მთვარის განსხეულება.
ეოსი მზის ჩასვლის განსხეულება.
ჰერაკლე უძლეველი გმირი.
ჰორები ოლიმპოს მცველები.
ბია სისასტიკის განსხეულება.
კრატოსი ძალაუფლების განსხეულება.
ეილითია, მშობიარობის ქალღმერთი, ზევსისა და ჰერას შვილი.
ლეტო, ტიტანის ასული, აპოლონის და არტემიდას დედა.
მუზები, ხელოვნების და მეცნიერების ცხრა მფარველი ქალღმერთი.
ნემესისი შურისძიების ქალღმერთი.
ნიკე გამარჯვების ქალღმერთი.
პეანოსი მკურნალი ღმერთი.
 ზელოსი სიბეჯითის განსხეულება.
ზევსი
 ზევსი (ძვ. ბერძნ. Ζεύς) — ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილს ღმერთი,
რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა. ოლიმპიელების მეთაური, ტიტანების, კრონოსისა და
რეას მესამე შვილი. (ჰომეროსის თანახმად უფროსი შვილი.) ჰადესის, ჰესტიას, დემეტრასა და
პოსეიდონის ძმა. ზევსის მეუღლე არის ქალღმერთი ჰერა (იმის მიუხედავად, რომ ის მისი დაა),
თუმცა ზევსი ჰერას ხშირად ღალატობს.
 ზევსის ატრიბუტევი იყო ეგიდა (ფარი), სკიპტრა და ხანდახან არწივი. ითვლებოდა, რომ ზევსი
ცხოვრობდა მთა ოლიმპოზე. ამის გარდა, იგი ავრცელებს სიკეთესა და ბოროტებას, ხანდახან
იგი ასოცირდება ბედთან, ხოლო ხანდახან თავადაც გამოდის როგორც მოირას - ბედის -
ქვეშევრდომი. მას შეუძლია მომავლის ნახვა. იგი უთხრობს ადამიანებს მათ ბედს სიზმრების,
ქუხილისა და ელვების საშუალებით. სახელმწიფო წყობა ზევსის შექმნილია, მან აჩუქა
ადამიანებს კანონები, დააწესა მეფეთა მეფობა, აკონტროლებს ტრადიციების და ადათ-წესების
შესრულებას, აგრეთვე იცავს ოჯახსა და სახლს.
ჰერა

 ჰერა (ძვ. ბერძნ. Ἥρα) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსისა და რეას უფროსი ასული,
ზევსის და და ცოლი; უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, არესის,
ჰეფესტოსის, ჰებეს და ელითიას დედა. ჰომეროსთან ეჭვიანი, ჭირვეული, ბუზღუნა და
მზაკვარია. დაუნდობლად სდევნის ზევსის რჩეულებს და შვილებს, განსაკუთრებით მტრობს
ჰერაკლეს, რისთვისაც იგი ზევსმა დასაჯა კიდეც: შებოჭა ოქროს ჯაჭვებით და ფეხზე მძიმე
გრდემლი დაჰკიდა. ჰერას საშველად მისული ღმერთები განრისხებულმა ზევსმა მიწაზე
დაანარცხა. ჰერას თაყვანს სცემდნენ მიკენში, კორინთში, სპარტაში, განსაკუთრებით არგოსში,
სადაც მისი მთავარი ტაძარი იდგა. ამ ტაძარში იყო აღმართული პოლიკლიტესეული ჰერას
განთქმული, გიგანტური, ოქროსა და სპილოს ძვლის ქანდაკება: ტახტზე იჯდა გვირგვინოსანი
ჰერა, ცალ ხელში ბროწეული ეჭირა, მეორეში - გუგულის გამოსახულებიანი კვერთხი. ჰერას
ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ფარშევანგი, ყვავი და
გუგული - გაზაფხულის მაცნე (ზევსისა და ჰერას ქორწინების დრო). რომაულ მითოლოგიაში
ჰერას შეესატყვისება იუნონა.
ათენა

ათენა (ბერძნ. Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη), საბერძნეთის ერთ–ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი
ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა,
ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი
ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც ჰეფესტო, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ
შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა მეცნიერების დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა არეოპაგი. ათენა არის ატიკის
და ქალაქ ათენის უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა
გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად
წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან
დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის
შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.
მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება ზევსის თავიდან. ჰესიოდე გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს
უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტიდა,
მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.

ზოგი მითის მიხედვით ათენა ოკეანოსის ქალიშვილია. ჰომეროსის მიხედვით იგი ზევსის სატრფოა. ათენა მონაწილეობდა "გიგანტომახიაში". შემდეგში ათენას პალანტას
კულტი შეერწყა, რამაც ალბათ განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალადა. ტროას ომში ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომ პარისმა ოქროს
ვაშლი აფროდიტეს არგუნა. ათენა მფარველობს არგონავტებს, იგი გამოსახული იყო "არგოს" კიჩოზე.
 პერსევსი ათენას დახმარებით იმარჯვებს გორგონა–მედუზაზე და მის თავს საჩუქრად აძლევს ღმრთქალს. ათენამ გორგონას თავით თავისი ფარი შეამკო. ათენა არის
ჰერაკლეს მარადიული მფარველი. იგი ითვლება აგრეთვე მუსიკის მფარველად. ათენა ცნობილია, როგორც სიქალწულის და სათნოების განსახიერება. ათენას კულტი
გავრცელებული იყო საბერძნეთის ბევრ ქალაქში, მაგრამ მთავარი ტაძარი განლაგებული იყო ათენში (პართენონი). პართენონში იდგა ფიდიასის მიერ შექმნილი
ქანდაკება. ხელოვნებაში ათენა გამოისახებოდა მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად გრძელი ტანსაცმლით, ხმლით, ფარით და შუბით. ათენას ფერხთით მუდამ
ზის მისი წმინდა ფრინველი – ბუ. ხშირად ათენა გველთან ერთად გამოისახებოდა (გველი სიბრძნის სიმბოლოა). რომში ათენა გააიგივეს ხელოვნების მფარველ
ქალღმერთ მინერვასთან.
აპოლონი
აპოლონი (ბერძნ. Απόλλων), სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთ ლეტოს და ზევსის ვაჟი. ლინოსის და
ასკლეპიოსის მამა, არტემიდეს ძმა. მისი მეორე სახელია ფებოსი (ბერძნ. Φοίβος).
მითოლოგია
 ზევსის საქციელით განრისხებული ჰერა ლეტოს დევნიდა და არ აძლევდა მშობიარების საშუალებას. რადგან ჰერას მრისხანება უსაზღვრო იყო, ზევსმა
ბრძანა და ხმელთაშუა ზღვაში კუნძული დელოსი ამოიზარდა, მან ლეტო იქ გადაიყვანა, სადაც ქალღმერთმა აპოლონი და არტემიდე შვა. აპოლონთან
დაკავშირებულია მრავალი მითი:
 აპოლონმა მოკლა ურჩხული პითონი, მისი მკვლელობის ადგილზე კი ტაძარი აღმართა. ამის შემდეგ აპოლონს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი პითოსი
ეწოდა.
 აპოლონმა მონაწილეობა მიიღო გიგანტომაქიაში.
 აპოლონმა არტემიდესთან ერთად მოკლა ტიტანი ტიტიოსი, რომელმაც თავის დროზე მათ დედას – ლეტოს შეურაცხყოფა მიაყენა.
 აპოლონმა და არტემიდემ გაანადგურეს აგრეთვე ნიობეს შვილები, ასევე მათი დედის წყენინების გამო.
 აპოლონმა ტროას ომში ბერძნებს შავი ჭირი მოუვლინა, რადგანაც სარდალმა აგამემნონმა აწყენინა მის ქურუმს (ქრიზეს).
 აპოლონმა ჰერმესისაგან მიიღო ლირა და ამგვარად გახდა მუსიკისა და მუზების მფარველი ღვთაება და მიიღო ზედმეტი სახელი „მუზაგეტოსი“ (ბერძნ.
Μουσηγέτης).
 აპოლონმა ტყავი გააძრო მის მეტოქეობის მსურველს მუსიკაში – მარსიასს და გამოქვაბულში ჩამოკიდა.
 ტროას მეფის ქალიშვილი კასანდრა აპოლონმა წინასწარმეტყველების ნიჭით დააჯილდოვა, იმ პირობით, რომ შეიყვარებდა მას, მაგრამ კასანდრამ
მოატყუა ღმერთი და გაჯავრებულმა აპოლონმა დასაჯა იმით, რომ მისი წინასწარმეტყველების აღარავის სჯეროდა.
 აპოლონს შეუყვარდა ფერია დაფნე, რომელმაც ღმერთის სიყვარული არ გაიზიარა და მისგან განრიდების მიზნით ხედ გადაიქცა. ამიტომ დაფნა
შემდგომში აპოლონის წმინდა ხედ ითვლებოდა.
 ზევსზე შურისძების მიზნით, რადგანაც ამ უკანასკნელმა მოკლა ასკლეპიოსი, აპოლონმა ამოხოცა კიკლოპები. ზევსმა აპოლონი ამისათვის დასაჯა და
აიძულა 7 წლის განმავლობაში ემწყემსა მეფე ადმეტოსის ნახირი.
 პოსეიდონთან ერთად აპოლონი მსახურობდა მეფე ლაომედონტთან და ააგო ტროას მიუდგომელი კედლები.
არტემიდა

 არტემიდა, ასევე არტემისი (ბერძნ. Ἄρτεμις, Artemis) — ბერძნულ მითოლოგიაში


ქალღმერთი, ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპის ცალი. თავდაპირველად
ცხოველთა მფარველად და მეუფედ ითვლებოდა. მას გამოსახავდნენ ფურირმის ან ძუ დათვის
სახით, რომლებიც შემდეგ არტემიდას საკულტო ცხოველებად იქცნენ. უძველეს ხანაში
არტემიდა მცენარეებისა და ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო, ამასთანავე ფეხმძიმე ქალებისა
და ახალშობილ ბავშვთა მფარველი, ოლიმპიური (ერთიანი ბერძნ.) რელიგიის ჩამოყალიბების
ხანაში არტემიდა ნადირობის ქალღმერთი, უფრო გვიან მთვარის ღვთაებაც და სელენესთან
იქნა გაიგივებული. არტემიდას კულტი იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროსა და რომში,
სადაც მას შედესაბამება მთვარის ადგილობრივი ღვთაება დიანა. არტემიდას სახელზე აგებულ
ტაძართაგან განსაკუთრებით ცნობილი იყო ეფესოს ტაძარი, რომელსაც „სამყაროს შვიდ
საოცრებას“ მიაკუთვნებდნენ. ანტიკურ ხელოვნებაში არტემიდა გამოსახულია
მოკლეკვართიანი, ზურგზე კაპარჭმოგდებული მონადირე ქალის სახით.
აფროდიტე

 აფროდიტე (ბერძნ. Ἀφροδίτη, Aphroditē), სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ


ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან
კუნძულ კვიპროსთან (აქედან - მისი ერთ-ერთი ეპითეტი „კიპრიდა“). ზღვისგან ნაშობი
სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე).
თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად
ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით
კ. კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს
შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია
იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. აფროდიტეს ქანდაკებიდან განსაკუთრებით
ცნობილია პრაქსიტელეს კნიდოსის აფროდიტე (ძვ. წ. IV ს.) და აფროდიტე (ვენერა)
მილოსელი (ძვ. წ. II ს.).
არესი

არესი (Arēs), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ომის მრისხანე ღმერთი, ზევსისა და ჰერას ძე.
უპირისპირდება ათენა ქალღმერთს - სამართლიანი ომის მფარველს. თავდაპირველად
(ჰომეროსის ხანამდე) არესი ქთონური ბუნების (ქვესკნელის) ღვთაება იყო, როგორც
კეთილდღეობის, ისე სიკვდილის მომტანი, შემდგომში კი - მხოლოდ სიკვდილისა და
უბედურებისა. არესი აფროდიტეს მეგობარი და მიჯნურია, რომელთანაც რამდენიმე შვილი
ჰყავდა: ჰარმონია, ეროსი და სხვები. არესის კულტი ძველ საბერძნეთში არ იყო გავრცელებული,
მისი ერთადერთი ტაძარი აგებული იყო თებეში. რომაულ პანთეონში კი ერთ-ერთი მთავარი
ღვთაება - მარსი შეესაბამება. ჰომეროსთან და ანტიკურ სახვით ხელოვნებაში არესი
წარმოდგენილია ფარ-შუბით აღჭურვილ ახალგაზრდა, ძლიერ და პირქუშ მამაკაცად.
დემეტრა

დემეტრა (ბერძნ. Δημήτηρ Dēmētēr), ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება


ბერძნულ მითოლოგიაში. მოგვიანებით კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც.
კრონოსისა და რეას მეორე ქალიშვილია
 დემეტრას მითში აისახა ძველისძველი წარმოდგენა დედამიწაზე მცენარეულობის პერიოდული
კვდომისა და აყვავების შესახებ. დემეტრასა და ზევსის ასული პერსეფონე ზევსისავე
ნებართვით მოიტაცა ქვესკნელის ღვთაება ჰადესმა. განრისხებულმა დემეტრამ დედამიწას
ნაყოფიერება დაუკარგა. ქვეყანაზე შიმშილმა დაისადგურა და ადამიანები ღმერთებს
მსხვერპლს აღარ სწირავდნენ. ზევსმა პერსეფონეს უბრძანა, წელიწადის ორი მესამედი
დედამიწაზე - დედასთან გაეტარებინა, დანარჩენი კი - მიცვალებულთა სამეფოში. დემეტრას
საკულტო ცენტრი იყო ელევსინი, სადაც იმართებოდა ელევსინის მისტერიები - დემეტრასა და
პერსეფონესადმი მიძღვნილი აგრარული დღესასწაულები. დემეტრას კულტი გავრცელებული
იყო მთელ საბერძნეთსა და სიცილიაში. ძველი რომაელები დემეტრას კულტს აიგივებდნენ
თავიანთ ღვთაება ცერერას კულტთან.
პოსეიდონი

პოსეიდონი (ბერძნ. Ποσειδών), ზღვის ღმერთი, კრონოსის და რეას ვაჟი, ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას და ჰესტიას ძმა. ამფიტრიტეს ქმარი.
პოსეიდონის შვილებად ითვლება ზღვის რამდენიმე ურჩხული და გმირი: ტრიტონი, ამიკოსი, ანტეოსი, სკირიონი, პოლიფემოსი და სხვა. მითების
მიხედვით პოსეიდონი და ამფიტრიტე ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ. მათ ემორჩილებოდა ზღვის ყველა არსება. სამკბილას დარტყმით პოსეიდონი
ხვრეტდა კლდეებს და წარმოშობდა ქარბუქებს. მითების მიხედვით აპოლონთან ერთად პოსეიდონმა ააშენა ტროას კედლები. ძუნწ ლაომედონტზე
გაჯავრებულმა მის სამეფოს ურჩხული მიუგზავნა, რომელიც შემდგომში ჰერაკლემ მოკლა. პოსეიდონი ედავებოდა ათენასატიკის მმართველობაზე. მითის
თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ
ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა,
ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი
ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად
ათენა დაასახელეს. პოსეიდონი გამუდმებით დევნიდა გმირ ოდისევსს თავისი შვილის – პოლიფემოსის დაბრმავების გამო.
პოსეიდონი ითვლებოდა ცხენების მფარველ ღვთაებად, მის საპატივცემოდ იმართებოდა ჯირითები. სიტყვა პოსეიდონი „მიწის მეუღლეს“ ნიშნავს.
პოსეიდონის ეფითეტები ენოსიგეი (მიწის მრყეველი) და გეოხი (მიწის მპყრობელი) გვაფიქრებს, რომ იგი თავდაპირველად იყო მიწის და არა ზღვის
ღვთაება. პოსეიდონი განაგებდა მიწის ნაყოფიერებას და თავიდანვე მიწის ნესტის ღვთაებად ითვლებოდა.
ოლიმპიური რელიგიის ჩამოყალიბების შემდეგ პოსეიდონს მხოლოდ ზღვებისა და საერთოდ წყლის სტიქიის მბრძანებლობა არგუნეს და ამის შემდეგ მან
დაჩრდილა ზღვის სხვა ღვთაებები. მიუხედავად იმისა, რომ ზევსი პოსეიდონზე ძლევამოსილი ღთაებაა, პოსეიდონი მას ხშირ შემთხვევაში მაინც არ
ემორჩილება. ერთხელ ჰერასა და ათენასთან ერთად იგი აჯანყდა კიდეც ზევსის წინააღმდეგ.
 პოსეიდონის კულტი ძირითადად გავრცელებული იყო მცირე აზიის იონურ მოსახლეობაში და კუნძულებზე. იქ იგი იონელთა ტომის საკუთარ
ღმერთადაც ითვლებოდა. მატერიკულ საბერძნეთში პოსეიდონის ტაძრებს ძირითადად კონცხებზე აგებდნენ. ცხენის გარდა პოსეიდონის წმინდა
ცხოველებად ითვლებოდნენ დელფინი და ხარი. ხეებიდან მას ნაძვი მიუძღვნეს. რომში პოსეიდონის კულტი ნეპტუნის კულტს შეერწყა.
ჰერმესი

ჰერმესი (ბერძნ. Ἑρμῆς), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზევსისა და მაიას (ატლანტი (მითოლოგია)ს ასული) ძე (ჰესიოდე). ჭკვიანი,
გამჭრიახი, მოხერხებული ჰერმესი ღმერთების ნების მაცნეა. ზევსის შიკრიკი და მისივე ნების აღმსრულებელი, ყველა საქმის
კეთილად დამაგვირგვინებელი და ბედნიერებისა და კეთილდღობის მომნიჭებელი (ჰომეროსი). იგი მიცვალებულთა სულებს
აცილებს ჰადესში, შეუძლია სიზმრებისა და ძილის მოგვრა, ამიტომაც იყო, რომ მას ძილის წინ ზედაშეს სწირავდნენ. ჰერმესს
მიაწერენ ქნარის (დაბადებისთანავე არტახებიდან გამომძვრალა და აპოლონის ნახირიდან 50 ძროხა მოუპარავს. განრისხებულ
აპოლონს ჰერმესი ზევსისათვის მიგვარია ქურდობაში გამოსატეხად, მაგრამ როცა მოუსმენია მისი დაკვრა ქნარზე, რომელიც პატარა
ჰერმესს კუს ბაკნისაგან გაუკეთებია, მაშინ ამ ქნარში გაუცვლია თავისი ძროხები. აპოლონსავე უბოძებია მისთვის ოქროს კვერთხი —
ბედნიერების და სიმდიდრის სიმბოლო), ანბანის, რიცხვების გამოგონებას, ღვთისმსახურების დაწესებას და სხვა.
ჰერმესი ტანვარჯიშის (ena gonis), ჭკვიანი და მოხერხებული სიტყვის (lógios) ღვთაებად მიაჩნდათ, რომელიც მიზნის მისაღწევად არ
ერიდებოდა ხრიკებს, მზაკვრობას, ტყუილსაც კი. მას მოგზაურთა მფარველად, ნახირისა და საძოვრების ღმერთად რაცხდნენ.
ჰერმესის სამშობლო არკადია იყო, მაგრამ თაყვანს სცემდნენ საბერძნეთში, მისი გამოსახულებები იდგა გზებზე და ქუჩებში,
საზოგადოებრივ მოედნებზე (ეს იყო ძირითადად ბოძები, რომლებზედაც ჰერმესის თვის იდგა, ე. წ. ჰერმები — Hermai) ჰერმესს
მსხვერპლად სწირავდნენ თაფლს, ლეღვის ჩირს, ღვეზელს, ღორს, კრავს, ცხვარს და სამსხვერპლო ცხოველის ენას. ხელოვნებაში
გამოსახავდნენ წარმოსადეგი ჭაბუკის სახით, რომელსაც მშვიდი ნაკვთბი, გამჭრიახი და კეთილი გამომეტყველება, ტერფებზე
ფრთები ჰქონდა, მას ზოგჯერ ხელში ოქროს კვერთხი ეჭირა, ფართოფარფლებიანი, ბრტყელი სამგზავრო ქუდი ეხურა.
 ჰერმესს რომაელებთან შეესატყვისებოდა მერკური (Mercurius), რომელიც უმთავრესად ვაჭრობისა და მოგების მფარველი
ღვთაება იყო.
ჰესტია

ჰესტია (ბერძნ. Ὲστία) - ოჯახის ცეცხლის, კერიის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში.


კრონოსის და რეას ქალიშვილი. ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერასა და დემეტრეს და. ერთ-
ერთი ვარაუდით, მიიჩნევა, რომ ჰესტიას კულტი ფართოდ გავრცელდა რომში, სადაც მას ვესტა
ეწოდა, თუმცა ეს მოსაზრება სადავოა
ჰეფესტოსი

ჰეფესტოსი II ჰეფესტო (ბერძნ. Ἥφαιστος, ლათ. Hephaestus), ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში,
ზევსისა და ჰერას ძე, ზოგი ვერსიით (ჰესიოდე) უმამოდ შობილა ჰერასგან. ერთი ვერსიით ჰეფესტოსი დაბადებულა კოჭლი და
ულამაზო, რისთვისაც ჰერას ოლიმპიდან გადმოუგდია, მაგრამ ქალღმერთ თეტიდას აუტაცებია და 9 წლამდე აღუზრდია.
შურისძიების მიზნით ჰეფესტოსს ჰერასთვის გაუგზავნია თავისი გამოჭედილი ოქროს ტახტი, რომელზეც დაბრძანებული ჰერა ვეღარ
ადგებოდა, მაგრამ დიონისეს შეურიგებია დედასთან.
მეორე ვერსიით, ოლიმპზე დაბრუნების შემდეგ ჰეფესტოსს განრისხებული ზევსისაგან დაუცავს ჰერა, რის გამოც ზევს ჰეფესტოსი
ციდან გადმოუგდია, იგი კ. ლემნოსზე დავარდბილა და სამუდამოდ დაკოჭლებულა. ამ ვულკანურ კუნძულზე ჰეფესტოსმა სამჭედლო
გამართა და თავისივე შექმნილი ორი ოქრის მონა ქალის (შეეძლოთ მოძრაობა და ლაპარაკი) დახმარებით ულამაზეს ნივთებს
ჭედავდა. ჰომეროსთან მისი სამჭედლო ოლიმპზეა, თავისთვის და ღმერთებისათვის აგებს სპილენძის სასახლეებს. ღმერთებისა და
გმირებისათვის ჭედავს იშვიათი სილამაზის და გამძლეობის იარაღს. აქილევსისა და დიომედესათვის აბჯარი გამოუჭედია,
ზევსისათვის - კვერთხი.
ჰეფესტოსს მონაწილეობა მიუღია პრომეთეს მიჯაჭვაში (ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“). გვიანდელი ტრადიციით, ჰეფესტოსის
სამჭედლო ეტნის მთაზეა და ციკლოპები ეხმარებიან ჭედვაში. „ილიადაში“ ჰეფესტოსის ცოლად ქარიტა იხსენიება, „ოდოსეაში“ -
აფროდიტე, ხოლო ჰესიოდესთან - აგლაია. ჰეფესტოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები - ჰეფესტეია ან ქალკეია - ძირითადად
ათენსა და კ. ლესბოსზე იმართებოდა. რომაულ მითოლოგიაში ჰეფესტოსის შეესატყვისებოდა ვულკანუსი. ჰეფესტოსს
გამოსახავდნენ ძლიერი, წვეროსანი, ოდნავ კოჭლი მამაკაცის სახით. (დ. ველასკესის (პრადო, 1630), პიეტრო და კორტონას
(ბარმერინის სასახლე, რომი, 1633) და სხვათა ნამუშევრები).
მუზები

კალიოპე- ეპიკური პოეზია


ევტერპე- ლირიკული პოეზია
მელპომენე- ტრაგედია
თალეია- კომედია
ერატო- სასიყვარულო პოეზია
პოლიჰიმნია- პანტომიმა და ჰიმნი
ტერფსიქორა- ცეკვები
კლიო- ისტორია
 ურანია- ასტრონომია
პერსეფონე და ჰადესი

 პერსეფონე იყო დემეტრესა და ზევსის ქალიშვილი. როგორც პერსეფონე იზრდებოდა, ასევე


იზრდებოდა მისი სილამაზე. როდესაც ის დაინახა ქვესკნელის ღმერთმა ჰადესმა, მაშინვე
შეუყვარდა და მისი გატაცება გადაწყვიტა. დემეტრეს ჰომეროსის ჰიმნის მიხედვით, ერთ მზიან
დღეს ახალგაზრდა პერსეფონე ყვავილებს აგროვებდა მინდორში, ახლო მეგობრების, ოკეანის
ნიმფების თანხლებით. უდარდელი პერსეფონე თანამგზავრებს უმშვენიერესი ყვავილის
საძიებლად მოშორდა. როცა მან საოცარი ნარცისის ამოსაღებად ხელი მიიწია, დედამიწა
გაიღიმა და ჰადესი გამოჩნდა თავის ოქროს ეტლში და წაიტაცა იგი ქვესკნელში, სანამ ის
ცრემლიანი იყო. დემეტრე დღედაღამ ამაოდ ეძებდა ქალიშვილს. მიწის მიწამ და ნათესებმა
ხმობა დაიწყო. ცოტა ხანში მზემ, რომელიც ყველაფერს ზეციდან ათვალიერებდა, შეებრალა
ქალღმერთს და უთხრა, რაც მოხდა. დემეტრე ზევსთან მივიდა და პერსეფონეს დაბრუნება
მოსთხოვა, თორემ დედამიწას აღარ დაუშვებს აყვავებულიყო.
ათენა და არაქნე

არაქნემ, გაამაყებულმა ქალღმერთი ათენა გამოიწვია შეჯიბრში. ათენამ საფენზე ამოქარგა აკროპოლისი და გამოსახა თავისი
დავა პოსეიდონთან ატიკაზე ბატონობისთვის. ამ დავას ესწრება ოლიმპოს თორმეტი ღმერთი, მათ შორის მსაჯულად ზის ზევსი.
პოსეიდონი გამოსახულია მაღლა აღმართული სამთითით, რომელიც კლდისათვის დაუკრავს და უნაყოფო კლდის ნაპრალიდან
მლაშე წყალი ამოვარდნილა. ათენას ხელში ფარი უჭირავს და ეგიდა წამოუსხამს. მას შუბი დაუკრავს მიწისთვის და იმ ადგილას
ზეთისხილის ხე ამოსულა.ღმერთებმა გამარჯვება ათენას მიულოცეს, მისი საჩუქარი უფრო სასარგებლოდ ჩათვალეს ატიკისათვის.
ნაპირებზე ამოქარგულ სურათებზე ათენამ გამოხატა, რა მკაცრად სჯიან ღმერთები მოკვდავთ ურჩობისა და ამპარტავნობისთვის,
საფენის გარშემო ათენამ ზეთისხილის ფოთლების გვირგვინი მოქარგა.

არაქნემ კი თავის ნახელავზე ღმერთების ცხოვრება წარმოსახა. მან უჩვენა, რა სუსტები არიან ისინი, როცა ადამიანური ვნებები
შეიპყრობთ. საფენის გარშემო კი სუროთი დაწნული ყვავილების გვირგვინი ამოქარგა. მისი ნამუშევარი არაფრით
ჩამოუვარდებოდა ათენას ნამუშევარს, თუმცა ღმერთების მიმართ უპატივცემულობა იგრძნობოდა. ათენა განრისხდა, არაქნეს
ნახელავი დახია და მაქო თავში ჩაარტყა. არაქნემ ვერ აიტანა სირცხვილი, დაგრიხა ბაწარი, გაუკეთა მარყუჟი და თავი
ჩამოიხრჩო. ათენამ არაქნე მარყუჟიდან გამოხსნა და უთხრა, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებდა, თუმცა მარად დაკიდული იქნებოდა
და ასე უნდა ექსოვა მუდამ მას და მის შთამომავლობას.

 ათენამ არაქნეს ჯადოსნური ბალახის წვენი აპკურა. მისი სხეული შეიკუმშა, თმა დაუცვივდა და ობობად იქცა.
დასასრული
ელენე სოფრომაძე. 7ა კლასი

You might also like