Professional Documents
Culture Documents
ხელშეკრულებიდან-გასვლა
ხელშეკრულებიდან-გასვლა
ხელშეკრულების მოშლა
ვალდებულების დარღვევა
ხელშეკრულებიდან გასვლა,
როგორც მეორადი მოთხოვნა
სსკ-ის 316 (1) თანახმად, ვალდებულების
ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოვალეს
მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება.
ვალდებულება შეიძლება გამომდინარეობდეს
ხელშეკრულებიდან ან კანონიდან.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული
შესრულების მოთხოვნა მიეკუთვნება პირველად
მოთხოვნათა რიგს, ხოლო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნის
შეუსრულებლობა იწვევს მეორადი მოთხოვნის
წარმოშობის უფლებას.
ხელშეკრულებიდან გასვლა,
როგორც მეორადი მოთხოვნა
ვალდებულების შეუსრულებლობის ფორმებია: ვადის
გადაცილება, არაჯეროვანი შესრულება,
შეუსრულებლობა.
ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნით კრედიტორი
თავისუფლდება შემხვედრი ვალდებულების
შესრულების მოვალეობისგან.
ხელშეკრულებიდან გასვლა არის უკიდურესი ზომა,
როდესაც ხელშეკრულების გაგრძელებას აზრი არა
აქვს.
გასვლის უფლების გამოყენებისთვის მნიშვნელობა არა
აქვს მოვალის ბრალეულობას.
კრედიტორმა შეიძლება მოითხოვოს
ხელშეკრულებიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურებაც.
ხელშეკრულებიდან გასვლა
ხელშეკრულების შეწყვეტის,
ხელშეკრულებიდან გასვლის ან მოშლის
სამართლებრივი ურთიერთობების გამიჯვნა
შესაძლებელია რამდენიმე კრიტერიუმით -
მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი,
მოთხოვნის შინაარსი და მოთხოვნის
სამართლებრივი შედეგი.
ხელშეკრულებიდან გასვლა
თუ ხელშეკრულების ერთ ან მეორე მხარეზე
მონაწილეობს რამდენიმე პირი, მაშინ
ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
შეიძლება განხორციელდეს იმ მხარის ყველა
მონაწილის მიერ ერთად, რომელიც
ხელშეკრულებიდან გადის, მეორე მხარის
ყველა მონაწილისათვის შეტყობინებით.
თუ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება
გაქარწყლდება ერთ-ერთი უფლებამოსილი
პირისათვის, მაშინ ეს უფლება ქარწყლდება
ყველასათვის. (მ. 357)
ხელშეკრულებიდან გასვლა და
გარიგების შეცილება
საცილო გარიგება შეცილების შემთხვევაში
ბათილია, მხარეები უსაფუძვლო გამდიდრების
მოტივით ერთმანეთს უბრუნებენ ყველაფერს,
რაც გარიგებით მიიღეს;
ხელშეკრულებიდან გასვლა არ იწვევს
ხელშეკრულების ბათილობას, ის იწვევს
მიღებული შესრულების და სარგებლის
ხელშეკრულების მხარეთათვის დაბრუნებას (თუ
ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის
ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება
და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ; მ–352).
გარიგების ბათილობა
გარიგების ბათილობა დგება იქედან
გამომდინარე, რომ გარიგების იურიდიული
საფუძველი არ არის ნამდვილი. მაგ: ფორმის
დაუცველობა, გარიგების
მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური
ხასიათი, იძულება, მოტყუება და ა. შ. ანუ
გარიგების ბათილობის სავალდებულო
იურიდიული წინაპირობა მდგომარეობს
სწორედ გარიგების წარმოშობის საფუძვლის
ნაკლში.
ხელშეკრულებიდან გასვლა და
გარიგების შეცილება
ხელშეკრულებიდან გასვლის
საფუძვლები შეიძლება მხარეთა
შორის შეთანხმებით განისაზღვროს.
ხელშეკრულებიდან გასვლა და
ხელშეკრულების შეწყვეტა
თუ ხელშეკრულებიდან გასვლა იწვევს
შესრულების და მიღებული სარგებლის
მხარეებისთვის დაბრუნებას ანუ პირვანდელ
მდგომარეობაში აღდგენას, ხელშეკრულების
შეწყვეტის დროს მხარეები არ არიან
ვალდებული ერთმანეთს დაუბრუნონ
შესრულება და სარგებელი ანუ არ
უბრუნდებიან თავდაპირველ მდგომარეობას.
ხელშეკრულებიდან გასვლის
წინაპირობები
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება
კანონი.
კანონისმიერი ხელშეკრულებიდან გასვლის
უფლება მოცემულია 359–ე მუხლში “თუ
ხელშეკრულება დადებულია იმ დათქმით,
რომ მოვალემ, ხელშეკრულებიდან
გამომდინარე, უნდა დაკარგოს თავისი
უფლებები, თუკი იგი თავის ვალდებულებებს
არ შეასრულებს, მაშინ კრედიტორს ამ
შემთხვევის დადგომისას შეუძლია გავიდეს
ხელშეკრულებიდან”.
ხელშეკრულებიდან გასვლა
კანონისმიერი ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ძირითადად
ორმხრივი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების
დარღვევისას გამოიყენება;
ხელშეკრულებიდან გასვლის
შედეგად წარმოშობილი
ვალდებულებები მხარეებმა
ერთდროულად უნდა
შეასრულონ.
ხელშეკრულებიდან გასვლის
დაუშვებლობა
ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია, თუ;
ა) როდესაც ვალდებულების დარღვევა
უმნიშვნელოა;
ბ) მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი
განსაკუთრებული გულისხმიერების ზოგადი
ვალდებულების დარღვევისას და ამის
მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს
ხელშეკრულების ძალაში დატოვება;
გ) როდესაც ვალდებულების დარღვევისთვის
კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად
თვითონ არის პასუხიმგებელი
ვალდებულების დარღვევა
ვალდებულება ირღვევა მაშინ, როცა ის არ
სრულდება ან არაჯეროვნად სრულდება;
მოვალე პასუხისმგებელია
შესრულებისათვის მაშინაც,
როცა შესრულების საგანი სხვა
პირისაგან უნდა მიეღო და ვერ
მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან
ან სხვა გარემოებებიდან სხვა
რამ არ გამომდინარეობს.
უარი გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე
მითითებული პატივსადები
საფუძვლების არსებობის გამო
გრძელვადიან ვალდებულებით
ურთიერთობებზე უარის თქმისას
კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ
ზიანის ანაზღაურება, რომელიც
მიადგა ხელშეკრულების
შეუსრულებლობით.