Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 21

ლექცია3

ლექციის თემა

 ოპერაციული სისტემის თავისებურებანი სხვადასხვა კლასის კომპიუტერული


სისტემებისთვის,

 სხვადასხვა პლატფორმების ოპერაციული სისტემები: მეინფრეიმების, სერვერული,


მრავალპროცესორიანი, პერსონალური კომპიუტერის, „ჯიბის პერსონალური
კომპიუტერების“, ჩაშენებული სისტემების, სენსორული კვანძების, რეალური დროის,
სმარტ ბარათების.
ოპერაციული სისტემების ტიპები (OS)

ქვემოთ მოყვანილია პოპულარული ოპერაციული სისტემები:


• პაკეტური ოპერაციული სისტემები
• მრავალამოცაიანი ოპერაციული სისტემები დროის დაყოფის რეჟიმით;
• Multiprocessing OS
• რეალური დროის OS
• განაწილებული OS
• ქსელური OS
• მობილური OS
პაკეტური ოპერაციული სისტემები

პაკეტური რეჟიმი (batch mode). ოპერაციული სისტემების მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი

რეჟიმია - რომელიც საშუალებას იძლევა ერთდროულად გაშვებული და დამუშავებული იყოს

მომხმარებლის დავალებები (jobs )- პროგრამები რომლებიც შეტანილია გარე

მატარებლებიდან ან ტერმინალიდან, პრიორიტეტის და მოთხოვნილი რესურსების

გათვალისწინებით. ამ გზით ოპერაციული სისტემა მაქსიმალურ ეკონომიას უკეთებს

დავალების პაკეტის გაშვების დროს, რადგან აფორმირებს მათ ოპტიმალურად მაგალითად ,

პროცესორზე შესასრულებლად გაუშვებს მოკლე ამოცანას, მანამ სანამ გრძელი ამოცანა

ასრულებს შეტანა-გამოტანის ოპერაციას.


მეხსიერების განაწილება დავალების
პაკეტური დამუშავების
ერთ ამოცანიან სისტემებში

მეხსიერების ორგანიზების ეს მეთოდი ძალიან


მარტივია ოპერაციული სისტემა მეხსიერებაში
იკავებს მუდმივად ერთი და იგივე არეს (მაგალითად,
უმცროს თანრიგების მისამართებს). მეხსიერების
დანარჩენი ნაწილი გამოეყოფა მომხმარებლის
პროგრამას. ასეთ ოპერაციულ სისტემას ჰქვია
ერთამოცანიანი - რადგან დაამუშავებს, ასრულებს და
ინახავს ოპერატიულ მეხსიერებაში, დროის მომენტში,
მომხმარებლის მხოლოდ ერთ ამოცანას
პაკეტური დამუშავების ოპერაციული სისტემები
მულტიპროგრამული მხარდაჭერით
უფრო განვითარებული ოპერაციული სისტემები მხარს
უჭერენ მულტიპროგრამულ რეჟიმს - მეხსიერებაში
მომხმარებლის ერთდროულად რამდენიმე
პროგრამის მოთავსებას და დამუშავებას. ასეთ
სისტემებში მეხსიერების განაწილებას აქვს სახე

ასეთ სისტემებში ოპერაციული სისტემა იკავებს


მეხსიერების უმცროს თანრიგებს, ოპერაციული
სისტემის შემდეგ მეხსიერება დაყოფილია
განყოფილებებად თითოეულ განყოფილებაში
თავსდება მომხმარებლის პროგრამები.
განყოფილებების რიცხვი და ზომა ცვალებადია.
მრავალამოცანიანი ოპერაციული სისტემები
დროის დაყოფის რეჟიმით

დროის დაყოფის (განაწილების) ოპერაციული სისტემა საშუალებას აძლევს


სხვადასხვა ტერმინალზე (გარსში) მყოფ ადამიანებს ერთდროულად გამოიყენონ
ერთი კომპიუტერული სისტემა. პროცესორის დროს (CPU), რომელიც გაზიარებულია
მრავალ მომხმარებელს შორის, ეწოდება დროის გაზიარება.

დროის დაყოფის რეჟიმის რეალიზება ( time sharing ) - ნიშნავს, რომ ტერმინალებიდან


მომხმარებლების დავალებებს ჰქონოდათ ერთდროულად მუშაობის, სისტემაში
დავალების შეტანის და გაშვების (თავისუფალი პროცესორის არსებობისას),
ტერმინალიდან დავალების მართვის, ტერმინალზე მათი შედეგების ვიზუალიზაციის
შესაძლებლობა.
რეალური დროის ოს
Real time OS

რეალური დროის სისტემები გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკური ობიექტების ან ტექნოლოგიური


პროცესების სამართავად. ასეთ სისტემები ხასიათდება გარე მოვლენებზე უკიდურესად მისაღები
დროითი რეაქციით. სისტემამ უნდა დაამუშაოს შემომავალი მონაცემები იმაზე სწრაფად ვიდრე ისინი
შემოედინება, ამასთან შესაძლებელია მონაცემები შემოდინება ხდებოდეს ერთდროულად რამდენიმე
წყაროდან.
განაწილებული ოპერაციული სისტემებია მაგალითად :
სოლარისი
OSF/1
Micros
DYNIX
ლოკუსი
განაწილებული ოს Distributed Operating System
განაწილებული სისტემები იყენებს ბევრ
პროცესორს, რომელიც მდებარეობს
სხვადასხვა მოწყობილობებში, რათა სწრაფად
უზრუნველყონ მომხმარებლების მოთხოვნის
შესასრულებლად.

კომუნიკაცია მოწყობილობებს შორის


ხორციელდება კომპიურერული ქსელით.

განაწილებული ოს ტიპები:
• Client-Server Systems
• Peer-to-Peer Systems
• Middleware
• Three-tier

კლიენტ-სერვერული სისტემა ამ ტიპის სისტემაში კლიენტი მოითხოვს რესურს, რის შემდეგაც
სერვერი აძლევს მოთხოვნილ რესურსს. როდესაც კლიენტი უკავშირდება სერვერს, სერვერს
შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს რამდენიმე კლიენტს. ეს სისტემა ძირითადად
განკუთვნილია მულტიპროცესორებისა და მულტიკომპიუტერებისთვის. Client-Server Systems
ფუნქციონირებს როგორც ცენტრალიზებული სერვერი, რადგან ისინი ასრულებენ კლიენტის
სისტემის მიერ გაცემულ ყველა მოთხოვნას.

სერვერული სისტემები არსებობს:

1. კომპიუტერული სერვერული სისტემა. ეს სისტემა ამყარებს ინტერფეისს და შემდეგ


კლიენტი აგზავნის საკუთარ მოთხოვნებს სერვერთან. აქტივობის დასრულების შემდეგ
სერვერი უბრუნებს პასუხს და შედეგს გადასცემს კლიენტს.

2. ფაილების სერვერის სისტემა . კლიენტებისთვის უზრუნველყოფს ფაილური სისტემასთან


ინტერფეისს, რაც მათ საშუალებას აძლევს განახორციელონ ისეთი მოქმედებები,
როგორიცაა ფაილის შექმნა, განახლება, წაშლა და სხვა.
Peer-to-Peer სისტემა . კვანძები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ სისტემაში. დავალება
თანაბრად ნაწილდება კვანძებს შორის. ამ კვანძებს შუძლიათ, გაზიარონ მონაცემები და
რესურსები. მათ სჭირდებათ ქსელი დასაკავშირებლად.

Middleware (შუამდებარე ოს)

სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაზე გაშვებული ყველა აპლიკაციის თავსებადობის


საშუალებას იძლევა. აპლიკაციებს შეუძლიათ გადასცენ ყველა მონაცემი სერვისების
გამოყენებით

სამდონიანი ოპერაციული სისტემები. კლიენტის შესახებ ინფორმაცია ინახება


შუალედურ დონეზე და არა კლიენტში, რაც ამარტივებს განვითარებას. ამ ტიპის
არქიტექტურა ყველაზე ხშირად გამოიყენება ონლაინ აპლიკაციებში.
ქსელური ოპერაციული სისტემები Network Operating System

ქსელის ოპერაციული სისტემა მუშაობს


სერვერზე. ეს უზრუნველყოფს
მონაცემთა, მომხმარებლის, ჯგუფების,
უსაფრთხოების, პროგრამებისა და სხვა
ქსელური ფუნქციების მართვის
მომსახურებას.
Mobile OS
მობილური ოპერაციული სისტემები არის ოპერაციული სისტემები, რომელიც განსაკუთრებით
შექმნილია სმარტფონების, ტაბლეტებისა და გადასატანი მოწყობილობებისთვის.

ზოგიერთი ყველაზე ცნობილი მობილური ოპერაციული სისტემაა Android და iOS, მაგრამ არსებობს და
არსებობდა BlackBerry, Web და watchOS

OS-ის რამდენიმე ფუნქციაა:

1. მეხსიერების მართვა

2. პროცესორის მართვა

3. მოწყობილობის მართვა

4. ფაილების მართვა

5. უსაფრთხოება
ოპერაციული სისტემის ძირითადი ფუნქციები
ოპერაციული სისტემის ძირითადი ფუნქციებია:
 მეხსიერების მართვა;
 პროცესორის მართვა;
 მოწყობილობის მართვა;
 ფაილური სისტემის მართვა;
 უსაფრთხოება;
 პრობლემების დროს შეცდომების აღმოჩენის
მხარდაჭერა;
 მომხმარებელსა და სხვა პროგრამულ უზრუნველყოფებს
შორის კოორდინაცია;
 ტექნიკურ უზრუნველყოფასთან წვდომის კონტროლი;
 ფაილებისა და კატალოგების მართვა;
 მომხმარებლის ინტერფეისის უზრუნველყოფა;
 აპლიკაციების მართვა.
 მეხსიერების მართვა
პროცესის მართვა Process management
ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ცნება არის პროცესი. მისი უამრავი განმარტება
არსებობს. ერთ-ერთის და ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით პროცესს (process) უწოდებენ
პროგრამას შესრულების მომენტში ე.ი. პროგრამა რომ დაიწყებს შესრულებას იქმნება პროცესი.
ოპერაციული სისტემისათვის პროცესი არის სამუშაო ერთეული, რომელიც ითხოვს სისტემურ რესურსებს.

პროცესების შესასრულებლად საჭიროა რესურსები, როგორიცაა პროცესორის დრო, მეხსიერება,


ფაილები, შეტანა-გამოტანის მოწყობილობები, ქსელური მოწყობილობები და ა.შ.

ოპერაციული სისტემა პასუხს აგებს შემდეგ მოქმედებებზე პროცესების მართვაში:

პროცესების მართვაში იგულისხმება OS- მ შექმნას და წაშალოს პროცესები. ის ასევე უზრუნველყოფს


პროცესებს შორის სინქრონიზაციისა და კომუნიკაციის მექანიზმებს.

•თვალყურს ადევნებს პროცესორს და პროცესის მდგომარეობას. პროგრამა, რომელიც პასუხისმგებელია


მოცემულ დავალებაზე ცნობილია როგორც ტრაფიკის კონტროლერი;

•გამოყოფს ცენტრალურ პროცესორს (CPU) პროცესისათვის; როდესაც პროცესი აღარ საჭიროებს მას,
ახდენს პროცესორის გამოყოფის გაუქმებას.
მეხსიერების მართვა
Memory management
მეხსიერების მართვა დაკავშირებულია ძირითადი ანუ მთავარი მეხსიერების მართვასთან. ძირითადი
მეხსიერებაში სიტყვების ან ბაიტების დიდ მასივში, ყოველ სიტყვას ან ბაიტს აქვს საკუთარი მისამართი.
ძირითადი მეხსიერება უზრუნველყოფს სწრაფ შენახვას, რომელთან წვდომაც შეიძლება განხორციელდეს
პირდაპირ ცენტრალური პროცესორიდან. პროგრამის შესრულებისთვის აუცილებელია, რომ ის იყოს
ძირითად მეხსიერებაში. ოპერაციული სისტემა მეხსიერების მართვისთვის ასრულებს შემდეგ მოქმედებებს:
• “თვალყურს” ადევნებს ძირითად მეხსიერებას, ანუ მისი რა ნაწილია გამოყენებული,ვის მიერ და რა
ნაწილი არაა გამოყენებული;
• მულტიპროგრამირებაში, ოპერაციული სისტემა წყვეტს რომელი პროცესი მიიღებს მეხსიერებას, როდის
და რამდენს;
• ახდენს მეხსიერების გამოყოფას, როდესაც პროცესი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას;
• აუქმებს მეხსიერების გამოყოფას, როდესაც პროცესს ის აღარ სჭირდება ან როდესაც პროცესი შეწყდება.
გარე მეხსიერების მართვა. გარე (მეორადი) მეხსიერება - ესაა ოპერატიული
მეხსიერებისგან განსხვავებით უფრო ნელი, უფრო დიდი მოცულობის და
ინფორმაციის მუდმივად შემნახველი მეხსიერება.(დისკები, და ა.შ). გარე
მეხსიერების მართვისას ოპერაციული სისტემა წყვეტს ისეთივე საკითხებს
როგორისაც ძირითადი მეხსიერების მართვისას - მოთხოვნის მიხედვით
მეხსიერების გამოყოფა, მეხსიერების განთავისუფლება თავისუფალი და
დაკავებული მეხსიერების სიების შენახვა და ა.შ, ოპერაციული სისტემა მხარს
უჭერს ასევე ასოციატიური მეხსიერების (ქეშ მეხსიერების) გამოყენებას გარე
მეხსიერებაზე მიმართვის ოპტიმიზებისათვის.
მოწყობილობის მართვა (შეტანა-გამოტანის მართვა)

კომპიუტერულ სისტემაში არსებობს დიდი რაოდენობის გარე მოწყობილობები (პრინტერი , სკანერი , კომპაქტ დისკების

მართვის მოწყობილობა, და ა.შ), რომლებიც იმართება სპეციალური კონტროლერების (სპეცპროცესორები ) და

დრაივერების მიერ. (დრაივერი ეს არის დაბალი დონის პროგრამა რომელიც მართავს მოწყობილობების მუშაობას , ის

მუშაობს პრივილეგირებულ რეჟიმში.). ოპერაციული სისტემა მართავს ყველა ამ აპარატურულ და პროგრამულ

კომპონენტებს, უზრუნველყოფს გარე მოწყობილობების საიმედოდ მუშაობას , მათი გამოყენების ეფექტურობას ,

შეფერხების ან მტყუვნების შემთხვევაში მათ დიაგნოსტიკას და რეკონფიგურირებას . ამისთვის ოპერაციული სისტემა

ინახავს და იყენებს მოწყობილობათა მდგომარეობის ცხრილს.

მოწყობილობათა მართვისთვის ის ასრულებს შემდეგ მოქმედებებს :


• თვალყურს ადევნებს ყველა მოწყობილობას. პროგრამა , რომელიც პასუხისმგებელია მოცემულ დავალებაზე

ცნობილია როგორც შეტანა/გამოტანის კონტროლერი ;


• წყვეტს იმას, თუ რომელი პროცესი მიიღებს მოწყობილობას, როდის და რამდენი ხნით ;

• ახდენს მოწყობილობის გამოყოფას ეფექტური გზით ;

• აუქმებს მოწყობილობის გამოყოფას.


ქსელების მხარდაჭერა

ნებისმიერი თანამედროვე კომპიუტერული სისტემა მუდმივად ან დროებით


იმყოფება სხვადასხვა ლოკალური ან გლობალური ქსელის შემადგენლობაში.
ოპერაციული სისტემა უზრუნველყოფს ქსელური მოწყობილობების
გამოყენებას (ქსელის კარტა, ან ადაპტერი) შესაბამისი დრაივერების
გამოძახებას, დაშორებულ ფაილურ სისტემასთან წვდომის მხარდაჭერას
(რომლებიც იმყოფებიან კომპიუტერულ ქსელებში), სხვა კომპიუტერში
შორიდან შესვლას და მათი გამოთვლითი რესურსების გამოყენებას, ქსელში
შეტყობინებების გაგზავნას და მიღებას, ქსელური თავდასხმებისგან დაცვას.
უსაფრთხოება

უსაფრთხოების მოდული იცავს კომპიუტერული სისტემის მონაცემებსა და


ინფორმაციას მავნე პროგრამების საშიშროებისა და ავტორიზებული წვდომისგან.

პაროლების და სხვა ანალოგიური ტექნოლოგიების დახმარებით ის ზღუდავს


არაავტორიზებულ წვდომას პროგრამებთან და მონაცემებთან; თანამედროვე
პრინციპებიდან გამომდინარე ოპერაციულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს საიმედობა და
უსაფრთხოება, ე.ი. გარე თავდასხმებისგან დაცვა, კოორპორატიული და პირადი
ინფორმაციის კონფედენციალობა, შეცდომების და უწესივრობების დიაგნოსტირება.
ოპერაციული სისტემა უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის კომპონენტების,
მონაცემების, პროგრამების დაცვას, ქსელური პაკეტების ფილტრაციას, გარე თავდასხმების
აღმოჩენას და предотвращение, ინახავს სისტემურ სტრუქტურებზე ყველანაირი ზემოქმედების

შესახებ ინფორმაციას. რათა შემდეგ მოხდეს ანალიზი და მათთან ბრძოლა.


ფაილური სისტემის მართვა

ფაილი ეს არის გარე მოწყობილობაზე ინფორმაციის განთავსების ერთეული, (მაგალითად დისკზე).


ოპერაციული სისტემა ორგანიზაციას უკეთებს მომხმარებლის პროგრამების მუშაობას ფაილებთან, ქმნის
ფაილებს, ასრულებს მათ გახსნას და დახურვას და მათზე ოპერაციებს (წაკითხვა და ჩაწერა), ინახავს
მითითებებს ფაილებზე დირექტორიაში (საქაღალდეში) და უზრუნველყოფს მათ ძებნას სიმბოლური
სახელების მიხედვით.

ფაილური სისტემა როგორც წესი ორგანიზებულია კატალოგებში, მარტივი ნავიგაციისა და


გამოყენებისათვის. მოცემული კატალოგები შეიძლება შეიცავდეს ფაილებს და სხვა კატალოგებს.

ფაილების მართვისათვის ოპერაციული სისტემა ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

• თვალყურს ადევნებს ინფორმაციას, ადგილმდებარეობას, გამოყენებებს, მდგომარებას და ა. შ.

• წყვეტს იმას, თუ ვინ მიიღებს რესურსებს;

• ახდენს რესურსების გამოყოფას;

• ახდენს რესურსების გამოყოფის გაუქმებას.

You might also like