Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 12

მოთხოვნის უზრუნველყოფის

დამატებითი საშუალებანი
მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო
საშუალებანი
მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებია:
გირავნობა და იპოთეკა;

• მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და


არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა
პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ
იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის
უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი
(მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა
დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით
ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით
მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
მოთხოვნის უზრუნველყოფის
სანივთო საშუალებანი
• უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს
გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად, რომ
უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს
უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით
პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის
დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან
მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
მოთხოვნის უზრუნველყოფის
ვალდებულებით სამართლებრივი
საშუალებანი

• მოთხოვნის უზრუნველყოფის
ვალდებულებით სამართლებრივი
საშუალებებია: პირგასამტეხლო,
ბე, მოვალის გარანტია.
პირგასამტეხლო
• პირგასამტეხლო არის ხელშეკრულების
მონაწილე მხარეთა შეთანხმება, რომლის
თანახმად, მოვალე კისრულობს განსაზღვრული
ფულადი თანხის გადახდას ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან
არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში.
• პირგასამტეხლო არის აქცესორული უფლება,
მისი ნამდვილობა დამოკიდებულია ძირითადი
ვალდებულების არსებობაზე.
პირგასამტეხლო
• პირგასამტეხლოს აქვს ორმაგი ფუნქცია:
ა) მისი მეშვეობით ხდება ხელშეკრულებიდან
გამომდინარე ძირითადი ვალდებულების
შესრულების იძულების უზრუნველყოფა;
ბ) კრედიტორის მიერ ზიანის მტკიცების
ტვირთისგან განთავისუფლება.
პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა შეიძლება
აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
პირგასამტეხლო
• პირგასამტეხლოს შესახებ სახელშეკრულებო
დათქმა მოითხოვს წერილობით ფორმას –
იმპერატიული წესი.
• პირგასამტეხლო ამოქმედდება, როცა მოვალე
ვალდებულებას ბრალეულად არ ასრულებს ან
არასათანადოდ ასრულებს.
• სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა
გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ
მაღალი პირგასამტეხლო, რომელიც მოვალეს
ჯერ არ გადუხდია.
პირგასამტეხლო
• კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად
მოითხოვოს ვალდებულების შესრულება და
პირგასამტეხლოს გადახდა;
• ამ წესიდან გამონაკლისი – როცა
პირგასამტეხლო დადგენილია მოვალის მიერ
ვალდებულების შესრულების ვადის
გადაცილებისთვის;
• პირგასამტეხლო არ გამორიცხავს კრედიტორის
მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნას.
ბე
• ბე არის ფულადი თანხა, რომელსაც
ხელშეკრულების ერთი მხარე გადასცემს მეორე
მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების
დადების ფაქტი;
• ბე არის აქცესორული უფლება, ბეს მიმცემის მიერ
ვალდებულების ბრალეულად დარღვევის
შემთხვევაში ბე რჩება მიმღებს, ხოლო თუ
ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია
ბეს მიმღების ბრალეული ქმედებით, მაშინ ბე
ბრუნდება ორმაგად.
ბე
• ბეს თანხა ჩაითვლება ვალდებულებით
გათვლისწინებული გადასახდელის ანგარიშში.
• თუ ჩათვლა არ მოხდება, მაშინ ხელშეკრულების
შესრულების შემდეგ, ის უკან უნდა დაბრუნდეს.
მოვალის გარანტია
• მოვალის გარანტია არის მოვალის მიერ რაიმე
უპირობო მოქმედების ან ასეთი მოქმედების
შესრულების ვალდებულების კისრება, რომელიც
სცილდება ხელშეკრულების საგანს.
• გარანტია ნამდვილად ჩაითვლება, თუ იგი არ
ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ
წესებს, ან ზედმეტად არ ავალდებულებს
მოვალეს.
მოვალის გარანტია
• მოვალის გარანტიის შესახებ
შეთანხმება მოითხოვს
წერილობით ფორმას;
• ფორმის დაუცველად დადებული
მოვალის გარანტია, ისევე როგორც
პირგასამტეხლო, ჩაითვლება
ბათილად.

You might also like