Professional Documents
Culture Documents
ოპერაციული სისტემები
ოპერაციული სისტემები
ლექციის თემა
განაწილებული ოს ტიპები:
• Client-Server Systems
• Peer-to-Peer Systems
• Middleware
• Three-tier
•
კლიენტ-სერვერული სისტემა ამ ტიპის სისტემაში კლიენტი მოითხოვს რესურს, რის შემდეგაც
სერვერი აძლევს მოთხოვნილ რესურსს. როდესაც კლიენტი უკავშირდება სერვერს, სერვერს
შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს რამდენიმე კლიენტს. ეს სისტემა ძირითადად
განკუთვნილია მულტიპროცესორებისა და მულტიკომპიუტერებისთვის. Client-Server Systems
ფუნქციონირებს როგორც ცენტრალიზებული სერვერი, რადგან ისინი ასრულებენ კლიენტის
სისტემის მიერ გაცემულ ყველა მოთხოვნას.
ზოგიერთი ყველაზე ცნობილი მობილური ოპერაციული სისტემაა Android და iOS, მაგრამ არსებობს და
არსებობდა BlackBerry, Web და watchOS
1. მეხსიერების მართვა
2. პროცესორის მართვა
3. მოწყობილობის მართვა
4. ფაილების მართვა
5. უსაფრთხოება
ოპერაციული სისტემის ძირითადი ფუნქციები
ოპერაციული სისტემის ძირითადი ფუნქციებია:
მეხსიერების მართვა;
პროცესორის მართვა;
მოწყობილობის მართვა;
ფაილური სისტემის მართვა;
უსაფრთხოება;
პრობლემების დროს შეცდომების აღმოჩენის
მხარდაჭერა;
მომხმარებელსა და სხვა პროგრამულ უზრუნველყოფებს
შორის კოორდინაცია;
ტექნიკურ უზრუნველყოფასთან წვდომის კონტროლი;
ფაილებისა და კატალოგების მართვა;
მომხმარებლის ინტერფეისის უზრუნველყოფა;
აპლიკაციების მართვა.
მეხსიერების მართვა
პროცესის მართვა Process management
ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ცნება არის პროცესი. მისი უამრავი განმარტება
არსებობს. ერთ-ერთის და ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით პროცესს (process) უწოდებენ
პროგრამას შესრულების მომენტში ე.ი. პროგრამა რომ დაიწყებს შესრულებას იქმნება პროცესი.
ოპერაციული სისტემისათვის პროცესი არის სამუშაო ერთეული, რომელიც ითხოვს სისტემურ რესურსებს.
•გამოყოფს ცენტრალურ პროცესორს (CPU) პროცესისათვის; როდესაც პროცესი აღარ საჭიროებს მას,
ახდენს პროცესორის გამოყოფის გაუქმებას.
მეხსიერების მართვა
Memory management
მეხსიერების მართვა დაკავშირებულია ძირითადი ანუ მთავარი მეხსიერების მართვასთან. ძირითადი
მეხსიერებაში სიტყვების ან ბაიტების დიდ მასივში, ყოველ სიტყვას ან ბაიტს აქვს საკუთარი მისამართი.
ძირითადი მეხსიერება უზრუნველყოფს სწრაფ შენახვას, რომელთან წვდომაც შეიძლება განხორციელდეს
პირდაპირ ცენტრალური პროცესორიდან. პროგრამის შესრულებისთვის აუცილებელია, რომ ის იყოს
ძირითად მეხსიერებაში. ოპერაციული სისტემა მეხსიერების მართვისთვის ასრულებს შემდეგ მოქმედებებს:
• “თვალყურს” ადევნებს ძირითად მეხსიერებას, ანუ მისი რა ნაწილია გამოყენებული,ვის მიერ და რა
ნაწილი არაა გამოყენებული;
• მულტიპროგრამირებაში, ოპერაციული სისტემა წყვეტს რომელი პროცესი მიიღებს მეხსიერებას, როდის
და რამდენს;
• ახდენს მეხსიერების გამოყოფას, როდესაც პროცესი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას;
• აუქმებს მეხსიერების გამოყოფას, როდესაც პროცესს ის აღარ სჭირდება ან როდესაც პროცესი შეწყდება.
გარე მეხსიერების მართვა. გარე (მეორადი) მეხსიერება - ესაა ოპერატიული
მეხსიერებისგან განსხვავებით უფრო ნელი, უფრო დიდი მოცულობის და
ინფორმაციის მუდმივად შემნახველი მეხსიერება.(დისკები, და ა.შ). გარე
მეხსიერების მართვისას ოპერაციული სისტემა წყვეტს ისეთივე საკითხებს
როგორისაც ძირითადი მეხსიერების მართვისას - მოთხოვნის მიხედვით
მეხსიერების გამოყოფა, მეხსიერების განთავისუფლება თავისუფალი და
დაკავებული მეხსიერების სიების შენახვა და ა.შ, ოპერაციული სისტემა მხარს
უჭერს ასევე ასოციატიური მეხსიერების (ქეშ მეხსიერების) გამოყენებას გარე
მეხსიერებაზე მიმართვის ოპტიმიზებისათვის.
მოწყობილობის მართვა (შეტანა-გამოტანის მართვა)
კომპიუტერულ სისტემაში არსებობს დიდი რაოდენობის გარე მოწყობილობები (პრინტერი , სკანერი , კომპაქტ დისკების
დრაივერების მიერ. (დრაივერი ეს არის დაბალი დონის პროგრამა რომელიც მართავს მოწყობილობების მუშაობას , ის