Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 30

წერის ტექნიკა

თემა 13:
მიმოხილვა, პლაგიატი, წყაროების დამოწმება
განსახილველი საკითხები

წყაროების მოძიება
წყაროების ტიპები
ბიბლიოგრაფიაში წყაროს მითითება
ტექსტის შიგნით წყაროს მითითება
სქოლიო
შეჯამება, პერიფრაზი, ციტატა
პლაგიატი
1. წყაროების მოძიება

პირველადი, მეორეული და მესამეხარისხოვანი


წყაროები
პირველადი წყაროები
ყველა საკვლევი საგანი არის პირველადი წყარო.

• დედანი ნაწარმოებები
• საგნები (მონეტა, ინსტრუმენტები, ტანსაცმელი...)
• მონაცემები (ინტერვიუ, გამოკითხვის შედეგები,
ექსპერიმეტები...)
მეორეული წყაროები
კრიტიკული სამეცნიერო ტექსტები, რომლებიც პირველადი
წყაროების შესწავლას ემსახურება და ძირითადად
მკვლევრებს ეკუთვნის. მეორეული წყაროები გვეხმარებიან:
 სტატიები
 წიგნები
• შევაგროვოთ ცოდნა საკვლევი საკითხის
 თემატური ენციკლოპედიები და
ლექსიკონები, დისერტაციები და შესახებ.
მონოგრაფიები. • გავეცნოთ განსხვავებულ შეხედულებებს
საკვლევი საგნის შესახებ.
• ავირჩიოთ პირველად წყაროებზე
დაკვირვების, ინტერპრეტაციის
მიმართულება.
• დავიცვათ აკადემიური ნაშრომის სტილი
(თურაბიანი 2007, 46)
პირველად და მეორად წყაროთა დახარისხება

დარგი პირველადი წყარო მეორეული წყარო


ბაზრის კვლევის შედეგები, დისკუსიები ეკონომიკურ
მემორანდუმები, საკითხებზე დარგის
ეკონომიკა გამოგონებები, დიაგრამები, ჟურნალებსა და
ცხრილები, ოფიციალური გაზეთებში, წიგნები,
სტატისტიკური მონაცემები სამთავრობო
დოკუმენტები...
მესამეხარისხოვანი წყაროები
მესამეხარისხოვანი წყაროები მეორეულ წყაროებს ეფუძნება და ხშირად
არ არის დარგის სპეციელისტის მიერ დაწერილი, თუმცა მათში
წარმოდგენილია მრავალი თემის მოკლე განხილვა.

• ლექსიკონები
• ზოგადი ენციკლოპედიები
• გაზეთები
• ჟურნალები
• არქაული ტექსტები
სად მოვიძიოთ წყაროები
 ბთუ-ს ბიბლიოთეკა

 ბთუ-ს ელექტორნული კატალოგი


https://btu.edu.ge/ka/bibliotheka/eleqtronuli-bibliotheka

 ბთუ-ს ელექტრონული სამეცნიერო ბაზები.

 ბთუ-ს ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე არსებული „სასარგებლო რესურსები“

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელ.კატალოგი:


https://www.nplg.gov.ge/geo/home

 საკვანძო სიტყვებით ძიება ვიკიპედია ფორუმები ინტერნეტწყაროები (8.04.2021)


ბიბლიოგრაფია

• ბიბლიოგრაფია ბერძნული სიტყვაა და წიგნების აღწერას


ნიშნავს.

• სინონიმური მნიშვნელობის სიტყვებად

მიიჩნევა:„ლიტერატურა“,
„გამოყენებული ლიტერატურა“,
„ლიტერატურის ნუსხა“
სანდოობა

ავტორი -
წყარო - სად არის გამოცემული ISBN
ციტირების მაჩვენებელი -
შინაარსი -
ბიბლიოგრაფია -
თეორიული წინამძღვრები -
ნაშრომის სტრუქტურა.
ბიბლიოგრაფიის გამართვის წესები:
• ტექსტში დამოწმებული წყაროები უნდა შეესაბამებოდეს ბიბლიოგრაფიულ მუხლებს.

• ბიბლიოგრაფიაში აღნუსხული ლიტერატურა ლაგდება ანბანური თანმიმდევრობით


ავტორთა გვარების მიხედვით.

• ბიბლიოგრაფიული მონაცემები არ ითარგმნება და წყარო მოწმდება დედნის ენაზე.


მაგალითად, ინგლისურენოვან წყაროებს მიუთითებთ ინგლისურ ენაზე.

• წყაროების ჩამონათვალი არ ინომრება და არ უკეთდება „ბულეტები“.

• შეგიძლიათ წყაროები დაყოთ კატეგორიებად ფორმის მიხედვით (ხელნაწერი, საარქივო


კოლექცია, ვიდეო ჩანაწერები და ა.შ.), რიგის მიხედვით (პირველწყარო, მეორეული
წყარო, მესამეხარისხოვანი წყარო) და ენის მიხედვით (გამოყენებული ლიტერატურა
ქართულ ენაზე, გამოყენებული ლიტერატურა ინგლისურ ენაზე, გამოყენებული
ლიტერატურა რუსულ ენაზე და ა.შ).
გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი//
ბიბლიოგრაფიის შედგენა
ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო უნდა იყოს
მითითებული უნივერსიტეტის აკადემიურ სტილის წყაროს
მითითების წესების დაცვით.

უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე იხილეთ მარეგულირებელი


დოკუმენტი „საბაკალავრო ნაშრომის შექმნის
სახელმძღვანელო“.
https://drive.google.com/file/d/1CJ78cHNDxU2eAOs5-ZZTZNaNpqYWI
HTp/view
პუნქტები 11 - 11.1; 11.2. გვ. 11-12
რატომ ვუთითებთ წყაროს

1. ავტორის დაფასების და აღიარების მიზნით.


2. მკითხველის დასარწმუნებლად.
3. მკითხველისთვის კვლევის ტრადიციის
საჩვენებლად.
4. მკითხველს შეუწყო ხელი, მისდიოს ან განავრცოს
კვლევა.
როდის უნდა მივუთითოთ წყარო?

1. როდესაც წყაროდან ციტატა სიტყვასიტყვით მოგყავთ.


2. როდესაც აკეთებთ იდეების პერიფრაზს.
3. როდესაც იყენებთ ნებისმიერ იდეას, მონაცემს ან მეთოდს,
რომელიც შეიძლება, მიეკუთვნოს ნებისმიერ წყაროს,
რომელსაც გაეცანით.
წყაროს მითითების 2 სტილი
ბიბლიოგრაფია ელემენტების თანმიმდევრობა, პუნქტუაცია მნიშვნელოვანია.
ბიბლიოგრაფია იწერება ტექსტის ბოლოს.

ტექსტში მითითება
1. ტექსტური მითითების სტილი - ავტორი, თარიღი, გვერდი ნომერი

2. სქოლიო (ctr alt F)

(ავტორი, სათაური და ინფორმაცია პუბლიკაციის შესახებ. შესაბამისი გვერდის ნომრები.


არგუმენტირების ხერხები

შეჯამება

ციტატა

პერიფრაზი
შეჯამება

ავტორის იდეების მოკლედ შეჯამება.

სტატიის შესაჯამებლად, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ მთლიანი


სტატია და დაფიქრდეთ ავტორის ძირითად არგუმენტებზე _ რა
არგუმენტები მოჰყავს მას და რა ფაქტების საფუძველზე ახდენს მათ
მხარდაჭერას?

თქვენი სიტყვებით როგორ გადმოცემდით ავტორის არგუმენტებსა და


მხარდაჭერას?
შეჯამება - წყაროს მითითება

• მთლიანი ნაშრომის შეჯამებისას, შეჯამებული პარაგრაფის ბოლოს , ფრჩხილებში


მოთავსდება ავტორის გვარი და პუბლიკაციის თარიღი (წულაძე 2013)

• შემაჯამებელ ტექსტში ზოგჯერ ავტორი მოხსენიებულია.

• თუ ავტორიცა და პუბლიკაციის თარიღიც მოხსენიებულია შეჯამებულ ტექსტში ,


„ჩართულის“ გამოყენება საჭირო აღარაა;

• თუ გარკვეული ქვეთავის ან პარაგრაფის პერიფრაზირებას ვახდენთ , ანდა


უშუალოდ ციტატა მოგვყავს, ავტორის გვართან და პუბლიკაციის თარიღთან ერთად ,
აუცილებლად იდგება გვერდის ნომერიც; (კაჭარავა 2007, გვ 75).
ციტირება

ციტირება ერთი ადამიანის მიერ საკუთარ ნაშრომში ნებისმიერი სხვა


ადამიანის სიტყვების გამოყენებას ნიშნავს.

ციტირების დროს აუცილებელია სხვისი ნაშრომიდან


ამოღებული ტექსტის ბრჭყალებში ჩასმა და სათანადო წესების დაცვით
ტექსტის წყაროს მითითება (კაჭარავა 2007, გვ. 79).
ციტირებას თავისი მკაცრი წესები აქვს

• 40-50 სიტყვიანი ციტატა


• 40-50 სიტყვიანზე მეტი ციტატა
• თუ ციტატაში გარკვეული სიტყვის ან თუნდაც ფრაზის გამოტოვება გვსურს ,
სამ წერტილს ვსვამთ გამოტოვებული სიტყვის/ფრაზის ადგილას ;
• თუკი ციტატის კორექტირების და მასში საკუთარი იდეის ჩართვის სურვილი
გაგვიჩნდა, საკუთარი სიტყვები ფრჩხილებში უნდა მოვათავსოთ (თ . გ .)

• რაც შეეხება, ციტატაში სასვენი ნიშნების გამოყენებას , წერტილი და მძიმე


ყოველთვის ბრჭყალის შიგნითაა, დანარჩენი სასვენი ნიშნები კი - ბრჭყალს
გარეთ, თუ, რა თქმა უნდა, ისინი თავად ავტორის ციტატას არ ახლავს .
პარაფრაზი

პარაფრაზი ერთი ადამიანის მიერ საკუთარ ნაშრომში ნებისმიერი სხვა ადამიანის


მოსაზრებების საკუთარი სიტყვებით გადმოცემას ნიშნავს. სწორედ ამ ხერხს იყენებენ
ადამიანიები ყველაზე ხშირად თავიანთ ნაშრომებში უკვე გამოქვეყნებული მასალების
გამოყენებისას (Writing Tutorial Services, Indiana University, 2004).

პარაფრაზი მხოლოდ სიტყვების გადანაცვლებას არ ნიშნავს. სხვათა ნაშრომის შეჯამება და


პარაფრაზი ხშირად ორიგინალური ტექსტის ავტორის ნააზრევის ხელახალ გააზრებას ,
საკუთარი კულტურისა და სამეტყველო ენის თავისებურებების გათვალისწინებასა და
ლექსიკურ მარაგთან მორგებას გულისხმობს (Campbell, 2007. abz. 3).

მიუხედავად იმისა, რომ პერიფრაზის დროს საკუთარ სიტყვებს იყენებთ , მაინც აუცილებელია
ინფორმაციის წყაროს ზუსტად მითითება, რადგან იდეა, აზრი, ძირითადი ინფორმაცია თქვენ არ
გეკუთვნით (Writing Tutorial Services, Indiana University, 2004).
სქოლიო
პლაგიატი

პლაგიატი ინტელექტუალური ქურდობაა და გულისხმობს ერთი ადამიანის


მიერ ნებისმიერი სხვა ადამიანის სიტყვებისა თუ მოსაზრებების
გამოყენებას ამ ადამიანის (ანუ ორიგინალური აზრისა თუ სიტყვების
ავტორის) წვლილის სწორად წარმოჩენის გარეშე ან მისი იგნორირებით.
პლაგიატის გამო შეიძლება არ ჩაგითვალონ შესრულებული დავალება ,
გავლილი კურსი ან სამსახურიდანაც კი დაგითხოვონ (Campbell, 2007. abz. 1).
როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?

იმისათვის, რომ პლაგიატორობის საფრთხე არ დაგემუქროთ, ყოველთვის დაიცავით


ქვემოთ მოცემული სამი ძირითადი წესი:

• თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის იდეებს იყენებთ, ზუსტად დაასახელეთ წყარო;

• თუ თქვენს ნაშრომში ბუნდოვნად ჩანს, როგორ გამოიყენეთ ესა თუ ის წყარო, ისე


შეცვალეთ მისი მოტანის ფორმა, რომ ეს სრულიად ცალსახად გასაგები
გახდეს;

• თუ ვინმე დაგეხმარათ წერილობითი ნაშრომის შესრულებისას, აუცილებლად


მოიხსენიეთ ის და გამოყავით, დააფასეთ მისი წვლილი Georgetown University, 2007. abz. 2).
პრაქტიკული მეცადინეობა

აკადემიური წერა დამწყებთათვის:


გვ.80 - მისაღები და მიუღებელი პერიფრაზი
გვ.81 - სავარჯიშო 7.1.
გვ.82 - სავარჯიშო 7.2.
საკლასო აქტივობა

ლიტერატურის მიმოხილვის შექმნა


საკლასო სამუშაო
ქ. გოჩიტაშვილი, გ. შაბაშვილი - აკადემიური წერა, თბ., 2013
წყაროებს შორის მიმართება
მიმოხილვის ნიმუში - გვ.183-185
• დაპირისპირება,
• გათანაბრება, დამოუკიდებელი სამუშაო
• მსგავსების გამოვლენა სავარჯიშო - გვ. 191
• პარალელის გავლება
საშინაო დავალება 3:

გაეცანით მე-13 კვირის სლაიდს.

სასწავლო მასალებიდან გადმოიწერეთ PDF საშინაო დავალება 3,


რომელშიც მოცემულია ორი ტექსტი:

1. ნიჭიერი ბავშვები სპეციალურ კლასებში უნდა სწავლობდნენ -ქენეთ


მოტი (ცნობილი პედაგოგი)
2. ნიჭიერი და ჩვეულებრივი ბავშვები ერთად უნდა სწავლობდნენ -
ბრუნო ბეტელჰაიმი (ცნობილი ბავშვთა ფსიქოლოგი)

ორივე ტექსტის მიხედვით დაწერეთ შეჯამება, გამოიყენეთ


პარაფრაზისა და ციტირების ხერხები. დაიმოწმეთ წყარო.

დრო 10 დღე.

You might also like