Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 35

ხელშეკრულებიდან გასვლა

ხელშეკრულების მოშლა
ვალდებულების დარღვევა
ხელშეკრულებიდან გასვლა,
როგორც მეორადი მოთხოვნა
სსკ-ის 316 (1) თანახმად, ვალდებულების
ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოვალეს
მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება.
ვალდებულება შეიძლება გამომდინარეობდეს
ხელშეკრულებიდან ან კანონიდან.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული
შესრულების მოთხოვნა მიეკუთვნება პირველად
მოთხოვნათა რიგს, ხოლო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნის
შეუსრულებლობა იწვევს მეორადი მოთხოვნის
წარმოშობის უფლებას.
ხელშეკრულებიდან გასვლა,
როგორც მეორადი მოთხოვნა
 ვალდებულების შეუსრულებლობის ფორმებია: ვადის
გადაცილება, არაჯეროვანი შესრულება,
შეუსრულებლობა.
 ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნით კრედიტორი
თავისუფლდება შემხვედრი ვალდებულების
შესრულების მოვალეობისგან.
 ხელშეკრულებიდან გასვლა არის უკიდურესი ზომა,
როდესაც ხელშეკრულების გაგრძელებას აზრი არა
აქვს.
 გასვლის უფლების გამოყენებისთვის მნიშვნელობა არა
აქვს მოვალის ბრალეულობას.
 კრედიტორმა შეიძლება მოითხოვოს
ხელშეკრულებიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურებაც.
ხელშეკრულებიდან გასვლა

ხელშეკრულებიდან გასვლა იწვევს


ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობის
გაუქმებას;
ხელშეკრულებიდან გასვლა არის
მიღებასავალდებულო ცალმხრივი გარიგება ანუ
მისი სამართლებრივი ძალისთვის საკმარისია
ერთი პირის ნების გამოვლენა, მაგრამ ეს ნება
მეორე მხარეს უნდა მიუვიდეს
(ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება
ხელშეკრულების მეორე მხარისათვის
შეტყობინებით – 355მ.)
ხელშეკრულებიდან გასვლის
კანონისმიერი წინაპირობები
ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები
განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით,
მაგრამ ასეთის არარსებობის შემთხვევაში,
საჭიროა (არა აუცილებელი) შემდეგი
წინაპირობების არსებობა:
ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების
არსებობა;
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დარღვევა;
დამატებითი ვადის დაწესება
(გაფრთხილება);
ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა.
ხელშეკრულებიდან გასვლა
სსკ-ით რეგულირებული „ხელშეკრულების
მოშლა“ და „ხელშეკრულებიდან გასვლა“
იდენტური ცნებებია, რომელთა
სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს არა
მხარეთა რესტიტუცია, არამედ არსებული
სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა
და ბრალეული მხარის მიერ ზიანის
ანაზღაურება.
მაგ: 491 (1) მუხლის თანახმად, მყიდველს
შეუძლია მოითხოვოს ნასყიდობის
ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლით
დადგენილი წესით.
ხელშეკრულებიდან გასვლა
 399-ე მუხლის თანახმად, გრძელვადიანი
ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობისას,
მხარეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების
მოშლა, ხოლო თუ მოთხოვნის საფუძველს
წარმოადგენს ვალდებულების დარღვევა,
დასაშვებია ხელშეკრულების მოშლა მხოლოდ
დადგენილი დამატებითი ვადის უშედეგოდ
გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. ამ
დროს გამოიყენება 405-ე მუხლის წესები, ანუ
ტერმინი ხელშეკრულების მოშლა გამოიყენება
იმავე შინაარსით, როგორც უარი ხელშეკრულებაზე
ან ხელშეკრულებიდან გასვლა. იგივეა 492, 644,
938 და ა.შ.
ხელშეკრულებიდან გასვლა

ხელშეკრულების შეწყვეტის,
ხელშეკრულებიდან გასვლის ან მოშლის
სამართლებრივი ურთიერთობების გამიჯვნა
შესაძლებელია რამდენიმე კრიტერიუმით -
მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი,
მოთხოვნის შინაარსი და მოთხოვნის
სამართლებრივი შედეგი.
ხელშეკრულებიდან გასვლა
თუ ხელშეკრულების ერთ ან მეორე მხარეზე
მონაწილეობს რამდენიმე პირი, მაშინ
ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
შეიძლება განხორციელდეს იმ მხარის ყველა
მონაწილის მიერ ერთად, რომელიც
ხელშეკრულებიდან გადის, მეორე მხარის
ყველა მონაწილისათვის შეტყობინებით.
თუ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება
გაქარწყლდება ერთ-ერთი უფლებამოსილი
პირისათვის, მაშინ ეს უფლება ქარწყლდება
ყველასათვის. (მ. 357)
ხელშეკრულებიდან გასვლა და
გარიგების შეცილება
საცილო გარიგება შეცილების შემთხვევაში
ბათილია, მხარეები უსაფუძვლო გამდიდრების
მოტივით ერთმანეთს უბრუნებენ ყველაფერს,
რაც გარიგებით მიიღეს;
ხელშეკრულებიდან გასვლა არ იწვევს
ხელშეკრულების ბათილობას, ის იწვევს
მიღებული შესრულების და სარგებლის
ხელშეკრულების მხარეთათვის დაბრუნებას (თუ
ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის
ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება
და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ; მ–352).
გარიგების ბათილობა
გარიგების ბათილობა დგება იქედან
გამომდინარე, რომ გარიგების იურიდიული
საფუძველი არ არის ნამდვილი. მაგ: ფორმის
დაუცველობა, გარიგების
მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური
ხასიათი, იძულება, მოტყუება და ა. შ. ანუ
გარიგების ბათილობის სავალდებულო
იურიდიული წინაპირობა მდგომარეობს
სწორედ გარიგების წარმოშობის საფუძვლის
ნაკლში.
ხელშეკრულებიდან გასვლა და
გარიგების შეცილება

შეცილების გამოყენება შეიძლება


მხოლოდ კანონით განსაზღვრული
შეცილების საფუძვლის არსებობისას;

ხელშეკრულებიდან გასვლის
საფუძვლები შეიძლება მხარეთა
შორის შეთანხმებით განისაზღვროს.
ხელშეკრულებიდან გასვლა და
ხელშეკრულების შეწყვეტა
თუ ხელშეკრულებიდან გასვლა იწვევს
შესრულების და მიღებული სარგებლის
მხარეებისთვის დაბრუნებას ანუ პირვანდელ
მდგომარეობაში აღდგენას, ხელშეკრულების
შეწყვეტის დროს მხარეები არ არიან
ვალდებული ერთმანეთს დაუბრუნონ
შესრულება და სარგებელი ანუ არ
უბრუნდებიან თავდაპირველ მდგომარეობას.
ხელშეკრულებიდან გასვლის
წინაპირობები
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება
კანონი.
კანონისმიერი ხელშეკრულებიდან გასვლის
უფლება მოცემულია 359–ე მუხლში “თუ
ხელშეკრულება დადებულია იმ დათქმით,
რომ მოვალემ, ხელშეკრულებიდან
გამომდინარე, უნდა დაკარგოს თავისი
უფლებები, თუკი იგი თავის ვალდებულებებს
არ შეასრულებს, მაშინ კრედიტორს ამ
შემთხვევის დადგომისას შეუძლია გავიდეს
ხელშეკრულებიდან”.
ხელშეკრულებიდან გასვლა
 კანონისმიერი ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ძირითადად
ორმხრივი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების
დარღვევისას გამოიყენება;

 405–ე მუხლი “თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს


ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,
მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას
ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ
დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
 თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ
გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის
განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.
 თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ
კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის
შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
ხელშეკრულებიდან გასვლა
 398–ე მუხლი “მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ
ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ
გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების
მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან
მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს,
რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი
თქვას ხელშეკრულებაზე”.
 მისადაგების შეუძლებლობა ხელშეკრულებიდან
გასვლის სპეციფიკური საფუძველია. ამ
შემთხვევაში გასვლის უფლება წარმოიშობა არა
ვალდებულების დარღვევიდან, არამედ
მდგომარეობის ობიექტური ცვლილების შედეგად.
ხელშეკრულების მისადაგება
შეცვლილი გარემოებებისადმი
 თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების
დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების
დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ
დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა
შინაარსით, ეს ცვლილებები რომ
გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ
იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი
გარემოებებისადმი.
 თუ არ მოხდება შეცვლილი გარემოებებისადმი
მისადაგება, მაშინ ხელშეკრულება არ შეწყდება,
მაგრამ მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეცვლილი
ხელშეკრულების სრულად დაცვა და არ დაეკისრება
პასუხისმგებლობა.
ხელშეკრულების მისადაგება
შეცვლილი გარემოებებისადმი
მხარეები უნდა შეეცადონ, რომ
ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ
გარემოებებს. თუკი შეუძლებელია
ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი
გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ
ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის
ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას
ხელშეკრულებაზე.
ხელშეკრულებიდან გასვლის
სამართლებრივი შედეგები
 ხელშეკრულებიდან გასვლისას მხარეებს
ნატურით უბრუნდებათ შესრულება და
სარგებელი. ნატურით დაბრუნების ნაცვლად
ხდება ფულადი ანაზღაურება, თუ:
 შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე,
გამორიცხულია მისი დაბრუნება;
 მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს,
გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს,
გადაამუშავებს ან გადააკეთებს;
 მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა;
სათანადო გამოყენებით გამოწვეული ცვეთა
მხედველობაში არ მიიღება.
ხელშეკრულებიდან გასვლის
სამართლებრივი შედეგები
თუ ხელშეკრულებიდან გასვლისას
ხელშეკრულების მეორე მხარემ არ
დააბრუნა მისთვის გადაცემული ნივთი და
მიღებული სარგებელი, მეორე მხარეს
შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული
იყო სამაგიერო შესრულება, მაშინ ფულადი
ანაზღაურება შეიცვლება ამ შესრულებით.
ხელშეკრულებიდან გასვლის
სამართლებრივი შედეგები
 ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ
წარმოიშობა, თუ:
 საგნის ის ნაკლი, რომელიც ხელშეკრულებაზე
უარის თქმის უფლებას იძლევა, ამ საგნის
გადამუშავების ან გარდაქმნის დროს აღმოჩნდა;
 საგნის გაფუჭება ან დაღუპვა კრედიტორის
ბრალით მოხდა;
 საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა უფლებამოსილ
პირთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ისეთივე
მზრუნველობით ექცეოდა მას, როგორც საკუთარ
ნივთს; ხოლო ის, რაც დარჩა, უკან უნდა
დაბრუნდეს.
ხელშეკრულებიდან გასვლის
სამართლებრივი შედეგები
 თუ მოვალე არ იღებს სარგებელს საგნის
სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო,
თუმცა მას სარგებლის მიღების შესაძლებლობა
ჰქონდა, მაშინ იგი ვალდებულია კრედიტორს
აუნაზღაუროს სარგებლის მიუღებლობით
გამოწვეული ზიანი.
 თუ მოვალე საგანს უკან აბრუნებს, ანაზღაურებს
ფულით ან, თუ დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნა, მაშინ მას უნდა აუნაზღაურდეს
აუცილებელი დანახარჯები. სხვა დანახარჯები
უნდა ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, თუ
კრედიტორმა მათ საფუძველზე სარგებელი მიიღო.
ხელშეკრულებიდან გასვლის
სამართლებრივი შედეგები

ხელშეკრულებიდან გასვლის
შედეგად წარმოშობილი
ვალდებულებები მხარეებმა
ერთდროულად უნდა
შეასრულონ.
ხელშეკრულებიდან გასვლის
დაუშვებლობა
 ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია, თუ;
 ა) როდესაც ვალდებულების დარღვევა
უმნიშვნელოა;
 ბ) მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი
განსაკუთრებული გულისხმიერების ზოგადი
ვალდებულების დარღვევისას და ამის
მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს
ხელშეკრულების ძალაში დატოვება;
 გ) როდესაც ვალდებულების დარღვევისთვის
კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად
თვითონ არის პასუხიმგებელი
ვალდებულების დარღვევა
ვალდებულება ირღვევა მაშინ, როცა ის არ
სრულდება ან არაჯეროვნად სრულდება;

ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს


შეუძლია მოითხოვოს ვალდებულების
დარღვევით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ,
როცა მოვალეს არ ეკისრება
პასუხისმგებლობა ვალდებულების
დარღვევისათვის.
ვალდებულების დარღვევა
ვალდებულების დარღვევისას მოვალის
პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება
დამოკიდებულია შემდეგ წინაპირობებზე:
– ქმედების მართლწინააღმდეგობა–მოვალის
მიერ განხორციელებული ქმედებით
(მოქმედებით ან უმოქმედობით)
სამართლებრივი ნორმის დარღვევა;
– მიზეზობრივი კავშირი მოვალის მოქმედებასა
(უმოქმედობასა) და დამდგარ შედეგს (ზიანს)
შორის;
– ზიანის მიყენება.
ვალდებულების დარღვევა
თუ ვალდებულების დარღვევა მოვალის მიერ
შესრულების ვადის გადაცილებაში გამოიხატება,
მაშინ კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს
ვალდებულების შესრულებისთვის აუცილებელი
დრო;
დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო,
თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება,
ან როცა არსებობს განსაკუთრებული
გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის
ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ
გამოყენებას.
ვალდებულების დარღვევა
მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება
მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი
მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის;
 დაუშვებელია მხარეთა წინასწარი
შეთანხმება მოვალის მიერ განზრახი
მოქმედებით ვალდებულების დარღვევისას
ზიანის ანაზღაურებისაგან მისი
განთავისუფლების შესახებ.
ზიანის ანაზღაურება შესრულების
ნაცვლად
შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების
დროს კრედიტორი ისეთ მდგომარეობაში
უნდა იქნეს ჩაყენებული, როგორშიც იგი
იქნებოდა, ვალდებულება სათანადოდ რომ
შესრულებულიყო. მას უნდა აუნაზღაურდეს
შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი
ზიანი.
როდესაც კრედიტორი ითხოვს შესრულების
ნაცვლად ზიანის ანაზღაურებას, კრედიტორის
ძირითადი შესრულების მოთხოვნის უფლება
წყდება.
პასუხისმგებლობა მესამე პირის
მოქმედებისთვის
მოვალეს შეუძლია საკუთარი
ვალდებულებების შესასრულებლად
გამოიყენოს წარმომადგენელი ან სხვა
პირები.
მოვალემ თავისი კანონიერი
წარმომადგენლის და იმ პირთა
მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს
საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად,
ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი,
როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების
დროს.
პასუხისმგებლობა მესამე პირის
მოქმედებისთვის
დამხმარე პირების ბრალისთვის
პასუხიმგებლობის წინაპირობები:
– ვალდებულებით–სამართლებრივი
ურთიერთობა (როგორც წინასახელშეკრულებო,
ასევე კანონისმიერი);
– დამხმარე პირი, რომელიც შეიძლება იყოს
კანონიერი წარმომადგენელი ან
შესრულებაში დამხმარე პირები
– ვალდებულების შესრულება;
– დამხმარე პირის ბრალეულობა.
მოვალის პასუხიმგებლობა შესრულების საგნის სხვა
პირისგან მიღებისას

მოვალე პასუხისმგებელია
შესრულებისათვის მაშინაც,
როცა შესრულების საგანი სხვა
პირისაგან უნდა მიეღო და ვერ
მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან
ან სხვა გარემოებებიდან სხვა
რამ არ გამომდინარეობს.
უარი გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე

 ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს


შეუძლია,პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე,
უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით
ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის
დაწესებული ვადის დაუცველად.
 პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების
მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ
შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი
ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება
მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის
გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან
ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის
გასვლამდე.
უარი გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე

ის რაც ხელშეკრულების მოშლამდე


შესრულდა, ხელშეკრულების მოშლის შემდეგ
შეიძლება აღარ წარმოადგენდეს რაიმე
ინტერესს იმ პირისათვის , რომელმაც
მოითხოვა ხელშეკრულების მოშლა–ასეთ
დროს ხელშეკრულების მოშლა შეიძლება
გავრცელდეს იმაზეც, რაც უკვე
შესრულებულია და მოხდეს შესრულების
დაბრუნება.
უარი გრძელვადიან ვალდებულებით
ურთიერთობაზე

მითითებული პატივსადები
საფუძვლების არსებობის გამო
გრძელვადიან ვალდებულებით
ურთიერთობებზე უარის თქმისას
კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ
ზიანის ანაზღაურება, რომელიც
მიადგა ხელშეკრულების
შეუსრულებლობით.

You might also like