Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 51

წერის ტექნიკები

თემა 13:
• აკადემიური ნაშრომის სტრუქტურა
• შემადგენელი თავების მოკლე მიმოხილვა
• აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის ეტაპები
კითხვები

1. რა არის კვლევა, რა არის კვლევის დანიშნულება

2. როგორ ვპოულობთ საკვლევ საკითხს? როგორ ვაკონკრეტებთ საკვლევ


საკითხს?

3. რაში გვეხმარება საკვლევი შეკითხვის დასმა?

4. რისთვის გვჭირდება მონაცემების შეგროვება?

5. რა ტიპის მონაცემები გვჭირდება დასაბუთებისას?


კვლევის რაობა და მის დანიშნულება
კვლევა - რაიმეს დაწვრილებით, ტერმინი „კვლევა“ გამოიყენება მეცნიერული მეთოდის
ბოლომდე შესწავლა. აღსანიშნავად, რომელიც გულისხმობს რაიმე საკითხის
შესწავლას.
სამეცნიერო კვლევა გულისხმობს კვლევა არის აქტიური, შრომატევადი, სისტემური
გამოკვლევის, ექსპერიმენტებისა და შესწავლის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს რაიმე
ანალიზის სისტემატურ და მეთოდურ იდეის მხარდაჭერისა და უარყოფისათვის აუცილებელი
პროცესს, რომელიც ტარდება: ფაქტების დადგენას, ახსნას და ამის საფუძველზე
დასკვნების გამოტანას.
• ბუნების, სამყაროს შესახებ მეტის
გასაგებად,
• კონკრეტულ კითხვებზე პასუხის
კვლევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
გასაცემად
• ან პრობლემების გადასაჭრელად. 1. მიზნის განსაზღვრა და ჰიპოთეზის ჩამოყალიბება;
2. დაგეგმვა;
მას მეცნიერები იყენებენ ცოდნის 3. მონაცემების შეგროვება და ორგანიზება;
მისაღებად და ჰიპოთეზების 4. შედეგების ახსნა;
შესამოწმებლად. 5. საბოლოო დასკვნების გაკეთება.
კვლევის რაობა და მის დანიშნულება

სამეცნიერო კვლევას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა:

• ლაბორატორიული ექსპერიმენტები
• საველე კვლევები
• გამოკითხვები
• კლინიკური კვლევები
• თეორიული მოდელირება

ის ტარდება მრავალ სამეცნიერო დისციპლინაში, ბიოლოგიიდან და


ფიზიკიდან დაწყებული ფსიქოლოგიითა და სოციალური მეცნიერებეებით
დამთავარებული და მისი მიზანია სამყაროს შესახებ ცოდნის
გაფართოება.
რა არის კვლევა?

კვლევას ატარებთ ყოველ ჯერზე, როდესაც სვამთ


შეკითხვას და ეძებთ ფაქტებს მასზე პასუხის
გასაცემად, განურჩევლად იმისა, შეკითხვა ისე
მარტივია, როგორც წყალსადენის შემკეთებლის
პოვნა, თუ ისეთი რთული, როგორიცაა სიცოცხლის
დასაბამის აღმოჩენა.
შეიძლება, მიგაჩნდეთ, რომ თქვენი მომავალი
საქმიანობა არა სამეცნიერო კვლევა, არამედ ბიზნესი
ან სხვა პროფესიაა. აქედან გამომდინარე, კვლევა
შეიძლება იყოს პროფესიულიც.
კვლევა - მტკიცდება ექპსერიმენტებით

ჰერმენევტიკული მეთოდი (განმარტებითი მეთოდი)- არ არის ექსპერიმენტზე


დაფუძნებული, არამედ უფუძნება განმარტებას, ინტერპრეტაციას.

თეოლოგია
სამართალმცოდნეობა
ფილოსოფია (მაგ., პლატონის ნაშრომები)

აკადემიური ტექსტი -სისტემურად დანაწევრებული ტექსტი, რომელშიც მეცნიერი ან


მეცნიერთა ჯგუფი თავისი დამოუკიდებელი კვლევის შედეგებს გადმოსცემს და ეს კვლევა
შესრულებულია მეთოდურად და სისტემურად.

კვლევის შედეგები ობიექტურად გასაგები, გადამოწმებადი და განმეორებადია.

წყაროები საჯარო უნდა იყოს, ექსპრიმენტი უნდა იყოს აღწერილი, რათა მისი
რეპროდუცირება იყოს შესაძლებელი.

მკითხველისათვის უნდა იყოს შეცნობადი, თუ რა ექსპერიმენტების, მტკიცებულებების


მეშვეობით მიდის მკვლევარი დასკვნამდე.
• დაყავი ნაწილებად

• მიზანი დაყავით პროცესი


პატარ -პატარა
• გეგმა ამოცანებად,
რომელთა
• გეგმის შეცვლა შესრულებასაც
ეტაპობრივად შეძლებთ

• ყოველდღიური მუშაობა // პრაქტიკული უნარების


გავარჯიშება

• კვლევის წარმართვა პროფესორის / ხელმძღვანელის


დახმარებით

• ნიმუშით სწავლის მეთოდი


მონაცემები, არგუმენტები, ფაქტები

კვლევა უნდა ემყარებოდეს ფაქტებს

მკვლევარი აგროვებს ფაქტებსა და ინფორმაციას, რასაც მონაცემებს


?
ვუწოდებთ. რა არის ფაქტი,
არგუმენტი?

მკვლევარი მონაცემებს ეძებს არა ნებისმიერ თემაზე, არამედ


კონკრეტულ საკითხზე.

შეკრებილ ფაქტებს იყენებს თემიდან გამომდინარე წამოჭრილი


შეკითხვის დასასაბუთებლად.
აკადემიური ნაშრომის სტრუქტურა
• სატიტულო ფურცელი (მოიცავს სამ სათაურს)

• ანოტაცია ანუ აბსტრაქტი (ნაშრომის შეჯამება 150 სიტყვით)

• სარჩევი // შინაარსი

• შესავალი

• ძირითადი ნაწილი

• დასკვნა // დასკვნები (შესავალი)

• ბიბლიოგრაფია (წყარო, ნორმატიული მასალა, სამეცნიერო ლიტ. ვებ. გვერდები (გამოყენების


ბოლო თარიღია 29.03.2021) და სხვა დამხმარე მასალა (ლექსიკონები, რუკები, ენციკლოპედიები...)

• დანართი (აუცილებლობის შემთხვევაში)


აკადემიური ნაშრომის ძირითადი კომპონენტები

1. შესავალი (პრობლემის აღწერა, აქტუალობა, მიზანი, ამოცანები, მეთოდები, სტრუქტურა,


საკითხის მკაფიოდ დასმა...).
აქტუალობა:
რა სამეცნიერო მონაცემები მოიპოვება
• ძირითადი ნაწილი კონკრეტულ საკითხზე?

• დასკვნა // დასკვნები (შესავალი) როგორ შეიძლება დაუკავშირდეს თქვენი


ნაშრომი აქამდე არსებულ ცოდნას.

2. ბიბლიოგრაფია (წყარო, ნორმატიული მასალა, სამეცნიერო ლიტ. ვებ. გვერდები და სხვა


დამხმარე მასალა (ლექსიკონები))

3. დანართი (აუცილებლობის შემთხვევაში)

4. ცნობა ნაშრომის ორიგინალურობის შესახებ


ნაშრომის შინაარსობრივი სტანდარტები

1. აზრის სტრუქტურირება - სისტემურობა, თანმიმდევრულობა, კავშირი


შესავალთან.

2. ამომწურავი პასუხი დასმულ საკითხზე + სიახლის აღმოჩენა .

3. აზრის სრულყოფილად ჩამოყალობება (ენა, მარტივი წინადადებები,


ჭარბსიტყვაობა მაღალფარდოვნება კავშირების სწორად გამოყენება - დამაკავშირებელი სიტყვები...
თუმცა.... მაგრამ რა თქმა უნდა, მაშასადამე... ხოლო, ერთი მხრივ, მეორე მხრივ... )

2. წყაროს მითითება (ციტირება, პერიფრაზი, სქოლიო, მითითების სტილი).


გაფორმების სტანდარტები

1. ფორმატი A4
2. არე
3. ფონტი
4. ფონტის ზომა
5. სტრიქონებს შორის ინტერვალი
6. აკინძვის წესი
7. ვადები // დედლაინი

საბაკალავრო ნაშრომის შექმნის სახელმძღვანელო (იხილეთ უნივერსიტეტის


ვებგვერდზე)
საკვლევი კითხვიდან ჰიპოთეზამდე
ნაბიჯი 1:
ნაბიჯი 2:
• იპოვეთ შეკითხვა საკვლევ თემაში
განსაზღვრეთ
• ჩაეძიეთ თქვენთვის საინტერესო
საკითხებს. სამუშაო ჰიპოთეზა
• გახადეთ თემა ადვილად მართვადი

• ჩაეძიეთ თქვენთვის საინტერესო


საკითხებს

• შეაფასეთ დასმული შეკითხვები

• წარმოადგინეთ რამდენიმე სამუშაო


პასუხი
რა არის ჰიპოთეზა?
[ბერძ. Hypothesis უფრო მეტი ჰიპოთეზის შესახებ
ვარაუდი]
 ჰოპოთეზა მოითხოვს დამოწმებას.
რაიმე მოვლენის
ასახსნელად
 ჰიპოთეზას ალბათური ხასიათი აქვს, ამიტომ საჭიროა მისი
წამოყენებული
მეცნიერული ვარაუდი, დასაბუთება.
რომლის უეჭველობა
ჯერ არ არის ცდით  ჰიპოთეზა ნებისმიერი მეცნიერული კვლევა–ძიების
დამტკიცებული. აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

უცხო სიტყვათა  ჰიპოთეზა ერთ–ერთი მთავარი მეთოდოლოგიური


ლექსიკონი ინსტრუმენტია, რომელიც განსაზღვრავს კვლევის
დაგეგმვას, კვლევის მეთოდების სწორ შერჩევას, მთელი
პროცესის ორგანიზებას.

სამოქალაქო ლექსიკონი
სავარჯიშო 1
განსაზღვრეთ, რომელი გამოდგება საკვლევ პრობლემად და რატომ

1. ახალგაზრდების მიერ 2004 წელს საქართველოში ჩადენილი დანაშაულებანი;

2. რითი შევამციროთ ახალგაზრდების მიერ ჩადენილი დანაშაულებანი საქართველოში ?

3. ახდენს თუ არა განათლება გავლენას ახალგაზრდების მიერ ჩადენილი


დანაშაულებებზე საქართველოში?

პირველი წინადადება არ გამოდგება საკვლევ პრობლემად, რადგან ის ძალიან ვიწროა და


სტატისტიკური მონაცემების მოყვანაც კი საკმარისია, რათა მას ვუპასუხოთ;
მეორე წინადადებაც არ გამოდგება საკვლევ პრობლემად, რადგან ის ძალიან ფართოა და მთელი რიგი
ფაქტორების გათვალისწინებას მითხოვს, კერძოდ, ფსიქოლოგიურის,
სოციალურის, იურიდიულის და ეკონომიკურის, რაც ერთი დისციპლინის ფარგლებს
სცდება;
მესამე პრობლემა გამოდგება საკვლევ პრობლემად, რადგან ის ფოკუსირებულია ერთ კონკრეტულ
საკითხზე, რომლის კვლევა და შემოწმება შესაძლებელია.
სავარჯიშო 2
განსაზღვრეთ, რომელი გამოდგება საკვლევ პრობლემად და რატომ

1. მოზარდთა უწიგნურობა საფრთხეს უქმნის თანამედროვე საქართველოს

2. როგორ გადავჭრათ მოზარდთა უწიგნურობის პრობლემა თანამედროვე


საქართველოში?

3. საქართველოში მოზარდთა უწიგნურობაზე განმსაზღვრელ გავლენას სოციალურ -


ეკონომიკური ფაქტორები ახდენს.
პირველი წინადადება არ გამოდგება საკვლევ თეზისად, რადგან ის ზედმეტად ფართოა.

არც მეორე წინადადება გამოდგება საკვლევ თეზისად, რადგან ის პრობლემას წამოჭრის და არა
მასზე შესაძლო პასუხს გვთავაზობს (თანაც შეკითხვის ფორმა აქვს);

მესამე წინადადება კი ნამდვილად წარმოადგენს საკვლევ თეზისს, რადგან ის გვთავაზობს


არსებული ვითარების ახსნისა და პრობლემების შესაძლო გადაჭრის კონკრეტულ გზას.
რა ხდება შემდეგ?

მას შემდეგ, რაც საკვლევი პრობლემა დასმულია, აუცილებელია საკვლევი


თეზისის ჩამოყალიბება,

საკვლევი თეზისი წარმოადგენს სავარაუდო პასუხს ჩვენ მიერ დასმულ


საკვლევ პრობლემაზე, ამიტომ შესავალში მას ჰიპოთეზის ფორმა აქვს,
დასკვნაში კი — დასაბუთებული და ჩამოყალიბებული თეზისისა.

თეზისი შემოწმებადი უნდა იყოს, არც ზედმეტად ფართო უნდა იყოს და არც
ზედმეტად ვიწრო, წინააღმდეგობრივი არ უნდა იყოს და ა.შ.

ვინაიდან თეზისი საკვლევი პრობლემის პასუხია, მას აუცილებლად


არგუმენტის ფორმა უნდა ჰქონდეს და არა შეკითხვისა.
ჰიპოთეზის დასამტკიცებლად გვჭირდება მონაცემების შეგროვება

რას აკეთებთ
ჰიპოთეზის
შემუშავების
შემდეგ?
კვლევითი პროექტი მხოლოდ მონაცემების შეგროვებას არ
გულისხმობს.

პროექტზე მუშაობა იწყება ინტერნეტის ან ბიბლიოთეკის


მონახულებამდე გაცილებით ადრე და გრძელდება მას შემდეგაც, რაც
ყველა საჭირო ინფორმაცია მოპოვებულია.
არგუმენტების დაგეგმვა
არგუმენტების დაგეგმვა

რა არის და რა არ არის კვლევის არგუმენტი

ააგეთ არგუმენტი მკითხველის შეკითხვებზე გაცემული პასუხების


გარშემო

აქციეთ სამუშაო ჰიპოთეზა დებულებად

შეკრიბეთ არგუმენტის ელემენტები - ბირთვი + დასაბუთება


კვლევითი ნაშრომი

კვლევითი ნაშრომი წარმოადგენს აკადემიური პრობლემის წერილობითი


ფორმით გადაჭრას საბიბლიოთეკო გამოკვლევის ან თავად სტუდენტის მიერ
ჩატარებული ემპირიული კვლევის საფუძველზე. შესაბამისად, ის ორი სახისაა:
საბიბლიოთეკო და ექსპერიმენტული. ეს ორი სახის კვლევითი ნაშრომი
სხვადასხვა მიზანს ემსახურება:

საბიბლიოთეკო კვლევა ექსპერიმენტული კვლევა

აჯამებს და აფასებს არსებულ მოიპოვებს პირველად ინფორმაციას


წყაროებს, რათა საკუთარი თეზისი სოციალური კვლევის
განავითაროს. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით,
იქნება ეს ექსპერიმენტი, ინტერვიუ,
კონტენტანალიზი, თუ სხვ.
გამართული კვლევითი ნაშრომი,
იქნება ეს საბიბლიოთეკო თუ
ექსპერიმენტული,
მსგავსი ნიშნებით გამოირჩევა:

• ნაშრომში განსაზღვრულია პრობლემის აქტუალობა, კვლევის მიზანი და


ამოცანები;
• ნაშრომში ნათლადაა გააზრებული პრობლემის ირგვლივ არსებული
წყაროები;
• ნაშრომი სტრუქტურულად გამართულია;
• ნაშრომი ლოგიკური თანმიმდევრულობით გამოირჩევა;
• ნაშრომი აკადემიური სტილით არის შესრულებული;
• ნაშრომი სწორად და აკურატულად ახდენს ციტირებას, პერიფრაზირებასა
და
შეჯამებას;
• ნაშრომში მკაცრად არის დაცული წყაროების მითითების ერთი
განსაზღვრული
ფორმატი.
საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომის შექმნისას,
სტუდენტმა შემდეგი საფეხურები უნდა გაიაროს
მითითებული თანმიმდევრობით:
• საკვლევი პრობლემის დასმა
• საკვლევი თეზისის ჩამოყალიბება;
• წყაროების მოძიება;
• წყაროების შეფასება;
• წყაროებიდან ინფორმაციის მონიშვნა, ამოღება;
• ციტატებზე მუშაობა;
• პერიფრაზირება და შეჯამება;
• ნაშრომის პირველი ვერსის შექმნა;
• ბიბლიოგრაფიის მითითება;
• ნაშრომის საბოლოო ვერსიის შექმნა.
1. სამეცნიერო ნაშრომის რომელ ნაწილში იწერება
ნაშრომის სათაური?

ა) შესავალი

ბ) თავფურცელი

გ) სარჩევი

დ) ძირითადი ნაწილი
2. ჩამოთვლილთაგან, რომელ საკითხებს არ უნდა
მოიცავდეს საშინაო ნაშრომის შესავალი?

ა) კვლევის მიზანი.

ბ) აღწერა იმისა, რამდენად მოხიბლული ხართ არჩეული თემით.

გ) საკვლევი კითხვები.

დ) საკვლევი პრობლემის აღწერა.


3. თავფურცელზე არ იწერება

ა) ავტორის სახელი და გვარი.

გ) ხელმძღვანელის სახელი და გვარი.

დ) გამოყენებული წყაროები.

ე) ნაშრომის წარდგენის ადგილი და წელი


4. ნაშრომის ძირითად ნაწილში
იწერება

ა) სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა

ბ) კვლევის მიზანი

გ) ბიბლიოგრაფია

დ) განაცხადი
5. ნაშრომის რომელ ნაწილში უნდა
აღნიშნოთ, რა სიახლე შეგაქვთ საკვლევი
საკითხის შესახებ არსებულ ცოდნაში?

ა) ძირითადი ნაწილი

ბ) შესავალი

გ) დასკვნა

დ) განაცხადი
6. აკადემიური ნაშრომის ძირითად
გვერდებს განეკუთვნება

ა) თავფურცელი, შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.

ბ) სარჩევი, დანართი, ბიბლიოგრაფია.

გ) შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.

დ) თავფურცელი, განაცხადი, სარჩევი


7. ჩამოთვლილთაგან, რომელი კომპონენტი
არ განეკუთვნება დასკვნით ნაწილს?

ა) გრაფიკებისა და ცხრილების ჩამონათვალი.

ბ) კვლევის შედეგების შეჯამება.

გ) საკვლევი კითხვა.

დ) გამოყენებული ლიტერატურის აღწერა


8. რომელი დებულებაა არასწორი?

ა) თავფურცელი ინომრება.

ბ) სქოლიოს ტექსტში სტრიქონებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 1.

გ) სქოლიოს ტექსტის ზომა არ განსხვავდება ძირითადი ტექსტის


ზომისგან.

დ) ძირითად ტექსტში სტრიქონებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 1,5


9. Word-ის დოკუმენტში
ქართულენოვანი ტექსტი იბეჭდება

ა) Sylfaen-ით

ბ) AcadNusx-ით

გ) AcadMtavr-ით

დ) გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, შრიფტის რომელ


სახეობას აირჩევთ
10. საკვლევ თემაზე მუშაობის დაწყებამდე
რომელ მნიშვნელოვან კითხვებზე უნდა
უპასუხოს მკვლევარმა?

ა) რას წერთ, რისთვის წერთ, ვისთვის წერთ;

ბ) რატომ წერთ, რა მიზანი გამოძრავებთ;

გ) ვინ დაგავალათ ნაშრომის დაწერა.


11. რომელი სტრატეგიები დაგეხმარებათ საკვლევი
თემის ჩამოყალიბებისას:

ა) ჩამოწეროთ თქვენთვის საინტერესო თემები და დაფიქრდეთ,


მათგან რომელ საკითხზე ისურვებდით წერას;

ბ) გაესაუბროთ ოჯახის წევრებს, რომელი თემებია მათთვის


პრიორიტეტული;

გ) გაიხსენოთ, რომელი თემაა ისეთი, რომელზეც უკვე გაქვთ


რაიმე ტიპის ნაშრომი დაწერილი.
12. რატომ არის თემის დაგეგმვის პროცესისათვის
დროის დათმობა ღირებული?

ა) რათა წარმატებულად შეასრულოთ სამუშაო და მიიღოთ


საუკეთესო შეფასება გაწეული შრომისათვის;

ბ) რათა შეძლოთ სხვადასხვა დარგის წყაროების მოძიება;

გ) რათა თქვენ მიერ არჩეული თემა იყოს მაქსიმალურად


სკანდალური.
13. რატომ არის მნიშვნელოვანი ნაშრომის წერისას
კვლევის მიზნის სწორად დასახვა?

ა) როდესაც დასახული გაქვთ კვლევის მიზანი, იცით, რას


ემსახურება თქვენი ნაშრომი;

ბ) კვლევის მიზნის განსაზღვრა აუდიტორიის დაინტერესების


გარანტიაა;

გ) სწორად ჩამოყალიბებული მიზანი ჰიპოთეზის დადასტურებას


უზრუნველყოფს.
საკლასო აქტივობა

დაწერეთ ლაკონური შესავალი, რომელიც მოიცავს:

1. პრობლემის აღწერას
2. საკითხის აქტუალურობის დასაბუთებას
3. კვლევის მიზანს
4. დასვით საკვლევი შეკითხვები

თემა: კონკრეტული სამეცნიერო აღმოჩენა (თავად მოიფიქრეთ), რომელმაც მნიშვნელოვანი


გავლენა იქონია ტექნოლოგიაზე.

მოცულობა 1 გვერდი (4 აბზაცი)


რეფერატი
.
რეფერატი

რეფერატი ლათინური სიტყვაა და ორი მნიშვნელობა აქვს:

1. ეს არის მოკლე წერილობითი ან ზეპირი გადმოცემა მეცნიერული


ნაშრომისა, წაკითხული ი=წიგნის შინაარსისა და სხვ.
2. მოხსენება, რომელშიც მოცემულია რაიმე საკითხის შესახებ
არსებული ლიტერატურის მიმოხილვა.

ის ეხმარება მკითხველს მოკლე, ლაკონიური ფორმით გაეცნოს


ინფორმაციას, რომლის მიღებასაც რეფერატის არასებობის
შემთხვევაში რამდენიმე ათეული ავტორის ნაშრომის გაცნობა
დასჭირდებოდა.
უნდა გავთვალისწინოთ შემდეგი

როგორც ნებისმიერ ნაშრომს, რეფერატსაც სჭირდება


შესავალი ნაწილი, რომლშიც განსაზღვრავთ მიზანს და
ჩამოთვლით იმ ავტორებს, რომელთა ნაშრომების
რეფერირებასაც აპირებთ.
შესავლის ენობრივი საშუალებები

• რეფერატში ვისაუბრებთ...;
• ჩვენი მიზანია განვიხილოთ ... საკითხი;
• ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მრავალფეროვანი
ლიტერატურა, ჩვენ კი შევეცდებით წარმოვადგინოთ
ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრებები.
• წარმოგიდგენთ... ავტორების პოზიციას... საკითხთან
დაკავშირებით
• გაგაცნობთ ამ საკითხის გარშემო არსებულ
ლიტერატურას...
უნდა გავთვალისწინოთ შემდეგი

რეფერატში მაქსიმალურად დაუახლოვეთ სტილი


ავტორისეულს.

უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან მტავარი და


მეორეხარისხოვანი ინფორმაცია და მთავარი ინფორმაცია
მიეწოდოს ამომწურავი, მაგრამ ლაკონიური და კონრეტული
სახით. შესაძლებელია ლიტერატურის დამოწმების
დამხმხარე საშუალებები ნაკლებად გამოვიყენოთ
(სქოლიოები, დამოწმებები, შენიშვნები)
უნდა გავთვალისწინოთ შემდეგი

უნდა მოვერიდოთ საკუთარი მოსაზრებებისა და


ინტერპრეტაციის წარმოჩენას, რადგან ამ ტიპის რეფერატი
არ ითვალისწინებს ამგვარ დამოკიდებულებას. თუ ეს
აუცილებელია, თქვენი მოსაზრება სქოლიოში უნდა
გადაიტანოთ ან ფრჩხილებში ჩასვათ, რათა გაიმიჯნოს იგი
სხვა მოსაზრებებისგან.

არ შეცვალოთ ავტორის/ავტორების პოზიცია. არ


დაამახინჯოთ ფაქტები.
უნდა გავთვალისწინოთ შემდეგი

გაითვალისწინეთ აუდიტორია და და იმის მიხედვით, თუ რა


მოლოდინი აქვს მას, მაქსიმალურად მიაწოდეთ მოლოდინის
შესაბამისი ინფორმაცია.

შეეცადეთ დააჯფუფოთ ის ნაშრომები, რომლებშიც მსგავსი


მოსაზრებებია გატარებული, რათა რეფერატი უფრო
ლოგიკურად იყოს აგებული და მკიტხველიც იოლად
გაერკვეს წარმოდგენილ პოზიციებში. რეფერატის შექმნა
გაგიადვილდებათ, თუ მას ააგებთ შედარებით-
დაპირისპირებითი ესეს სტრუქტურით.
უნდა გავთვალისწინოთ შემდეგი

სათაურის შექმნისას გაითვალსიწნეთ უკვე თქვენთვის


ნაცნობი ხერხები, ეცადეთ სათაური იყოს მიმხიდველი,
ტევადი და გადმოსაცემი საკითხის ადეკვატური.

დასკვნაში შეაჯამეთ ავტორის პოზიციები. გამოყავით, რა


არის საერთო და განმასხვავებელი განხილულ ნაშრომებში.
დაადგინეთ წყაროების მიმართება.
დასკვნის ენობრივი საშუალებები

• როგორც ერთი, ისე მეორე ავტორი მიიჩნევს, რომ...


• როგორც ვნახეთ განსხვავებულია ზემოთ განხილული
ავტორების პოზიციები...
• ამ ორ ავტორს აკავშირებს საერთო პოზიცია...
• რეფერატში წარმოდგენილი იყო...
• ვეცადეთ ამომწურავად წარმოგვედგინა ... პრობლემასთან
დაკავშირებული განსხვავებული მოსაზრებები.
საკლასო აქტივობა

ლიტერატურის მიმოხილვის შექმნა


საკლასო სამუშაო
ქ. გოჩიტაშვილი, გ. შაბაშვილი - აკადემიური წერა, თბ., 2013
წყაროებს შორის მიმართება
მიმოხილვის ნიმუში - გვ.183-185
• დაპირისპირება,
• გათანაბრება, დამოუკიდებელი სამუშაო
• მსგავსების გამოვლენა სავარჯიშო - გვ. 191
• პარალელის გავლება
საშინაო დავალება 3:

გაეცანით მე-13 კვირის სლაიდს.

სასწავლო მასალებიდან გადმოიწერეთ PDF საშინაო დავალება 3,


რომელშიც მოცემულია ორი ტექსტი:

1. ნიჭიერი ბავშვები სპეციალურ კლასებში უნდა სწავლობდნენ -ქენეთ


მოტი (ცნობილი პედაგოგი)
2. ნიჭიერი და ჩვეულებრივი ბავშვები ერთად უნდა სწავლობდნენ -
ბრუნო ბეტელჰაიმი (ცნობილი ბავშვთა ფსიქოლოგი)

ორივე ტექსტის მიხედვით დაწერეთ მიმოხილვა, გამოიყენეთ


პარაფრაზირებისა და ციტირების ხერხები. დაიმოწმეთ წყარო.
შეაჯამეთ თვალსაზრისები.

დრო 5 დღე.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like