Professional Documents
Culture Documents
მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი 2
მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი 2
მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი 2
დამატებითი საშუალებანი
მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო
საშუალებანი
მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებია:
გირავნობა და იპოთეკა;
• მოთხოვნის უზრუნველყოფის
ვალდებულებით სამართლებრივი
საშუალებებია: პირგასამტეხლო,
ბე, მოვალის გარანტია.
პირგასამტეხლო
• პირგასამტეხლო არის ხელშეკრულების
მონაწილე მხარეთა შეთანხმება, რომლის
თანახმად, მოვალე კისრულობს განსაზღვრული
ფულადი თანხის გადახდას ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან
არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში.
• პირგასამტეხლო არის აქცესორული უფლება,
მისი ნამდვილობა დამოკიდებულია ძირითადი
ვალდებულების არსებობაზე.
პირგასამტეხლო
• პირგასამტეხლოს აქვს ორმაგი ფუნქცია:
ა) მისი მეშვეობით ხდება ხელშეკრულებიდან
გამომდინარე ძირითადი ვალდებულების
შესრულების იძულების უზრუნველყოფა;
ბ) კრედიტორის მიერ ზიანის მტკიცების
ტვირთისგან განთავისუფლება.
პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა შეიძლება
აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
პირგასამტეხლო
• პირგასამტეხლოს შესახებ სახელშეკრულებო
დათქმა მოითხოვს წერილობით ფორმას –
იმპერატიული წესი.
• პირგასამტეხლო ამოქმედდება, როცა მოვალე
ვალდებულებას ბრალეულად არ ასრულებს ან
არასათანადოდ ასრულებს.
• სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა
გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ
მაღალი პირგასამტეხლო, რომელიც მოვალეს
ჯერ არ გადუხდია.
პირგასამტეხლო
• კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად
მოითხოვოს ვალდებულების შესრულება და
პირგასამტეხლოს გადახდა;
• ამ წესიდან გამონაკლისი – როცა
პირგასამტეხლო დადგენილია მოვალის მიერ
ვალდებულების შესრულების ვადის
გადაცილებისთვის;
• პირგასამტეხლო არ გამორიცხავს კრედიტორის
მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნას.
ბე
• ბე არის ფულადი თანხა, რომელსაც
ხელშეკრულების ერთი მხარე გადასცემს მეორე
მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების
დადების ფაქტი;
• ბე არის აქცესორული უფლება, ბეს მიმცემის მიერ
ვალდებულების ბრალეულად დარღვევის
შემთხვევაში ბე რჩება მიმღებს, ხოლო თუ
ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია
ბეს მიმღების ბრალეული ქმედებით, მაშინ ბე
ბრუნდება ორმაგად.
ბე
• ბეს თანხა ჩაითვლება ვალდებულებით
გათვლისწინებული გადასახდელის ანგარიშში.
• თუ ჩათვლა არ მოხდება, მაშინ ხელშეკრულების
შესრულების შემდეგ, ის უკან უნდა დაბრუნდეს.
მოვალის გარანტია
• მოვალის გარანტია არის მოვალის მიერ რაიმე
უპირობო მოქმედების ან ასეთი მოქმედების
შესრულების ვალდებულების კისრება, რომელიც
სცილდება ხელშეკრულების საგანს.
• გარანტია ნამდვილად ჩაითვლება, თუ იგი არ
ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ
წესებს, ან ზედმეტად არ ავალდებულებს
მოვალეს.
მოვალის გარანტია
• მოვალის გარანტიის შესახებ
შეთანხმება მოითხოვს
წერილობით ფორმას;
• ფორმის დაუცველად დადებული
მოვალის გარანტია, ისევე როგორც
პირგასამტეხლო, ჩაითვლება
ბათილად.