Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 15

თემა :

ღარიბი და მდიდარი ქვეყნები

სახელი: სედა

გვარი: მამედოვი

საგანი: გეოგრაფია
სიმდიდრის
ერთადერთი
გენერატორი არის კერ
ძო საკუთრება და
მასზე
მდგარი თავისუფალი
ბაზარი, ანუ,
ნებაყოფლობითი
გაცვლა-გამოცვლა.
შესაბამისად,
ყველაფერი, რაც
კერძო საკუთრების
უფლებას და
თავისუფალ ბაზარს
ეწინააღმდეგება,
სიღატაკეს იწვევს.
•სამხრეთ კორეა არის
ამოტრიალებული სინგაპური - ან, პირიქით,
სინგაპური არის ამოტრიალებული სამხრეთ კორეა.

• თუკი სინგაპურში კერძო საკუთრების უფლება


დიდწილად სახელმწიფოს მიერაა შეზღუდული და
ქონების დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია,
სამხრეთ კორეაში, პირიქით, კერძო საკუთრების
უფლება ზედმიწევნით კარგადაა განვითარებული.

•ამავე დროს, თუკი სინგაპურში თავისუფალი


ბაზარი ზედმიწევნით კარგადაა განვითარებული,
სამხრეთ კორეაში თავისუფალი ბაზარი დიდწილად
სახელმწიფოს მიერაა შეზღუდული, რადგან
სახელმწიფო მასთან გარიგებულ კერძო
კომპანიებს კონკურენციისგან იცავს.
•ამის მიუხედავად, ორივე ამ
ქვეყანამ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას
მიაღწია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ
ეკონომიკური ზრდისთვის
ზემოაღნიშნული ორი ფაქტორიდან
ერთ-ერთის არსებობაც კი
საკმარისია. ახლა, წარმოიდგინეთ,
თუ რა სწრაფი ეკონომიკური ზრდის
მიღწევა შეუძლია ისეთ ქვეყანას,
რომელიც არც კერძო საკუთრების
უფლებას ზღუდავს და არც -
თავისუფალ ბაზარს.
•ეკონომიკური ზრდა ქვეყნის
შიგნით დოვლათის ზრდაა.
ამერიკასა და ევროპაში საშუალო
ხელფასი დაახლოებით 12-ჯერ
უფრო მეტია ვიდრე 100 წლის წინ
იყო, ეკონომიკური ზრდის ტემპი კი
მე-20 საუკუნეში უფრო დიდი იყო
ვიდრე მე-19-ში და მე-19-ში უფრო
დიდი ვიდრე მე-18-ში. თუმცა
სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრების
დონეებს შორის განსხვავება მაინც
ძალიან დიდია, რატომ?
•ეკონომიკური ზრდის მოდელირებაზე
ბევრს უმუშავია, მაგრამ რობერტ
სოლოუ იყო პირველი, ვინც
ეკონომიკური ზრდა 3 კატეგორიად
დაყო და ნობელის პრემიაც მიიღო.

• მან თქვა, რომ ზრდა გამოწვეულია ან


კაპიტალისგან, ან ადამიანური
რესურსისგან, ან იდეებისა და ახალი
ტექნოლოგიებისგან. ამ მოდელის
მთავარი ფუნქციაა, გვიჩვენოს ამ 3
კატეგორიიდან რომელმა გამოიწვია
ეკონომიკური ზრდა.

• მაგალითად, ამ მოდელის საშალებით


1957 წელს სოლოუმ აჩვენა, რომ აშშ-ს
დოვლათის ზრდის დაახლოებით 4/5
ტექნოლოგიაზე მოდიოდა.
მარტივად რომ ვთქვათ: თუ კომპანიას მეტის
წარმოება შეუძლია, მაგრამ ადამიანური
რესურსი არ ჰყოფნის, ახალი
თანამშრომლების დამატებით მეტ დოვლათს
აწარმოებს. ან დავუშვათ, რომ
თანამშრომლები ჰყავთ, მაგრამ
კომპიუტერები არ კმარა – ამ შემთხვევაში
დამატებითი კაპიტალი (ახალი
კომპიუტერები) იქნება საჭირო. ხოლო თუ
ბიზნესის უკეთ სამართავად რამე ახალი
იდეა გაუჩნდებათ, ან კომპიუტერისთვის
უკეთეს პროგრამას შეიძენენ ესეც ზრდის
საშუალებას მისცემთ.
•მოსახლეობის განათლების
დონეს კრიტიკული მნიშვნელობა
აქვს მისი გამდიდრებისთვის.
მაგალითად, ეჭვგარეშეა, რომ,
თანამედროვე სამყაროში, რაც
უფრო უკეთ ფლობს მოცემული
ქვეყნის მოსახლეობა ინგლისურ
ენას, მით უფრო უკეთ შეუძლია
მას პროდუქტიულად დასაქმება,
რაც ეკონომიკური განვითარების
საწინდარია.
• აუცილებლად
გასათვალისწინებელია, რომ ამ
შემთხვევაში არა ფორმალური,
თავისუფალ ბაზარზე
დასაქმებისთვის გამოუსადეგარი
განათლება, არამედ
გამოყენებადი, ანუ, თავისუფალ
ბაზარზე დასაქმებისთვის
სასარგებლო განათლება
იგულისხმება და მხოლოდ ასეთი
განათლება განაპირობებს
დოვლათის შექმნას.
•გადასახადები და რეგულაციები
კონკურენციას და, შესაბამისად,
თავისუფალ ბაზარს ზღუდავენ და ამ
გზით უშლიან ხელს დოვლათის
წარმოქმნას. ამდენად, ნაკლები
რეგულაციები და მაღალი
გადასახადები, ან, პირიქით, ჭარბი
რეგულაციები და დაბალი
გადასახადები ერთმანეთს
აკომპენსირებენ - ანუ, ქვეყანა
შეიძლება მაინც მდიდრდებოდეს,
თუკი მაგ ორიდან ერთი მაინც
მცირეა
•კვლავაც, ვინმემ შეიძლება მცდარი
დასკვნა გააკეთოს და ჩათვალოს, რომ
მაღალი გადასახადების ან ჭარბი
რეგულაციების გამოა მოცემული ქვეყანა
მდიდარი.

•უფრო მეტიც: ქვეყანას შეიძლება მაღალი


გადასახადები და ჭარბი რეგულაციები
ჰქონდეს, მაგრამ მაინც მდიდრდებოდეს,
თუკი კერძო საკუთრების უფლება
კარგადაა დაცულია, ან, პირიქით - ქვეყანა
შეიძლება კერძო საკუთრების უფლებას
ზღუდავდეს, მაგრამ მაინც
მდიდრდებოდეს, თუკი დაბალი
გადასახადები და ნაკლები რეგულაციები
აქვს.
•სახელმწიფო ჭარბი რეგულაციებით,
მაღალი გადასახადებით, და კერძო
საკუთრების უფლების შეზღუდვით
რომც აფერხებდეს ეკონომიკურ
ზრდას და დოვლათის წარმოქმნას,
მას მაინც შეუძლია, რომ ამ
ფაქტორების კომპენსირება
სასარგებლო წიაღისეულის
მოპოვებით, გაყიდვით და ამ გზით
შემოსული თანხით მოახდინოს -
ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს იმ
შემთხვევაში, თუკი ქვეყანას დიდი
რაოდენობით სასარგებლო
წიაღისეული გააჩნია.
წარმოგიდგენთ ყველაზე მდიდარი ქვეყნების ათეულს:

ქვეყანა მშპ ერთ სულზე ($)


ლუქსემბურგი $109,602.32
შვეიცარია $81,867.46
ირლანდია $79,668.50
ნორვეგია $67,988.59
აშშ $63,051.40
სინგაპური $58,483.96
დანია $58,438.85
ისლანდია $57,189.03
კატარი $52,751.11
ავსტრალია $51,885.47
რაც შეეხება უღარიბეს ქვეყნებს, ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ქვეყანა მშპ ერთ სულზე ($)


ბურუნდი $263.67
სამხრეთი სუდანი $303.15
მალავი $399.10
მოზამბიკი $455.01
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა $456.89
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა $480.50
ავღანეთი $499.44
მადაგასკარი $514.85
სიერა-ლეონე $518.47
ნიგერი $535.83
ღარიბი ქვეყანა
როგორ უნდა
გამდიდრდეს ?

•იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი დოვლათის


შექმნა გინდოდეს, უნდა გქონდეს
ინსტიტუციების იმედი. გჯეროდეს, რომ
შენი საკუთრების უფლება დაცულია და
ვერავინ, ვერც შენზე მდიდარი ადამიანი,
კრიმინალი, სხვა ორგანიზაცია ან
მთავრობა ვერ წაგართმევს საკუთრებას.
ამისთვის საჭიროა გამართული
სასამართლო სისტემა და
არაკორუფციული, სანდო მთავრობა.
მოტივაციის შემქმნელია ასევე ნაკლები
რეგულაციები და ბიუროკრატიული
დაბრკოლებები.
•ამ ყველაფერს ქვეყნების ისტორია,
კულტურა, გეოგრაფიული
მდებარეობა, ცალკეული
ადამიანების გადაწყვეტილებები,
მენტალობა და ბევრი სხვა
ფაქტორი განაპირობებს.

You might also like