1 მსოფლიო ომი

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 15

მოგესალმებით !

ავტორი: თაზო ბოლქვაძე


1 მსოფლიო
ომი
• ერთ-ერთი ყველაზე
ფართომასშტაბიანი
1 მსოფლიო ომი სამხედრო კონფლიქტი
კაცობრიობის ისტორიაში
(მეორე მსოფლიო ომამდე),
რომელსაც დაახლოებით 8.5
მილიონი მებრძოლის და 13
მილიონი მშვიდობიანი
მოქალაქის სიცოცხლე
შეიწირა,გამოწვეული
გენოციდების და ომთან
დაკავშირებული ესპანური
გრიპის შედეგად კიდევ 17-
100 მილიონი ადამიანი
დაიღუპა
• 1 მსოფლიო ომი დიდ სახლემწიფოთა
შორის არსებულმა წინააღმდეგობებმა
გამოიწვია. ისტორიკოსები რამდენიმე
რამ განაპირობა ძირითად მიზეზს გამოყოფენ, რომლებიც
თავის მხრივ, სხვა მრავალ მიზეზს
ომი ? აერთიანებს: მილიტარიზმი,
იმპერიალიზმი, ალიანსები, ნაციონალიზმი.
ერთმანეთის მოწინააღმდეგე ბანაკში
აღმოჩდნენ, ერთი მხრივ, გერმანია,
ავსტრია-უნგრეთი, იტალია, რომლებსაც
შეუერთდნენ თურქეთი და ბულგარეთი:
მეორე მხრივ - საფრანგეთი, დიდი
ბრიტანეთი, რუსეთი. ომის მიზეზებში
გასარკვევად უნდა გავაანალიზოთ
ძირითადი მონაწილეების ძლიერი თუ
სუსტი მხარეები, შიშისა თუ შეშფოთების
მიზეზები, რამაც მდგომარეობა გაამძაფრა
და ვითარება ომამდე მიიყვანა.
• 1914 წლის 28 ივნისს ბოსნიის ქალაქ სარაევოში
სერბმა ნაციონალისტმა, სტუდენტმა გავრილო
პრინციპმა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის
მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი
მოკლა. ეს მკვლელობა ომის დაწყების საბაბი
გახდა. ერთი თვის შემდეგ 28 ივლისს ავსტრიამ
სერბეთს ომი გამოუცხადა. რუსეთის იმპერია
მართლმადიდებელ სერბეთს თავის მოკავშირედ
როგორ დაიწყო I თვლიდა, ამიტომ, საყოველთაო მობილიზაცია
გამოაცხადა. გერმანიამ რუსეთის მობილიზაცია
მსოფლიო ომი ? აგრესიად ჩათვალა, ავსტრიას მხარი დაუჭირა და
ორ დღეში რუსეთს ომი გამოუცხადა. საყოველთაო
მობილიზაცია დაიწყო საფრანგეთმაც, 3 აგვისტოს
გერმანიამ საფრანგეთსაც ომი გამოუცხადა; 4
აგვისტოს გერმანია ბელგიაში შეიჭრა, რათა
ბელგიის ტერიტორიის გავლით საფრანგეთს თავს
დასხმოდა.ბელგიაში შეჭრის გამო გერმანიას ომი
გამოუცხადა ინგლისმა; 6 აგვისტოს ავსტრია-
უნგრეთმა გერმანიასთან დადებული სამოკავშირეო
ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს ომი
გამოუცხადა. უმოკლეს დროში ევროპის თითქმის
ყველა ქვეყანა ომში აღმოჩნდა ჩართული. იტალიამ
თავიდან ომში ჩაბმაზე უარი განაცხადა, თუმცა
1915 წელს ‘’ანტანტის’’ ქვეყნები ავსტრია-
უნგრეთის სამხრეთ რეგიონებს დაპირდნენ. ამიტომ
იტალია მათ მხარეს ჩაება ომში.
რა არის ანტანტა?
• ანტანტა (ფრანგული entente – თანხმობა) –
ინგლისის, საფრანგეთისა და რუსეთის სამხედრო-
პოლიტიკური ბლოკი (ცნობილია აგრეთვე „სამთა
თანხმობის“ სახელწოდებით), რომელსაც 1915 წელს
შეუერთდა იტალია. გაფორმდა 1904–07 წლებში
სამთა კავშირის საპასუხოდ. I მსოფლიო
ომის პერიოდში
ცენტრალური სახელმწიფოების (ევროპის,
სამხრეთ ამერიკისა და აღმოსავლეთის ქვეყნები)
წინააღმდეგ ანტანტამ გააერთიანა 30-მდე
სახელმწიფო. I მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ
კი მალევე დაიშალა.
რა არის სამთა კავშირი ?
• სამთა კავშირი – სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი,
რომელშიც გაერთიანებული იყვნენ გერმანია, ავსტრია-
უნგრეთი და იტალია. ჩამოყალიბდა 1879-82 წლებში.
მის საპირწონედ 1904-07 წლებში
შეიქმნა ანტანტა დიდი
ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუსეთის შემადგენლო
ბით.
• სამთა კავშირი დაიშალა 1915 წელს, როდესაც
იტალია I მსოფლიო ომში ჩაება ანტანტის მხარეზე.
• გერმანელ სამხედროებს ომის შემხვევისთვის
სხვადასხვა გეგმა ჰქონდათ შემუშავებული.
საბოლოოდ გენერალ ალფრედ ფონ შლიფენის
ხელმღვანელობით ერთ გეგმაზე შეთანხდნენ,
რომელმაც “შლიფენის გეგმის სახელწოდება
მიიღო. გეგმის თანახმად, გერმანელებს ჯარები
უნდა შეეყვანათ ბელგიაში, საფრანგეთისთვის
ჩრდილოეთიდან შეეტიათ და პარიზი ალყაში
შლიფენის გეგმა მოექციათ, სანამ რუსეთი სრულ მობილიზაციას
მოახერხებდა და საფრანგეთის დახმარებას
შეძლებდა. იმავდროულად ავსტრია-უნგრეთის
არმიას გერმანული არმიის მცირე ნაწილთან
ერთად რუსეთის ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე
(აღმოსავლეთ პრუსიაში) უნდა შეეჩერებინა.
გეგმის თანახმად, ეს ყველაფერი 40 დღეში უნდა
მომხდარიყო. გერმანიას კარგად გაწვრთნილი
მილიონნახევრიანი ჯარი და საუკეთესო
არტილერია ჰყავდა, საფრანგეთის ჯარი
უპირატესობად კი მათ პატრიოტული
სულისკვეთება და საბრძოლო ჟინი ითვლებოდა.
ნეიტრალურმა ბელგიამ გერმანიას ჯარების
გატარებაზე უარი განუცხადა. 4 აგვისტოს გერმანია
ბელგიაში შეიჭრა. საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა
გერმანიას ომი გამოუცხადა.
• გერმანია ვარაუდობდა, რომ შლიფენის
გეგმით თავიდან აიცილებდა ორ ფრონტზე
სანფრანგეთთან და რუსეთთან
ერთდროულად ომს, მაგრამ ჩანაფიქრი არ
განხორციელდა. ბელგიამ, რომელიც
ნეიტრალური სახელმწიფო იყო, დიდი
წინააღმდეგობა გაუწია გერმანიას - ორი მარნის
კვირის განმავლობაში ებრძოდა ჯარებს სასწაული
საკუთარ ტერიტორიაზე. ეს პერიოდი
საკმარისი აღმოჩნდა ინგლისისთვის, რომ
საფრანგეთში ძალები გადაესროლა. მეორე
მიზეზი იყო ფრანგი ხალხის დიდი
ენთუზიაზმი - პარიზის დაცვა ტაქსის
მძღოლებმაც კი იკისრეს. 2 დღე-ღამის
განმავლობაში 1 300 ტაქსის მძღოლს 6
000-მდე ჯარისკაცი გადაჰყავდა მდინარე
მარნისთან, სადაც ბრძოლა გაიმართა. ამის
წყალობით მარნის ბრძოლაში ფრანგებმა
გერმანელები დაამარცხეს, ბრძოლას
კი ,,მარნის სასწაული’’ უწოდეს. მალე ომში
ჩაება რუსეთიც, უფრო სწრაფად ვიდრე ამას
გერმანია ვარაუდობდა. ამდენად გერმანიამ
ორ ფრონტზე ომი თავიდან ვერ აიცილა.
• პირველ მსოფლიო ომში, სანგრებში
ბრძოლის ძირითადი სტრატეგია იყო-
სანგრებში გამაგრების საშუალებით,
სანგრების ომი ეფექტურად დაეცვათ საკუთარი პოზიციები
და ამავე დროს ეცადათ მოწინააღმდეგის
ფრონტის გარღვევა. მიზანი იყო
მოწინააღმდეგის გამოფიტვა, მათი
საბრძოლო რესურსების თანდათანობით ისე
შემცირებით, რომ მოწინააღმდეგემ ვეღარ
შეძლოს ომის გაგრძელება. 1914 წლის
ოქტომბერ-ნოემბერში ფრონტის ხაზი
გამოიკვეთა. შვეიცარიიდან ლა-მანშამდე
700-კილომეტრიანი სანგრები გაიჭიმა,
ამიტომაც ხშირად პირველ მსოფლიო ომს
სანგრების ომსაც კი უწოდებენ. ყველას ეგონა
რომ ომი მალე დასრულდებოდა, ამიტომაც
1914 წლის შობის ღამეს ომი დროებით
შეწყდა. ჯარისკაცები სანგრებიდან
ამოვიდნენ და მოწინააღმდეგეებმაც კი
ერთმანეთს შობის დღესასწაული მიულოცეს.
მეორე დღეს კი ისევ გააგრძელეს ომი.
ამერიკის • I მსოფლიო ომის დასასრული
შეერთებული 1917-1918 წლებში
შტატების ჩაბმა განვითარებულმა მოვლენებმა
დააჩქარა. ომში “ანტანტის“ მხარს
ომში.
აშშ-ის ჩაბმამ და რევოლუციის
შედეგად რუსეთის ომიდან
გამოთიშვამ ძალთა ბალანსი
შეცვალა, მაგრამ საბოლოოდ
უპირატესობა მოკავშირეების
მხარეს გადავიდა. 1918 წლის
გაზაფხულზე ევროპაში უკვე 500
000 ამერიკელი ჯარისკაცი
იმყოფებოდა. ომში აშშ-ის ჩართვა
მეომარი სახელმწიფოების
გადაღლილი ჯარისკაცებისთვის
გადარჩენის ტოლფასი იყო.
• ომის დასაწყისშივე აშკარა იყო, რომ წყლების
კონტროლი ორივე მხარისთვის
მნიშვნელოვანი იქნებოდა. ბრიტანეთს
ჯარისკაცების გადაყვანა სჭირდებოდა, ასევე
ის რესურსები რომლითაც აშშ ამარაგებდა (აშშ
ომში ჩაბმამდეც ეხმარებოდა ანტანტის
ქვეყნებს) ომის დაწყებიდან მალევე
ბრიტანეთმა გერმანია საზღვაო ბლოკადაში
მოაქცია. საფრანგეთს წყალი კოლონიებიდან
ჯარისკაცების მობილიზაციისთვის
სჭირდებოდა. გერმანიას ქვეყანაში რესურსები
უნდა შემოეტანა, რომლის ნაკლებობაც გაჩნდა
ინგლისის ბლოკადის შემდეგ. გერმანელებმა
ინგლისს ბლოკადით ვერ უპასუხეს,
სანაცვლოდ ინგლისურ გემებს ძირავდნენ
ბრიტანეთის ნაპირებთან. 1916 წელს (მარტში)
გერმანულმა წყალქვეშა გემმა ჩაძირა
ინგლისური გემი ,,სასექსი“ რომელზეც ბევრი
ამერიკელი მოქალაქე იყო, რამაც ამერიკას
ომში ჩაბმის დამატებითი საფუძველი მიეცა.
• „წყალქვეშა ომმა ყოველგვარ მოლოდინს
გადააჭარბა. გერმანიამ ჩაძირა ყველა
გემი, იმის და მიუხედავად, თუ რა
ტვირთი გადაჰქონდა, ვისი დროშით
დაცურავდა, წყალქვეშა იყო თუ
ამერიკის პრეზიდენტი, სამოქალაქო. მეტიც, გერმანიამ ჩაძირა
ვუდრო ვილსონის სიტყვა გემები, რომლებსაც სამეციდინო
კონგრესის წინაშე, 1917 საჭიროების ტვირთი გადაჰქონდა.
წლის 2 აპრილი. გერმანიის წყალქვეშა ომი არის ომი არა
რომელიმე სახელმწიფოს, არამედ
კაცობრიობის წინააღმდეგ. ყველა ერი
უნდა ჩაებას ამ ომში. ეს არის გამოწვევა
მოსფლიოსათვის და ეს გამოწვევა უნდა
მივიღოთ. დაზარალდნენ უდანაშაულო
ბავშვები, ქალები, მოხუცები.
სამწუხაროა, რომ ასეთი ტრაგიკული
ნაბიჯის გადადგმა მიწევს, მაგრამ ჩემი
პოლიტიკური პასუხისმგებლობაა,
ვთხოვო კონგრესს გერმანიისთვის ომი
გამოცხადება. ამერიკის შეერთებულმა
შტატებმა მთელი ძალა და ყველა
რესურსი უნდა გამოიყენოს გერმანიის
დასამარცხებლად და კაცობრიობის
დასაცავად“
• პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ტექნიკური სიახლე
თვითმფრნავების გამოყენება იყო.
თვითფრინავების გამოგონებასა და
გამოყენებასთან ერთად ცხადი გახდა,
საჰაერო ომი რა მნიშვნელობას შეიძენდა საჰაერო
ომი. პირველ მსოფლიო ომს
უკავშირდება აეროპლანების
გამოყენებაც. მათ ძირითადად
დასაზვერვად, იშვიათად- დასაბომბად
იყენებდნენ. ომის დასაწყისში
უპირატესობა ჰქონდა გერმანულ
ავიაციას, რომელიც დასავლეთ
ფრონტზე მოკავშირეთა პოზიციებს
რეგულარულად უტევდა. ომის მეორე
ეტაპზე გერმანელები ოპერაციებზე
უშვებდნენ არა ცალკეულ
თვითფრინავებს არამედ უკვე მთელ
ესკადრიალს.
მადლობა
ყურადღებისთვი
ს!

You might also like